1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიების უზრუნველსაყოფად, სასცენო-საკონცერტო განათებისა და მინათების აპარატურით „პატარა კონცერტი“ მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1.2.1 სასცენო-საკონცერტო განათებისა და მინათების აპარატურით მომსახურება მოიცავს: 1.2.1.1 სასცენო-საკონცერტო განათებისა და მინათების აპარატურის ტრანსპორტირებას ღონისძიების ჩატარების ადგილას, ხოლო დემონტაჟის შემდგომ წაღებას; 1.2.1.2 სასცენო-საკონცერტო განათებისა და მინათების აპარატურის მონტაჟს ღონისძიების ჩატარების ადგილას და ღონისძიების დასრულებისას აპარატურის დემონტაჟს; 1.2.1.3 ღონისძიების ან/და რეპეტიციის მსვლელობისას სასცენო-საკონცერტო განათებისა და მინათების აპარატურის მართვას და მართვისათვის საჭირო ტექნიკური პერსონალით უზრუნველყოფას. 1.2.2 მიმწოდებელს უნდა შეეძლოს სასცენო-საკონცერტო განათებისა და მინათების აპარატურის სცენაზე და სცენის გადახურვაზე დასამონტაჟებლად საჭირო ყველა სახის კაბელით, სამაგრით, ამწე-ჯალამბარით, აგრეთვე ვერტიკალური ან/და ჰორიზონტალური, საყრდენიანი ან/და შესაკიდი ალუმინის კონსტრუქციებით (სპეციალური ქარხნული წარმოების მსუბუქი ალუმინის კონსტრუქცია (არა მილკვადრატის), „Truss“ ტიპის ე.წ. „ფერმა“) უზრუნველყოფა. 1.2.3 მიმწოდებელს უნდა შეეძლოს ღონისძიებების ერთდროულად 4 (ოთხი) „პატარა კონცერტით“ უზრუნველყოფა, რომლის შესახებაც ინფორმირებული იქნება ღონისძიებამდე არანაკლებ 4 (ოთხი) კალენდარული დღით ადრე. 1.2.4 გადაუხურავი სცენის შემთხვევაში, მიმწოდებელმა თვითონ უნდა უზრუნველყოს 4 (ოთხი) „პატარა კონცერტი“-ს სასცენო-საკონცერტო განათებისა და მინათების აპარატურის დასაკიდებლად საჭირო სპეციალური ქარხნული წარმოების მსუბუქი ალუმინის კონსტრუქციებით (არა მილკვადრატის) „Truss“ ტიპის ე.წ „ფერმებით“ მომსახურება (მათ შორის დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება, მონტაჟი და დემონტაჟი). 1.2.5 ღონისძიების ან/და რეპეტიციის მსვლელობისას, მიმწოდებელი ვალდებულია სასცენო-საკონცერტო განათებისა და მინათების აპარატურის საკომუნიკაციო გაყვანილობები, უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით და მექანიკური დაზიანების ასარიდებლად, განათავსოს შესაბამისი (არაუმეტეს 50 მ.) სიგრძის „კაბელ-არხებში". 1.2.6 მასშტაბური სახელმწიფო და საზოგადოებრივი ღონისძიებების პერიოდში, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი კონსტრუქციებით და „კაბელ-არხებით“ (50 მ-ზე მეტი „კაბელ-არხების“ საჭიროების შემთხვევაში) უზრუნველყოფას განახორციელებს შემსყიდველი. 1.2.7 მიმწოდებელია ვალდებულია სასცენო-საკონცერტო განათებისა და მინათების აპარატურით მომსახურების გაწევისას დაიცვას უსაფრთხოების ზომები. 1.2.8 მომსახურების გაწევის პერიოდში მიმწოდებლის ბრალეულობით მესამე პირისადმი მიყენებული ზიანის ანაზღაურება სრულად ეკისრება მიმწოდებელს. 1.2.9 გასაწევი მომსახურების სახეობა და მომსახურების გაწევისათვის საჭირო აპარატურის რაოდენობა მოცემულია შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ დავალებაში, რომელიც ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტში.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
1.4.1 ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ან 2026 წლის 1 იანვრიდან (რომელიც უფრო გვიან დადგება) 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად, შემსყიდველის დავალების შესაბამისად. 1.4.2 სატენდერო დოკუმენტაციის 1.4.1 პუნქტით გათვალისწინებული დავალება უნდა შესრულდეს, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, დავალებით განსაზღვრულ ვადაში, ღონისძიებების სპეციფიკიდან გამომდინარე, ხოლო 2027 წლის საახალწლო ღონისძიებებისათვის გასაწევი მომსახურებების ვადები განისაზღვრება შემსყიდველის დავალების შესაბამისად, ღონისძიებების საჭიროებებიდან გამომდინარე. 1.4.3 სატენდერო დოკუმენტაციის 1.4.1 პუნქტით გათვალისწინებულ ყოველი კონკრეტული დავალებისათვის შემსყიდველი მიმწოდებელს წერილობით, ელექტრონული ფოსტის ან/და სატელეფონო (მოკლეტექსტური) შეტყობინების სახით უგზავნის დავალებას, რომელშიც მითითებული იქნება ინფორმაცია ღონისძიების ჩატარების ადგილის, თარიღის და ვადის შესახებ. 1.4.4 ღონისძიების საჭიროებიდან გამომდინარე, შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა შესაძლოა არ აღემატებოდეს დავალებიდან 24 საათს.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში, შემსყიდველის დავალებით განსაზღვრული ადგილ(ებ)ი.
2.3.1 მოთხოვნა პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ
2.3.1.1 მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს სატენდერო დოკუმენტაციის დანართ N2–ში მითითებული ჩამონათვალით გათვალისწინებული სახეობისა და რაოდენობის მატერიალურ–ტექნიკური ბაზა, რომელიც გამოყენებული იქნება მომსახურების გაწევის პროცესში, ყოველი კონკრეტული დავალების შესაბამისად, დავალების მოცულობიდან გამომდინარე. 2.3.1.2 სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2 წარმოდგენილი უნდა იქნას ჩამონათვალში მოცემული ტექნიკის სახეობების უცვლელად და მინიმალური რაოდენობის გათვალისწინებით. 2.3.1.3 დანართ N2–ში მითითებული ტექნიკა მუდმივად უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში, დაზიანების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეაკეთოს ან ჩაანაცვლოს ახლით. 2.3.1.4 მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე, პრეტენდენტმა უცვლელად, ზოგადი პარამეტრების დაკონკრეტების გარეშე, უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ. 2.3.1.5 სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ში მითითებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ ინფორმაცია (თანხმობა) პრეტენდენტის მიერ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმებული ატვირთული უნდა იქნას ერთიან ელექტრონულ სისტემაში, ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის (საშემფასებლო) დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი), რომლებშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო მომსახურების ხარჯთაღრიცხვაში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე მომსახურების ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა. დასკვნის წარმოუდგენლობა ან უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის 1-ელი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
7.1.1 წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობა და პირობები
7.1.1.1 2027 წლის საახალწლო ღონისძიებისათვის გასაწევი მომსახურების ღირებულება (გასაწევი მომსახურების ღირებულების 100%-ის ოდენობით) ანაზღაურდება მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი წინასწარი ანგარიშსწორების, საავანსო გარანტიის საფუძველზე, საავანსო თანხის იდენტური ოდენობის, უპირობო, გამოუთხოვადი გარანტიის წარმოდგენის შემდგომ. საავანსო გარანტიის მოქმედების ვადა უნდა შეადგენდეს მისი გაცემიდან არანაკლებ 2027 წლის 15 თებერვლის ჩათვლით პერიოდს. მიმწოდებელმა ავანსის თანხები უნდა გამოიყენოს მხოლოდ ამ შესყიდვებთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად. 7.1.1.2 უპირობო, გამოუთხოვადი საავანსო გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ეტაპობრივად, გაწეული მომსახურების შესაბამისად, მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ლელა ჭინჭარაძე, 598131119, l.chincharadze@yahoo.com , ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით საკონტაქტო პირი - მარიამ ჭიჭივეიშვილი; მობ: 599253025; ელ-ფოსტა:m.tchitchiveishvili@tbilisi.gov.ge.
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. 10.1.2 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. 10.1.3 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული სატენდერო დოკუმენტაციის დანართ N1-ის (ფასების ცხრილი/მომსახურების ხარჯთაღრიცხვა/პრეისკურანტი) შესაბამისი ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, რომელიც არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს), ხოლო პრეტენდენტის მიერ ტენდერის ფარგლებში შედგენილ სხვა დოკუმენტაციაზე სავალდებულოა კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა. 10.1.4 იმ შემთხვევაში თუ სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებული არის „მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობით და პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან ექვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი/მომსახურება. ამასთან, ტექნიკურ დავალებაში მოცემული პარამეტრები არის შემსყიდველის მიერ დადგენილი მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტი. 10.1.5 სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში. 10.1.6 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება. 10.1.7 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები: 10.1.7.1 მომსახურების ხარჯთაღრიცხვა (დანართი N1) MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით; 10.1.7.2 პრეტენდენტის თანხმობა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ (დანართი N2), სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1 პუნქტის შესაბამისად.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი