1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
მთარგმნელობითი მომსახურების შესყიდვა
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
ინგლისურ და რუსულ ენებზე შედგენილი დოკუმენტების თარგმნა ქართულ ენაზე და პირიქით გასაწევ მომსახურებაზე განსაკუთრებული მოთხოვნები: 1) სრულ გვერდად განისაზღვრება ნათარგმნი ტექსტის A4 ფორმატის ფურცელი, არანაკლებ 2 000 სიმბოლო 1 ინტერვალი, შრიფტის ზომა 12. არასრული გვერდის შემთხვევაში ანაზღაურება განხორციელდება სათარგმნი სიმბოლოების რაოდენობის მიხედვით : - დაჯამდება ნათარგმნი დოკუმენტის სიმბოლოების რაოდენობა (ინტერვალის გარეშე/no spaces) და მოხდება მათი გაყოფა 2000-ზე. მიღებული ციფრი ჩაითვლება ფაქტობრივად შესრულებული გვერდების რაოდენობად (მიღებული ციფრი, დამრგვალდება ასეულებამდე არითმეტიკული წესით), ხოლო 1 არასრული ნაბეჭდის შემთხვევაში, ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება სიმბოლოების რაოდენობის პროპორციულად. 2) შემსყიდველის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციის თარგმნა უნდა განხორციელდეს რიგგარეშე, დოკუმენტის სირთულის მიხედვით შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ვადაში, მაგრამ 1 გვერდის თარგმანისთვის განსაზღვრული ვადა უნდა იყოს არანაკლებ 2 საათი. 3) დოკუმენტის თარგმნის შემდგომ, შემსყიდველს უნდა გადაეცეს როგორც ელექტრონული, ასევე, შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, თარჯიმნის მიერ ამობეჭდილი, მისი ხელმოწერით დადასტურებული, ნოტარიულად დამოწმების საჭიროების შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული თარგმანები (ნოტარიუსისთვის თანხის ანაზღაურება მოხდება მის მიერ გამოწერილი ინვოისის შესაბამისად და არ შედის ნათარგმნი გვერდების საფასურში); 4) უკვე ნათარგმნი დოკუმენტების თარჯიმნის ხელმოწერით დადასტურება უნდა განხორციელდეს უსასყიდლოდ (შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი ეგზემპლიარების ოდენობით). 5) დამოწმებული თარგმანის ეგზემპლიარების რაოდენობა განისაზღვრება შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად და დამატებითი ეგზემპლიარების საჭიროების შემთხვევაში არ განხორციელდება დამატებით ანაზღაურება. 6) მომსახურების ხარისხი უნდა აკმაყოფილებდეს კონკრეტულ მოთხოვნებს (იურიდიული (ასევე საერთაშორისო კანონმდებლობა), ტექნიკური, ეკონომიკური და სხვა თემატიკასთან დაკავშირებული ტექნიკური სპეციფიკაციის მქონე მასალების თარგმნა უნდა განხორციელდეს მაქსიმალურად ზედმიწევნით და სრულად, დაუშვებელია ცალკეული წინადადებებისა თუ ტექსტის ამა თუ იმ ნაწილის გამოტოვება. ნათარგმნი მასალა უნდა იყოს შინაარსობრივად და გრამატიკულად გამართული, უნდა მოდიოდეს შესაბამისობაში ორიგინალთან), მიმწოდებელი პასუხისმგებელია მის მიერ გაწეული მომსახურების შედეგებზე (ნათარგმნზე). 7) ყოველი თვის ბოლო სამუშაო დღეს (ორშაბათი-პარასკევი) გაფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, თვის განმავლობაში ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს შესაბამისად. 8) ქართულ ენაზე გადმოთარგმნის შემთხვევაში, ტექსტი უნდა იყოს Sylfaen ფონტში, უცხო ენაზე ნათარგმნი დოკუმენტი - შესაბამის ენაზე მიღებულ ფონტში. 9) მიმწოდებელმა უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა და აიღოს პასუხისმგებლობა, რომ არც მიმწოდებელი და არც მის მიერ დაქირავებული მთარგმნელი არ გასცემს ინფორმაციას, რომელიც ცნობილი გახდება მომსახურების გაწევის დროს.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
ხელშეკრულების გაფომებიდან 12 კალენდარული თვის განმავლობაში (ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად). შემსყიდველის წერილობით მოთხოვნაში მითითებული იქნება ინფორმაცია გასაწევი მომსახურების სახეობის, ფორმის, მოცულობის და მომსახურების გაწევის დროის შესახებ.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
დოკუმენტების თარგმნა უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის მისამართზე, ხოლო ნათარგმნი დოკუმენტები შემსყიდველს უნდა მიეწოდოს მისამართზე: ქალაქი თბილისი, თამარ მეფის გამზირი N15 ან/და შემსყიდველის უფლებამოსილი პირის მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
პრეტენდენტს 2023 წლიდან უნდა გააჩნდეს მთარგმნელობითი მომსახურების განხორციელების გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი: არანაკლებ ოთხი ხელშეკრულება და ამავე ხელშეკრულების სრულად შესრულების მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: SPA, NAT, CMR, MEP, DAP). წარმოდგენილი ხელშეკრულებებიდან 2 ხელშეკრულება უნდა იყოს ქართულიდან ინგლისურ ენაზე და პირიქით თარგმანის გამოცდილების დამადასტურებელი, ხოლო 2 ხელშეკრულება - ქართულიდან რუსულ ენაზე და პირიქით თარგმანის გამოცდილების დამადასტურებელი. აგრეთვე, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს წარმოდგენილი ხელშეკრულებების ფარგლებში მომსახურების მიმღების (შემსყიდველის) მიერ გაცემული მინიმუმ 2 ( ერთი ქართულიდან ინგლისურ ენაზე და პირიქით და მეორე ქართულიდან რუსულ ენაზე და პირიქით) დადებითი სარეკომენდაციო წერილი. შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი გამოცდილების სახით წარმოადგენს არასახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებსა (კერძო სამართლის სუბიექტთან გაფორმებული) და მათი შესრულების დოკუმენტაციას, პრეტენდენტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურა.
2.4.1 მოთხოვნა პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ
1) პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია იმ თანამშრომლების შესახებ, რომლებიც უშუალოდ გაუწევენ აღნიშნული ტენდერით განსაზღვრულ მომსახურებას შემშყიდველს. წარმოდგენილი თარჯიმნებიდან მინიმუმ ერთი უნდა იყოს რუსული ენის სპეციალისტი, მინიმუმ ერთი თარჯიმანი ინგლისური ენის სპეციალისტი. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, თარჯიმნის დამატება ან/და ჩანაცვლება დასაშვებია მხოლოდ შემსყიდველთან შეთანხმებით. 2) ასევე, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული თარჯიმნების კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (დიმპლომი, სერტიფიკატი და/ან სხვა საგანმანათლებლო სამსახურიდან გაცემული დოკუმენტი) და შრომითი ხელშეკრულებები ან ცნობა სამუშაო ადგილის შესახებ.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
1.პრეტენდეტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები: 1.1. ფასების ცხრილი დანართი N1-ის შესაბამისად (პუნქტი 1.3). - სასურველია პრეტენდენტის მიერ განფასება (ფასების ცხრილი) წარმოდგენილ იქნას „MS Excel“ ფორმატით.იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი იქნება დანართი №1 (ფასების ცხრილი), როგორც „MS Excel“, ასევე „PDF“ ფორმატით, სატენდერო კომისია განიხილავს მხოლოდ „MS Excel“ ფორმატით წარმოდგენილ დოკუმენტს. - პრეტენდენტის მიერ, „წინადადების მიღება დასრულებულია“ ეტაპზე, სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით განსაზღვრული დანართი №1-ის (ფასების ცხრილი) წარმოუდგენლობა ან დანართი №1-ის (ფასების ცხრილი) განუფასებლად წარმოდგენა, დაზუსტების მექანიზმის გამოყენების გარეშე გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. 1.2. პრეტენდენტის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (პუნქტი 2.2.1); 1.4. პერსონალის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (პუნქტი 2.4.1). შენიშვნა: 1) სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი,ელექტრონულ სისტემაში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სავალდებულოა დამოწმებული/დადასტურებული იყოს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით. ამასთანავე, ხელმოწერა უნდა განხორციელდეს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა). გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატენდერო დოკუმენტაციის 2.9 პუნქტის პირველი ქვეპუნქტით მოთხოვნილი ფასების ცხრილი (დანართი N1), პრეტენდენტის მიერ სისტემაში წარმოდგენილი იქნება „MS Excel“-ის ფორმატში. 2) ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნტქით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ არარეზიდენტ მომხმარებლებზე (საქართველოს მთავრობის განკარგულება N24, 15.01.2021წ.). 2. წინადადების ფასი: 2.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – „სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად; 2.2 წინადადების ფასი გამოსახული და დაფიქსირებული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში (ელექტრონული ტენდერის შესაბამის ველში) საქართველოს კანონმდებლობით განსაზრვრული ყველა გადასახდელის გათვალისწინებით. წინადადების ფასი შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) მითითებული უნდა იქნეს დღგ-ს გარეშე. 2.3 ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას. 2.4 შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულების ღირებულებაში გათვალისწინებული იქნება წინადადების ფასის დღგ-ს შესაბამისი ოდენობა, თუ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის პრეტენდენტი არის დღგ-ს გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ გახდა დღგ-ს გადამხდელი სუბიექტი, დღგ-ს თანხის დამატებით გათვალისწინება ხელშეკრულების ღირებულებაში არ განხორციელდება); 2.5 გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება აშშ დოლარში, შემსყიდველის მიერ სისტემაში ატვირთული წერილობითი მოთხოვნით პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადების მიღების დასრულების დღეს ეროვნული ბანკის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად დაკორექტირებული ფასების ცხრილის (აშშ დოლარში) მიხედვით, ხოლო ანგარიშწორება განხორციელდება ეროვნულ ვალუტაში (რეზიდენტი პირების შემთხვევაში) მიღება-ჩაბარების დღეს ეროვნული ბანკის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია უზრუნველყოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ვადაში. დასაბუთება შესაძლებელია განხორციელდეს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით ან/და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე აუდიტის მიერ გაცემული აუდიტორული დასკვნით ან/და აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით (იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის გამცემი ორგანო არ იქნება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი) ან/და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებით პრეტენდენტის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებით ან/და ანგარიშ-ფაქტურით ან/და ინვოისით ან/და სასაქონლო ზედნადებით ან/და საბაჟო დეკლარაციით, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად დასადები ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას (წარმოდგენილი დოკუმენტით შესაძლებელი უნდა იყოს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული საქონლის იდენტიფიცირება მწარმოებლით (ან/და სასაქონლო ნიშნით), წარმოშობის ქვეყნით და მოდელით (ასეთის არსებობის შემთხვევაში)). 4.1.1.2 დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. 4.1.1.3 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (პრეისკურანტის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე პრეისკურანტის ერთეულებთან მიმართებით.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ლარში, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ეტაპობრივად, ყოველთვიურად, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესაბამისად.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისთვის ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 საბანკო დღის ვადაში (იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი არ წარმოადგენს დღგ-ს გადამხდელს, ანგარიშსწორება განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 საბანკო დღის ვადაში)
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
მარიამ ნადირაძე, 577967096, mariam.nadiradze@railway.ge . სატენდერო კომისიის აპარატის უფროსი: მედეა ყანჩაველი ტელ: (995 32) 219-90-14, ელ_ფოსტა: medea.kanchaveli@railway.ge; მთავარი სპეციალისტი: კახა ბერძენიშვილი ტელ: (995 32) 219-97-75; 595-99-35-82 მთავარი სპეციალისტი: ელენა მურადოვა ტელ: (995 32) 219-98-27; 593-14-47-21 მთავარი სპეციალისტი: ნინო ასიტაშვილი ტელ: (995 32) 219-98-27; 557-52-60-61
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
1. სხვა მოთხოვნა: 1.1 პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი სატენდერო წინადადება; 1.2 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში (პუნქტი 8.1), რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად. 1.3 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების სხვა ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია; 1.4 ტენდერში მონაწილეობის მიღებით, პრეტენდენტი ადასტურებს მის თანხმობას ამ სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული პირობების შესრულებაზე, იმის მიუხედავად, შეიცავს თუ არა მისი სატენდერო წინადადება ასეთ თანხმობას/დადასტურებას. ამის საწინააღმდეგო ნებისმიერი დათქმა თუ ჩანაწერი პრეტენდენტის სატენდერო წინადადებაში ბათილია; 2. ინფორმაცია პრეტენდენტებისთვის: 2.1 შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთიანი ელექტრონული სისტემის კითხვა/პასუხის მოდულის მეშვეობით, პრეტენდენტის/მიმწოდებლის მოთხოვნის შემთხვევაში, განახორციელოს სატენდერო განცხადებასთან და დოკუმენტაცია/პირობებთან დაკავშირებით შესაბამისი დაზუსტება/განმარტება. 2.2 შემსყიდველ ორგანიზაციასა და მიმწოდებელს შორის ნებისმიერი მიმოწერა/შეტყობინების გაგზავნა ხდება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა/შეტყობინება სავალდებულო არ არის. მიმოწერა/შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი