1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
1.1.1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის მასშტაბით საგზაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვა
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1.2.1. გასაწევი მომსახურების ხარჯთაღრიცხვა მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ში. ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილი უნდა იქნას სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ის შესაბამისად, ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან განუფასებელი მომსახურების ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდეტის დისკვალიფიკაციას. 1.2.2.მომსახურების მიწოდება მიზნად ისახავს საპროექტო გზაზე სრულყოფილი საველე საკვლევსაძიებო სამუშაოების ჩატარებას და შესაბამისი საგზაო სამოსის გათვალისწინებით ახალი საავტომობილო გზის მოწყობის ან არსებული საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას, რაც გულისხმობს საპროექტო მონაკვეთზე გზის ძირითადი ტექნიკურ-ეკონომიკური და ზოგადი სატრანსპორტო-საექსპლუატაციო მახასიათებლებისა და მონაცემების განხილვას, შესწავლასა და გაანალიზებას. 1.2.3. გამარჯვებულმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მიერ მითითებულ ობიექტებზე გასვლა, აღმოჩენილი დეფექტების აღმოფხვრის მიზნით საჭირო ჩასატარებელი სამუშაოების მოცულობების დათვლა, შესაბამისი ტექნიკური დავალების და ესკიზის შედგენა, ტოპო გეოდეზიური აზომვითი ნახაზების მომზადება და საჭიროების შემთხვევაში გრძივი და განივი პროფილებით. შედგენილი დოკუმენტაციის დამკვეთისთვის გადაცემა, როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული ფორმით. 1.2.4. საპროექტო-სახარჯთაღიცხვო დოკუმენტაცია შედგენილი უნდა იყოს ქვეყანაში მოქმედი სამშენებლო ნორმების, წესების და სტანდარტების დაცვით; ამასთან, დოკუმენტაციას თან უნდა ერთვოდეს ხარჯთაღრიცხვის გამარტივებული ვერსია სატენდერო დოკუმენტაციისათვის. 1.2.5. მიმწოდებელმა პარალელურ რეჟიმში უნდა შეძლოს მინიმუმ 3 (სამი) ობიექტის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება. 1.2.6. მიმწოდებელმა უნდა მოახდინოს პროექტის საავტორო ზედამხედველობა სამუშაოების პროცესში და საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს პროექტის კორექტირება დამკვეთთან შეთანხმებით. 1.2.7. სამუშაოების მიმდინარეობისას გაუთვალისწინებელი გარემოების აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის მიერ გაცემული წერილობითი დავალების საფუძველზე, შეიტანოს სათანადო ცვლილებები (კორექტირება) შესაბამის საპროექტო დოკუმენტაციაში, დამატებითი დანახარჯების გარეშე. 1.2.8. შემსყიდველი უფლებამოსილია, აცნობოს მიმწოდებელს საპროექტო დოკუმენტაციაში რაიმე წუნის (ხარვეზის) აღმოჩენის შესახებ, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია, შენიშვნ(ებ)ის გაცნობიდან არაუგვიანეს 3(სამი) სამუშაო დღის ვადაში საკუთარი ხარჯით აღმოფხვრას საპროექტო დოკუმენტაციაში აღმოჩენილი წუნი (ხარვეზი). 1.2.10. მიმწოდებელს შესყიდვის ობიექტის კონკრეტული მისამართ(ებ)ი, გასაწევი მომსახურება და ვადა გადაეცემა ეტაპობრივად, შემსყიდველის მიერ გაცემული წერილობითი დავალების საფუძველზე. 1.2.11. მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე შემსყიდველი არ იღებს ვალდებულებას მომსახურების გაწევის ვადაში ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული მომსახურების მოცულობების სრულად დაკვეთის შესახებ. 1.2.12. მიმწოდებელმა საპროექტო დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს ნაბეჭდი სახით 4 (სამი) ეგზემპლარად და ელექტრონული ვერსიის სახით (ნახაზები - DWG და PDF ფორმატში, ხარჯთაღრიცხვა - Excell-ის ფორმატში). შენიშვნა: ტექნიკური დავალება და მომსახურების ხარჯთაღრიცხვა (დანართი N1) ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
1.4.1 მიწოდების ვადაა: ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 27 დეკემბრამდე, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო საექსპერტო დასკვნასთან ერთად 1.4.2 შესყიდვის ობიექტის კონკრეტული მისამართ(ებ)ი, გასაწევი მომსახურება და ვადა განისაზღვრება ეტაპობრივად, შემსყიდველის მიერ გაცემული წერილობითი დავალების საფუძველზე. 1.4.3 შემსყიდველი ვალდებულია აცნობოს მიმწოდებელს საპროექტო დოკუმენტაციაში რაიმე წუნის (ხარვეზის) აღმოჩენის შესახებ, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია შენიშვნის გაცნობიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას საპროექტო დოკუმენტაციაში აღმოჩენილი წუნი.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
1.5.1. მიწოდების ადგილია ქ. თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქუჩა. N1 - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობის ადმინისტრაციული შენობა. 1.5.2. შესყიდვის ობიექტის მიწოდება განხორციელდება ეტაპობრივად.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
2.2.1.1. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს 2023 წლის 01 იანვრიდან ჯამურად არანაკლებ სავარაუდო ღირებულების 150%-ის ოდენობის ანალოგიური (ქუჩების ან/და საავტომობილო გზების მშენებლობის ან/და მოდერნიზაციის ან/და რეკონსტრუქციის ან/და რეაბილიტაციის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების) მომსახურების შესრულების გამოცდილება. აღნიშნული ინფორმაცია უნდა წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ის შესაბამისად. 2.2.1.2 თუ ინფორმაციაში მითითებული შესყიდვ(ებ)ა არ განხორციელებულა სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით, ან შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში არ არის ან არასრულად არის ატვირთული შესაბამისი დოკუმენტები, ამ შემთხვევაში გამოცდილების დასადასტურებლად პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ უნდა იქნას: მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებ(ები)ა, ამ ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები: (1. მიღება-ჩაბარების აქტი; 2. ფორმა N2 (არსებობის შემთხვევაში) 3. დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ან/და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი). შენიშვნა: სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული გამოცდილების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული. დანართი N2-ზე სავალდებულოა კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა.
2.7.1 მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ
2.7.1.1. მიმწოდებელმა ორგანიზაციამ საპროექტო დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო საექსპერტო დასკვნასთან ერთად, რომელიც გაცემული უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დადებითი დასკვნა(დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) შემდეგი შემადგენლობით: ა) კონსტრუქციული ნაწილის ექსპერტიზა; ბ) ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზა. * სსიპ - ლევან სამსახარულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის ხარჯებს აანაზღაურებს მიმწოდებელი. 2.7.1.2. მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდება მხოლოდ სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ექსპერტიზის დადებითი დასკვნის წარმოდგენის შემდეგ.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
4.1.3 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის გაუთვალისწინებლობის დასაბუთება
4.1.3.1. შესყიდვის თავისებურებიდან (მომსახურების სპეციფიკიდან) გამომდინარე, ვინაიდან აღნიშნული შესყიდვის ობიექტი წარმოადგენს ინტელექტუალურ მომსახურებას, ხოლო ინტელექტუალური მომსახურების დანახარჯებს ძირითადად წარმოადგენს ადამიანური რესურსის შრომითი გასამრჯელო, მიმწოდებელს აქვს შესაძლებლობა აღნიშნული ინტელექტუალური მომსახურება განახორციელოს საბაზრო ღირებულებასთან შედარებით დაბალ ფასად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პრეტენდენტის მიერ სისტემაში შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებასთან 20%-ით ან მეტით დაბალი საბოლოო ფასის დაფიქსირების შემთხვევაში არ წარმოეშობა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულება.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
7.2.1. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. 7.2.2. ანგარიშსწორება მოხდება ეტაპობრივად, უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში. 7.3.3. დაფინანსების წყაროა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით დიდუბის რაიონის გამგეობისთვის დამტკიცებული ასიგნებები.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
7.3.1. ანგარიშსწორება განხორციელდება ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღეში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ნანა ნასყიდაშვილი, 598441185, nana.naskidashvili.90@gmail.com - გიორგი ბარათაშვილი 2378762/591100130. სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სისტემის მოდულის – ,,კითხვა/პასუხის“ მეშვეობით, ან/და სატენდერო კომისიის აპარატში, წერილობითი მიმართვის შემთხვევაში. მის: ქ. თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქ. N1 დიდუბის რაიონის გამგეობის ადმინისტრაციული შენობა.
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1. 2019 წლის 1 იანვრიდან, შემსყიდველი ორგანიზაციები და შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში 25.12.2018წ. ატვირთული „სახელმძღვანელო ინსტრუქცია, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, დოკუმენტებზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულების ან/და დოკუმენტების კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმების თაობაზე“). 10.1.2 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. 10.1.3 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. 10.1.4 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). 10.1.5 სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში. 10.1.6 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება. 10.1.7. სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული. 10.1.8 იმ შემთხვევაში თუ სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებული არის „მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობით და პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან ექვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი/მომსახურება. ამასთან, ტექნიკურ დავალებაში მოცემული პარამეტრები არის შემსყიდველის მიერ დადგენილი მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტი. 10.2. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები: 1. მომსახურების ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილ უნდა იქნას დანართი N1–ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან განუფასებელი ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას). 2. ინფორმაცია გამოცდილების შესახებ წარმოდგენილ უნდა იქნას სატედნერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის მოთხოვნებისა და დანართი N2 –ის შესაბამისად.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი