1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურეობა.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
ა/მანქანის დაზიანებული სათადარიგო ნაწილი უნდა შეიცვალოს ახალი სათადარიგო ნაწილით. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია მეორადი სათადარიგო ნაწილის გამოყენება. ა/მანქანის შეკეთებისა და მომსახურებისთვის გამოყენებული სათადარიგო ნაწილები უნდა იყოს ქარხნული, ხარისხიანი და არ ავლენდეს დეფექტებს, რაზედაც მიმწოდებელმა უნდა გაავრცელოს არანაკლებ 6 (ექვსი) თვიანი გარანტია, გარდა ცვეთადი ნაწილებისა, როგორიცაა: სამუხრუჭე ხუნდები, ზეთის, ჰაერის, კონდენციონერისა და საწვავის ფილტრები, მინის მწმენდები და ა.შ.) მიმწოდებელი პასუხისმგებელია წუნდებული საქონლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოცვლაზე და შესაბამისი მომსახურების გაწევის განხორციელებაზე, შემსყიდველის მხრიდან რაიმე დამატებითი ხარჯების გაწევის გარეშე შეტყობენების მიღებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) დღის განმავლობაში; მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიმართვის შემთხვევაში ჩაატაროს ა/მანქანის დათვალიერება, რის შემდგომაც, მიმწოდებელი, მთავარი ინჟინერი და მძღოლი ადგენენ დეფექტურ აქტს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გასაწევი მომსახურების დეტალური აღწერა. თუ აღმოჩნდება რომ მიმწოდებლის მიერ არ არის სრულყოფილად შესრულებული მომსახურება და/ან შეცვლილი ნაწილი აღმოჩნდა წუნდებული, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯით აღმოფხვრას აღმოჩენილი ხარვეზი; პრეტენდენტს საკუთრებაში ან მმართველობაში უნდა გააჩნდეს არანაკლებ ერთი მოქმედი სერვისცენტრი, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს საკუთრებაში ან მმართველობაში არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მომსახურება გაწეული უნდა იქნას დაუყოვნებლივ, რიგგარეშე, ამასთან მომსახურების ვადა თითოეულ შემთხვევაზე არ უნდა აღემატებოდეს: • სავალი ნაწილებისათვის - არაუმეტეს 2 დღეს; • აგრეგატებისათვის - არაუმეტეს 3 დღეს; • ელექტროობისათვის - არაუმეტეს 2 დღეს; • სათუნუქე-სამღებრო სამუშაოებისათვის - არაუმეტეს 5 დღეს, აღნიშნული ვადა შეაძლებელია გაგრძელებული იქნეს შემსყიდველთან შეთანხმებით; • იმ შემთხვევაში თუ საჭირო იქნება ძრავის კაპიტალური რემონტის ჩატარება ან დეფიციტური ნაწილის მიწოდება, შესაძლებელია მომსახურების ვადა განისაზღვროს შემსყიდველთან შეთანხმებით გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ პრეისკურანტში ა/მანქანების შეკეთებისათვის საჭირო რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ობიექტის ერთეულის ფასი, მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დადგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით (გაფორმებულ იქნება შეთანხმების აქტი) საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში მომსახურების (სერვისი სათადარიგო ნაწილების გათვალისწინებით) რომელიმე ერთეულის არსებობით გამოწვეული ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს; მიმწოდებლის მხრიდან შეთანხმებაზე უარის თქმა, შესაძლებელია გახდეს ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მომსახურების გაწევა ხელშეკრულების გაფორმების დღიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. მომსახურება გაწეული უნდა იქნას დაუყოვნებლივ, რიგგარეშე, ამასთან მომსახურების ვადა თითოეულ შემთხვევაზე არ უნდა აღემატებოდეს: • სავალი ნაწილებისათვის - არაუმეტეს 2 დღეს; • აგრეგატებისათვის - არაუმეტეს 3 დღეს; • ელექტროობისათვის - არაუმეტეს 2 დღეს; • სათუნუქე-სამღებრო სამუშაოებისათვის - არაუმეტეს 5 დღეს, აღნიშნული ვადა შეაძლებელია გაგრძელებული იქნეს შემსყიდველთან შეთანხმებით; • იმ შემთხვევაში თუ საჭირო იქნება ძრავის კაპიტალური რემონტის ჩატარება ან დეფიციტური ნაწილის მიწოდება, შესაძლებელია მომსახურების ვადა განისაზღვროს შემსყიდველთან შეთანხმებით.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
მიმწოდებლის მიერ მომსახურების გაწევა უნდა მოხდეს ეტაპობრივად შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად მიმწოდებლის სერვის ცენტრ(ებ)ში.
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
სათადარიგო ნაწილი მისი ხარისხით სრულად უნდა შეესაბამებოდეს ორიგინალი დეტალების მონაცემებს. მიმწოდებელი იძლევა გარანტიას რომ დეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმწოდებელი უზრუნველყოფს წუნდებული (უხარისხო) საქონლის შეცვლას და განახორციელებს შეცვლასთან დაკავშირებულ ყველა მოქმედებას საკუთარი ძალებით და საშუალებებით, შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე, შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) დღის განმავლობაში. ამ ვადაში შედის საქონლის წაღება და ახლით შეცვლა მინიმალური საგარანტიო ვადები ნაწილებზე: 1. აგრეგატებზე- საგარანტიო ვადა 1 (ერთი) წელი 2. კვანძებზე- 6 (ექვსი) თვე 3. დეტალებზე- 6 (ექვსი) თვე გამოსაყენებელ სათადარიგო ნაწილებზე უნდა გავრცელდეს მინიმუმ 6 თვიანი გარანტია, გარდა იმ სათადარიგო ნაწილებისა და საცხ-საპოხი საშუალებებისა, რომელთა ექსპლუატაციის ვადა დამოკიდებულია ავტომანქანის გარბენზე.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
1. პრეტენდენტს 2024 წლის 1 იანვრიდან აღნიშნული ტენდერის გამოცხადების თარიღამდე პერიოდში უნდა გააჩნდეს ჯამურად არანაკლებ 150'000.00 (ასორმოცდაათიათასი) ლარის ოდენობის ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილება. 2. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ გაწეული ანალოგიური გამოცდილების შესახებ ინფორმაცია იძებნება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტორნულ სისტემაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია CON, SPA, NAT ან CMR ნომრების მითითებით (დანართი N2 შესაბამისად). 3. იმ შემთხვევაში თუ შესყიდვის ხელშეკრულება და შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ იძებნება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, გამოცდილების დადასტურების მიზნით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ანალოგიური გამოცდილების შესახებ ინფორმაცია (CON, SPA, NAT ან CMR ნომრების მითითების გარეშე), მიმწოდებლისა და შემსყიდველის მიერ ორმხრივად ხელმოწერილი, რომელიც უნდა იყოს დამოწმებული კვალიფიციური ხელმოწერით ან კვალიფიციური შტამპით.
2.3.1 მოთხოვნა პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ
პრეტენდენტს საკუთრებაში ან მმართველობაში უნდა გააჩნდეს არანაკლებ ერთი მოქმედი სერვისცენტრი, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს საკუთრებაში ან მმართველობაში არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომლის მოქმედების ვადა უნდა იყოს არანაკლებ 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.პრეტენდენტმა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს ავტო ტექ. მომსახურეობის ობიექტის საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი,იჯარის შემთხვევაში იჯარის ვადა მინიმუმ ერთი თვით უნდა აღემატებოდეს მომსახურების ვადას. ასევე უსაფრთხოების მიზნით სერვისცენტრის ტერიტორიაზე უნდა იყოს სათვალთვალო ვიდეო კამერები.სერვისცენტრში უნდა არსებობდეს: სპეცავტომანქანებისათვის დახურული ანგარი, სადაც მოხდება დაზიანებული სპეცავტომანქანის დაყენება შეკეთებამდე და მის პროცესში, ასევე უნდა იყოს ავტომანქანის არანაკლებ 3 ამწე მექანიზმი; საბურავის დაშლა აწყობის და ბალანსირების დანადგარი; თვლების შეყრის კომპიუტერული (რაზვალი) დანადგარი; კომპიუტერული დიაგნოსტიკის მოწყობილობა; საყრდენი დისკოს გასაჩარხი მოწყობილობა; ავტომატურ გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლის აპარატი; ძრავში ზეთის შესაცვლელი აპარატი; მაღალი წნევით საწვავის სისტემის გამოსარეცხი აპარატი; წყლის სისტემის გამოსარეცხი აპარატი; საწვავის მფრქვევანას (ფარსუნკა) საწმენდი აპარატი (დიზელის); ფრისკის საწმენდი აპარატი; ელექტრო მომარაგების სარეზერვო წყარო (გენერატორი); სერვისცენტრში სამუშაო ფართობი დაფარული უნდა იყოს ბეტონის ან მსგავსი ზედაპირით; დაცული უნდა იყოს ჰიგიენური და უსაფრთხოების ნორმები. ამასთან, სერვისცენტრებში უნდა არსებობდეს საჭირო ფართი შემსყიდველის ა/მანქანების აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებისათვის. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს სასაწყობო მარაგი (სერვისცენტრში) რომელშიც უნდა შედიოდეს სავალი ნაწილის სწრაფადცვეთადი დეტალები, ასევე ზეთის, ჰაერის და კონდენციონერის ფილტრები, მინის მწმენდები, ძრავის ზეთი (რომელსაც ექნება მწარმოებლის დაშვება თითოეულ მოდელზე), ანტიფრიზი. სერვის ცენტრში პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველი ორგანიზაციის ერთი წარმომადგენლისათვის სათანადო პირობების შექმნა (შენობაში განთავსებული სკამი, მაგიდა). პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს შესაბამისობის დადასტურებისთვის სათანადო მასალები(ფოტო ან სხვა სახის ინფორმაცია)შემსყიდველი უფლებამოსილია, ყველაზე დაბალი ფასის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მქონე პრეტენდეტის მიმართ განახორციელოს სერვისცენტრის დათვალიერება ზემოთ აღნიშნულ სტანდარტებთან შესაბამისობაზე და შეუსაბამობის შემთხვევაში მოახდინოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია კანონით დადგენილი ნორმების შესაბამისად.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
პრეტენდენტის სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს პრეისკურანტს შემსყიდველის მიერ სატენდერო დოკუმენტაციაში წარმოდგენილი პრეისკურანტის მიხედვით. პრეტენდენტის მიერ შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოდგენილ პრეისკურანტში მითითებული ერთეულის ფას(ებ)ი არ უნდა აღემატებოდეს შემსყიდველის მიერ პრეისკურანტის შესაბამის გრაფაში მითითებულ ერთეულის სავარაუდო ფას(ებ)ს. პრეტენდენტის მიერ პრეისკურანტის წარმოუდგენლობა ან არსებითად შეუსაბამო პრეისკურანტის წარმოდგენა (თუ პრეტენდენტის მიერ პრეისკურანტის შესაბამის გრაფაში მითითებული ერთეულის ფას(ებ)ი აღემატება, შემსყიდველის მიერ პრეისკურანტის შესაბამის გრაფაში მითითებულ ერთეულის სავარაუდო ფას(ებ)ს) გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას აღნიშნული ტენდერიდან, პრეისკურანტის დაზუსტების მოთხოვნის გარეშე, ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ’’ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის #12 ბრძანების 32-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, მიმწოდებელი ვალდებულია დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა. უნდა წარმოადგინოს/ატვირთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული ან/და საშემფასებლო დასკვნით. დასკვნასთან ერთად ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. დასკვნა ცალსახად უნდა ადასტურებდეს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას, როგორც ერთეულის ასევე საერთო ღირებულებასთან მიმართებით. ამასთან, ფასწარმოქნის ადეკვატურობის დასაბუთების წარმოუდგენლობა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ წესის შესაბამისად.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
7.2.1 მიმწოდებელთან ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ განხორციელდება, ეტაპობრივად, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ეროვნულ ვალუტაში; 7.2.2 მიმწოდებელთან ანგარიშსწორება იწარმოებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესრულების შესახებ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა და შესაბამისი საანგარიშსწორებო დოკუმენტის საფუძველზე.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ ანგარიშსწორებისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, მიმწოდებლის მიერ მითითებული რეკვიზიტების მიხედვით.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ანტონ, 595900715, anton.karabaki@baghdati.gov.ge თეიმურაზ გეეგშიძე 599979505, ლელა რობაქიძე 599692369
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
1. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადების გათვალისწინებით. 2. პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების ან მისი შემადგენელი დოკუმენტის წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ასევე უცხო ენებზე. დოკუმენტის უცხო ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. 3. პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ სატენდერო წინადადებაზე ან მის შემადგენელ დოკუმენტზე, უნდა იყოს შესრულებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და დასმული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპი. იგივე წესი უნდა იქნეს დაცული პრეტენდენტის მიერ სხვა, შემდგომი დოკუმენტების წარდგენის საჭიროების წარმოშობის შემთხვევაში (მაგალითად, დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია და სხვა). 4. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და დასმული კვალიფიციური ელექტრონული შტამპი უნდა იყოს შესრულებული უფლებამოსილი ან მისი ნდობით აღჭურვილი (ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე) პირის მიერ. 5. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება. 6. სატენდერო პირობების შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მიღების საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის #12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. 7. წინამდებარე შესყიდვა ხორციელდება ,,სახელმწიფო შესყიდვის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ წესის’’ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის #12 ბრძანების შესაბამისად.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი