ტსTenderscope
My categories only 15 + 1 org
Hiding everything outside your 15 watched categories and 1 followed organisation. Include everything else
HomeTenders › NAT250023032
NAT250023032 NAT · აუქციონის გარეშე contract signed On procurement.gov.ge ↗

ბაღდათის მუნიციპალიტეტში „დიმი-როკითის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციის“ სამუშაოები

შპს საქართველოს მელიორაცია 472 tenders 1.4 avg bidders 165 failed 287 CMR deals
5% outside our line

Can we win this?

5% — outside our line: this does not look like something we sell.

  • Our line of business only 10% like anything in our 58 bids — most likely not something we sell.
  • Deal size over ₾200k: we have won 0 of 6 bids in this range.
  • Expected competition this category averages 2.0 bidders, 30% go single-bid. In 1–3 bidders we have won 10 of 17.
  • Procedure NAT: 18 wins from 48 bids.
  • Category fit 45200000: we have never bid in this category.
  • Buyer relationship we have never bid with this buyer.

Derived from our own 52 decided bids (18 won, 35% base rate) against market data for the category. Thin evidence is shrunk toward the base rate, so this is a prior, not a prediction — it says nothing about whether we can meet the specification.

Contract N1-18 running 116 days remaining Contract PDF ↗
797,777 ₾ contract amount 128,829 ₾ (16%) actually paid 09.02.2026 – 22.12.2026
PaymentSourceYear QuarterPaid on
128,828.68 ₾ პროგრამები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2026 Q2 30.04.2026

Main details — as published

განცხადების ნომერიNAT250023032
შესყიდვის სტატუსიხელშეკრულება დადებულია
შემსყიდველიშპს საქართველოს მელიორაცია
შესყიდვის ტიპიელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე(NAT)
შესყიდვის კატეგორია45200000-მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
კლასიფიკატორის კოდები
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება827`939.00 GEL
შესყიდვის რაოდენობა ან მოცულობაიხ. დოკუმენტაცია
შესყიდვის გამოცხადების თარიღი10.12.2025 17:47
წინადადებების მიღება იწყება03.01.2026 00:06
წინადადებების მიღება მთავრდება08.01.2026 16:00
შეთავაზების ფასის კლების ბიჯი3`312.00 GEL
გარანტიის ოდენობა8`279 GEL
გარანტიის მოქმედების ვადა160 დღე
მოწოდების ვადაშემსყიდველის წერილობითი დავალებიდან 240 კალენდარული დღე, რომელშიც გათვალისწინებულია მხოლოდ მშენებლობის ვადა, მძიმე კლიმატური პირობების პერიოდის გაუთვალისწინებლად
წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოსდღგ-ს გათვალისწინებით
დამატებითი ინფორმაცია

Buyer documents & protocols (8)

NAT250023032_ოქმი N2 -NAT250023032 -.pdf.pdf ნოდარ სადუნიშვილი 15.01.2026 17:40
NAT250023032_ოქმი N3 -NAT250023032.pdf.pdf ნოდარ სადუნიშვილი 26.01.2026 19:47
NAT250023032_გარანტია -10979_signed.pdf.pdf ევგენი ჯიხვაძე 09.02.2026 17:03

Bidders — everyone, including who lost

CompanyFirst offer Final offerResult
შპს ელიტ ბილდერს გრუპი 797,777 797,777 won
NAT250023032_დანართი N1- სამუშაოს ხარჯთაღრიცხვა.xls.xls · NAT250023032_დანართი N1- სამუშაოს ხარჯთაღრიცხვა.pdf.pdf · NAT250023032_დანართიN3-გამოცდილება.pdf.pdf
შპს აიტი სერვისი 823,900 823,900
NAT250023032_დანართი N1 - 18.12.xlsx.xlsx · NAT250023032_დანართი N1 - 18.12-signed.pdf.pdf
შპს სმარტ სოლუშენს 827,939 827,939
NAT250023032_NAT250023032 - დანართი N1- სამუშაოს ხარჯთაღრიცხვა .xls.xls · NAT250023032_NAT250023032 - დანართი N1- სამუშაოს ხარჯთაღრიცხვა -signed.pdf.pdf

"Won" is derived — our inference from final offers; the portal does not publish it as a field.

History

  • 10.12.2025 17:47 Announced
  • 03.01.2026 00:06 Bidding opens
  • 05.01.2026 17:00 First bid placed (3 bidders in total)
  • 08.01.2026 15:06 Last bid activity
  • 08.01.2026 16:00 Bidding closes
  • 15.01.2026 17:40 Buyer published: NAT250023032_ოქმი N2 -NAT250023032 -.pdf
  • 20.01.2026 14:38 Buyer published: NAT250023032_დანართი N1- სამუშაოს ხარჯთაღრიცხვა.xls (21/01/2026 04:01)
  • 21.01.2026 16:41 Buyer published: NAT250023032_დანართი N1- სამუშაოს ხარჯთაღრიცხვა-დაზუსტ.xls
  • 21.01.2026 16:42 Buyer published: NAT250023032_ამონაწერი მოვალეთა რეესტრიდან.pdf
  • 21.01.2026 16:44 Buyer published: NAT250023032_ცნობა შემოსავლებიდან-ბიუჯეტი.pdf
  • 26.01.2026 19:47 Buyer published: NAT250023032_ოქმი N3 -NAT250023032.pdf
  • 09.02.2026 00:00 Contract signed: N1-18 — 797,777 ₾
  • 09.02.2026 17:03 Buyer published: NAT250023032_გარანტია -10979_signed.pdf
  • 09.02.2026 17:10 Buyer published: NAT250023032_მინდობილობა-თამარ ჭკადუა (1).pdf
  • 27.08.2026 06:52 Current status: contract signed

Built from every dated fact we hold; the portal's full status-change log is a planned scrape.

Tender documentation — all 28 sections

1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
ბაღდათის მუნიციპალიტეტში „დიმი-როკითის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციის“ სამუშაოები.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1.2.1 პროექტით გათვალისწინებულია შემდეგი ღონისძიებები: 1.2.1.1 კაშხლის გამრეცხი მალი (რაბი), ჩამრობი ჭა და რისბერმა: - გამრეცხი მალის ქვეშ ღრმულის დამუშავება და აღდგენა მონ. რკ.ბეტონით; - გამრეცხი მალის ბეტონის დახრილი უბნის მოსახვა ფოლადის ფურცლით სისქით 12მმ. - ჩამქრობი ჭის კედლის წინ ღრმულის დამუშავება და შევსება მონ.რკ. ბეტონით. - წყალდიდობის დროს წაღებული ფილებით მოწყობილი რისბერმის ნაცვლად ახალი რისბერმის მოწყობა ქვის ლოდებით d=1,15÷1,3მ. 1.2.1.2. სათავე ნაგებობის კაშხლის წყალსაშვიანი ნაწილი, ჩამქრობი ჭა და რისბერმა: - ჩამქრობი ჭის ბოლოში დაზიანებული კედლის ნაცვლად ახალი მონ.რკ. ბეტონის კედლის მოწყობა. - არსებული რისბერმის 8 ცალი დაზიანებული ფილის ნაცვლად ახალი 2x2x0.8მ ფილების მოწყობა. - არსებული რისბერმის ქვემოთ რისბერმის გაგრძელება ქვის ლოდების წყობით d=1,15÷1,3მ. - ექსპლუატაციის სამსახურმა ყოველი წყალდიდობის ჩავლის მერე უნდა შეამოწმოს რისბერმის მდგომარეობა და საჭიროების შემთხევაში აღადგინოს რისბერმის ქვების წყობა. 1.2.1.3. გამრეცხი მალის ფარების სამართავი შენობა კიბეები და მოაჯირები: - სახურავის დაზიანებული ფენის მოხსნა 2-3სმ და აღდგენა წებოცემენტის ხსნარით. - პოლიურეთანზე დამზადებული ელასტომეტრული თხევადი წყალგაუმტარი მემბრანა (ISOFLEX – HYBRID); - ბიტუმის გადახურვა მემბრანით (ROOF-TOP 800); - სამანქანო დარბაზის და აივნის იატაკების გასუფთავება და მეტლახის დაგება; - სახურავზე თუნუქის საწვიმარი ღარის მოწყობა; - სახურავიდან წყლის გამყვანი თუნუქის მილების მოწყობა; - შენობის კედლების გარე პერიმეტრის გასუფთავება და შეღებვა წყალმედეგი ემულსიით ორ ფენა; - შენობის შიდა კედლების, ჭერის და ფილის ძირის გასუფთავება და შეღებვა წყალმედეგი ემულსიით ორ ფენად; - შენობის საყრდენი რვა სვეტის გასუფთავება და შეღებვა წყალმედეგი ემულსიით ორ ფენად; - ლითონის კიბეების, მოაჯირების და ხიდის ლითონის სავალი ნაწილის გასუფთავება ჟანგისაგან და შეღებვა ჟანგმედეგი საღებავით; - კიბეებზე და მოაჯირებზე დგარებს შორის Ø18 B500B არმატურის დგარების მოწყობა. 1.2.1.4 ზღუდარები: - დიმი-როკითის სათავე ნაგებობაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უსაფრთხო ჩატრებისთვის პროექტით გათვალისწინებულია პირველი და მეორე რიგის ძელყორული ზღუდარების მოწყობა. 1.2.1.5 მექანიკური ნაწილი: 1.2.1.5.1. გამრეცხი მალის ფარები: - გამრეცხი მალების ორივე ფარზე ჩასატარებელია სარეაბილიტაციო სამუშაოები ლითონის დაზიანებულ ზედაპირზე. აღდგენა უნდა მოხდეს ელექტრო შედუღებით; კოროზიის მოცილება მთლიან კონსტრუქციაზე და სამღებრო სამუშაოების ჩატარება. შემამჭიდროებელი კვანძი ორივე ფარის ორივე სექციაზე უნდა შეიცვალოს სრულად, მათ შორის სამაგრი დეტალები უნდა შეიცვალოს ახლით. ასევე ორივე ფარის ორივე სექციაზე უნდა შეიცვალოს (განახლდეს) ბორბლები, რომლებიც გაჭედილია და ასეთ რეჟიმში მუშაობის გამო გააჩნია დეფექტები, კერძოდ დაკარგული აქვს წრიულობა. 1.2.1.5.2. ფარების ამძრავი ელექტრომექანიკური ამწე “20ЭВД”: - ფარების ამძრავი ელექტრომექანიკური ამწე “20ЭВД” უნდა შეიცვალოს სრულად, რადგან მასზედ არსებული დეფორმაციები და დეფექტები ისეთი ხარისხისაა, მათი გამოსწორება რემონტის გზით თითქმის შეუძლებელია, ან შესაძლებელია ხარისხის ძალიან დაბალი მნიშვნელობით. ვინაიდან სათავე ნაგებობის ეს კვანძი მოითხოვს სიზუსტის და საიმედოობის მაღალ ხარისხს, აუცილებელია შეცვლა ახალი ამძრავი მექანიზმით. მოწყობილობა უნდა შეიცვალოს მთლიანად ახლით. 1.2.1.5.3. შანდორები: - სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა ჩაუტარდეს შანდორებს. შანდორების ლითონის დაზიანებულ ზედაპირზე აღდგენა უნდა მოხდეს ელექტრო შედუღებით. კოროზიის მოცილება მთლიან კონსტრუქციაზე და სამღებრო სამუშაოების ჩატარება. შემამჭიდროებელი კვანძი სარემონტო შანდორებზე უნდა შეიცვალოს სრულად, მათ შორის სამაგრი დეტალები უნდა შეიცვალოს ახლით. შანდორების მანევრირებისათვის სათავე ნაგებობაზე არსებულ მონორელსზე უნდა დამონტაჟდეს 2 ცალი ხელის ჯალამბარი (ტელფერი) თითოეული 5ტ-ნი ტვირთამწეობის. 1.2.1.5.4. წყალმიმღების ფარი: - წყალმიმღები არხის ფარზე ჩასატარებელია სარეაბილიტაციო სამუშაოები ლითონის დაზიანებულ ზედაპირზე. აღდგენა უნდა მოხდეს ელექტრო შედუღებით; კოროზიის მოცილება მთლიან კონსტრუქციაზე და სამღებრო სამუშაოების ჩატარება. შემამჭიდროებელი კვანძი უნდა შეიცვალოს სრულად, მათ შორის სამაგრი დეტალები უნდა შეიცვალოს ახლით. ასევე ფარი უნდა შეიცვალოს (განახლდეს) ბორბლები, რომლებიც გაჭედილია და ასეთ რეჟიმში მუშაობის გამო გააჩნია დეფექტები, კერძოდ დაკარგული აქვს წრიულობა. 1.2.1.5.5. ფარის ამძრავი ელექტრომექანიკური ამწე “10ЭВД”: - ფარის ამძრავი ელექტრომექანიკური ამწე “10ЭВД” უნდა შეიცვალოს სრულად, რადგან მასზედ არსებული დეფორმაციები და დეფექტები ისეთი ხარისხისაა, მათი გამოსწორება რემონტის გზით თითქმის შეუძლებელია, ან შესაძლებელია ხარისხის ძალიან დაბალი მნიშვნელობით. ვინაიდან სათავე ნაგებობის ეს კვანძი მოითხოვს სიზუსტის და საიმედოობის მაღალ ხარისხს, აუცილებელია შეცვლა ახალი ამძრავი მექანიზმით. მოწყობილობა უნდა შეიცვალოს მთლიანად ახლით. 1.2.1.5.6. ნაგავდამჭერი გისოსები: - ნაგავდამჭერი გისოსების ლითონკონსტრუქსიაზე უნდა ჩატარდეს სარეაბილიტაციო სამუშაოები ლითონის დაზიანებულ ნაწილზე. აღდგენა უნდა მოხდეს ელექტრო შედუღებით. უნდა შეიცვალოს დაზიანებული და დეფორმირებული ზოლოვანები და სამაგრი დეტალები. გისოსებს უნდა ჩაუტარდეს სამღებრო სამუშაოები. 1.2.1.6. პროექტით ასევე გათვალისწინებულია: - ეზოს საპირფარეშო ამოსაღებ ორმოზე; - ეზოს საპირფარეშოს ტერიტორიის შემოღობვა; - ელექტრული ნაწილი; 1.2.2 მიმწოდებელმა სამუშაოები უნდა შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების დაცვით, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოს სამშენებლო სამუშაოების პროცესში გამოსაყენებელი სხვადასხვა მასალებისა და კონსტრუქციების (ღარები, ფილები და ა.შ.) დადგენილ ნორმებთან და სტანდარტებთან შესაბამისობის დოკუმენტალური დადასტურება, კანონმდებლობით განსაზღვრული ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე მეთოდით: • შესაბამისობის დეკლარაციით - რომლითაც, მწარმოებელი ადასტურებს შესაბამისობის შეფასების ობიექტის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას; • შესაბამისობის სერტიფიკატით - რომლითაც სერტიფიკაციის ორგანო ადასტურებს შესაბამისობის შეფასების ობიექტის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას; • ინსპექტირების სერტიფიკატით ან/და ოქმით - რომლითაც ინსპექტირების ორგანო ადასტურებს შესაბამისობის შეფასების ობიექტის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას. 1.2.3 ხარჯთაღრიცხვაში ასახული გაუთვალისწინებელი სამუშაოების თანხების ხარჯვა მიმწოდებლის მიერ მოხდება მხოლოდ აუცილებლობიდან გამომდინარე, შემსყიდველთან წინასწარი შეთანხმებით. 1.2.4 სამუშაოს ხარჯთაღრიცხვა (დანართი N1) პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს (ატვირთოს სისტემაში) Excel ფორმატში. 1.2.5 სამუშაოების წარმოების პროცესში, სამუშაოს ახალი პოზიცი(ებ)ის წარმოქმნის შემთხვევაში, მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან ხარჯთაღრიცხვის ინსპექტირების სფეროში აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნა, სადაც განსაზღვრული იქნება ახალი პოზიციის ერთეულის ფასი. 1.2.6 იმ შემთხვევაში, თუ იცვლება პროექტის კონსტრუქციული ნაწილი, აღნიშნული საკითხი უნდა შეთანხმდეს პროექტის ავტორთან და ცვლილება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ მისი თანხმობის არსებობის შემთხვევაში. ამასთან, მშენებელმა უნდა წარმოადგინოს კონსტრუქციულ ნაწილზე, სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან პროექტის კონსტრუქციული ნაწილის ინსპექტირების სფეროში აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნა (შესყიდვის ობიექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაბამისი ნაგებობის სფეროშიც). შენიშვნა: პრეტენდენტის მიერ სამუშაოები შესრულებული უნდა იქნას სისტემაში 1.2 პუნქტში ატვირთული ფაილების შესაბამისად.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
შემსყიდველის წერილობითი დავალებიდან 240 კალენდარული დღე, რომელშიც გათვალისწინებულია მხოლოდ მშენებლობის ვადა, მძიმე კლიმატური პირობების პერიოდის გაუთვალისწინებლად. კლიმატური პირობებით გამოწვეული მოცდენის საპატიოდ ჩათვლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შემსყიდველი ორგანიზაცია. გამარჯვებულმა პრეტენდენტმა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ინსპექტირების ჯგუფს და ზედამხედველ კომპანიას უნდა წარუდგინოს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა/დოკუმენტი მეტეოროლოგიური პირობების შესახებ, ასევე ფოტო და ვიდეო მასალა. მოწოდებულ ფოტო და ვიდეო მასალაში იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ობიექტი (ლოკაცია, სადაც მიმდინარეობს სამუშაოები) და გადაღების თარიღი. შემსყიდველი ორგანიზაცია გადაწყვეტილებას იღებს მოწოდებულ დოკუმენტაციაზე, ფოტო და ვიდეო მასალაზე დაყრდნობით, ზედამხედველის დასტურის შესაბამისად. სავალდებულოა სამუშაოები წარმოებული იყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოთა შესრულების გეგმა-გრაფიკის განუხრელი დაცვით, მაქსიმალურად უწყვეტ რეჟიმში.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
ბაღდათის მუნიციპალიტეტი სოფ. დიმის მიმდებარე ტერიტორია.
1.6 შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა
1. მიმწოდებელი იძლევა გარანტიას, რომ შესრულებული სამუშაო სწორი ექსპლუატაციის პირობებში არ გამოავლენს დეფექტს და შეესაბამება სამუშაოს შესრულების ტექნიკურ პირობებს. 2. გარანტია ვრცელდება შენობა-ნაგებობებზე და მათ სამშენებლო სამუშაოებზე გამოყენებულ ნებისმიერ მასალაზე, ასევე, ელექტრო, მექანიკურ და ელექტრო-მექანიკურ დანადგარებზე/მოწყობილობებზე (მათ შორის ძრავები, ტუმბოები, ფარები, ამწე მექანიზმები, სარქველები, ურდულები და ა.შ). 3. შესრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა შეადგენს 3 (სამი) წელს, შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლებამოსილი პირების მიერ სამუშაოების საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღიდან. აღნიშნული ვადის პირველი წლის განმავლობაში, შესრულებული სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით, მიმწოდებლის პასუხისმგებლობა დეფექტ(ებ)ის/გაუმართაობ(ებ)ის აღმოფხვრაზე უზრუნველყოფილი იქნება სამუშაოების ღირებულების 5%-ით. 4. შემსყიდველის მხრიდან, საგარანტიო ვალდებულების შესრულების საჭიროების თაობაზე, შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას ყველა გამოვლენილი დეფექტი/გაუმართაობა. იმ შემთხვევაში თუ დეფექტ(ებ)ის/გაუმართაობ(ებ)ის სირთულიდან გამომდინარე, მის აღმოსაფხვრელად საჭიროა მეტი ვადა, მიმწოდებელმა 10 დღიანი ვადის გასვლამდე შემსყიდველთან უნდა შეათანხმოს მოცემული ვადის გაგრძელების საკითხი. ნებისმიერ შემთხვევაში დეფექტ(ებ)ის/გაუმართაობ(ებ)ის აღმოფხვრის ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს, შემსყიდველის მხრიდან, საგარანტიო ვალდებულების შესრულების საჭიროების თაობაზე, შეტყობინების მიღების დღიდან. ზემოაღნიშნული ვადების დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს პირგასამტეხლოს სახით დაერიცხება ხელშეკრულების ღირებულების 0.05% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. საგარანტიო ვადის პირველი წლის განმავლობაში, პირგასამტეხლოს მოთხოვნიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღეში გადაუხდელობის შემთხვევაში, შესაბამისი თანხა დაიქვითება მე-6 პუნქტის თანახმად დაკავებული თანხიდან. 5. თუ საგარანტიო ვადის ამოწურვის მომენტისათვის შემსყიდველს მიმწოდებლისთვის გაგზვნილი აქვს საგარანტიო ვალდებულების შესრულების საჭიროების შეტყობინება ან თუ მოცემულ დროს წარმოებს გამოვლენილი დეფექტ(ებ)ის/გაუმართაობ(ებ)ის აღმოფხვრის სამუშაოები, შესრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა გაგრძელდება შესაბამისი დეფექტე(ებ)ის/გაუმართაობ(ებ)ის აღმოფხვრამდე. 6. შესრულებული სამუშაოების ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველის მიერ ყოველი შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული იქნება ამ სამუშაოს ღირებულების 5%. აღნიშნული თანხა მიმწოდებელს აუნაზღაურდება დეფექტებზე პასუხისმგებლობის 1 წლის გასვლის შემდეგ. ამასთან, ანაზღაურება მოხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენელი დაამოწმებს, რომ მიმწოდებლის მიერ გასწორებულია ყველა აღმოჩენილი დეფექტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ამ მუხლით განსაზღვრულ პასუხისმგებლობის პერიოდის დასრულებამდე. 7. იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერი მიზეზით, მიმწოდებელი ვერ/არ უზრუნველყოფს საგარანტიო პერიოდში გამოვლენილი დეფექტ(ებ)ის/გაუმართაობ(ებ)ის აღმოფხვრას, სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), პირგასამტეხლოს სახით, მთლიანად რჩება შემსყიდველს, ხოლო საგარანტიო ვადის პირველი წლის შემდეგ, თუკი ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული თანხა დაბრუნებულია, მიმწოდებელს დეფექტ(ებ)ის/გაუმართაობ(ებ)ის აღმოუფხვრელობისათვის დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 8. თუ მე-7 პუნტში აღნიშნული დეფექტ(ებ)ის/გაუმართაობ(ებ)ის აღმოფხვრისათვის საჭირო თანხა აღემატება სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებულ თანხას, შემსყიდველი უფელბამოსილია, დამატებით მოსთხოვოს მიმწოდებელს აღნიშნული სხვაობის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 9. შემსყიდველი უფლებამოსილია, საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, გადაუხადოს მიმწოდებელს სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული თანხა, იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებულ საბანკო/სადაზღვევო დაწესებულების მიერ გაცემულ საბანკო გარანტიას, დაკავებული თანხის იდენტურ ოდენობაზე (შესაძლებელია ასევე წარმოდგენილ იქნას უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული საბანკო გარანტია, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ). ამასთან, შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენელი უნდა ადასტურებდეს, მოცემული მომენტისთვის, შესრულებულ სამუშაოზე დეფექტ(ებ)ის/გაუმართაობ(ებ)ის არარსებობას. 10. მე-9 პუნქტით გათვალისწინებული საბანკო გარანტია უნდა იყოს უპირობო და შემსყიდველს უფლებას აძლევდეს, საბანკო გარანტიის გამცემი დაწესებულებისგან პირველივე მოთხოვნისთანავე, შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი დასაბუთებისა და დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე, მიიღოს საბანკო გარანტიით განსაზღვრული სრული თანხა. აღნიშნულ საბანკო გარანტიის უნდა გააჩნდეს მოქმედების ვადა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 425 კალენდარული დღის განმავლობაში.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
საანგარიშო პერიოდში*, საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე (გარდა იმ ქვეყნისა, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს პრეტენდენტი ან სათაო კომპანია), პრეტენდენტის მიერ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების** ან/და მოთხოვნილი ტიპის სამუშაოების*** ფაქტობრივად შესრულებული ღირებულებების ჯამი უნდა იყოს არანაკლებ 1'240'000.00 (ერთი მილიონ ორასორმოცი ათასი ლარი და 00 თეთრი) ლარისა. ამასთან, იმავე პერიოდში პრეტენდენტს შესრულებული ხელშეკრულებ(ებ)ის (დასრულებული სამუშაო) ფარგლებში განხორციელებული უნდა ჰქონდეს შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი ტიპის სამუშაოები***, არანაკლებ შესასყიდი სამშენებლო სამუშაოების სავარაუდო ღირებულების 50%-ის ოდენობით. აქედან, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების ღირებულება უნდა იყოს არანაკლებ შესასყიდი სამშენებლო სამუშაოების სავარაუდო ღირებულების 30%. *საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2020 წლის 1-ლი დეკემბრიდან ელ. ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდს. მოთხოვნილი ტიპის სამუშაოები*** - პრეტენდენტს გამოცდილებაში ჩაეთვლება საირიგაციო ინფრასტრუქტურის*, კაშხლების, წყალსაცავების, ჰიდროელექტროსადგურებისა და წყალმომარაგება/წყალარინების სისტემების მშენებლობა**. * საირიგაციო ინფრასტრუქტურა – საირიგაციო დანიშნულების ნაგებობები: კაშხლები, წყალსაცავები, სათავე ნაგებობები, მაგისტრალური, მეორე რიგისა და მესამე რიგის არხები და მილსადენები, აგრეთვე მათზე არსებული ჰიდრონაგებობები (წყალსაშვები, აკვედუკი, დიუკერი, გვირაბი, ხიდი, მილხიდი, გადამღობი და მარეგულირებელი ფარები), სატუმბავი სადგური, ჭები, ჭაბურღილები, მისასვლელი და საექსპლუატაციო გზები; ** მშენებლობად განიხილება „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის #255 დადგენილების მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის ა), ბ), გ) და დ) ქვეპუნქტებით განსაზღვრული ახალი მშენებლობა (მათ შორის - მონტაჟი), რეკონსტრუქცია და შეკეთება (რემონტი, მოპირკეთება/აღჭურვა), აგრეთვე დემონტაჟი (არსებული შენობა-ნაგებობის დაშლა/დანგრევა). დოკუმენტები, რომლითაც უნდა დასტურდებოდეს გამოცდილება ა) პრეტენდენტის გამოცდილება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი დოკუმენტებიდან: ა.ა.) მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებ(ები)ა (საკმარისია ხელშეკრულების ან მისი ნაწილის წარმოდგენა, რომელიც უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას: ხელშეკრულების გაფორმების თარიღი, მხარეთა რეკვიზიტები, სამუშაოს შინაარსი და სამუშაოს ღირებულება); ა.ბ.) შესაბამისი სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები, კერძოდ: • შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტი და სამუშაოს შესრულების აქტი (ფორმა N2 ან ანალოგიური შინაარსის სხვა დოკუმენტი). ა.გ.) გარდა ზემოაღნიშნული დოკუმენტებისა, შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი ტიპის სამუშაოები უნდა დასტურდებოდეს ისეთი დოკუმენტ(ებ)ით, რომელშიც შესაბამისი დამკვეთი ადასტურებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების სრულად შესრულებას. ბ) იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოები შესრულებულია სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში და ყველა შესაბამისი ინფორმაცია ატვირთულია სრულად სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, ზემოაღნიშნული დოკუმენტების ნაცვლად შესაძლებელია წარმოდგენილ იქნას სახელმწიფო შესყიდვის შესაბამისი ნომერი (SPA, NAT, CMR და სხვ.).“ გ.ა.) იმ შემთხევევაში, თუ სამუშაოები შესრულებულია საქართველოს ტერიტორიაზე და დამკვეთს წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიული პირი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამუშაოები შესრულებულია სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში ან/და ამ მუხლის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ინფორმაცია ატვირთულია სრულად სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში), პრეტენდენტმა ზემოაღნიშნულ დოკუმენტებთან ერთად აუცილებლად უნდა წარმოადგინოს დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. გ.ბ.) იმ შემთხევევაში, თუ სამუშაოები შესრულებულია უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, წარმოდგენილ უნდა იქნას სამუშაოს ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები. დ) წარმოდგენილი დოკუმენტებიდან შესაძლებელი უნდა იყოს შესრულებული სამუშაოების შინაარსისა და ღირებულების იდენტიფიცირება, ასევე, უნდა იკვეთებოდეს ხელშეკრულებასა და სამუშაოს შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტთა შორის ურთიერთკავშირი. ე) უცხოურ ვალუტაში შესრულებული სამუშაოების შემთხვევაში, ღირებულების დაანგარიშება მოხდება ლარებში, სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების თარიღისთვის, შესაბამისი ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით. ვ) ამხანაგობის და ამხანაგობის წევრთა მიმართ დადგენილი დამატებითი მოთხოვნები: ვ.ა.) იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. ვ.ბ.) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“-ს 24-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით ამხანაგობის მონაწილეთა ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შესაბამისობა დგინდება მონაწილის მიერ შესასრულებელი ვალდებულებისადმი დადგენილ მოთხოვნასთან მიმართებით, ამ პუნქტის ვ.ა ქვეპუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთან, არ დაიშვება ამხანაგობის მონაწილეთა გამოცდილების შეკრება. ვ.გ.) საანგარიშო პერიოდში მოთხოვნილ სამუშაოებზე, რომლებიც შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მიერ, პრეტენდენტმა, ასევე, უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეების უფლებამოსილი პირების მიერ დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, თუ რა ღირებულების სამუშაოები შეასრულეს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეებმა ცალ-ცალკე, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში. ზ) უცხოური საწარმოს ან მისი წარმომადგენლობის/ფილიალის მიმართ დადგენილი დამატებითი მოთხოვნები: ზ.ა.) სათაო კომპანიის მიერ გაცემული ნებისმიერი სახის ცნობა ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს სათაო კომპანიის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ (წარმოდგენილი უნდა იყოს ხელმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი); ზ.ბ.) სათაო კომპანიიდან ან/და უცხო ქვეყნიდან მოთხოვნილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, აღნიშნული დოკუმენტების დედანთან სისწორე ნოტარიულად უნდა იქნას დამოწმებული. თ) იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოებს ასრულებს ერთზე მეტი პირი, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია შემსრულებელი პირების მითითებით, რომელსაც დაადასტურებს ყველა შემსრულებელი მხარე. ი) იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს შესრულებული აქვს სამუშაო როგორც ამხანაგობის წევრს, აღნიშნული სამუშაო უნდა ქონდეს შესრულებული კონკრეტული ხელშეკრულების ფარგლებში ძირითად შემსყიდველთან თავდაპირველად წარდგენილი განაწილების ან/და შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე. კ) თუ პრეტენდენტს შესრულებული აქვს სამუშაო როგორც ქვეკონტრაქტორს და ძირითად შემსყიდველთან გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს სამუშაოების გადაცემის თაობაზე შემსყიდველთან შეთანხმების ვალდებულებას, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება აღნიშნული შეთანხმების არსებობა.
2.8.1 ქვეკონტრაქტორთან დაკავშირებული მოთხოვნები
2.8.1.1. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მიმწოდებელი უფლებამოსილია ქვეკონტრაქტორს გადასცეს მთლიანი სამუშაოების ღირებულებითი მოცულობის არაუმეტეს 30%. 2.8.1.2. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ქვეკონტრაქტორს გადასცემს მთლიანი სამუშაოების 30%-მდე ღირებულებითი მოცულობის სამუშაოებს, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციასთან შეათანხმოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება. 2.8.1.3. ქვეკონტრაქტორი არ უნდა იყოს დარეგისტრირებული შავ სიაში. 2.8.1.4. ხელშეკრულებით განსაზღვრული შესაბამისი სამუშაოს ქვეკონტრაქტორზე გადაცემით მიმწოდებელი არ თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისგან და აღნიშნულ სამუშაოზე შემსყიდველის წინაშე პასუხისმგებელია მიმწოდებელი.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
პრეტენდენტმა წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები: 1. შევსებული დანართი N1 - სამუშაოს ხარჯთაღრიცხვა (წინამდებარე სატენდერო პირობების 1.3 პუნქტი); 2. პრეტენდენტის გამოცდილებასთან დაკავშირებული დოკუმენტ(ებ)ი (სატენდერო პირობების 2.2.1 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად).
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება უნდა მოხდეს: ექსპერტიზის დასკვნით ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/ აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი). 4.1.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეული ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა. 4.1.1.3. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი შედგენილი და გაცემული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის N439 დადენილებით დამტკიცებული „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის" მოთხოვნების შესაბამისად.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში
5.1.2 იურიდიული პირისთვის
ა) ცნობა/დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. ბ) ცნობა შესაბამისი ორგანოდან, რომელიც დაადასტურებს, რომ პრეტენდენტს არ ერიცხება სალდირებული დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ (იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილ ცნობაში ფიქსირდება ჯერ არაღიარებული დავალიანება, აღნიშნული ბიუჯეტის მიმართ სალდირებულ დავალიანებად არ ჩაითვლება).
5.1.3 ინდივიდუალური მეწარმისთვის
ა) ცნობა/დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. ბ) ცნობა შესაბამისი ორგანოდან, რომელიც დაადასტურებს, რომ პრეტენდენტს არ ერიცხება სალდირებული დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ (იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილ ცნობაში ფიქსირდება ჯერ არაღიარებული დავალიანება, აღნიშნული ბიუჯეტის მიმართ სალდირებულ დავალიანებად არ ჩაითვლება).
5.1.4 ფიზიკური პირისთვის
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. ბ) ცნობა/დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
5.1.5 ამხანაგობისთვის
დოკუმენტები მოითხოვება, როგორც უშუალოდ ამხანაგობისთვის, ასევე, მისი თითოეული წევრისათვის: ა) ცნობა/დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. ბ) ცნობა შესაბამისი ორგანოდან, რომელიც დაადასტურებს, რომ პრეტენდენტს არ ერიცხება სალდირებული დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ (იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილ ცნობაში ფიქსირდება ჯერ არაღიარებული დავალიანება, აღნიშნული ბიუჯეტის მიმართ სალდირებულ დავალიანებად არ ჩაითვლება).
5.1.6 არარეზიდენტი პირისთვის
ა) არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, პრეტენდენტმა, გარდა 5.1.2. პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, უნდა წარმოადგინოს საკუთარი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან გაცემული ცნობა/ცნობები, რომ არ ხორციელდება არარეზიდენტი იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია. ყველა დოკუმენტი დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მათ თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. ბ) არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემთხვევაში პრეტენდნეტმა უნდა წარმოადგინოს 5.1.4. პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები. ყველა დოკუმენტი დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მათ თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
5.1.7 წარმომადგენლობისთვის/ფილიალისთვის
წარმოდგენილ უნდა იქნას, როგორც პრეტენდენტის, ასევე, სათაო კომპანიის 5.1.2. პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები. ასევე, დამატებით უნდა იქნას წარმოდგენილი სათაო კომპანიის ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან გაცემული ცნობა/ცნობები, რომ არ ხორციელდება სათაო კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია. უცხოური დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მათ თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
6.1 მოითხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
5 პროცენტი
6.2 სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში მოითხოვება გარანტია
10 პროცენტი
6.3 გარანტიის მოქმედების ვადა
ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია არანაკლებ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.
6.4 გარანტიის პირობები
ა) საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებულ საბანკო/სადაზღვევო დაწესებულებიდან. შესაძლებელია ასევე წარმოდგენილ იქნას უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული საბანკო გარანტია, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ ბ) საბანკო გარანტია უნდა იყოს უპირობო და შემსყიდველს უფლებას აძლევდეს, საბანკო გარანტიის გამცემი დაწესებულებისგან პირველივე მოთხოვნისთანავე, შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი დასაბუთებისა და დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე, მიიღოს საბანკო გარანტიით განსაზღვრული სრული თანხა. გ) ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია გამოიყენება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების რისკის თავიდან ასაცილებლად, ასევე, აღნიშნული ქმედებით გამოწვეული ნებისმიერი ზიანის ანაზღაურების მიზნით. აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხის შემცირება არ განხორციელდება ხელშეკრულებით თანახმად დაკისრებული პირგასამტეხლოების თანხის პროპორციულად (გარდა წინამდებარე სატენდერო პირობების 6.4 პუნქტის "დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევ(ებ)ისა), პირგასამტეხლოს გადახდას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიმწოდებელი უზრუნველყოფს დამატებით. დ) იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების მიხედვით დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა აღემატება მიმწოდებლისათვის ასანაზღაურებელ თანხას და შესაბამისად წინამდებარე სატენდერო პირობების 7.2 პუნქტის მე-5 ქვეპუნქტის პირობების თანახმად გამოსაქვითი თანხა ვერ ფარავს პირგასამტეხლოს სრულ ოდენობას, შემსყიდველი უფლებამოსილია, სხვაობა აინაზღაუროს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხიდან. ე) მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულების და შემსყიდველის მიერ ამ შესრულების მიღების შემდეგ, ასევე, ფორს-მაჟორული გარემოებების გამო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი ვალდებულია დაუბრუნოს მიმწოდებელს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია. ვ) მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია აამოქმედოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია. ზ) შემსყიდველის მიერ, ხელშეკრულების 8.4 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში (შემთხვევები, როდესაც შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება მიმწოდებლის ბრალეული ქმედებების გამო) ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისას, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმართოს საბანკო გარანტიის გამცემ დაწესებულებას საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის სრულად გამოთხოვის თაობაზე. ამ შემთხვევაში მიმწოდებელი არ თავისუფლდება შემსყიდველისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისაგან, იმ სხვაობის ფარგლებში, რითაც აღემატება მიყენებული ზიანი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ოდენობას. თ) ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ვადაგაგრძელებული ან ახალი საბანკო გარანტია, რომელიც 60 დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების გაგრძელებულ ვადას. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ შეთანხმების გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღეში არ ან ვერ უზრუნველყოფს ვადაგაგრძელებული ან ახალი საბანკო გარანტიის წარმოდგენას, აღნიშნული განიხილება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობად და შემსყიდველი უფლებამოსილია მიმართოს საბანკო გარანტიის გამცემ დაწესებულებას საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის სრულად გამოთხოვის თაობაზე. ი) მიმწოდებელი უფლებამოსილია, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის გამოთხოვის პირობების დადგომისას, შესაბამისი თანხა ჩარიცხოს შემსყიდველის საბანკო ანგარიშზე და მოითხოვოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის დაბრუნება. 200 000 (ორასი ათასი) ლარზე ნაკლები სატენდერო წინადადების ფასის დაფიქსირების შემთხვევაში ხელშკერულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოთხოვნის დასაბუთება: შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება განსაზღვრული იქნა სამშენებლო სამუშაოების სპეციფიკის, სირთულის, მიწოდების ვადებისა და ტექნიკური დავალებით გასაწევი ღონისძიებების გათვალისწინებით, რომლის შესრულებაც უნდა განხორციელდეს დროულად, აუცილებელი რაოდენობის მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტების მიერ, შესაბამისი მანქანა-მექანიზმებისა და მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალების გამოყენებით. აღნიშნულიდან გამომდინარე სატენდერო წინადადების ფასის 200 000 (ორასი ათასი) ლარის ან ნაკლები ოდენობით წარმოდგენის შემთხვევაში არსებობს ალბათობა სამუშაოების შესრულების დროს დასაქმებული იყოს საჭიროზე ნაკლები სპეციალისტი და გამოყენებული იქნას საჭირო რაოდენობაზე ნაკლები მანქანა-მექანიზმები, რაც თავისთავად ქმნის რისკს ნაკისრი ვალდებულება მიწოდებული იყოს არაჯეროვნად და დაგვიანებით, ასევე სამუშაოების შესრულებისას დანახარჯების შემცირების მიზნით გამოყენებული იყოს შედარებით დაბალი ხარისხის სამშენებლო მასალები, რაც თავისთავად იმოქმედებს შესრულებული სამუშაოების ხარისხზე. ზემოაღნიშნული რისკის შემცირების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიის გამოყენება განხორციელდება ნებისმიერ შემთხვევაში.
7.1.1 წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობა და პირობები
1. მიმწოდებელი უფლებამოსილია შემსყიდველს წარუდგინოს წერილობითი მოთხოვნა წინასწარი ანგარიშსწორების თანხის (ავანსის) გადახდის თაობაზე. წინასწარ გასაცემი თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ღირებულების 20%. 2. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია მოსთხოვოს მიმწოდებელს ავანსის სახით ჩასარიცხი თანხის მიზნობრიობის დასაბუთება (მაგ. ავანსის სახით ჩასარიცხი თანხით შესასყიდი საქონლის შესყიდვის ხელშეკრულება, ინვოისი ან სხვა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს თუ რა მიზნით განხორციელდება ჩარიცხული ავანსის გამოყენება). 3. ავანსის გადახდის თაობაზე წერილობით მოთხოვნასთან ერთად, მიმწოდებელმა შემსყიდველს უნდა წარუდგინოს ამონაწერი მოვალეთა რეესტრიდან, იმის დასტურად რომ იგი რეგისტრირებული არ არის მოვალეთა რეესტრში, ასევე, ცნობა შესაბამისი ორგანოდან, რომელიც დაადასტურებს, რომ მას არ ერიცხება სალდირებული დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი დოკუმენტებით იკვეთება, რომ მიმწოდებელი რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში ან სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე მიმწოდებელს ერიცხება სალდირებული დავალიანება, ავანსის გადახდის საკითხს, მიზანშეწონილობის გათვალისწინებით, გადაწყვეტს შემსყიდველი. 4. შემსყიდველის მიერ ავანსის გადახდის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებულ საბანკო/სადაზღვევო დაწესებულების მიერ გაცემული წინასწარი ანგარისწორების (საავანსო) საბანკო გარანტია, მოთხოვნილი თანხის იდენტურ ოდენობაზე. შესაძლებელია ასევე წარმოდგენილ იქნას უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული საავანსო საბანკო გარანტია, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ. საავანსო საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას. 5. ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ვადაგაგრძელებული ან ახალი საბანკო გარანტია, რომელიც 60 დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების გაგრძელებულ ვადას. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ შეთანხმების გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღეში არ ან ვერ უზრუნველყოფს ვადაგაგრძელებული ან ახალი საბანკო გარანტიის წარმოდგენას, აღნიშნული განიხილება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობად და შემსყიდველი უფლებამოსილია მიმართოს საბანკო გარანტიის გამცემ დაწესებულებას საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის სრულად გამოთხოვის თაობაზე. 6. ავანსის გადახდა განხორციელდება ზემოაღნიშნული საავანსო საბანკო გარანტიის შემსყიდველისათვის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში. 7. საავანსო საბანკო გარანტია უნდა იყოს უპირობო და შემსყიდველს უფლებას აძლევდეს, საავანსო საბანკო გარანტიის გამცემი დაწესებულებისგან პირველივე მოთხოვნისთანავე, შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი დასაბუთებისა და დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე, მიიღოს საავანსო საბანკო გარანტიით განსაზღვრული შესაბამისი თანხა. 8.იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი რეგისტრირებულია კეთილსინდისიერ მიმწოდებელთა რეესტრში ე.წ. „თეთრ სიაში“, მიმწოდებელი უფლებამოსილია შემსყიდველს წარუდგინოს საავანსო საბანკო გარანტია „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ 2016 წლის 26 თებერვლის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის №2 ბრძანებით განსაზღვრული წესის შესაბამისად. აღნიშნულ შემთხვევაში, თავდაპირველად განხორციელდება არაუზრუნველყოფილი საავანსო თანხის დაქვითვა (წინამდებარე სატენდერო პირობების 7.1.1 პუნქტის მე-9 ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობის გათვალისწინებით). "თეთრ სიაში" რეგისტრაციის ვადის გასვლის ან გაუქმების შემდგომ, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს წარუდგინოს საავანსო გარანტია გაზრდილ თანხაზე (იმ შემთხვევაში, თუ არაუზრუნველყოფილი თანხა სრულად არ არის დაქვითული). 9. ავანსად გადარიცხული თანხის დაქვითვა მოხდება ეტაპობრივად, კერძოდ, მიმწოდებელს შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან დაუკავდება თანხის ის პროცენტული ოდენობა, ხელშეკრულების ღირებულების რა პროცენტიც მიღებული აქვს ავანსად. 10. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, ხელშეკრულება შეწყდა ვადაზე ადრე ან/და მიმწოდებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვერ უზრუნველყოფს სამუშაოს შესრულებას და მხარეები ვერ თანხმდებიან ამ ვადის გაგრძელებაზე, მიმწოდებელი ვალდებულია შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, დააბრუნოს წინასწარ ავანსის სახით გადარიცხული თანხიდან დაუქვითავი ნაწილი (იგივე ვალდებულება ვრცელდება „თეთრ სიაში“ რეგისტრირებულ მიმწოდებელზე, როგორც არაუზრუნველყოფილ, ასევე, უზრუნველყოფილ საავანსო თანხაზე), წინააღმდეგ შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმართოს საავანსო საბანკო გარანტიის გამცემ დაწესებულებას შესაბამისი თანხის დაბრუნების თაობაზე. 11. შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე მიმართოს საავანსო გარანტიის გამცემ დაწესებულებას (საბანკო/სადაზღვევო დაწესებულებას) საგარანტიო თანხის შემცირების თაობაზე (შესრულებებიდან უკვე დაკავებული თანხების შესაბამისად), აღნიშნული პირობის ,,თეთრ სიაში" რეგისტრირებულ მიმწოდებელთან მიმართებაში გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ არაუზრუნველყოფილი თანხის სრულად დაქვითვის შემდგომ.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
1. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ლარში, ეტაპობრივად, მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ისა და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის საფუძველზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე. 2. შესრულებული სამუშაოების ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს მოცულობის შესაბამისად. ხელშეკრულების გაფორმებიდან სამუშაოების დასრულებამდე პერიოდში შემსყიდველი განახორციელებს შესრულებული სამუშაოს შესაბამისად შუალედურ ანგარიშსწორებას კვარტალურად, კვარტალში არაუმეტეს ერთჯერ (თუ სამუშაოს შესრულების ვადა ნაკლებია 3 თვეზე. აღნიშნულ შემთხვევაში შესაბამის პერიოდში). შუალედური ანგარიშსწორების მიზნით, მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველს კვარტალში არაუმეტეს ერთჯერ (თუ სამუშაოს შესრულების ვადა ნაკლებია 3 თვეზე. აღნიშნულ შემთხვევაში შესაბამის პერიოდში) წარუდგინოს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მთლიანი ღირებულება საანგარიშო პერიოდისა და ნაზარდი ჯამის მითითებით. 3. ყოველი ანგარიშსწორებისას გადასახდელი თანხიდან განხორციელდება დაქვითვები ხელშეკრულების 6.7.8. და 6.7.9. (ავანსის დაქვითვა), 7.6. (ხარისხის უზრუნველყოფის გარანტია) და 9.8. (ადმინისტრაციული სახდელი, (ასეთის არსებობის შემთხვევაში)) პუნქტების პირობების გათვალისწინებით. 4.იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშსწორების მომენტისათვის, მიმწოდებელს შემსყიდველის მიმართ აქვს სხვა სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე შეუსრულებელი ფულადი ვალდებულებები (მათ შორის გადაუხდელი პირგასამტეხლო), შემსყიდველი უფლებამოსილია გამოქვითოს აღნიშნული თანხა გადასახდელი ოდენობიდან. 5.შემსყიდველი უფლებამოსილია, ხოლო მიმწოდებელი თანახმაა ხელშეკრულებით დაკისრებული პირგასამტეხლო (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოქვითოს ყოველი მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისი, მიმწოდებელზე გადასარიცხი თანხიდან. 6. ხარჯთაღრიცხვაში ასახული გაუთვალისწინებელი სამუშაოების თანხების ხარჯვა მიმწოდებლის მიერ მოხდება მხოლოდ აუცილებლობიდან გამომდინარე, შემსყიდველთან წინასწარი შეთანხმებით. 7. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გადახდაზე პასუხისმგებელია მიმწოდებელი.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
1. ანგარიშსწორება ხორციელდება ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოებისა და შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლ(ებ)ის მიერ დადასტურებული მოცულობების მიხედვით, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. ანგარიშსწორება განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დადასტურებიდან (რომელიც უფრო გვიან დადგება) 10 სამუშაო დღის განმავლობაში. 2. სამუშაოების საბოლოო მიღება-ჩაბარებით განსაზღვრული ანგარიშსწორება განხორციელდება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ნოდარ სადუნიშვილი, 595800908, Nodar.Sadunishvili@ag.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
- სამუშაოს ხარჯთაღრიცხვა (დანართი N1) პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს (ატვირთოს სისტემაში) Excel ფორმატში. - პრეტენდენტი უფლებამოსილია წინადადების წარმოდგენამდე სამუშაოების წარმოების ადგილზე გაეცნოს არსებულ ვითარებას. - სატენდერო კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ სისტემაში ატვირთულ ტექნიკურ დოკუმენტაციაში, სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნის შესაბამისად, არ არის წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს. - ყველგან, თუკი სადმე მითითებულია სასაქონლო ნიშანი, მოდელი ან მწარმოებელი იგულისხმება ,,მსგავსი“ ან ,,ექვივალენტური“. ასევე, თუ მოთხოვნილია სტანდარტთან შესაბამისობა, იგულისხმება მითითებული ან მისი ექვივალენტური სტანდარტი. - 2019 წლის 1 იანვრიდან, შემსყიდველი ორგანიზაციები და შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ, მის მიერ შექმნილ, ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ უფლებამოსილი პირის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა (იხილეთ სახელმძღვანელო ინსტრუქცია). - მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის მიერ სამუშაოების დაწყების თარიღის წერილობითი შეტყობინებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში უზრუნველყოს სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის შემსყიდველთან წარდგენა, იმ შემთხვევაში თუ შემსყიდველი ორგანიზაცია არ შეითანხმებს წარმოდგენილ გეგმა-გრაფიკს და მოითხოვს მის კორექტირებას, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველთან შეთანხმებული კორექტირებული გეგმა-გრაფიკი წარმოადგინოს შემსყიდველის მიერ კორექტირების მოთხოვნის წერილობითი მიმართვიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში. გეგმა-გრაფიკი უნდა იყოს, როგორც ხაზოვანი, ასევე, თანხობრივი, თვეების ჭრილში. აღნიშნული გეგმა-გრაფიკი დაერთვება ხელშეკრულებას დანართად. შემსყიდველისათვის წარდგენილი გეგმა-გრაფიკით განსაზღვრული ვადები უნდა შეესაბამებოდეს ხელშეკრულებით განსაზღვრულ სამუშაოების დასრულების ვადას. - სატენდერო წინადადება და მასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. - სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერა უნდა იყოს ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი

The same thing, bought before

NAT250015290 21.08.2025 terminated same category · 100% title match · same buyer · similar size

ბაღდათის მუნიციპალიტეტში დიმი-როკითის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციის …

NAT260015629 29.07.2026 bids open same category · 81% title match · same buyer

ბაღდათის მუნიციპალიტეტში „ვარციხის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციის’’ ს…

NAT250014432 08.08.2025 terminated same category · 67% title match · same buyer · similar size

„ზესტაფონის მუნიციპალიტეტში აჯამეთის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციის“ …

NAT250023313 12.12.2025 contract signed same category · 67% title match · same buyer · similar size

„ზესტაფონის მუნიციპალიტეტში აჯამეთის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციის“ …

NAT260003621 24.02.2026 not held same category · 53% title match · same buyer · similar size

მარნეულის მუნიციპალიტეტში „ბარათაანთ არხის სარწყავი სისტემის და მდ. დებედაზე გვერდითი წ…

NAT260007089 06.04.2026 terminated same category · 53% title match · same buyer · similar size

მარნეულის მუნიციპალიტეტში „ბარათაანთ არხის სარწყავი სისტემის და მდ. დებედაზე გვერდითი წ…

Ranked by CPV category first, then by what the tender is called, what it costs and who is buying — one category holds laptops and printers alike, so the wording separates them.

Same buyer, same category — have they bought this before?

This buyer usually awards to

across all categories

შპს ჯეოექსპერტი 10×
შპს ნიუ თაიმი
შპს გიორგი 77
შპს ოპტიმალ გრუპ
შპს ინსპექტ-ა