ტსTenderscope
My categories only 15 + 3 orgs
Hiding everything outside your 15 watched categories and 3 followed organisations. Include everything else
HomeTenders › NAT260001911
NAT260001911 NAT · აუქციონის გარეშე contract signed On procurement.gov.ge ↗

ქალაქ კასპში შოთა რუსთაველის ქუჩის დარჩენილი მონაკვეთის, ბ.ბახტაძისა და კოლხეთის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები. 1--ქ. კასპში ბ.ბახტაძისა და კოლხეთის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები--არაუმეტეს 280 200 ლარი; 2. რუსთაველის ქუჩის დარჩენილი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები--არაუმეტეს 50 280 ლარი

კასპის მუნიციპალიტეტი 176 tenders 2.4 avg bidders 46 failed 234 CMR deals
5% outside our line

Can we win this?

5% — outside our line: this does not look like something we sell.

  • Our line of business only 10% like anything in our 58 bids — most likely not something we sell.
  • Deal size over ₾200k: we have won 0 of 6 bids in this range.
  • Expected competition this category averages 2.0 bidders, 30% go single-bid. In 1–3 bidders we have won 10 of 17.
  • Procedure NAT: 18 wins from 48 bids.
  • Category fit 45200000: we have never bid in this category.
  • Buyer relationship we have never bid with this buyer.

Derived from our own 52 decided bids (18 won, 35% base rate) against market data for the category. Thin evidence is shrunk toward the base rate, so this is a prior, not a prediction — it says nothing about whether we can meet the specification.

Contract N65 running 8 days remaining 1 amendment Contract PDF ↗
287,496 ₾ contract amount 137,987 ₾ (48%) actually paid 23.03.2026 – 31.08.2026
PaymentSourceYear QuarterPaid on
62,901.09 ₾ ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის ბიუჯეტი 2026 Q2 05.05.2026
54,322.92 ₾ ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის ბიუჯეტი 2026 Q2 09.06.2026
20,762.80 ₾ ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის ბიუჯეტი 2026 Q3 30.07.2026

Main details — as published

განცხადების ნომერიNAT260001911
შესყიდვის სტატუსიხელშეკრულება დადებულია
შემსყიდველიკასპის მუნიციპალიტეტი
შესყიდვის ტიპიელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე(NAT)
შესყიდვის კატეგორია45200000-მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
კლასიფიკატორის კოდები
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება330`480.00 GEL
შესყიდვის რაოდენობა ან მოცულობაიხ.ტექნიკური დოკუმენტაცია
შესყიდვის გამოცხადების თარიღი05.02.2026 17:08
წინადადებების მიღება იწყება21.02.2026 00:08
წინადადებების მიღება მთავრდება26.02.2026 15:30
შეთავაზების ფასის კლების ბიჯი3`000.00 GEL
გარანტიის ოდენობა3`305 GEL
გარანტიის მოქმედების ვადა160 დღე
მოწოდების ვადაიხ.ტექნიკური დოკუმენტაცია
წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოსდღგ-ს გათვალისწინებით
დამატებითი ინფორმაცია

Buyer documents & protocols (16)

NAT260001911_ოქმი #2.pdf.pdf ეკა მურღული 27.02.2026 16:30
NAT260001911_ოქმი #3.pdf.pdf ეკა მურღული 06.03.2026 14:37
NAT260001911_1. ამონაწერი.pdf.pdf ნინო მარღანია 11.03.2026 12:58
NAT260001911_ოქმი #4.pdf.pdf ეკა მურღული 16.03.2026 14:28
NAT260001911_En-di Road_Guarantee.pdf.pdf ნინო მარღანია 20.03.2026 12:04

Bidders — everyone, including who lost

CompanyFirst offer Final offerResult
შპს ენ-დი როუდი 319,320 287,515 won
NAT260001911_ხარჯთაღრიცხვა_ხარჯთაღრიცხვა ბახტაძისა და კოლხეთის ქ. 280'200.00 (1).pdf.pdf · NAT260001911_ხარჯთაღრიცხვა_ხარჯთაღრიცხვა ბახტაძისა და კოლხეთის ქ. 280'200.00.xlsx.xlsx · NAT260001911_ხარჯთაღრიცხვა_ხარჯთაღრიცხვა შოთა რუსთაველის ქუჩის დარჩენილი მონაკვეთი 50'280.00 (1).pdf.pdf · NAT260001911_ხარჯთაღრიცხვა შოთა რუსთაველის ქუჩის დარჩენილი მონაკვეთი 50'280.00.xlsx.xlsx
შპს ელიტ ბილდერს გრუპი 304,777 304,777
NAT260001911_დანართიN3-გამოცდილება.pdf.pdf · NAT260001911_ხარჯთაღრიცხვა შოთა რუსთაველის ქუჩის დარჩენილი მონაკვეთი.xlsx.xlsx · NAT260001911_ხარჯთაღრიცხვა შოთა რუსთაველის ქუჩის დარჩენილი მონაკვეთი.pdf.pdf · NAT260001911_ხარჯთაღრიცხვა.xlsx.xlsx · NAT260001911_ხარჯთაღრიცხვა.pdf.pdf · NAT260001911_დანართი N6 - გეგმა-გრაფიკი.xlsx.xlsx · NAT260001911_დანართი N6 - გეგმა-გრაფიკი.pdf.pdf
შპს ჩაგელა 330,480 330,480
NAT260001911_დანართი #3 გამოცდილება შპს ჩაგელა 2023-2025-signed.pdf.pdf · NAT260001911_დანართი #5 ინჯინერ პერსონალის გამოცდილება-signed.pdf.pdf · NAT260001911_დიპლომები ხელშეკრულებები და პირადობის ასლები.pdf.pdf · NAT260001911_შპს თაუერ ჯგუფი პანორამა ლისი, მიღება-ჩაბარება, ხარჯთაღრიცხვა, ფაქტურა, ფორმა #2.pdf.pdf · NAT260001911_შპს სერვისი ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარება, ხარჯთაღრიცხვა, ფაქტურა, ფორმა #2.pdf.pdf · NAT260001911_ხარჯთაღრიცხვა.xlsx.xlsx · NAT260001911_ხარჯთაღრიცხვა შოთა რუსთაველის ქუჩის დარჩენილი მონაკვეთი.xlsx.xlsx

"Won" is derived — our inference from final offers; the portal does not publish it as a field.

History

  • 05.02.2026 17:08 Announced
  • 21.02.2026 00:08 Bidding opens
  • 26.02.2026 12:46 First bid placed (3 bidders in total)
  • 26.02.2026 15:29 Last bid activity
  • 26.02.2026 15:30 Bidding closes
  • 27.02.2026 16:30 Buyer published: NAT260001911_ოქმი #2.pdf
  • 04.03.2026 14:28 Buyer published: NAT260001911_ენ-დი როუდი გამოცდილება - დანართი N3.pdf
  • 04.03.2026 14:28 Buyer published: NAT260001911_ენ-დი როუდი პერსონალი - დანართი N5.pdf
  • 04.03.2026 14:29 Buyer published: NAT260001911_ენ-დი როუდი გეგმა-გრაფიკი - დანართი N6.pdf
  • 04.03.2026 14:29 Buyer published: NAT260001911_ხარჯთაღრიცხვა ბახტაძისა და კოლხეთის ქ..pdf
  • 04.03.2026 14:29 Buyer published: NAT260001911_ხარჯთაღრიცხვა შოთა რუსთაველის ქუჩის დარჩენილი მონაკვეთი.pdf
  • 04.03.2026 14:29 Buyer published: NAT260001911_ხარჯთაღრიცხვა ბახტაძისა და კოლხეთის ქ..xlsx
  • 04.03.2026 14:29 Buyer published: NAT260001911_ხარჯთაღრიცხვა შოთა რუსთაველის ქუჩის დარჩენილი მონაკვეთი.xlsx
  • 04.03.2026 14:35 Buyer published: NAT260001911_ენ-დი როუდი გეგმა-გრაფიკი - დანართი N6.xlsx
  • 06.03.2026 14:37 Buyer published: NAT260001911_ოქმი #3.pdf
  • 11.03.2026 12:58 Buyer published: NAT260001911_1. ამონაწერი.pdf
  • 11.03.2026 12:58 Buyer published: NAT260001911_2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (რეორგ-ლიკვ).pdf
  • 11.03.2026 12:58 Buyer published: NAT260001911_3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (ყადაღა).pdf
  • 11.03.2026 12:59 Buyer published: NAT260001911_4. შემოსავლების სამსახური.pdf
  • 16.03.2026 14:28 Buyer published: NAT260001911_ოქმი #4.pdf
  • 20.03.2026 12:04 Buyer published: NAT260001911_En-di Road_Guarantee.pdf
  • 23.03.2026 00:00 Contract signed: N65 — 287,496 ₾
  • 23.08.2026 21:37 Current status: contract signed

Built from every dated fact we hold; the portal's full status-change log is a planned scrape.

Tender documentation — all 31 sections

1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
ქალაქ კასპში შოთა რუსთაველის ქუჩის დარჩენილი მონაკვეთის, ბ.ბახტაძისა და კოლხეთის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები. 1--ქ. კასპში ბ.ბახტაძისა და კოლხეთის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები--არაუმეტეს 280 200 ლარი; 2. რუსთაველის ქუჩის დარჩენილი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები--არაუმეტეს 50 280 ლარი
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
სამუშაოები უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად (იხ. მიბმული ფაილ(ებ)ი).
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
1. სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარული დღე. 2. პრეტენდენტმა, სატენდერო წინადადების წარდგენისას, უნდა ატვირთოს შესასრულებელი სამუშაოების კალენდარული და თანხობრივი გეგმა-გრაფიკი დანართი #6-ში მოცემული სამუშაოების გათვალისწინებით, დეკადების მიხედვით; 3. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
1. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების დაცვით, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად. 2. სამუშაოს შესრულების ადგილია: კასპის მუნიციპალიტეტი
1.6 შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა
1. შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა შეადგენს, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 (სამი) წელს. 2. საგარანტიო ვადის განმავლობაში, ექსპლუატაციის პროცესში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, გამოასწოროს წარმოქმნილი ნაკლოვანება/დეფექტი საკუთარი ხარჯებით. 3. სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველის მიერ ყოველ შესრულებულ სამუშაოზე დაკავებული იქნება შესრულებული სამუშაოების ღირებულების 5%, რომლის ნახევრის 2.5%-ის დაბრუნება მოხდება სამუშაოების სრულად დასრულებისა და შემსყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ობიექტის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო მეორე ნახევარი (2.5%) საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი მიერ შექმნილი ინსპექტირების ჯგუფის ან სპეციალური კომისიის მიერ აქტის შედგენისას დაფიქსირებული იქნება შესრულებული სამუშაოს ნაკლი ან უხარისხობა, მიმწოდებელს აღნიშნული თანხა არ აუნაზღაურდება დეფექტების გამოსწორებამდე. თუ ხელშეკრულების ერთი წლის გასვლამდე, გამოვლენილი ხარვეზების შედეგად შემსყიდველს მიადგა ზარალი აღნიშნული გარანტიით განსაზღვრულ ღირებულებაზე მეტი ოდენობით, მიმწოდებელი ვალდებულია გადაუხადოს შემსყიდველს შესაბამისი ნარჩენი ღირებულება, ან აღმოფხვრას წუნი საკუთარი ხარჯებით. 4. შემსრულებელი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული თანხის ანაზღაურება სსიპ - საქართველოს ეროვნული ბანკის ან სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების ან სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ დაკავებული თანხის იდენტური ოდენობის გარანტიის წარდგენის საფუძველზე. გარანტია უნდა იყოს უპირობო, გამოუხმობადი და შემსყიდველ ორგანიზაციას უნდა აძლევდეს უფლებას გარანტიის გამცემისგან, პირველივე მოთხოვნისთანავე, მიიღოს შესაბამისი თანხა. გარანტიის მოქმედების ვადა უნდა აღემატებოდეს სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული თანხის დაბრუნების ვადას არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
1. პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების შესრულების გამოცდილება. 1.1 2023 წლის პირველი იანვრიდან მოცემული ტენდერის გამოცხადების დღემდე, პრეტენდენტის მიერ ფაქტობრივად შესრულებული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების ღირებულებების ჯამი უნდა იყოს არანაკლებ 1 487 160 ლარისა. 1.2. პრეტენდენტს ერთი შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები ღირებულებით არანაკლებ წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 50%-ის ოდენობისა. შენიშვნა: 1.1; 2 და 4 პუნქტებით მოთხოვნილ გამოცდილებად ჩაითვლება, მხოლოდ საქათველოს და იმ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული სამუშაოები, რომელ ქვეყანასთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიეორთობები.“ 2. ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოებს მიეკუთვნება:ხიდების, გვირაბების ან/და საავტომობილო გზების მშენებლობა ან/და რეაბილიტაცია. 3. ინფორმაცია გამოცდილების შესახებ წარმოდგენილი უნდა იყოს დანართი N3–ის შესაბამისად; 3.1 პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს, საანგარიშო პერიოდში ანალოგიური სამუშაოების გამოცდილების დამადასტურებელი, მხარეთა მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები: ხელშეკრულებები და მათი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები: მიღება-ჩაბარების აქტები, ფორმა №2-ები; სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში თუ მოცემული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, DAP, CMR) წარმოდგენა. 4. პრეტენდენტს საქართველოს ტერიტორიაზე ან/და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე (გარდა იმ ქვეყნის ტერიტორიისა, სადაც რეგისტრირებულია პრეტენდენტი), ერთი შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები ღირებულებით არანაკლებ წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 50%-ის ოდენობისა, რაც დადასტურებული უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ საანგარიშო პერიოდში გაფორმებული (გამოცემული) საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით. მოცემული ინფორმაციის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია: 4.1 პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების ასლი და საანგარიშო პერიოდში გაფორმებული (გამოცემული) საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, რითიც უნდა დასტურდებოდეს სამუშაოების დასრულება და მითითებული უნდა იყოს შესრულებული სამუშაოების ჯამური ღირებულება. 4.2 სატენდერო დოკუმენტაციის მე-4 პუნქტში მითითებულ სამუშაოებზე, რომლებიც შესრულებულია კერძო კომპანიის (არა შესყიდველი ორგანიზაცია) დაკვეთით, პრეტენდენტმა, დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც უნდა ედრებოდეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტში დაფიქსირებულ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ჯამურ ღირებულებას. 4.3 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 4.1 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების ფარგლებში სამუშაოები შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის მიერ, პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის წევრების უფლებამოსილი პირების მიერ დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, თუ რა ღირებულების სამუშაოები შეასრულეს ამხანაგობის მონაწილეებმა ცალ-ცალკე, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში. 4.4 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 4.1 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციით ვერ ხერხდება სამუშაოების შინაარსის იდენტიფიცირება, შემსყიდველი უფლებამოსილია პრეტენდენტს დამატებით მოსთხოვოს შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტის - ფორმა N2-ის (ან ანალოგიური ტიპის დოკუმენტი, საიდანაც შესაძლებელია სამუშაოების შინაარსისა და ღირებულებების იდენტიფიცირება) წარმოდგენა, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს დამკვეთის ან/და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ.
2.4.1 მოთხოვნა პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ
პრეტენდენტს აუცილებლად უნდა ყავდეს შესაბამის სფეროში უმაღლესი განათლების მქონე მინიმუმ - 1(ერთი) საავტომობილო გზების სპეციალისტი, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილებით. ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული უნდა იყოს ამ სპეციალისტების: ა) პირადობის მოწმობის ასლი; ბ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (შესაბამის დარგში); გ) მიმწოდებელსა და სპეციალისტს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება, რომელიც ადასტურებს მიმწოდებელთან მათი მუშაობის ფაქტს. გამარჯვების შემთხვევაში შესყიდვის ობიექტზე წარმოდგენილი ფარული სამუშაოების აქტები, შესრულებული სამუშაოს აქტები (ფორმა N2) და მიღება-ჩაბარების აქტები დამოწმებული უნდა იყოს აღნიშნული სპეციალისტების მიერ, სხვა პასუხისმგებელ პირებთან ერთად. ინფორმაცია სპეციალისტების შესახებ წარმოდგენილი უნდა იქნას დანართი N5-ის შესაბამისად.
2.5.1 მოთხოვნა საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადებთან დაკავშირებით (გეგმა-გრაფიკი)
1. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სამუშაოების შესრულების კალენდარული და თანხობრივი გეგმა-გრაფიკი დანართი N-6-ის მიხედვით (ნიმუში), რომელიც იქნება ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი; 2. მიმწოდებელი ვალდებულია გეგმა-გრაფიკი წარმოადგინოს სატენდერო წინადადების 1.4 მუხლის გათვალიწინებით.
2.7.1 მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ
სამუშაოები უნდა იყოს შესრულებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და საქართველოში მოქმედი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების მოთხოვნების შესაბამისად, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს გამოყენებული მასალების ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატების (მოქმედების ვადის მქონე), შესრულებული სამუშაოების და გამოყენებული მასალების ხარისხის დამადასტურებელი ლაბორატორიული კვლევის (აკრედიტირებული ლაბორატორიების მიერ გაცემული) შედეგების/დასკვნების (ლაბორატორიული კვლევების ხარჯებს იხდის მიმწოდებელი) წარმოდგენა და მათი მიკვლევადობა. სერტიფიკატების უცხო ენაზე წარდგენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე
2.8.1 ქვეკონტრაქტორთან დაკავშირებული მოთხოვნები
1. მომწოდებელმა წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში, ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულებების შესახებ და მიიღოს მისგან წერილობითი თანხმობა; 2. ქვეკონტრაქტორი კომპანია ან კომპანიები არ უნდა იყვნენ რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“; წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია წინამდებარე ტენდერიდან დაზუსტების გარეშე. 3. ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე წარმოდგენილი იქნას შემდეგი სახის ინფორმაცია: შესასრულებელი სამუშაოების დასახელება ღირებულებით და ქვეკონტრაქტის ასლი; 4. ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ შესასრულებელი სამუშაოების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს შესასრულებელი სამუშაოების მთლიანი მოცულობის 40%; 5. სამუშაოების ნაწილის ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე გადაცემით მიმწოდებელი არ თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან. 6. ხელშეკრულების ფარგლებში ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულების ასლი უნდა წარედგინოს შემსყიდველს.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
1. მიმწოდებელმა სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე ტერიტორიაზე უნდა გადაამოწმოს საპროექტო ნიშნულები, ასევე სამშენებლო მოედანზე გადაამოწმოს საპროექტო ნახაზებში მითითებული ზომები და ნებისმიერი უზუსტობა აცნობოს შემსყიდველს; 2. სამუშაოების შესრულების ტექნიკურ ზედამხედველობას განახორციელებს შპს ,,ოპტიმალ გრუპი+"; 3. სამუშაოს შესრულების პროცესში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ხარისხისა და სამუშაოების მიმდინარეობის ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელ პირთა მიერ გაცემული, როგორც ზეპირი ასევე წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება; 4. მიმწოდებელმა ობიექტზე სამუშაოს დაწყებამდე უნდა განათავსოს საინფორმაციო დაფა ზომით არანაკლებ 1მX1მ; (საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილება) (საინფორმაციო დაფაზე დასატანი ინფორმაცია შემსყიდველთან შეთანხმებით); 5. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N 4 შესაბამისად. ამასთან, დასაშვებია ამხანაგობის მონაწილეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების დაჯამება, ხოლო არ დაიშვება გამოცდილების შეკრება. 6. ამხანაგობის არცერთი წევრი არ უნდა იყოს რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“; წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება ამხანაგობის დისკვალიფიკაცია წინამდებარე ტენდერიდან დაზუსტების გარეშე. 7. პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი დოკუმენტაციის ჩამონათვალი: ა) ფასების ცხრილი - იმ შემთხვევაში თუ ფასების ცხრილი არ იქნება წარმოდგენილი, ან წარმოდგენილი იქნება განფასების გარეშე, მისი დაზუსტების მოთხოვნა არ გამოიყენება, შესაბამისად განხორციელდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია შესყიდვის პროცედურებიდან. ფასების ცხრილის შევსების პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.3. პუნქტში ატვირთულ დოკუმენტში; ბ) სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტით განსაზღვრული პრეტენდენტის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები - ხელშეკრულებები და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები. გ) ინფორმაცია იმ ძირითადი სპეციალისტების შესახებ, რომლებიც ჩართული იქნებიან მომსახურების მიწოდების დროს. ძირითადი სპეციალისტების მიმართ დადგენილი მოთხოვნები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1. პუნქტში; 8. სამუშაოების შესრულების კალენდარული და თანხობრივი გეგმა-გრაფიკი დანართი N-6-ის მიხედვით. 9. ფასი გამოსახული უნდა იყოს ლარში, რაც უნდა მოიცავდეს ტენდერით განსაზღვრული მომსახურების მიწოდებისთვის გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და მოსაკრებელს. 10. იმ შემთხვევაში თუ სატენდერო დოკუმენტაციაში ან/და პროექტში ან/და ხარჯთაღრიცხვაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული იქნება ქვეყანა ან/და სასაქონლო ნიშანი ან/და მოდელი ან/და პატენტი ან/და მწარმოებელი კომპანია, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებული არის „მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობით გამოყენებულია მოთხოვნილი ხარისხის განსაზღვრისთვის და პრეტენდენტი ვალდებულია სამუშაოების პროცესში გამოიყენოს შესაბამისი ხარისხის მქონე საქონელი/მასალა.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით)) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა. ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში
5.1.2 იურიდიული პირისთვის
(1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან; (2) ცნობა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან რომ არ ხორციელდება იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია; (3) ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ; (4) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ.
5.1.3 ინდივიდუალური მეწარმისთვის
(1) პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი; (2) ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, ფიზიკური პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ; (3) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან; (4) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ.
5.1.4 ფიზიკური პირისთვის
(1) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; (2) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის არარსებობის შესახებ.
5.1.5 ამხანაგობისთვის
უშუალოდ ამხანაგობისთვის: (1) ამონაწერი გადამხდელთა რეესტრიდან; (2) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ. ამხანაგობის წევრებისთვის: (1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (2) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ. (3) იმ შემთხვევაში თუ ამხანაგობის ერთ-ერთი წევრი მაინც არის არარეზიდენტი პირი ან/და უცხო ქვეყნის საწარმოს წარმომადგენელი/ფილიალი დამატებით მოეთხოვება ამ სატენდერო პირობების 5.1.6 და 5.1.7 პუნქტებით გათვალიწინებული მოთხოვნები.
5.1.6 არარეზიდენტი პირისთვის
(1) არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, პრეტენდენტმა, 5.1.2 პუნქტის (1),(2),(3),(4) ქვეპუნქტების გარდა დამატებით უნდა წარმოადგინოს თავისი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან გაცემული ცნობა (ცნობები) რომ არ ხორციელდება არარეზიდენტი იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. (2) არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემთხვევაში, პრეტენდენტმა, 5.1.4 პუნქტის (1),(2) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები (ცნობები) უნდა იყოს დამოწმებული კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი
5.1.7 წარმომადგენლობისთვის/ფილიალისთვის
იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმოს წარმომადგენელი ან/და ფილიალი საქართველოში, ვალდებულია ერთობლივად წარმოადგინოს, როგორც თავისი, ასევე სათაო კომპანიის 5.1.2 პუნქტის (1),(2),(3),(4) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები. ასევე, დამატებით უნდა წარმოადგინოს სათაო კომპანიის ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან გაცემული ცნობა (ცნობები) რომ არ ხორციელდება სათაო კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
6.1 მოითხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
5
6.2 სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში მოითხოვება გარანტია
10
6.3 გარანტიის მოქმედების ვადა
ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.
6.4 გარანტიის პირობები
გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საბანკო ან სადაზღვევო დაწესებულების მიერ ეროვნულ ვალუტაში - ლარში, (ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ) შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული, დანართი N1-ში მოცემული პირობების შესაბამისად.
7.1.1 წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობა და პირობები
1) მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელია წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორება, ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 20%-ის ოდენობით, რაზეც წარმოდგენილი უნდა იქნეს სსიპ - საქართველოს ეროვნული ბანკის ან სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების ან სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ გაცემული წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის გარანტია; 2) წარმოდგენილი გარანტიის მოქმედების ვადა 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების დასრულების ვადას; 3) გარანტია უნდა იყოს უპირობო, გამოუხმობადი და შემსყიდველ ორგანიზაციას უნდა აძლევდეს უფლებას გარანტიის გამცემისგან, პირველივე მოთხოვნისთანავე, მიიღოს შესაბამისი თანხა; 4) წინასწარ მიღებული თანხა გამოყენებულ უნდა იქნეს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად; 5) წინასწარ გადახდილი თანხის გაქვითვა მოხდება პროპორციულად, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულების იმ პროცენტის ოდენობით, რა პროცენტული ოდენობითაც გაიცა ავანსი. ეტაპობრივი ანგარიშწორების შემთხვევაში, ანგარიშწორების ბოლო ეტაპზე წინასწარ გადახდილი თანხის გაქვითვა მოხდება იმ მოცულობით, რა მოცულობაც საჭიროა ავანსის სრულყოფილად გასაქვითად;
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
1. ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება იწარმოება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე. 2. ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველ 30 კალენდარულ დღეში არაუმეტეს ორჯერ, მიმწოდებლის წერილობითი მომართვის საფუძველზე; 3. ანგარიშსწორება განხორციელდება, შესრულებული სამუშაოს ხარისხზე, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაზე, მოცულობასა და ღირებულებებზე დაყრდნობით, შემსყიდველის მიერ ამ მიზნებისათვის შერჩეული შესაბამის სფეროში აკრედიტირებული კომპანიის, შპს ,,ოპტიმალ გრუპი+"ის მიერ გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე (რაც დადასტურებული უნდა იყოს შპს ,,ოპტიმალ გრუპი+"მიერ ფორმა N2-ზე ხელმოწერით).
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორებისთვის განსაზღვრული დოკუმენტების საბოლოოდ გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ეკა მურღული, 577607298, murgulieka@gmail.com ირმა შერმადინი, 599857395, irma.kaspi@gmail.com
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად. 2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. იმ შემთხვევაში თუ ტენდერში მონაწილე პირი უცხოეთის მოქალაქეა ან უცხოეთში რეგისტრირებული იურიდიული პირია, აუცილებელია წარმოდგენილ იქნას პირის ადმინისტრაციული ორგანოებიდან წარმოსადგენი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. 3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია ხელმოწერილი და/ან ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იქნას უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში, ატვირთული უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელმოწერისათვის გაცემული მინდობილობა. დამატებით პრეტენდენტმა უნდა ატვირთოს შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა ექსელის (Excel) ფაილის სახით. 4. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად. 5. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება. 6. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით. 7. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს. 8. პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ფასების ცხრილი, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, საგარანტიო პირობები და ა.შ.). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით. აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა: • ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით; • გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთი ფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი

The same thing, bought before

NAT260003017 18.02.2026 contract signed same category · 46% title match · same buyer · similar size

ქალაქ კასპში კელაპტრიშვილის ქუჩის დარჩენილი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები

NAT260001908 05.02.2026 contract signed same category · 32% title match · same buyer · similar size

ქალაქ კასპში ლესელიძის ქუჩის სარებილიტაციო სამუშაოები

NAT260002356 11.02.2026 contract signed same category · 36% title match · same buyer

ქალაქ კასპში წულუკიძის ქუჩის მიერთებების, 26 მაისის ქუჩის მარჯვენა და მარცხენა მონაკვეთ…

NAT250014338 07.08.2025 contract signed same category · 31% title match · same buyer

1. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში გზის რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულება არაუმე…

NAT260015268 23.07.2026 winner identified same category · 33% title match · same buyer

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთში (I და II მონაკვეთი) გზის რეაბილიტაციის სამუშაოები.…

NAT260000877 22.01.2026 contract signed same category · 36% title match · similar size

დაბა ადიგენში შოთა რუსთაველის და ილია ჭავჭავაძის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები

Ranked by CPV category first, then by what the tender is called, what it costs and who is buying — one category holds laptops and printers alike, so the wording separates them.

Same buyer, same category — have they bought this before?

This buyer usually awards to

across all categories

შპს ,,კასპის კეთილმოწყობა"
შპს მშენებელი 2013
შპს ჩაგელა
შპს გზამკვლევი 2001
შპს სერვისი 2015