ტსTenderscope
My categories only 15 + 1 org
Hiding everything outside your 15 watched categories and 1 followed organisation. Include everything else
HomeTenders › NAT250023983
NAT250023983 NAT · აუქციონის გარეშე no result On procurement.gov.ge ↗

ა(ა)იპ "თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი"-ს მიერ დაბა ბაკურიანში დაგეგმილი აქტივობების ჩატარება 2 (ორ) ეტაპად, თითოეული ეტაპის მონაწილე მაქს. 50 პირი, სულ მონაწილე მაქს. 100 პირი

10% outside our line

Can we win this?

10% — outside our line: this does not look like something we sell.

  • Our line of business only 15% like anything in our 58 bids — most likely not something we sell.
  • Expected competition this category averages 1.7 bidders, 40% go single-bid. In 1–3 bidders we have won 10 of 17.
  • Deal size ₾10k–50k: we have won 8 of 15 bids in this range.
  • Procedure NAT: 18 wins from 48 bids.
  • Category fit 55100000: we have never bid in this category.
  • Buyer relationship we have never bid with this buyer.

Derived from our own 52 decided bids (18 won, 35% base rate) against market data for the category. Thin evidence is shrunk toward the base rate, so this is a prior, not a prediction — it says nothing about whether we can meet the specification.

Main details — as published

განცხადების ნომერიNAT250023983
შესყიდვის სტატუსიდასრულებულია უარყოფითი შედეგით
შემსყიდველია(ა)იპ თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი
შესყიდვის ტიპიელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე(NAT)
შესყიდვის კატეგორია55100000-სასტუმროს მომსახურება
კლასიფიკატორის კოდები
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება38`000.00 GEL
შესყიდვის რაოდენობა ან მოცულობაიხ.სატენდერო დოკუმენტაციაში
შესყიდვის გამოცხადების თარიღი22.12.2025 21:43
წინადადებების მიღება იწყება03.01.2026 00:06
წინადადებების მიღება მთავრდება05.01.2026 14:00
შეთავაზების ფასის კლების ბიჯი152.00 GEL
გარანტიის ოდენობა380 GEL
გარანტიის მოქმედების ვადა160 დღე
მოწოდების ვადა2026 წლის 20 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით, 2(ორ) ეტაპად.
წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოსდღგ-ს გათვალისწინებით
დამატებითი ინფორმაცია

Buyer documents & protocols (11)

NAT250023983_სხდომის ოქმი 2.pdf.pdf ავთანდილ კაკულია 09.01.2026 19:07
NAT250023983_სხდომის ოქმი 3.pdf.pdf ავთანდილ კაკულია 15.01.2026 19:18
NAT250023983_სხდომის ოქმი 4.pdf.pdf ავთანდილ კაკულია 20.01.2026 20:08
NAT250023983_გამოცდილება-signed.pdf.pdf ლევან კოპალეიშვილი 23.01.2026 15:24
NAT250023983_1ფასების ცხრილი აურუმი 34800-signed (1)-signed.pdf.pdf ლევან კოპალეიშვილი 23.01.2026 15:25
NAT250023983_ხელშეკრულება აურუმი.pdf.pdf ლევან კოპალეიშვილი 23.01.2026 18:31
NAT250023983_IMG_3836.pdf.pdf ლევან კოპალეიშვილი 23.01.2026 23:21
NAT250023983_სხდომის ოქმი 5.pdf.pdf ავთანდილ კაკულია 26.01.2026 13:24
NAT250023983_სხდომის ოქმი 6.pdf.pdf ავთანდილ კაკულია 27.01.2026 14:47
NAT250023983_სხდომის ოქმი 7.pdf.pdf ავთანდილ კაკულია 02.02.2026 12:58

Bidders — everyone, including who lost

CompanyFirst offer Final offerResult
შპს დანიფსო 34,400 34,400
NAT250023983_დანართი N1 (ფასების ცხრილი)ბაკურიანი-signed.pdf.pdf · NAT250023983_დანართი N1 (ფასების ცხრილი)ბაკურიანი.xlsx.xlsx
ინდივიდუალური მეწარმე ლევან კოპალეიშვილი 34,800 34,800
NAT250023983_ფასების ცხრილი აურუმი 34800-signed.pdf.pdf
შპს ნოელგრანდი 36,000 36,000
NAT250023983_დანართი N1 (ფასების ცხრილი) (42)-signed.pdf.pdf · NAT250023983_დანართი N2 (პრეტენდენტის გამოცდილება)-signed.pdf.pdf · NAT250023983_დანართი N3 (მატერიალურ-ტექნიკური ბაზა) (1)-signed.pdf.pdf · NAT250023983_ნოელგრანდი 1 (1) (1).pdf.pdf · NAT250023983_NAPEN24254764218.pdf.pdf

"Won" is derived — our inference from final offers; the portal does not publish it as a field.

History

  • 22.12.2025 21:43 Announced
  • 03.01.2026 00:06 Bidding opens
  • 04.01.2026 21:26 First bid placed (3 bidders in total)
  • 05.01.2026 13:10 Last bid activity
  • 05.01.2026 14:00 Bidding closes
  • 09.01.2026 19:07 Buyer published: NAT250023983_სხდომის ოქმი 2.pdf
  • 15.01.2026 19:18 Buyer published: NAT250023983_სხდომის ოქმი 3.pdf
  • 20.01.2026 20:08 Buyer published: NAT250023983_სხდომის ოქმი 4.pdf
  • 23.01.2026 15:24 Buyer published: NAT250023983_გამოცდილება-signed.pdf
  • 23.01.2026 15:25 Buyer published: NAT250023983_1ფასების ცხრილი აურუმი 34800-signed (1)-signed.pdf
  • 23.01.2026 15:25 Buyer published: NAT250023983_3 დანართი N3 (მატერიალურ-ტექნიკური ბაზა) (2) (1)-signed.pdf
  • 23.01.2026 18:31 Buyer published: NAT250023983_ხელშეკრულება აურუმი.pdf
  • 23.01.2026 23:21 Buyer published: NAT250023983_IMG_3836.pdf
  • 26.01.2026 13:24 Buyer published: NAT250023983_სხდომის ოქმი 5.pdf
  • 27.01.2026 14:47 Buyer published: NAT250023983_სხდომის ოქმი 6.pdf
  • 02.02.2026 12:58 Buyer published: NAT250023983_სხდომის ოქმი 7.pdf
  • 27.08.2026 06:45 Current status: no result

Built from every dated fact we hold; the portal's full status-change log is a planned scrape.

Tender documentation — all 16 sections

1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
ა(ა)იპ "თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი"-ს მიერ დაბა ბაკურიანში დაგეგმილი აქტივობების ჩატარება 2 (ორ) ეტაპად, თითოეული ეტაპის მონაწილე მაქს. 50 პირი, სულ მონაწილე მაქს. 100 პირი.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
სასტუმროს მომსახურებისა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების პირობები/მოთხოვნები: მოთხოვნები სასტუმროს მიმართ: 1.2.1 სასტუმრო უნდა მდებარეობდეს - დაბა ბაკურიანში. 1.2.2 სასტუმრო არ უნდა მდებარეობდეს სხვა საქმიანობის დამხმარე საწარმოს ან საცხოვრებელი სახლის ნაწილში, რესტორანსა და მის კუთვნილ ტერიტორიაზე, ასევე სხვადასხვა საოფისე შენობაში. 1.2.3 სასტუმრო არ უნდა იყოს საოჯახო ტიპის. სასტუმროს იმ სივრცეებში, რომლებითაც ისარგებლებენ სტუმრები, უზრუნველყოფილი უნდა იყოს გათბობა-გაგრილების სისტემის გამართული მუშაობა. 1.2.4 სასტუმროში უზრუნველყოფილი უნდა იყოს სანიტარული ნორმების დაცვა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემო. 1.2.5 სასტუმროში შესაძლებელი უნდა იყოს ერთდროულად 50 პირის 5 (ხუთი) დღით და 4 (ოთხი) ღამით დაბინავება/განთავსება ერთ შენობაში ერთ, ორ, სამ ან ოთხ ადგილიან ნომრებში. 1.2.6 სასტუმრო ინფრასტრუქტურა უნდა ითვალისწინებდეს შშმ პირების საჭიროებებს. გარე სივრციდან მასში შესასვლელად მოწყობილი უნდა იყოს პანდუსი ან სხვა ალტერნატიული საშუალება. თუ სასტუმრო არის არანაკლებ 2 სართულიანი შიდა სივრცეებში ვერტიკალურად გადასაადგილებლად იგი აღჭურვილი უნდა იყოს შიდა ან გარე ლიფტით ან კიბის წერტილებზე გააჩნდეს პანდუსები. 1.2.7 სასტუმრო უნდა იყოს კეთილმოწყობილი, მის ტერიტორიაზე ვრცელდებოდეს უფასო უსადენო ინტერნეტი (WI-FI). 1.2.8 სასტუმროს შენობაში განთავსებული უნდა იყოს არანაკლებ 50 (ორმოცდაათი) პირისთვის რესტორნის ტიპის სასადილო ოთახი. სასადილო ოთახში უნდა იყოს გამართული გათბობა-გაგრილების სისტემა ან შესაძლებელი უნდა იყოს სივრცის განიავება და დაცული უნდა იყოს სანიტარული ნორმები. 1.2.9 სასტუმროში უნდა იყოს ალტერნატიული ელ. ენერგიის კვების წყარო (გენერატორი). 1.2.10 სასტუმროში უნდა იყოს ალტერნატიული წყლით მომარაგების სისტემა (ავზი). მოთხოვნები ფიზიკურ უსაფრთხოებაზე: 1.2.11 სასტუმროს პერიმეტრი უნდა კონტროლდებოდეს შესაბამისი დაცვის სისტემით - პატრულირებით ან/და ხორციელდებოდეს 24 საათიანი ვიდეო მონიტორინგი. 1.2.12 ადმინისტრაციის სამსახური (ადმინისტრატორი) უნდა იყოს 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომი. 1.2.13 სასტუმროში განთავსებული უნდა იყოს სახანძრო უსაფრთხოების მოწყობილობები/სისტემა/სისტემები, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს უსაფრთხოების დადგენილ ნორმებს - ტექნიკურ რეგლამენტს სახანძრო უსაფრთხოების წესების და პირობების შესახებ და საქართველოში მოქმედ სახანძრო უსაფრთხოების წესებს. 1.2.14 სასტუმროში ყოფნის პერიოდში სასტუმროს პერსონალმა უნდა უზრუნველყოს სტუმრების ტვირთის უსაფრთხოება. 1.2.15 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობით დადგენილი პირობებისა და მოთხოვნების ზედმიწევნით შესრულება. 1.2.16 სასტუმროში ხელმისაწვდომი უნდა იყოს პირველადი გადაუდებელი დახმარებისთვის საჭირო სამედიცინო ჩანთა. მოთხოვნები ნომრების მიმართ: 1.2.17 სასტუმროს თითოეული ნომერი აღჭურვილი უნდა იყოს: ხელმისაწვდომი უფასო უსადენო ინტერნეტით, მაგიდით, სკამით, კონდიციონერით ან გათბობა-გაგრილების სისტემით და მისი ინდივიდუალურად მართვის საშუალებით ან განიავების შესაძლებლობით, ინდივიდუალური სველი წერტილით, ცივი და ცხელი წყლით, თითოეული სტუმრისთვის ინდივიდუალური ინვენტარითა და ჰიგიენური საშუალებებით. 1.2.18 ნომრებში თითოეულ სტუმარზე უნდა იყოს არანაკლებ 1.0 ლიტრი (ქარხნული ბოთლი) სასმელი წყალი დღეში. 1.2.19 სასტუმროში დაცული უნდა იყოს სისუფთავე და ნომრები უნდა დალაგდეს ყოველდღიურად. თეთრეული და პირსახოცები უნდა იყოს გარეცხილი. ნომრებში თეთრეული უნდა იცვლებოდეს ყოველ მეორე დღეს, ხოლო პირსახოცები უნდა იცვლებოდეს ყოველდღიურად. 1.2.20 სასტუმროს ოთახებში მინი ბარის არსებობის შემთხვევაში არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი ალკოჰოლური სასმელი და თამბაქო. 1.2.21 აუცილებელია, რომ საწოლები იყოს ცალ-ცალკე, ინდივიდუალური, არა გასაშლელი. გარდა ამისა, საჭიროების შემთხვევაში სასტუმრომ უნდა უზრუნველყოს რამდენიმე სტუმრის (არაუმეტეს 5) ინდივიდუალური განთავსება ნომრებში. მოთხოვნები საკონფერენციო დარბაზზე: 1.2.22 სასტუმროში უნდა იყოს მინიმუმ ორი სატრენინგო/საკონფერენციო სივრცე, საერთო ფართით მინიმუმ 80 კვ.მ, რომელიც გათვლილი იქნება არანაკლებ 50 პერსონაზე და სტუმრებს უნდა მოემსახუროს 8 დღის განმავლობაში (ყველა დღე). 1.2.23 სატრენინგო/საკონფერენციო სივრცე აღჭურვილი უნდა იყოს: კარგი განათებით, ინტერნეტით, გათბობა-კონდიცირებით/განიავების შესაძლებლობით, შესაბამისი ზომის პროექტორით და ეკრანით, მონაწილეთა შესაბამისი რაოდენობის სკამებით და სამუშაო მაგიდებით. 1.2.24 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სატრენინგო/საკონფერენციო სივრცეში ტრენინგის მონაწილე თითოეული პირისთვის 0.5 ლიტრი (ქარხნული ბოთლი) სასმელი წყლის მიწოდება. 1.2.25 სატრენინგო/საკონფერენციო სივრცეში შესასრულებელი სამუშაოდან გამომდინარე, შესაძლებელი უნდა იყოს დარბაზში არსებული ინვენტარის (მაგიდები, სკამები) გადაადგილება (შეერთება ან განცალკევება). 1.2.26 საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს სასტუმროში პრინტერის გამოყენება. 1.2.27 სატრენინგო/საკონფერენციო სივრცე უნდა იყოს იზოლირებული და არ უნდა იყოს სარდაფში. მოთხოვნები გასართობ სივრცეებზე: 1.2.28 სასტუმროში უნდა იყოს მინიმუმ 1 დახურული ტიპის გასართობი სივრცე, რომელიც აღჭურვილი იქნება სამაგიდო თამაშ(ებ)ით (ბილიარდი, მაგიდის ჩოგბურთი, მაგიდის ფეხბურთი ან სხვა ტიპის სამაგიდო თამაში). მოთხოვნები კვებით მომსახურებაზე: 1.2.29 კვების მომსახურების კონკრეტული დრო უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან და განხორციელდეს ნაკადში შემავალი ყველა პერსონისთვის ერთდროულად . 1.2.30 კვებითი მომსახურების გაწევის დროს, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი რაოდენობის მომსახურე პერსონალის ადგილზე ყოფნა. 1.2.31 კვების მომსახურების ტიპი: შვედური მაგიდა. 1.2.32 მენიუ უნდა იყოს მრავალფეროვანი რაციონის და შეიცავდეს სამარხვო კერძებს. 1.2.33 მისაწოდებელი კერძები და კვების პროდუქტები, თავისი საგემოვნო თვისებებით უნდა შეესაბამებოდეს შესაბამის სტანდარტებს და იყოს საკვებად ვარგისი, ჯანმრთელობისთვის უვნებელი, რაზეც მიმწოდებელი პასუხს აგებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. 1.2.34 დაუშვებელია ვადაგასული და საკვებად უვარგისი პროდუქტების მიწოდება. ყველა კერძი უნდა იყოს ახლად მომზადებული. საკვები დამზადებული უნდა იყოს სურსათის ეროვნული სააგენტოს და ბავშვთა კვებაში გამოყენებული სტანდარტების გათვალისწინებით. 1.2.35 ჭურჭელი უნდა იყოს ერთნაირი, დაუზიანებელი, საუკეთესო სანიტარულ მდგომარეობაში. დაუშვებელია გატეხილი, გაბზარული ან სხვა მიზეზით არასათანადო ვიზუალურ და ჰიგიენურ მდგომარეობაში მყოფი ჭურჭლის გამოყენება. 1.2.36 კვებით მომსახურება: 8 დღე, ყოველდღიურად მაქსიმუმ 50 პერსონა, შვედური მაგიდა, სამჯერადი კვება და დღის განმავლობაში 2 ყავა-ჩაის შესვენება: საუზმე: არანაკლებ - 3 სახის რძის ნაწარმი (ყველი, კარაქი, არაჟანი ან/და ხაჭო), 2 სახის ძეხვეული (სოსისი, სარდელი), კვერცხი, 2 სახის დესერტი (მათ შორის 1 სამარხვო) და 2 სახის ცომეული (1 სამარხვო), რძე (რძე უნდა იყოს, როგორც ჩვეულებრივი ასევე მცენარეული (სამარხვო)). სასმელი - ყავა, ჩაი, წვენი, (ჩაი და ყავა შეუზღუდავი რაოდენობით). სადილი: არანაკლებ - 4 სახის ცხელი კერძი (მათ შორის 1 სამარხვო და 1 არასამარხვო წვნიანი, 1 სამარხვო და 1 ხორციანი კერძი), 2 სახის ცივი კერძი (1 სამარხვო, 1 არასამარხვო), 3 სახის ცომეული ( 1 პური, 1 სამარხვო, 1 არასამარხვო), და 2 სახის დესერტი (მათ შორის 1 სამარხვო). სასმელები - ყავა, ჩაი, 2 სახის ნატურალური წვენი, მინერალური წყალი (ჩაი და ყავა შეუზღუდავი რაოდენობით). ვახშამი: არანაკლებ - 3 სახის ცხელი კერძი (მათ შორის 1 სახის სამარხვო), 2 სახის გარნირი(მათ შორის 1 სახის სამარხვო), 3 სახის რძის ნაწარმი (ყველი, კარაქი, არაჟანი ან/და ხაჭო), 2 სახის დესერტი (მათ შორის 1 სამარხვო) და 2 სახის ცომეული. სასმელები - ყავა, ჩაი, გამაგრილებელი სასმელი, 2 სახის ნატურალური წვენი, (ჩაი და ყავა შეუზღუდავი რაოდენობით). ყავა-ჩაის შესვენება: ყავა, რძე, ჩაი (მწვანე, შავი), არანაკლებ 2 სახის ნამცხვარი (მათ შორის 1 სამარხვო) და ხილი. არაგაზირებული ტკბილი სასმელი ან კომპოტი და ჩვეულებრივი წყალი (ჩაი და ყავა შეუზღუდავი რაოდენობით). რძე უნდა იყოს, როგორც ჩვეულებრივი ასევე მცენარეული (სამარხვო). მოთხოვნები შემსყიდველის მხრიდან გასაწევ კონტროლზე: 1.2.37 შემსყიდველი იტოვებს უფლებას განახორციელოს არსებული მდგომარეობის (კვების, განთავსების, ჰიგიენური ნორმების, სამუშაო პირობების) კონტროლი. 1.2.38 შემსყიდველი ორგანიზაცია არ არის ვალდებული სრულად აითვისოს ტექნიკურ დავალებასა და ფასების ცხრილში მითითებული შესყიდვის ობიექტის რაოდენობა. შემსყიდველი აანაზღაურებს ფაქტობრივ მონაწილეთა გადასახადს გაწეული მომსახურების შესაბამისად. მიმწოდებელს, მონაწილეთა ზუსტი რაოდენობის შესახებ ეცნობება განთავსებამდე არანაკლებ 2 დღით ადრე.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
2026 წლის 20 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით, 2(ორ) ეტაპად.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
სასტუმრო მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს დაბა ბაკურიანში.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
2.2.1.1 პრეტენდენტს 2024 წლის 1 იანვრიდან სატენდერო წინადადების მიღების დაწყებამდე უნდა ჰქონდეს ანალოგიური, სასტუმრო მომსახურების მიწოდების გამოცდილება ჯამში არანაკლებ 38 000 (ოცდათვრამეტი ათასი) ლარის ოდენობით. 2.2.1.2 პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით გამოცდილების დასადასტურებლად უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია 2.2.1 პუნქტში არსებული დანართი N2-ის სახით, ასევე მომსახურების მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და ამ ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (არსებობის შემთხვევაში), ან მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტ(ებ)ი, რომლითაც დადასტურდება ანალოგიური მომსახურების მიწოდების გამოცდილება. 2.2.1.3 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში, თუ შემსყიდველის მიერ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ატვირთულია ერთიანი ელექტრონულ სისტემის შესაბამის ველში, საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, CMR, MEP, DAP და სხვა ნომრები) წარმოდგენა. აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერით დამოწმებული ინფორმაციის წარმოდგენა სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტში არსებული დანართი N2-ის შესაბამისად. 2.2.1.4 თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის 2.2.1.1 , 2.2.1.2 , 2.2.1.3 ქვეპუნქტებით მოთხოვნილი დოკუმენტაციიდან არ იდენტიფიცირდება სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი გამოცდილების შესაბამისი მომსახურების მიწოდების შინაარსი, შემსყიდველი უფლებამოსილია პრეტენდენტს მოსთხოვოს ხელშეკრულების სრულყოფილი ვერსიის, ან/და ტექნიკური დავალების, ან/და სხვა მსგავსი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარმოდგენა, საიდანაც ნათლად უნდა იკვეთებოდეს შესყიდვის ობიექტის შინაარსი და დეტალური აღწერილობა. 2.1.5 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმო ან მისი წარმომადგენლობა/ფილიალი საქართველოში: ა) სათაო კომპანიის მიერ გაცემული ნებისმიერი სახის ცნობა ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს სათაო კომპანიის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ, ასევე, წარმოდგენილი უნდა იყოს ხელისმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. ბ) სათაო კომპანიიდან ან/და უცხო ქვეყნიდან მოთხოვნილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლების წარმოდგენის შემთხვევაში, მათი ორიგინალთან (დედანთან) შესაბამისობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიულად. 2.2.1.6 უცხოურ ვალუტაში გაწეული მომსახურების შემთხვევაში, მათი ღირებულების დაანგარიშება მოხდება ლარებში, სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების თარიღისთვის, შესაბამისი ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით. 2.2.1.7 ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობა 1. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. 2. ამხანაგობის მონაწილეთა ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შესაბამისობა დგინდება მონაწილის მიერ შესასრულებელი ვალდებულებისადმი დადგენილ მოთხოვნასთან მიმართებით, ამ პუნქტის პირველი ქვეპუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთან, არ არის დასაშვები ამხანაგობის მონაწილეთა გამოცდილების შეკრება.
2.3.1 მოთხოვნა პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს: 2.3.1.1 ინფორმაცია მის მიერ შემოთავაზებული სასტუმროს შესახებ, დანართი N3-ის შესაბამისად. 2.3.1.2 მომსახურების გაწევისათვის განკუთვნილი სასტუმროს ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (საკუთრების შემთხვევაში) ან/და სარგებლობის დამადასტურებელი ხელშეკრულება (იჯარა, ქვეიჯარა, თხოვება და სხვა), რომელსაც თან უნდა ერთვოდეს შესაბამისი უძრავი ქონების ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. 2.3.1.3 სარგებლობის (იჯარა, ქვეიჯარა და სხვა) დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში, ხელშეკრულება უნდა იყოს სანოტარო წესით დამოწმებული (მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურებით) ან სარგებლობის უფლება უნდა იყოს რეგისტრირებული საჯარო რეესტრში და აისახებოდეს უძრავი ქონების ამონაწერში. 2.3.1.4 უძრავი ქონების ამონაწერი მომზადებული უნდა იყოს საჯარო რეესტრის მიერ, ტენდერის გამოცხადებამდე არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღით ადრე.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა. 4.1.1.2 პრეტენდენტმა, აღნიშნული დასკვნის ღირებულება უნდა დაფაროს საკუთარი ხარჯებით და უნდა უზრუნველყოს მისი წარმოდგენა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით. 4.1.1.3 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ან წარმოდგენილი დასაბუთება შემსყიდველის მიერ არ ჩაითვლება დამაკმაყოფილებლად, მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია; პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება დაზუსტებას არ ექვემდებარება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
7.2.1. ანგარიშსწორების ვალუტა - ლარი. 7.2.2. ანგარიშსწორების ფორმა - უნაღდო, მიმწოდებელთან დადებულ ხელშეკრულებაში მითითებული მიმწოდებლის საბანკო რეკვიზიტების შესაბამისად. 7.2.3. შემსყიდველი იღებს ვალდებულებას გადაუხადოს მიმწოდებელს მიღებული მომსახურების ღირებულება მიწოდებული მომსახურების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც მიმწოდებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისთვის წარმოეშობა პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს წარმოშობის შემთხვევაში ანგარიშსწორება მოხდება პირგასამტეხლოს დაფარვის საგადახდო დავალების წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში. თუ კი ანგარიშსწორების განხორციელების ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ ანგარიშსწორება განხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს. 7.2.4. მიმწოდებელი პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების, ბეგარის, მოსაკრებლების და სხვა გადასახდელების გადახდაზე.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ავთანდილ კაკულია, 599253359, procurement.tsyc@gmail.com
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – „სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად. 10.1.2. პრეტენდენტს არ აქვს უფლება, წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება. 10.1.3. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე, რომელშიც თარგმანის სისწორე ან/და მთარგმნელის ხელმოწერის ნამდვილობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიული წესით. 10.1.4. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული, პრეტენდენტის მიერ შექმნილი დოკუმენტები ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას PDF ფორმატით, ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე, ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელმოწერისათვის გაცემული მინდობილობა. 10.1.5. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად. 10.1.6. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი, ან ის წარმოდგენილი იქნება განუფასებლად (გარდა იმ შემთხვევისა, თუ წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა არ აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს). 10.1.7. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით. პრეტენდენტი ვალდებულია, დანართ N1-ში (ფასების ცხრილი) მითითებული ერთეულის ფასები გამოსახოს და შესაბამისად გაიანგარიშოს ლარის მეასედის – თეთრების სიზუსტით(მძიმის შემდეგ ორი ციფრი).
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი

The same thing, bought before

NAT260001528 02.02.2026 contract signed same category · 100% title match · same buyer · similar size

ა(ა)იპ "თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი"-ს მიერ დაბა ბაკურიანში დაგეგმილი აქტ…

ა(ა)იპ თბილისის სპორტისა და ახალგაზრდ… 55100000სასტუმროს მომსახურება → ინდივიდუალური მეწარმე ლევ… 1 bidder 38,000 ₾
NAT250001373 24.01.2025 terminated same category · 89% title match · same buyer · similar size

ა(ა)იპ "თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი"-ს მიერ დაბა ბაკურიანში დაგეგმილი აქტ…

ა(ა)იპ თბილისის სპორტისა და ახალგაზრდ… 55100000სასტუმროს მომსახურება 2 bidders 40,800 ₾
NAT250000558 14.01.2025 terminated same category · 89% title match · same buyer · similar size

ა(ა)იპ "თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი"-ს მიერ დაბა ბაკურიანში დაგეგმილი აქტ…

ა(ა)იპ თბილისის სპორტისა და ახალგაზრდ… 55100000სასტუმროს მომსახურება 0 bidders 40,800 ₾
NAT260010897 25.05.2026 contract signed same category · 80% title match · same buyer

ა(ა)იპ "თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი"-ს მიერ დაბა ბაკურიანში დაგეგმილი აქტ…

ა(ა)იპ თბილისის სპორტისა და ახალგაზრდ… 55100000სასტუმროს მომსახურება → შპს აურუმი 1 bidder 17,600 ₾
NAT250009507 22.05.2025 contract signed same category · 70% title match · same buyer · similar size

ა(ა)იპ "თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი"-ს მიერ მცხეთის მუნიციპალიტეტში დაგეგ…

ა(ა)იპ თბილისის სპორტისა და ახალგაზრდ… 55100000სასტუმროს მომსახურება → შპს კაპილონი (Ltd KAPILON… 1 bidder 31,320 ₾

Ranked by CPV category first, then by what the tender is called, what it costs and who is buying — one category holds laptops and printers alike, so the wording separates them.

Same buyer, same category — have they bought this before?

This buyer usually awards to

across all categories

შპს ედსპოტ
არტმედია
შპს აურუმი
შპს შერგილ ტური
ამხანაგობა ნექსთ სთეფ ქონსთრაქშენი