1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
კონტეინერმზიდი ავტოსატრანსპორტო საშუალების მომსახურების შესყიდვა
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
გასაწევ მომსახურებაზე განსაკუთრებული მოთხოვნები: 1.2.1. შემსყიდველის ტერმინალიდან (მის: ქ.თბილისი, ისანი-სამგორი, ნაკვეთი 01/154) კონტეინერმზიდი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით 20 (ოცი), 40 (ორმოცი) ან/და 45 (ორმოცდახუთი) ფუტიანი კონტეინერ(ებ)ის გადაზიდვა, ფასების ცხრილის (დანართი N1) შესაბამისად. 1.2.2. ,20’, 40’, და 45’ ფუტიანი კონტეინტეინერების გადასაზიდი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მისაბმელებზე სამაგრი ფიტინგები უნდა იყოს გამართული; 1.2.3. მომსახურე ავტოსატრანსპორტო საშუალების დღიური რაოდენობა განისაზღვრება შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად (ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდება მოთხოვნილი დროისა და რაოდენობის მიხედვით). მიმწოდებელი ვალდებულია ყოველდღიურად უზრუნველყოს კონტეინერმზიდი ავტოსატრანსპორტო საშუალების მზადყოფნა არანაკლებ 5 (ხუთი) ერთეულის ოდენობით; 1.2.4 შემსყიდველის შეტყობინების საფუძველზე, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოფს მოთხოვნილი კონტეინერმზიდი ავტო-სატრანსპორტო საშუალების გამართულ მდგომარეობაში მიწოდება თბილისის ტერმინალის ტერიტორიაზე მოთხოვნილი რაოდენობის შესაბამისად და შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ვადაში, მაგრამ შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 24 საათისა. 1.2.5 .შემსყიდველის/მიმწოდებლის უფლება-მოვალეობანი და სხვა ტექნიკური პირობები განისაზღვრება ხელშეკრულების პროექტის შესაბამისად; 1.2.6 სატენდერო დოკუმენტაციის ფასების ცხრილით (დანართი N1) გათვალისწინებული გადასაზიდი კონტეინერების რაოდენობა არის საორიენტაციო და შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად შეიძლება გადანაცვლდეს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების ფარგლებში. 1.2.7 ხელშეკრულების საბოლოო ღირებულება განისაზღვრება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ღირებულების შესაბამისად, რაც არ საჭიროებს დამატებით შეთანხმებას.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
მომსახურების გაწევის ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
მომსახურების გაწევის ადგილი: ფასების ცხრილის (დანართი N1) შესაბამისად.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
2.2.1.1 პრეტენდენტს 2023 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს ანალოგიური მომსახურების (კონტეინერმზიდი ავტოსატრანსპორტო საშუალების მომსახურება) გაწევის გამოცდილება ჯამური ღირებულებით არანაკლებ 150000.00 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს დამადასტურებელი დოკუმენტაცია – ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი, ან/და შესრულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია ან/და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრები (მაგ: NAT/CMR/SPA/GEO და ა.შ).
2.3.1 მოთხოვნა პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ
2.3.1.1 პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 5 კონტეინერმზიდი ავტოსატრანსპორტო საშუალება და არანაკლებ 5 მისაბმელი, რაზედაც უნდა წარმოადგინოს მათი მფლობელობა/სარგებოლბაში არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (შესაბამისი ტექ.პასპორტები ან/და იჯარის ხელშეკრულებები). 2.3.1.2 ასევე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მისაბმელების მოქმედი ტექნიკური დათვალიერების მოწმობები.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
2.9.1 პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს გადაზიდვის პასუხისმგებლობის დაზღვევა, რაზედაც ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების დაწყების ვადამდე, უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია. 2.9.2 წინადადების ფასი: ა) ფასების ცხრილის ღირებულება წარმოდგენილი უნდა იყოს არაუმეტეს ფასების ცხრილის თითოეულ პოზიციაზე მითითებული სავარაუდო ზღვრული ერთეულის ფასისა. ბ) სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში. გ) პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დანართი N1-ის (ფასების ცხრილი) საერთო ფასის შემცირების/კლების შემთხვევაში, ფასთა კლება პროცენტულად და პროპორციულად უნდა აისახოს დანართი N1-ით განსაზღვრულ ყოველ კონკრეტულ პოზიციაზე. საბოლოოდ დაფიქსირებული ერთეულის ფასები უნდა დამრგვალდეს მეასედის სიზუსტით.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო მომსახურების ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული მომსახურების გაწევის შესაძლებლობა. 4.1.1.2 დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ მოხდება ყოველთვიურად ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მიხედვით, მხარეებს შორის მიღება–ჩაბარების აქტის ხელმოწერის, შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში) გამოწერისა და წარმოდგენის შემდეგ 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში. თუ ანგარიშსწორების განხორციელების ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ ანგარიშსწორება განხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ნინო გოგუა, 577952552, nino.gogua@railway.ge ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით - ზვიადი მანდარიას, ტელ: 577573636.
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იქნას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 10.1.2 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. 10.1.3 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. 10.1.4 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება. 10.2 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები: 10.2.1 ფასების ცხრილი (დანართი N1) - სატენდერო დოკუმენტაციის 2.9.2 პუნქტის მოთხოვნების დაცვით (აღნიშნული დოკუმენტის წარმოუდგენლობა, ან განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას); 10.2.2 სატედერო დოკუმენტაციის 2.2.1 და 2.3.1 პუნქტებით მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი