1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
საახალწლო დეკორაციების სახელმწიფო შესყიდვა.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1) გარე გამოყენების 3D მანათობელი LED დეკორაცია წარწერა 2026 ზომა არანაკლებ 40სმ, მრგვალი დიოდური მილი განათებით დიამეტრი 11მმ, 40 ლედი, 220V, 150W, დიოდური მილის ჭრა 1 მეტრში. სტრინგი 10 მ, 100 ლედი, 220 ვ, არანაკლებ IP65, გამჭვირვალე 2,5 მმ, PVC, 0.3მმ2, დედალ/მამალი მრგვალი გადასაბმელით, შტეკერის შემაერთებლის დიამეტრი არა ნაკლებ 1 სმ 2) გარე გამოყენების 2 D მანათობელი დეკორაცია ანგელოზი H - 200 სმ, W - 70 სმ, მეტალის ჩარჩო, PVC, დიოდური მილი, სტრინგი - 220 ვ 3) გარე გამოყენების 2 D მანათობელი დეკორაცია ნაძვი H - 200 სმ, W - 70 სმ, მეტალის ჩარჩო, PVC, დიოდური მილი, სტრინგი - 220 ვ ესკიზები იხილეთ ფასების ცხრილში
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 კალენდარული დღე.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ქ. მარტვილში, თავისუფლების ქ.#10 - ში
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
- დეკორაციების განათებებზე გარანტია შეადგენს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 1 (ერთი) წელს. - შემსყიდველის მხრიდან შესყიდვის ობიექტის ექსპლუატაციის ნორმების დაცვის შემთხვევაში, საგარანტიო ვადის განმავლობაში მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა აღმოფხვრას ექსპლუატაციის პროცესში გამოვლენილი ნებისმიერი ხარვეზი/წუნი (თუ დადგინდება, რომ აღნიშნული წუნი გამოწვეულია მომწოდებლის მიზეზით), საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს წუნდებული შესყიდვის ობიექტის შეცვლა ახლით, ასეთი ხარვეზის/წუნის გამოვლენიდან შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისათვის შესაბამისი წერილობითი შეტყობინებიდან (მათ შორის ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით) გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 5(ხუთი) კალენდარული დღისა. -მოწოდებული საქონელი უნდა იყოს ახალი, ექსპლუატაციაში არ მყოფი, დეფექტების გარეშე.
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
- პრეტენდენტმა შესყიდვის ობიექტის მწარმოებელი ქვეყნის, მწარმოებელი კომპანიისა და მოდელის შესახებ ინფორმაცია უნდა წარმოადგინოს 1.3-ში წარმოდგენილი ფასების ცხრილის (დანართი №1-ის) შესაბამისად. - მოდელის არ არსებობის შემთხვევაში მისი მიუთითებლობა ფასების ცხრილში, არ გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ "მოდელის" გრაფაში მითითებული იქნება ჩანაწერი "მოდელი არ გააჩნია" / "არ გააჩნია" შენიშვნა: „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის #12 ბრძანების 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ,, დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ არის წარდგენილი ან მასში არ არის მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის შესახებ, ასევე არ არის წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
- სატენდერო წინადადებით დაფიქსირებული ფასი უნდა შეიცავდეს როგორც საქონლის ღირებულებას, ისე აღნიშნული საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯსა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ გადასახადებს. -მოწოდებული საქონელი უნდა იყოს ახალი, ექსპლუატაციაში არ მყოფი, დეფექტების გარეშე. - წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ აღნიშნული წუნი გამოწვეულია მომწოდებლის მიზეზით, მომწოდებელი ვალდებულია შეცვლა უზრუნველყოს საკუთარი ხარჯებით.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში პრეტენდენტს მოეთხოვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულება, სასაქონლო ზედნადები, საგადასახადო ანგარიშფაქტურა ან/და ინვოის(ებ)ი ან/და საექსპერტო ან/და აუდიტორული დასკვნა, რომელიც დაადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას. (დასკვნასთან ერთად ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი);
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ეროვნულ ვალუტაში, შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუმეტეს 10 სამუშაო დღეში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
გიორგი გვაზავა, 599030688, giorgi.gvazava@martvili.gov.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად. 2. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნას მინდობილობა). 3. ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებით ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. 4. სატენდერო წინადადების წარდგენით პრეტენდენტი გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციის პირობების შესახებ. 5. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს ლარში. შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. შემოთავაზებული ფასი უნდა მოიცავდეს ყველა ხარჯს, ასევე ტრანსპორტირების ხარჯს. 6. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარებში. 7. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად. 8. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება; 9. პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ფასების ცხრილი და ა.შ.). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით/კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა: • ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით; • გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთი ფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი