1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
ლაბორატორიული მომსახურება - სექვენირება
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
ნიმუშები წარმოადგენს Canidae ოჯახის წარმომადგენელთა DNA-ს. ჯამში - 117 ნიმუში, აქედან - 71 ტურა (Canis aureus), 18 ძაღლი (Canis familiaris) და 28 მგელი (Canis lupus). ნიმუშებზე უნდა ჩატარდეს შემდეგი სახის მომსახურება: 1. Library QC - მოიცავს შემდეგ პროცედურებს: • DNA ბიბლიოთეკების კონცენტრაციის განსაზღვრა (Qubit ან ანალოგიური მეთოდი). • ფრაგმენტების ზომის დისტრიბუციის შეფასება (Bioanalyzer/TapeStation). • ბიბლიოთეკის მთლიანობის, სისუფთავისა და adapter dimer-ების არსებობის შემოწმება. • ბიბლიოთეკის შესაბამისობის დადასტურება სექვენირების საჭირო სტანდარტებთან. • საბოლოო QC ანგარიშის მომზადება. 2. Sequencing – NovaSeq X, 2×150 bp (paired-end) • ბიბლიოთეკების ჩატვირთვას Illumina NovaSeq X პლატფორმაზე ან ანალოგიური ტიპის აპარატზე. • 2×150 bp პეიდ-ენდ (paired-end) სექვენირებას. • მაღალი ხარისხის FASTQ ფაილების გენერაციას (Q30+ სტანდარტით). • მიღებული მონაცემების ხარისხის შემოწმებას (basic run metrics). მოცემული სექვენირების ფორმატი წარმოადგენს სტანდარტს RAD-seq და სხვა გენომური კვლევებისთვის. შენიშვნა: ნიმუშების გაგზავნას კვლევის განმახორციელებელ ლაბორატორიაში უზრუნველყოფს პარტნიორი თურქული უნივერსიტეტი - ზონგულდაკის ბიულენტ ეჯევიტის უნივერსიტეტი. კვლევა უნდა განხორციელდეს აუცილებლად ევროკავშირში არსებულ ლაბორატორიაში. შესაძლებელია მომსახურე კომპანია სხვა რეგიონშიც ოპერირებდეს, მაგრამ მას უნდა ჰქონდეს ლაბორატორია ევროკავშირის ტერიტორიაზე, ვინაიდან მიღებული შედეგების მიხედვით უნდა დაიბეჭდოს სტატია წამყვანი გამოცემებისთვის და მაღალი რეპუტაციის მქონე ლაბორატორია აუცილებელი პირობაა.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
კვლევის პასუხების მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღისა
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს კვლევის განმახორციელებელ ლაბორატორიაში. ხოლო კვლევის პასუხების მიწოდება მოხდება ელექტრონულად - ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, რომელიც განისაზღვრება ხელშეკრულების დადების მომენტში.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
პრეტენდენტს, თუ ის არ არის უშუალოდ ლაბორატორია და არის შუამავალი კომპანია, რომელიც ნიმუშებს გაუგზავნის შესაბამის ლაბორატორიას, უნდა ჰქონდეს მსგავსი ტიპის მომსახურების გაწევის გამოცდილება, რისთვისაც უნდა წარმოადგინოს აღნიშნულის დამადასტურებელი საბუთი (ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი/ანგარიშ-ფაქტურა/ინვოისი/ლინკი/ან სხვა დოკუმენტი), ასევე მისაღები იქნება პრეტენდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია ლაბორატორიული ნიმუშების გაგზავნის მომსახურების შესახებ (აღნიშნულის შემთხვევაში წარმოსადგენი იქნება კომპანიის ვებ-გვერდის მისამართი, რაც შეიძლება განხორციელდეს ინტერნეტ ბმულის (ე.წ. ლინკი) მითითებით. შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუ, შუამავალი კომპანიის მიერ ლაბორატორიული მომსახურების გაწევის დადასტურების მიზნით წარმოდგენილი იქნა შესყიდვის რეკვიზიტები (SPA/NAT/MEP/CMR ნომერი), მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაციის (ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი/ანგარიშ-ფაქტურა/ინვოისი/ლინკი/ან სხვა დოკუმენტი) წარმოდგენა არ არის სავალდებულო.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
ლაბორატორიას, რომელიც განახორციელებს კვლევას, უნდა ჰქონდეს ოფიციალური ინტერნეტ-გვერდი. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს კვლევის განმახორციელებელი ლაბორატორიის ოფიციალური ინტერნეტ-გვერდის მისამართი, რაც შეიძლება განხორციელდეს ინტერნეტ-ბმულის (ე.წ. ლინკი) მითითებით. ინტერნეტ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის წაკითხვა შესაძლებელი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე. წარმოდგენილ ინტერნეტ-გვერდზე უნდა ჩანდეს საქმიანობის სფერო და მათ შორის აუცილებელია იყოს ლაბორატორიული ნიმუშების გასუფთავების და სექვენირების მომსახურება. წარმოდგენილ ინტერნეტ-გვერდზე შესაძლებელი უნდა იყოს კვლევის შედეგების გაცნობა ინგლისურ ენაზე.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა აუდიტორის/ექსპერტიზის დასკვნით, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ჯამურ ღირებულებასთან), ასევე შესყიდვის ობიექტის ერთეულის ფას(ებ)თან მიმართებით. დასკვნის გამცემი იურიდიული პირი, რეგისტრირებული უნდა იყოს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისადა აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის სახელმწიფო რეესტრში (www.saras.gov.ge)
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
ანგარიშსწორება განხორციელდება - გაწეული მომსახურების მიღების შესაბამისად, მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერის შემდეგ. მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველს მიაწოდოს შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაცია (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ან საგადასახადო დოკუმენტი - თუ მიმწოდებელი დღგ-ს გადამხდელია).
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება განხორციელდება, წინამდებარე კითხვარის 7.2 პუნქტით განსაზღვრული მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან და ფინანსური დოკუმენტაცის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
თამარი მოხევიშვილი, 577189758, tamar.mokhevishvili.1@iliauni.edu.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
1. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადების მთლიანი ღირებულება და ერთეულის ფასი უნდა შეიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს. სატენდერო წინადადების მთლიანი ღირებულების და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარში; 2. ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, მათ შორის შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი კორესპონდენცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დავის შემთხვევაში, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია; 3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ ყველა ელექტრონულ დოკუმენტზე უნდა იქნას შესრულებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა უფლებამოსილი პირის მიერ, ან ეს დოკუმენტები დამოწმებული უნდა იქნას კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა; 4. პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ, არ იქნება წარმოდგენილი ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს; 5. პტერენდენტმა ფასების ცხრილში (ხარჯთაღრიცხვა) აუცილებლად უნდა აღწეროს შესყიდვის ობიექტის ტექნიკური პარამეტრები, ანუ მიუთითოს მინიმუმ ის ტექნიკური პარამეტრები, რაც მოთხოვნილია სატენდერო დოკუმენტაციაში. 6. სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად; 7. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციის ყველა და სატენდერო განცხადების ყველა პირობას; 8. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი