ტსTenderscope
My categories only 15 + 1 org
Hiding everything outside your 15 watched categories and 1 followed organisation. Include everything else
HomeTenders › NAT260001361
NAT260001361 NAT · აუქციონის გარეშე contract signed On procurement.gov.ge ↗

დასავლეთ საქართველოში საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე (დავალების შემთხვევაში, ადგილობრივი მნიშვნელობის და სხვა საავტომობილო გზებზე) და მათზე არსებულ ხელოვნურ ნაგებობებზე და გარე განათებით ქსელზე სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული, შესასრულებელი მიმდინარე შეკეთების სამუშაოების საზედამხედველო მომსახურება

5% outside our line

Can we win this?

5% — outside our line: this does not look like something we sell.

  • Our line of business only 17% like anything in our 58 bids — most likely not something we sell.
  • Deal size over ₾200k: we have won 0 of 6 bids in this range.
  • Expected competition this category averages 1.5 bidders, 44% go single-bid. In 1–3 bidders we have won 10 of 17.
  • Procedure NAT: 18 wins from 48 bids.
  • Category fit 71500000: we have never bid in this category.
  • Buyer relationship we have never bid with this buyer.

Derived from our own 52 decided bids (18 won, 35% base rate) against market data for the category. Thin evidence is shrunk toward the base rate, so this is a prior, not a prediction — it says nothing about whether we can meet the specification.

Contract Nე.ტ.22-26 running 694 days remaining Contract PDF ↗
3,900,000 ₾ contract amount no payments recorded yet 20.04.2026 – 22.07.2028

Main details — as published

განცხადების ნომერიNAT260001361
შესყიდვის სტატუსიხელშეკრულება დადებულია
შემსყიდველისაქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი
შესყიდვის ტიპიელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე(NAT)
შესყიდვის კატეგორია71500000-მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
კლასიფიკატორის კოდები
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება4`320`000.00 GEL
შესყიდვის რაოდენობა ან მოცულობაიხ. სატენდერო დოკუმენტაცია
შესყიდვის გამოცხადების თარიღი29.01.2026 15:53
წინადადებების მიღება იწყება08.03.2026 00:05
წინადადებების მიღება მთავრდება13.03.2026 12:30
შეთავაზების ფასის კლების ბიჯი43`200.00 GEL
გარანტიის ოდენობა43`200 GEL
გარანტიის მოქმედების ვადა160 დღე
მოწოდების ვადაიხ. სატენდერო დოკუმენტაცია
წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოსდღგ-ს გათვალისწინებით
დამატებითი ინფორმაცია

Buyer documents & protocols (10)

NAT260001361_121416 აპოსტილი.pdf.pdf აქიფ აიგენ 26.03.2026 21:02
NAT260001361_121418 აპოსტილი.pdf.pdf აქიფ აიგენ 26.03.2026 21:02
NAT260001361_121419 აპოსტილი.pdf.pdf აქიფ აიგენ 26.03.2026 21:02
NAT260001361_121420 აპოსტილი.pdf.pdf აქიფ აიგენ 26.03.2026 21:02

Bidders — everyone, including who lost

CompanyFirst offer Final offerResult
სააქციო საზოგადოება ფროიაფი მუჰენდისლიქ ვე მუშავირლიქის საქართველო ფილიალი 3,900,000 3,900,000 won
NAT260001361_1.1დანართი N1 - ფასების ცხრილი (1).xlsx.xlsx · NAT260001361_1.1დანართი N1 - ფასების ცხრილი-signed.pdf.pdf · NAT260001361_2. ძირითადი კონტრაქტი (ასლი დედანთან).pdf.pdf · NAT260001361_2.1 დანართი 1 ასლი.pdf.pdf · NAT260001361_2.2 დანართი 2 ასლი.pdf.pdf · NAT260001361_2.3 დანართი 3 ასლი.pdf.pdf · NAT260001361_2.4 დანართი 4 ასლი.pdf.pdf · NAT260001361_3. საბოლოო გადახდის სერთიფიკატი -მიღება-ჩაბარება ასლის დედანთან დამოწმება.pdf.pdf · NAT260001361_3.1 წერილი აზერბაიჯანის გზების დეპარტამენტიდან მამედოვის ხელმოწერის შესახებ.pdf.pdf · NAT260001361_4. პროიაპის წერილი (უფლებამოსილება).pdf.pdf · NAT260001361_4.1აკიფ აიგენის უფლებამოსილება - დამატებითი დოკუმენტი.pdf.pdf · NAT260001361_4.2 აკიფ აიგენის განახლებული უფლებამოსილება - დამატებითი დოკუმენტი.pdf.pdf · NAT260001361_4.3 აკიფ აიგენის უფლებამოსილება თურქეთის სავაჭრო რეესტრი.pdf.pdf · NAT260001361_4.4 სათავო კომპანიის განახლებული ამონაწერი.pdf.pdf · NAT260001361_5. კადრები.pdf.pdf

"Won" is derived — our inference from final offers; the portal does not publish it as a field.

History

  • 29.01.2026 15:53 Announced
  • 08.03.2026 00:05 Bidding opens
  • 13.03.2026 10:07 First bid placed (1 bidders in total)
  • 13.03.2026 10:07 Last bid activity
  • 13.03.2026 12:30 Bidding closes
  • 20.03.2026 15:23 Buyer published: NAT260001361_ოქმი 2 და ხელწერილი ინტერესთა კონფლიქტის შესახებ.pdf
  • 26.03.2026 21:01 Buyer published: NAT260001361_1.1 დანართი N1 - ფასების ცხრილი _დაზუსტებული.xlsx
  • 26.03.2026 21:02 Buyer published: NAT260001361_1.1დანართი N1 - ფასების ცხრილი _დაზუსტებული.pdf
  • 26.03.2026 21:02 Buyer published: NAT260001361_121416 აპოსტილი.pdf
  • 26.03.2026 21:02 Buyer published: NAT260001361_121418 აპოსტილი.pdf
  • 26.03.2026 21:02 Buyer published: NAT260001361_121419 აპოსტილი.pdf
  • 26.03.2026 21:02 Buyer published: NAT260001361_121420 აპოსტილი.pdf
  • 26.03.2026 21:03 Buyer published: NAT260001361_ცნობა დავალიანების არ ქონის შესახებ.pdf
  • 27.03.2026 11:37 Buyer published: NAT260001361_NAPEN25748552000 განახლებული ამონაწერი.pdf
  • 01.04.2026 19:39 Buyer published: NAT260001361_ოქმი N3 და ხელწერილი ინტერესთა კონფლიქტის შესახებ.pdf
  • 20.04.2026 00:00 Contract signed: Nე.ტ.22-26 — 3,900,000 ₾
  • 23.08.2026 21:12 Current status: contract signed

Built from every dated fact we hold; the portal's full status-change log is a planned scrape.

