1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
შპს „ბათუმის წყალი“-ს მრიცხველების ინსპექტირების ოთახის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1.2.1. სამუშაოები შესრულებული უნდა იქნას სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად, ჩამოთვლილ საქონელზე, სადაც მითითებულია კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი იგულისხმება „მსგავსი“ ან ექვივალენტური“. 1.2.2. სამშენებლო ობიექტზე მომუშავე პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხოების დაცვაზე სრულად პასუხისმგებელია მიმწოდებელი. სამშენებლო მოედანზე დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების წესები. 1.2.3. სამუშაოებისას გამოსაყენებელი მასალები და მათი სერთიფიკატები(არსებობის შემთხვევაში) უნდა შეუთანხმდეს შემსყიდველს. 1.2.4. განახორციელოს სამუშაოს შესრულება ტექნიკური დავალებით დადგენილი პირობებისა და წესების, ასევე მოქმედი სამშენებლო სტანდარტების დაცვით. 1.2.5. სამუშაოს მასშტაბის შესაბამისად სამუშაოს შესრულება უზრუნველყოს შესაბამისი რაოდენობის, სანდო, სათანადო უნარ/ჩვევების მქონე პერსონალით. 1.2.6. მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს სამშენებლო და სამუშაო ფართის დასუფთავება, ნარჩენების, სამშენებლო ნაგვის მოგროვება და ტერიტორიიდან გატანა. 1.2.7. სამუშაოს შესრულების პროცესში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ხარისხისა და სამუშაოების მიმდინარეობის ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელ პირთა მიერ გაცემული, როგორც ზეპირი ასევე წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება. 1.2.8. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს, სამშენებლო სამუშაოების პროცესში, მიმწოდებლის მიზეზით (მ/შ გაუფრთხილებლობით), შემსყიდველისთვის ან/და მესამე პირისთვის მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება საკუთარი ხარჯით. 1.2.9. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების გრაფიკი/პროცესი ისე მოაწესრიგოს, რომ მიმწოდებლის მიერ სამუშაოების შესრულების მთელ პერიოდში ლაბორატორიის მუშაობის პროცესის შეფერხება იყოს მინიმუმამდე დაყვანილი. სამუშაოების წარმოება შესაძლებელია როგორც დღის სამუშაო საათებში, ისე არასამუშაო პერიოდში, ობიექტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებული გრაფიკით. 1.2.10. პრეტენდენტის მიერ ხარჯთაღრიცხვის excel-ის ფორმატით წარმოდგენის შემთხვევაში არ საჭიროებს ელექტრონულ ხელმოწერას. 1.2.11. თუ შემოთავაზებული მასალები ან/და შესრულებული სამუშაო არ შეესაბამება შემსყიდველის მოთხოვნებს ან ამ სფეროში არსებულ სტანდარტებს მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით გამოასწოროს შესრულებული სამუშაო ან შესთავაზოს შემსყიდველს მისთვის მისაღები სხვა მასალები. 1.2.12. მიმწოდებელმა მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს მუშაობით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვერის გავლენა. 1.2.13. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამუშაოების წარმოებისას დასაქმებული პერსონალის შრომის უსაფრთხოება და აწარმოოს სამუშაოები აღნიშნული სამუშაოებისათვის გათვალისწინებული ნორმებისა და სტანდარტების დაცვით. 1.2.14. პრეტენდენტს უფლება აქვს წინასწარ, ტენდერში წინადადების წარდგენამდე, დაათვალიეროს ობიექტი და გაეცნოს სამუშაოების შესრულების ადგილას არსებულ სიტუაციას
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
სამუშაოს შესრულების ვადა შეადგენს ხელშეკრულების გაფორმებიდან 25(ოცდახუთი) კალენდარულ დღეს.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
სამუშაოს შესრულების ადგილია: ქ.ბათუმი, თაბუკაშვილის N19.
1.6 შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა
1.6.1. საგარანტიო პერიოდი შეადგენს 12 (თორმეტი) თვეს სამუშაოების დასრულებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან. 1.6.2. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში მოახდინოს გამოვლენილი ხარვეზის აღმოფხვა ისე, რომ შესრულებული სამუშაოები სრულ შესაბამისობაში იყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
2.2.1.1. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2023 წლიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოები. 2.2.1.2. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლ(ებ)ი (ხელშეკრულების ასლ(ებ)ი და მიღება-ჩაბარების აქტის ასლ(ებ)ი ან/და ფორმა №2 ან/და ანალოგიური ტიპის დოკუმენტები, საიდანაც შესაძლებელია შესრულებული სამუშაოების შინაარსისა და ღირებულებების იდენტიფიცირება). 2.2.1.3. სახელმწიფო შესყიდვის შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ მითითებული იქნება NAT/SPA/CMR ნომრები და ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის ანგარიშში არსებული ინფორმაციით დადასტურდება ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოს შესრულება, დამატებით სხვა დოკუმენტების წარმოდგენის საჭიროება არ არსებობს.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
4.1.1.1. სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს: სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის დასკვნა (აკრედიტებული პირის მიერ გაცემულ დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი); 4.1.1.2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი შედგენილი და გაცემული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის N439 დადენილებით დამტკიცებული "სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდის" მოთხოვნების შესაბამისად; 4.1.1.3. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა უნდა პასუხობდეს კონკრეტულად დასმულ კითხვას: პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვით შესაძლებელია თუ არა საპროექტო-სახარჯთარრიცხვო დოკუმენტაციით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
7.2.1 ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის, ფორმა #2-ის (ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობების მიღების აქტი) გაფორმების შემდეგ. 7.2.2. შემსყიდველი ახდენს ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს ღირებულების 3%-ის დაკავებას. დაკავებული თანხის გამოქვითვა იწარმოებს ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობების შესაბამისად, მიღება-ჩაბარების აქტისა და ანგარიშ-ფაქტურაში ნაჩვენები თანხების პროპორციულად 3%-ის ოდენობით. 7.2.3. მიმწოდებელს დაუბრუნდება დაკავებული თანხა მიღება-ჩაბარების გაფორმებიდან 1 წლის შემდეგ მას შემდეგ, რაც ტექნიკური ზედამხედველი დაამოწმებს, რომ მის მიერ ყველა მითითებული დეფექტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღმოფხვრილია მიმწოდებლის მიერ, ან დაკავებული თანხა მიმწოდებელს შესაძლებელია აუნაზღაურდეს სამუშაოს მთლიანად დასრულების შემდეგ შესაბამისი საბანკო გარანტიის წარდგენის საფუძველზე. გარანტიის მოქმედების ვადა 1 (ერთი) თვით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების საგარანტიო პერიოდს. 7.2.4. თუ შემსყიდველის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებამ არ შეადგინა გამარჯვებულ ორგანიზაციასთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი გადაუხდის მიმწოდებელს ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობების ღირებულებას. აღნიშნულიდან გამომდინარე მიმწოდებელს პრეტენზია არ უნდა გააჩნდეს აუთვისებელ სამუშაოთა მოცულობების ღირებულების ანაზღაურებაზე.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ ანგარიშსწორებისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, მიმწოდებლის მიერ მითითებული რეკვიზიტების მიხედვით.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ბესიკ სურმანიძე, 555679967, besiksurmanidze1988@gmail.com
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1. სატენდერო დოკუმენტაციის იმ ნაწილში (ტექნიკური პირობები, ხარჯთაღრიცხვა, დანართი და სხვა), სადაც მითითებული იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი, იგულისხმება "მსგავსი" ან "ეკვივალენტური". 10.1.2. პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების ან მისი შემადგენელი დოკუმენტის წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ასევე უცხო ენებზე. დოკუმენტის უცხო ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. 10.1.3. პრეტენდენტს შეუძლია ხარჯთაღრიცხვები excel-ის ფორმატში წარმოადგინოს.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი