1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
გარე გამოყენების (ეზოსთვის და ქუჩისთვის განკუთვნილი) ცოცხი, ე.წ. „მინდვრის ცოცხის“ სახელმწიფო შესყიდვა
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1.2.1 გარე გამოყენების (ეზოსთვის და ქუჩისთვის განკუთვნილი) ცოცხი, ე.წ. „მინდვრის ცოცხი, 200 000 (ორასი ათასი) ცალი (შეკვრა). შენიშვნა: 1.2.2 შესყიდვის ობიექტის დეტალური ტექნიკური მახასიათებლები რაოდენობით იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტში ატვირთულ დანართი N1 - ფასების ცხრილში . 1.2.3 შესყიდვის ობიექტის საილუსტრაციო ფოტო იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტში ატვირთულ დანართში. 1.2.4 დანართი N1 - ფასების ცხრილის წარმოუდგენლობის ან განუფასებლად წარმოდგენის შემთხვევაში პრედენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას. 1.2.5 შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები დაზუსტებას არ საჭიროებს და დასაშვებია წარმოდგენილი იყოს - "არანაკლებ"-ის და დიაპაზონის გათვალისწინებით.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
1.4.1 შესყიდვის ობიექტის მიწოდება ხორციელდება მოთხოვნის შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან ან 2026 წლის 01 იანვრიდან (რომელიც უფრო გვიან დადგება) 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა (თითოეული მოთხოვნა იქნება არანაკლებ 5 000 ცალი (შეკვრა)). 1.4.2 შემსყიდველის მხრიდან მოთხოვნა შესაძლებელია განხორციელდეს არაუგვიანეს 2026 წლის 16 დეკემბერს. 1.4.3 შემსყიდველი არ იღებს ვალდებულებას შესყიდვის ობიექტის რაოდენობების სრულად დაკვეთის შესახებ.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
შესყიდვის ობიექტის მოწოდება განხორციელდება მოთხოვნის შესაბამისად შემდეგ მისამართებზე: კახეთის გზატკეცილი N67 ან/და ბელიაშვილის ქ. 119/121.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
3.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის შესახებ
3.1.1.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, წარმოადგინოს შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის ერთი ცალი (შეკვრა) „მინდვრის ცოცხი“ ნიმუში. 3.1.1.2 შემსყიდველი პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ნიმუშს შეინახავს წარმოდგენის თარიღიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში, ამ ვადის გასვლის შემდგომ შემსყიდველი არ იღებს პასუხისმგებლობას ნიმუშის დაბრუნების შესახებ.
3.1.2 შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
3.1.3 შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ადგილი
ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი N67.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და დასკვნაზე ხელმომწერი ქონების შემფასებელი პირის (საქართველოს აკრედიტაციის ეროვნულ ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ, საერთაშორისო სტანდარტის – ISO/IEC 17024 შესაბამისად აკრედიტირებული სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული) ქონების შემფასებლის მოქმედი სერტიფიკატ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
6.1 მოითხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
5 პროცენტი
6.2 სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში მოითხოვება გარანტია
10 პროცენტი
6.3 გარანტიის მოქმედების ვადა
მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა, არანაკლებ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის საბოლოო მიწოდების ვადას.
6.4 გარანტიის პირობები
ტენდერში გამოიყენება ხელშეკრულების შესრულების უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია, ხელშეკრულების (დღგ-ს გათვალისწინებით) ღირებულების 5%–ის ოდენობით, (იმ შემთხვევაში თუ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობის შედეგად გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესაბამისი ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს გამარჯვებულ პრეტენდენტს მოსთხოვოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია 10%-ის ოდენობით). ხელშეკრულების შესრულების საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია პრეტენდენტს არ მოეთხოვება თუ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობის შედეგად გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი იქნება 200000.00 ლარზე ნაკლები. საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების საბოლო ვადას. უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ეროვნულ ვალუტაში, მიღება- ჩაბარების აქტის შესაბამისად.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
შესყიდვის ობიექტის ღირებულება ანაზღაურდება, მიღება-ჩაბარების (შესრულების) აქტის გაფორმებისა და ანგარიშ-ფაქტურის (საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში) გამოწერის თარიღიდან (რომელიც უფრო გვიან დადგება) არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
თორნიკე შემოზაშვილი, 500503086, t.shemozashvili@tbsg.ge , ტექნიკურ საკითხებზე: ანა გელიაშვილი, ტელ. 599 85 15 54; ნიმუშის წარმოდგენის ეტაპზე საკონტაქტო პირი: ილია დავლაძე, ტელ.596 013 399 ან/და გიორგი ჯიჯელავა, ტელ. 591 749 749;
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1 ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი; 10.1.2 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია; 10.1.3 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული სატენდერო დოკუმენტაციის 1.3. პუნქტით გათვალისწინებული დანართ(ებ)ი შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, რაც არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს), ხოლო პრეტენდენტის მიერ ტენდერის ფარგლებში შედგენილ დოკუმენტაციაზე სავალდებულოა კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა. 10.1.4 სატენდერო დოკუმენტაციაში განსაზღვრულ შესასყიდ საქონელზე, სადაც მითითებული იქნება კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იგულისხმება „მსგავსი“ ან „ექვივალენტური“; 10.1.5 სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში; 10.1.6 პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება. 10.1.7 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები: 10.1.7.1 სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული დანართიN1 - ფასების ცხრილი.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი