ტსTenderscope
My categories only 15 + 3 orgs
Hiding everything outside your 15 watched categories and 3 followed organisations. Include everything else
HomeTenders › NAT250024238
NAT250024238 NAT · აუქციონის გარეშე contract signed On procurement.gov.ge ↗

სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“ სტრუქტურული ერთეულების და ფილიალების ბენეფიციარებისთვის ხილის და ბოსტნეულის სახელმწიფო შესყიდვა

5% outside our line

Can we win this?

5% — outside our line: this does not look like something we sell.

  • Our line of business only 22% like anything in our 58 bids — most likely not something we sell.
  • Deal size over ₾200k: we have won 0 of 6 bids in this range.
  • Expected competition this category averages 1.7 bidders, 40% go single-bid. In 1–3 bidders we have won 10 of 17.
  • Procedure NAT: 18 wins from 48 bids.
  • Category fit 03200000: we have never bid in this category.
  • Buyer relationship we have never bid with this buyer.

Derived from our own 52 decided bids (18 won, 35% base rate) against market data for the category. Thin evidence is shrunk toward the base rate, so this is a prior, not a prediction — it says nothing about whether we can meet the specification.

Contract N21 running 156 days remaining 1 amendment Contract PDF ↗
173,909 ₾ contract amount 63,067 ₾ (36%) actually paid 15.01.2026 – 31.01.2027
PaymentSourceYear QuarterPaid on
5,517.05 ₾ სახელმწიფო ბიუჯეტი 2026 Q1 04.02.2026
7,906.35 ₾ სახელმწიფო ბიუჯეტი 2026 Q1 09.03.2026
7,666.50 ₾ სახელმწიფო ბიუჯეტი 2026 Q2 06.04.2026
8,443.40 ₾ სახელმწიფო ბიუჯეტი 2026 Q2 05.05.2026
10,983.15 ₾ სახელმწიფო ბიუჯეტი 2026 Q2 03.06.2026
11,584.56 ₾ სახელმწიფო ბიუჯეტი 2026 Q3 03.07.2026
10,965.65 ₾ სახელმწიფო ბიუჯეტი 2026 Q3 06.08.2026

Main details — as published

განცხადების ნომერიNAT250024238
შესყიდვის სტატუსიხელშეკრულება დადებულია
შემსყიდველისსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
შესყიდვის ტიპიელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე(NAT)
შესყიდვის კატეგორია03200000-ბურღულეული, კარტოფილი, ბოსტნეული, ხილი და თხილეული
კლასიფიკატორის კოდები
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება217`386.00 GEL
შესყიდვის რაოდენობა ან მოცულობაიხ. სატენდერო დოკუმენტაციაში
შესყიდვის გამოცხადების თარიღი24.12.2025 21:49
წინადადებების მიღება იწყება02.01.2026 00:05
წინადადებების მიღება მთავრდება05.01.2026 15:00
შეთავაზების ფასის კლების ბიჯი870.00 GEL
გარანტიის ოდენობა2`174 GEL
გარანტიის მოქმედების ვადა160 დღე
მოწოდების ვადახელშეკრულების ძალაში შესვლიდან ან 2026 წლის 1 იანვრიდან (რომელიც უფრო გვიან დადგება) 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, დღის 10 საათიდან 18 საათამდე.
წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოსდღგ-ს გათვალისწინებით
დამატებითი ინფორმაცია

Buyer documents & protocols (3)

Bidders — everyone, including who lost

CompanyFirst offer Final offerResult
,შ.პ.ს. ,,საბა" 214,577 173,909 won
NAT250024238_სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ბოსტნეული ფასების ცხრილი 2026 ,2-signed.pdf.pdf · NAT250024238_შპს საბა ინფორმაცია გამოცდილების შესახებ 2024 (2)-signed.pdf.pdf · NAT250024238_საკვები პროდუქტების ვარგისიანობის ვადები. (1)-signed.pdf.pdf
შპს ციხისთავი 201,912 201,912
NAT250024238_ფასების ცხრილი დანართი N1 (3).xls.xls · NAT250024238_შესყიდვის ობიექტის ტექნიკური დავალება-signed.pdf.pdf

"Won" is derived — our inference from final offers; the portal does not publish it as a field.

History

  • 24.12.2025 21:49 Announced
  • 02.01.2026 00:05 Bidding opens
  • 04.01.2026 22:03 First bid placed (2 bidders in total)
  • 05.01.2026 14:57 Last bid activity
  • 05.01.2026 15:00 Bidding closes
  • 06.01.2026 17:04 Buyer published: NAT250024238_შეტყობინება პრეტენდენტისათვის მოცემულია სატენდერო კომისიის სხდომის ოქმის „კომისიამ დაადგინა“ ნაწილში. იხილეთ მიმაგრებული ოქმი“ N2.pdf
  • 08.01.2026 13:07 Buyer published: NAT250024238_სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ბოსტნეული ფასების ცხრილი 2026 ,2.xls
  • 09.01.2026 20:54 Buyer published: NAT250024238_შეტყობინება პრეტენდენტისათვის მოცემულია სატენდერო კომისიის სხდომის ოქმის „კომისიამ დაადგინა“ ნაწილში. იხილეთ მიმაგრებული ოქმი“ N3.pdf
  • 15.01.2026 00:00 Contract signed: N21 — 173,909 ₾
  • 27.08.2026 06:43 Current status: contract signed

Built from every dated fact we hold; the portal's full status-change log is a planned scrape.

Tender documentation — all 21 sections

1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“ სტრუქტურული ერთეულების და ფილიალების ბენეფიციარებისთვის ხილის და ბოსტნეულის სახელმწიფო შესყიდვა.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1.2.1 შესყიდვის ობიექტის ტრანსპორტირებისას დაცული უნდა იყოს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. 1.2.2 მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს საქონლის ისეთი შეფუთვა, რომელიც დაიცავს მას დაზიანების ან გაფუჭებისაგან დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირების პროცესში. 1.2.3 მიმწოდებელი ვალდებულია შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან ერთად შემსყიდველს გადასცეს შესაბამისი დოკუმენტაცია. 1.2.4 მოწოდებული სურსათი (წიწიბურა, ლობიო და ბარდა) „ტექნიკური რეგლამენტის - მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის პირველი ივლისის N301 დადგენილებით დამტკიცებული „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, დაფასოებული უნდა იყოს ქარხნული წესით და სათანადოდ ეტიკეტირებული. 1.2.5 მიწოდებულ სურსათს უნდა გააჩნდეს ვარგისიანობის ვადა მიწოდების დღიდან არანაკლებ 5 კალენდარული დღე. 1.2.6 შესყიდვის ობიექტის დასახელება, პარამეტრები და მახასიათებლები და რაოდენობები მოცემული შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ დავალებაში, რომელიც ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტში.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
1.4.1 ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ან ბენეფიციარებისთვის მზა საკვების მიწოდების მომსახურების შესყიდვის მიზნით გადაწყვეტილების მიღების და შესაბამისი ელექტრონული ტენდერის (აუქციონის გარეშე) ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღის ჩათვლით (რომელიც უფრო ადრე დადგება), ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, დღის 10 საათიდან 18 საათამდე. 1.4.2 სატენდერო დოკუმენტაციის 1.4.1 პუნქტით გათვალისწინებული საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებულ ყოველ კონკრეტულ ელექტრონულად ხელმოწერილ მოთხოვნის წერილს შემსყიდველი (სტრუქტრული ერთეულის და ფილიალის ხელმძღვანელი) მიმწოდებელს ხელზე გადასცემს ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით უგზავნის, შესყიდვის ობიექტის მოწოდების თარიღამდე არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე, რომელშიც მითითებული იქნება ინფორმაცია მოსაწოდებელი საქონლის სახეობის, რაოდენობის, მოწოდების ადგილის და მოწოდების თარიღის შესახებ. 1.4.3 ბენეფიციარებისთვის მზა საკვების მიწოდების მომსახურების შესყიდვის საფუძვლით ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიმწოდებელს ეცნობება არანაკლებ 30 დღით ადრე.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
1.5.1 შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილი: 1.5.1.1 ქ. თბილისი, ქინძმარაულის პირველი შესახვევი N1 (თბილისის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი)); 1.5.1.2 ქ. ბათუმი, ჯაყელის ქ. N44 (ბათუმის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი)); 1.5.1.3 ქ. გორი, გოგებაშვილის ქ. N40 (გორის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი და კრიზისული ცენტრი)); 1.5.1.4 ქ. ქუთაისი, განჯის I შესახვევი N2 (ქუთაისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი და კრიზისული ცენტრი)); 1.5.1.5 სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოფ. საქობო (სიღნაღის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი)); 1.5.1.6 ქ. თბილისი, ბუდაპეშტის N28 (თბილისის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება); 1.5.1.7 ქ. თბილისი, ქ. ანაპის 414–ე დივიზია ქ. N55 (თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატი (ფილიალი)); 1.5.1.8 ქ. ქუთაისი, სოლომონ II-ის ქ. მე-IV ჩიხი (ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატი (ფილიალი)); 1.5.1.9 თერჯოლის მუნიციპალიტეტი, სოფ. ძევრი (ძევრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატი (ფილიალი)); 1.5.1.10 წალკის მუნიციპალიტეტი, დაბა ბედიანი (ბედიანის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატი (ფილიალი)); 1.5.1.11 ქ. დუშეთი, ქეთევან წამებულის ქუჩა N28 (დუშეთის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატი (ფილიალი)); 1.5.1.12 ქ. თბილისი, გმირი კურსანტების მე-2 შესახვევი N11 (თბილისის ბავშვთა სახლი (ფილიალი)); 1.5.1.13 მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. წილკანი (წილკნის ხანდაზმულთა პანსიონატი (ფილიალი)).
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
1.7.1.1 შემოთავაზებული საქონელი უნდა იყოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო; 1.7.1.2 შემოთავაზებული საქონლის ვარგისიანობის ვადა უნდა შეადგენდეს მიწოდების დღიდან არანაკლებ 5 კალენდარულ დღეს. 1.7.1.3 შესყიდვის ობიექტის მიერ გამოვლენილი წუნის/ხარვეზის/დეფექტის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის დავალებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში, შემსყიდველის მხრიდან რაიმე დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე, წუნის/ხარვეზის/დეფექტის მქონე საქონელი შეცვალოს ახლით. 1.7.1.4 წუნის/ხარვეზის/დეფექტის გამო საქონლის შეცვლის საჭიროების შემთხვევაში საქონლის ტრანსპორტირება უნდა უზრუნველყოს მიმწოდებელმა.
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
2.1.1.1 პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში (დანართი N1) მიუთითოს შესყიდვის ობიექტის წარმოშობის წყარო და მწარმოებელი. 2.1.1.2. პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში (დანართი N1) წარმოშობის წყაროს და მწარმოებელი მითითებისას დასახელება მიუთითოს სრულად და ზუსტად. 2.1.1.3 პრეტენდენტის მიერ წარმოების ქვეყნისა და მწარმოებლის შესახებ წარდგენილი ინფორმაცია არასრულყოფილია ან შეიცავს უზუსტობებს, თუმცა, მის მიერ სატენდერო წინადადების სახით წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის ერთობლიობით, მათი შეფასების, ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე შესაძლებელია შესყიდვის ობიექტის წარმოების ქვეყნისა და მწარმოებლის იდენტიფიკაცია, სატენდერო კომისია უფლებამოსილია მიმართოს პრეტენდენტს აღნიშნულის დაზუსტების მოთხოვნით. 2.1.1.4 პრეტენდენტის მიერ 2.1.1.1 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას. შენიშვნა: ისეთ პოზიციებზე, რომლის წარმოებაც ხდება საქართველოში ფიზიკური პირების მიერ და არ არის იმპორტირებული საქონელი, შესაძლებელია მიეთითოს წარმოშობის ქვეყანა „საქართველო“, ხოლო მწარმოებელი - ფიზიკური პირ(ებ)ის სახელი და გვარი.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
2.2.1.1 პრეტენდენტს, 2022 წლის 1 იანვრიდან წინამდებარე ტენდერისთვის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ პერიოდამდე მონაკვეთში, უნდა გააჩნდეს არანაკლებ 217`386.00 ლარის ოდენობის ადამიანისათვის საკვებად ვარგისი პროდუქტ(ებ)ის მიწოდების გამოცდილება. ღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული უნდა იქნას ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან შესრულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია). 2.2.1.2 იმ შემთხვევაში თუ შესყიდვის ხელშეკრულება და შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ იძებნება შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ანალოგიური გამოცდილების შესახებ ინფორმაცია, რომელიც მიმწოდებლისა და შემსყიდველის მიერ უნდა იყოს ელექტრონულად ხელმოწერილი ან/და დამოწმებული კვალიფიციური შტამპით. 2.2.1.3 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 მუხლით მოთხოვნილი დოკუმენტაცია ატვირთულია შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტს შეუძლია გამოცდილების შესახებ დანართში N2-ში („ინფორმაცია გამოცდილების შესახებ“) მიუთითოს შესაბამისი CMR ან/და SPA ან/და NAT ან/და სხვა შესყიდვის საშუალების ნომრები და არ წარმოადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის ან/და საშემფასებლო დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომლებშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა. დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
6.1 მოითხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
2 პროცენტი
6.2 სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში მოითხოვება გარანტია
0 პროცენტი
6.3 გარანტიის მოქმედების ვადა
უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მისი მოქმედების ვადა არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.
6.4 გარანტიის პირობები
6.4.1 გამარჯვებულმა პრეტენდენტმა ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ხელშეკრულების ღირებულების სატენდერო დოკუმენტაციის 6.1 პუნქტით ან 6.2 პუნქტით გათვალისწინებული პროცენტული ოდენობით, ხოლო თეთრ სიაში რეგისტრირებული პრეტენდენტის შემთხვევაში ნახევარის ოდენობით (იმ შემთხვევაში თუ სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 200000 ლარზე ნაკლებს, გამარჯვებულ პრეტენდენტს არ წარმოეშვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენის ვალდებულება). 6.4.2 უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მისი მოქმედების ვადა არანაკლებ 30 ოცდაათი კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
7.2.1 ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით (ბიუჯეტის კოდი: 270205). 7.2.2 ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, საბოლოო ინსპექტირების დასკვნის, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის „შემსყიდველისათვის“ წარმოდგენის შემდეგ.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ეტაპობრივად, ფაქტობრივად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის შემდეგ, მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო დოკუმენტაციის „შემსყიდველისათვის“ წარმოდგენის შემდეგ 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
სოფიო ჯაჯანიძე, 593944648, sjajanidze@moh.gov.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. 10.1.2 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. 10.1.3 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული სატენდერო დოკუმენტაციის დანართ N1-ის (ფასების ცხრილი/მომსახურების ხარჯთაღრიცხვა/პრეისკურანტი) შესაბამისი ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, რომელიც არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს), ხოლო პრეტენდენტის მიერ ტენდერის ფარგლებში შედგენილ სხვა დოკუმენტაციაზე სავალდებულოა კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა. 10.1.4 სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში. 10.1.5 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება. 10.1.6 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები: 10.1.6.1 ფასების ცხრილი (დანართი N1) MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, სატენდერო დოკუმენტაციის 1.7.1 და 2.1.1 პუნქტებით მოთხოვნილი ინფორმაციის გათვალისწინებით; 10.1.6.2 ინფორმაცია/დოკუმენტაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ, სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის შესაბამისად.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი

The same thing, bought before

NAT250022220 03.12.2025 no result same category · 100% title match · same buyer · similar size

სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს…

სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგ… 03200000ბურღულეული, კარტოფილი, ბოსტნეული, ხილი და თხილეული 2 bidders 217,386 ₾
NAT250023245 12.12.2025 contract signed same category · similar size

ააიპ „ქალაქ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების“ ფილიალებისათვის ბურღულეულის, ბოსტნეულის…

ქ.ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანება 03200000ბურღულეული, კარტოფილი, ბოსტნეული, ხილი და თხილეული → შპს ნიკა 2 bidders 213,027 ₾
NAT260014872 17.07.2026 contract signed same category · similar size

ა(ა)იპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების მიერ ბურღულეულის,…

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი … 03200000ბურღულეული, კარტოფილი, ბოსტნეული, ხილი და თხილეული → ,შ.პ.ს. ,,საბა" 3 bidders 221,850 ₾
NAT260016274 05.08.2026 contract prep same category · similar size

ააიპ „ქალაქ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების“ ფილიალებისათვის ბურღულეულის, ბოსტნეულის…

ქ.ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანება 03200000ბურღულეული, კარტოფილი, ბოსტნეული, ხილი და თხილეული → რევაზ ბურნაძე 1 bidder 176,130 ₾
NAT250022712 08.12.2025 contract signed same category · similar size

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებისათვის ბურღულეულის, ხილის და ბოსტნეულის შ…

გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწე… 03200000ბურღულეული, კარტოფილი, ბოსტნეული, ხილი და თხილეული → შპს ნება პლიუსი 2 bidders 253,000 ₾
NAT250022219 03.12.2025 not held same division · 84% title match · same buyer

სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს…

სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგ… 03100000სოფლის მეურნეობისა და ბაღჩეული პროდუქტები 0 bidders 30,470 ₾

Ranked by CPV category first, then by what the tender is called, what it costs and who is buying — one category holds laptops and printers alike, so the wording separates them.

Same buyer, same category — have they bought this before?

This buyer usually awards to

across all categories

ჯი აი სი ჯორჯია
შპს გამა-გ
შპსბესტ როუდი
შპს იმპექსფარმი
შპს ჯეო-ტეჩი