Tender documentation — all 25 sections

1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
დასავლეთ საქართველოში საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე (დავალების შემთხვევაში, ადგილობრივი მნიშვნელობის და სხვა საავტომობილო გზებზე) და მათზე არსებულ ხელოვნურ ნაგებობებზე და გარე განათებით ქსელზე სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული, შესასრულებელი მიმდინარე შეკეთების სამუშაოების საზედამხედველო მომსახურება.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
გასაწევი მომსახურების დეტალური აღწერილობა მოცემულია თანდართულ ტექნიკურ დავალებაში და ხელშეკრულების პროექტში:
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მომსახურების გაწევის დაწყება ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, შემსყიდველის წერილობითი დავალებიდან დაუყოვნებლივ. მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვის განმავლობაში, ტექნიკური დავალებით განსაზღვრული ვადებისა და პირობების შესაბამისად.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ტექნიკური დავალების დანართ №1-ში მითითებულ საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე, გარე განათების ქსელზე და ხელოვნურ ნაგებობებზე, ტექნიკური დავალების მოთხოვნათა შესაბამისად.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
1. სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ საანგარიშო პერიოდსა და გამოცდილების არეალში, პრეტენდენტს ფაქტობრივად გაწეული უნდა ჰქონდეს საავტომობილო გზების ან/და მასზე არსებული ხელოვნური ნაგებობების - მიმდინარე შეკეთების; ან/და პერიოდული შეკეთების; ან/და სტიქიური და სხვა ფორსმაჟორული მოვლენების შედეგების ლიკვიდაციის; ან/და რეაბილიტაციის; ან/და რეკონსტრუქციის; ან/და მოდერნიზაციის; ან/და მშენებლობის სამუშაოების ზედამხედველობის მომსახურება, ღირებულებით, არანაკლებ, წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 100%-ის ოდენობისა. 1.1 გამოცდილების არეალი: საქართველოს ტერიტორია ან/და პირის, ვისი გამოცდილებაც წარმოდგენილია ტენდერში, რეგისტრაციის ქვეყნის ფარგლებს გარეთ სხვა ქვეყნის ტერიტორია. არარეზიდენტი პირის მიერ დაფუძნებული სუბიექტის (წარმომადგენლობა/ფილიალი) მიერ, ამავე პირის დაფუძნებული სხვა სუბიექტის (წარმომადგენლობა/ფილიალი) გამოცდილების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ სათაო კომპანიის წერილობითი წარდგინებით (რაც ჩაითვლება სათაო კომპანიის გამოცდილებად), საიდანაც ნათლად უნდა იკვეთებოდეს გამოცდილების შინაარსი, მისი შესრულების ადგილი და შემსრულებელი. 2. საანგარიშო პერიოდი მოიცავს 01.01.2021-დან წინამდებარე ტენდერში წინადადების მიღების დამთავრების თარიღის ჩათვლით პერიოდს. 3. საანგარიშო პერიოდში, ფაქტობრივად გაწეული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის მომსახურების თაობაზე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია: 3.1 პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებების ასლები და შესაბამისი მომსახურების შესრულების დამადასტურებელი, დამკვეთის ან/და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების ასლები, საიდანაც ნათლად უნდა იკვეთებოდეს გაწეული მომსახურების დასახელება და ღირებულება (გაწეული მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტი, ან/და დამკვეთის მიერ გაცემული, მომსახურების გაწევის დამადასტურებელი ნებისმიერი წერილობითი დოკუმენტი). იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებულია ამ პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, დასაშვებია ინფორმაციის წარმოდგენა შესაბამისი შესყიდვის უნიკალური ნომრ(ებ)ის (NAT/CMR/SPA და ა.შ) მითითებით. ამასთან: ა) მომსახურებაზე, რომლებიც შესრულებულია საქართველოს ტერიტორიაზე და დამკვეთს წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტი (არა შემსყიდველი ორგანიზაციები), პრეტენდენტმა, დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები; ბ) მომსახურებაზე, რომლებიც შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მიერ, პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეების უფლებამოსილი პირების ან დამკვეთის მიერ დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, თუ რა ღირებულების მომსახურება გასწია პრეტენდენტმა აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში. 3.2 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 მუხლის 3.1 პუნქტით მოთხოვნილი დოკუმენტაციით ვერ ხერხდება სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 მუხლით მოთხოვნილი გამოცდილების შესაბამისი მომსახურების შინაარსის ან/და ღირებულების იდენტიფიცირება, შემსყიდველი უფლებამოსილია პრეტენდენტს დამატებით მოსთხოვოს ანალოგიურ მომსახურებაზე, ხელშეკრულების სრულყოფილი ვერსიის, ტექნიკური დავალების ან/და მომსახურების გაწევის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის წარმოდგენა, რომლებიც დადასტურებული უნდა იყოს დამკვეთის ან/და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ და საიდანაც, მოთხოვნისამებრ, ნათლად უნდა დგინდებოდეს, სატენდერო პირობებით მოთხოვნილი, გაწეული ანალოგიური მომსახურების შინაარსი/დეტალური აღწერილობა ან/და ღირებულება. 4. სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 მუხლის 3.1 პუნქტით მოთხოვნილი ანალოგიური გამოცდილების დამადასტურებელი უცხო ენაზე გაფორმებული ხელშეკრულებები, პრეტენდენტს შეუძლია წარმოადგინოს შემოკლებული სახით, რომელიც, მინიმუმ უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: (ა) ხელშეკრულების დამდები მხარეები; (ბ) ხელშეკრულების საგანი (შესყიდვის ობიექტის დეტალური აღწერილობა, მაგ.:ტექნიკური დავალება ან სხვა მსგავსი დოკუმენტი, საიდანაც ნათლად უნდა იკვეთებოდეს შესყიდვის ობიექტის შინაარსი); (გ) ხელშეკრულების ღირებულება; (დ) ხელშეკრულების გაფორმების თარიღი, მომსახურების გაწევის ვადები; (ე) მხარეთა ხელმოწერები. 5. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმო ან მისი წარმომადგენლობა/ფილიალი საქართველოში: 5.1 სათაო კომპანიის მიერ გაცემული ნებისმიერი სახის ცნობა ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს სათაო კომპანიის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ, ასევე, წარმოდგენილი უნდა იყოს ხელისმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. 5.2 სათაო კომპანიიდან ან/და უცხო ქვეყნიდან მოთხოვნილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლების წარმოდგენის შემთხვევაში, მათი ორიგინალთან (დედანთან) შესაბამისობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიულად (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დამკვეთს წარმოადგენს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი). 6. უცხოურ ვალუტაში გაწეული მომსახურების შემთხვევაში, მათი ღირებულების დაანგარიშება მოხდება ლარებში, მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების თარიღისთვის, შესაბამისი ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით. 7. ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობა 7.1 იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3-ის შესაბამისად. 7.2 ამხანაგობის მონაწილეთა ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შესაბამისობა დგინდება მონაწილის მიერ შესასრულებელი ვალდებულებისადმი დადგენილ მოთხოვნასთან მიმართებით, ამ მუხლის 7.1 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთან, დასაშვებია ამხანაგობის მონაწილეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების დაჯამება, ხოლო არ დაიშვება გამოცდილების შეკრება. 8. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო პირობებით მოთხოვნილი გამოცდილების დამადასტურებლად, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილია ქვეკონტრაქტი, მასთან დაკავშირებით, სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 მუხლის შესაბამისი პუნქტებით მოთხოვნილ ინფორმაციასთან/დოკუმენტაციასთან ერთად, პრეტენდენტმა, ასევე, უნდა წარმოადგინოს: ინფორმაცია ქვეკონტრაქტის საგნით გათვალისწინებული მომსახურების თავდაპირველი, ძირითადი შემსყიდველის და ძირითადი მიმწოდებლის შესახებ (მინიმუმ, მათი დასახელების, რეგისტრაციის ქვეყნის, საიდენტიფიკაციო ნომრის და საკონტაქტო ინფორმაციის (მოქმედი რეკვიზიტების - ელ. ფოსტა, ტელეფონი, მისამართი) მითითებით) სატენდერო დოკუმენტაციის დანართიN7-ის შესაბამისად. აღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენა არ არის სავალდებულო იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, რეგისტრაციის უნიკალური ნომრით (NAT/CMR/SPA და ა.შ) იდენტიფიცირდება შესაბამისი ძირითადი შესყიდვა, სადაც განთავსებულია/იძებნება ამ პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაცია ძირითადი შემსყიდველისა და ძირითადი მიმწოდებლის შესახებ, ან/და პრეტენდენტი თავად წარმოადგენს შესაბამისი შესყიდვის უნიკალურ ნომრ(ებ)ზე მითითებას (NAT/CMR/SPA და ა.შ).
2.4.1 მოთხოვნა პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ
1. პრეტენდენტს, ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების ხარისხიანად გაწევის უზრუნველსაყოფად უნდა ჰყავდეს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N4-ში მითითებული დასახელების, რაოდენობისა და გამოცდილების პერსონალი. 2. პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მის მიერ შემოთავაზებული თითოეული სპეციალისტის საანკეტო მონაცემები სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N5-ის მოთხოვნათა შესაბამისად. 3. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მის მიერ შემოთავაზებული თითოეული სპეციალისტის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან/და პასპორტის ასლები. 4. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამის სპეციალისტებთან გაფორმებული წინარე შეთანხმებები (თითოეულ სპეციალისტთან ცალ-ცალკე) სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N6-ის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც, პრეტენდენტის გამარჯვების შემთხვევაში, სპეციალისტი იღებს ვალდებულებას, რომ კომპეტენციის შესაბამისად, პირადად განახორციელებს ამ ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების გაწევას. 5. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მიმწოდებლის მიერ სპეციალისტ(ებ)ის შეცვლის, ან დამატების შესახებ საკითხი, წინასწარ უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან (მიმწოდებელი ვალდებულია, წერილობით წარმოადგინოს შესაბამისი დასაბუთებული ინფორმაცია აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით). ამ შემთხვევაში, ახალი სპეციალისტ(ებ)ის კვალიფიკაცია და სამუშაო გამოცდილება უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს. იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე ტენდერის ფარგლებში გამარჯვებული მიმწოდებლის მიერ შემოთავაზებული პერსონალი დასაქმებული იქნება დეპარტამენტის მიერ საზედამხედველო მომსახურების შესყიდვის მიზნით გაფორმებულ სხვა, პარალელურად მიმდინარე ხელშეკრულებებში, მიმწოდებელი ვალდებულია ამ ტენდერის შედეგად გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მომსახურების დაწყების შეტყობინების მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში შემსყიდველს წარმოუდგინოს, დეპარტამენტთან მიმდინარე სხვა პარალელური საზედამხედველო მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში მისი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან ამავე ვადაში შეცვალოს პირი ამ პუნქტის შესაბამისად. 6. დაუშვებელია პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული პერსონალი დასაქმებული იყოს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
4.1.3 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის გაუთვალისწინებლობის დასაბუთება
წინამდებარე ტენდერში არ იქნება მოთხოვნილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება, რადგან მომსახურების ღირებულების მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს ინტელექტუალური ტიპის შრომის ანაზღაურება, რაც პოტენციურად შესაძლებელს ხდის აღნიშნული მომსახურების მიწოდება განხორციელდეს სავარაუდო ღირებულებაზე 20%-ით ნაკლებ ფასად.
5.1.2 იურიდიული პირისთვის
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას: 1. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. 2. შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა,საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება (გარდა არაღიარებული დავალიანებისა და იმ შემთხვევისა, თუ პირს, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს, ამ პუნქტით განსაზღვრული, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი). 3. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.2 პუნქტის მე-2 ქვეპუნქტში მითითებული უფლებრივი შეზღუდვა (ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა), პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
5.1.3 ინდივიდუალური მეწარმისთვის
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას: 1. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. 2. შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა,საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება (გარდა არაღიარებული დავალიანებისა და იმ შემთხვევისა, თუ პირს, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს, ამ პუნქტით განსაზღვრული, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი). 3. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.3 პუნქტის მე-2 ქვეპუნქტში მითითებული უფლებრივი შეზღუდვა (ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა), პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
5.1.4 ფიზიკური პირისთვის
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას: 1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 2. შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა,საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება (გარდა არაღიარებული დავალიანებისა და იმ შემთხვევისა, თუ პირს, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს, ამ პუნქტით განსაზღვრული, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი). 3. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.4 პუნქტის მე-2 ქვეპუნქტში მითითებული უფლებრივი შეზღუდვა (ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა), პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
5.1.5 ამხანაგობისთვის
1. სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.5. პუნქტით გათვალისწინებული სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება, როგორც ამხანაგობის, ასევე მისი თითოეული წევრის შესახებ, კერძოდ: უშუალოდ ამხანაგობისთვის: ა) შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება (გარდა არაღიარებული დავალიანებისა და იმ შემთხვევისა, თუ პირს, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს, ამ პუნქტით განსაზღვრული, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი). ამხანაგობის წევრებისთვის: ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. ბ) შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ ამხანაგობის წევრებს არ გააჩნიათ საგადასახადო დავალიანება (გარდა არაღიარებული დავალიანებისა და იმ შემთხვევისა, თუ პირს, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს, ამ პუნქტით განსაზღვრული, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი). გ) იმ შემთხვევაში, თუ ამხანაგობის მონაწილე წარმოადგენს არარეზიდენტ პირს, მისი სარეგისტრაციო უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იქნას სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.6 პუნქტისა და მისი ქვეპუნქტების მოთხოვნათა მიხედვით, ხოლო, წარმომადგენლობის/ფილიალის შემთხვევაში - სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.7. პუნქტის მიხედვით. 2. იმ შემთხვევაში, თუ ამხანაგობის, ან/და მისი რომელიმე წევრ(ებ)ის შესახებ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია 5.1.5 პუნქტის შესაბამის ქვეპუნქტებში გათვალისწინებული უფლებრივი შეზღუდვა (შესაბამისი ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა), პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
5.1.6 არარეზიდენტი პირისთვის
1. არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას: ა) პრეტენდენტის, როგორც მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ.:ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან) რომელიც უნდა შეიცავდეს მინიმუმ შემდეგ ინფორმაციას: - საფირმო სახელწოდება; - სამართლებრივი ფორმა; - საიდენტიფიკაციო ნომერი; - რეგისტრაციის ნომერი/თარიღი; - მარეგისტრირებელი ორგანო; - იურიდიული მისამართი; - ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები. ბ) ინფორმაცია საგადასახადო დავალიანების არარსებობის შესახებ, სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.2 პუნქტის მე-2 ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ანალოგიური შინაარსის დოკუმენტების წარმოდგენით. გ) პრეტენდენტის სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები გაცემული უნდა იყოს თავისი ქვეყნის შესაბამისად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო(ები)დან, დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მათ თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. იმ შემთხვევაში, თუ არარეზიდენტი იურიდიული პირის რეგისტრაციის ქვეყანაში არ ხდება ზემოაღნიშნული რომელიმე მონაცემის/ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის გაცემა, აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა, უნდა წარმოადგინოს თავისი ქვეყნის შესაბამისად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან წერილობითი დოკუმენტი, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მათ თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. 2. არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ბ) ინფორმაცია საგადასახადო დავალიანების არარსებობის შესახებ, სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.4 პუნქტის მე-2 ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ანალოგიური შინაარსის დოკუმენტების წარმოდგენით გ) პრეტენდენტის სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები გაცემული უნდა იყოს თავისი ქვეყნის შესაბამისად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო(ები)დან, დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მათ თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. იმ შემთხვევაში, თუ არარეზიდენტი ფიზიკური პირის რეგისტრაციის ქვეყანაში არ ხდება ზემოაღნიშნული რომელიმე მონაცემის/ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის გაცემა, აღნიშნულის დასადასტურებლად, პრეტენდენტმა, უნდა წარმოადგინოს თავისი ქვეყნის შესაბამისად უფლებამოსილი, ადმინისტრაციული ორგანოდან წერილობითი დოკუმენტი, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მათ თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. 3. თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტ(ებ)ში რეგისტრირებულია 5.1.6 პუნქტის შესაბამის ქვეპუნქტებში გათვალისწინებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა (შესაბამისი ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა), პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
5.1.7 წარმომადგენლობისთვის/ფილიალისთვის
იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმოს წარმომადგენელი/ფილიალი საქართველოში, იგი ვალდებულია წარმოადგინოს, როგორც თავისი, ასევე სათაო კომპანიის სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.2 პუნქტის (1) და (2) ქვეპუნქტებისა და სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.6 პუნქტის 1-ლი ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად. ამასთან, თუ წარმომადგენლობის/ფილიალის ან/და სათაო კომპანიის სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია 5.1.2 ან/და 5.1.6 პუნქტების შესაბამის ქვეპუნქტებში გათვალისწინებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა (შესაბამისი ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა), პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
6.1 მოითხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
5 პროცენტი
6.2 სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში მოითხოვება გარანტია
10 პროცენტი
6.3 გარანტიის მოქმედების ვადა
ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.
6.4 გარანტიის პირობები
1. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული დაწესებულებიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში (ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ) სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ში მოცემული პირობების შესაბამისად. გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს მატერიალური დოკუმენტის ფორმით (დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული) ან/და ელექტრონული სისტემის საშუალებით – ელექტრონული დოკუმენტის ფორმით, რაზედაც, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ, შესრულებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა და დასმული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპი. ამასთან, არარეზიდენტი პირის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება მხოლოდ მატერიალური დოკუმენტის ფორმით. 2. ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიასთან დაკავშირებული სხვა პირობები განისაზღვრება ხელშეკრულების პროექტით.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
1. ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება იწარმოება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე. 2. მომსახურების ანაზღაურება განხორციელდება შესაბამის ობიექტზე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების პროპორციულად ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტის მიხედვით. 3. ანგარიშსწორების მიზნით, მიმწოდებელი შემსყიდველს წარუდგენს გაწეული მომსახურების მიღება-ჩაბარების ორმხრივ აქტს (წარდგენილი უნდა იყოს შესაბამისი დამატებითი ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურა), რის საფუძველზეც შემსყიდველი აუნაზღაურებს მიმწოდებელს გაწეული მომსახურების ღირებულებას მიღება-ჩაბარების აქტის და დამატებითი ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურის წარდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში. 4. ანგარიშსწორებასა და მიღება-ჩაბარებასთან დაკავშირებული სხვა პირობები განისაზღვრება ხელშეკრულების პროექტით.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება განხორციელდება ანგარიშსწორებისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის სრულყოფილად გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ლევან ყანდაშვილი, 595517976, levan.kandashvili@georoad.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – „სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად; 2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე, რომელშიც, თარგმანის სისწორე ან/და მთარგმნელის ხელმოწერის ნამდვილობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიული წესით; 3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა; 4. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ ტექნიკური დოკუმენტაციის სახით წარმოდგენილი დოკუმენტ(ებ)ი შედგენილია და მხარეთა მიერ ხელმოწერილია ელექტრონულად, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს აღნიშნული ელექტრონული დოკუმენტ(ებ)ის ორიგინალი ეგზემპლარ(ებ)ი, ან მისი დამოწმებული ამონაბეჭდი, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად; 5. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად; 6. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება; 7. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით. პრეტენდენტი ვალდებულია, ფასების ცხრილში (ხარჯთაღრიცხვა) მითითებული საზედამხედველო მომსახურების ღირებულების პროცენტული მაჩვენებელი და მომსახურების საერთო ღირებულება, მათი ათწილადით გამოსახვის შემთხვევაში, გამოსახოს და შესაბამისად გაიანგარიშოს მძიმის შემდეგ ორი ციფრის (მეასედის) სიზუსტით; 8. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან, კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ფასების ცხრილი წარმოდგენილი იქნება განუფასებლად. 9. პრეტენდენტი ვალდებულია, დაიცვას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები და ინფორმაცია დაამუშავოს ამავე კანონით განსაზღვრული წესითა და პირობებით. 10. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ადასტურებს, რომ მის სატენდერო წინადადებაში მითითებული, ფიზიკური პირების პერსონალური მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მოპოვებულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და პირი თანახმაა მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისთვის აღნიშნული ინფორმაციის წარდგენაზე, ასევე, მიმწოდებლის და შემსყიდველის მიერ მათი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე ამავე კანონის მოთხოვნათა დაცვით.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი

The same thing, bought before

NAT250012694 15.07.2025 terminated same category · 98% title match · same buyer · similar size

აღმოსავლეთ საქართველოში საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ს…

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრ… 71500000მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები 3 bidders 4,860,000 ₾
NAT250020583 18.11.2025 contract signed same category · 98% title match · same buyer · similar size

აღმოსავლეთ საქართველოში საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ს…

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრ… 71500000მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები → სააქციო საზოგადოება ფროია… 3 bidders 4,860,000 ₾
NAT250011088 19.06.2025 terminated same category · 61% title match · same buyer · similar size

საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე (დავა…

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრ… 71500000მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები 3 bidders 4,455,000 ₾
NAT250011089 19.06.2025 terminated same category · 61% title match · same buyer · similar size

საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე (დავა…

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრ… 71500000მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები 2 bidders 4,455,000 ₾
NAT250018751 21.10.2025 terminated same category · 61% title match · same buyer · similar size

საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე (დავა…

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრ… 71500000მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები 1 bidder 4,455,000 ₾
NAT250018746 21.10.2025 terminated same category · 61% title match · same buyer · similar size

საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე (დავა…

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრ… 71500000მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები 1 bidder 4,455,000 ₾

Ranked by CPV category first, then by what the tender is called, what it costs and who is buying — one category holds laptops and printers alike, so the wording separates them.

Same buyer, same category — have they bought this before?

This buyer usually awards to

across all categories

შპს ერ ტე დე
შპს ნიუ ტრანს როუდი
,,საგზაო სამშენებლო სამმართველო №1"
შპს კავკასენერგო
შპს ელიტ ბილდერს გრუპი