1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
ა(ა)იპ „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი“-ს მართვაში არსებული შპს „რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო“-ს ბალანსზე მყოფი 2 (ორი) ცალი MAKELSAN- ის ფირმის UPS-ის HF33100 მოდელთან (100KVA 90kw სიმძლავრის) თავსებადი 124 ცალი აკუმულატორის სახელმწიფო შესყიდვა.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
შემოთავაზებული 124 ცალი აკუმულატორი უნდა იყოს ახალი, ექსპლუატაციაში არმყოფი, ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო. ზემოაღნიშნული საქონლის მინიმალური ტექნიკური მახასიათებლები წარმოდგენილია ტექნიკურ დავალებაში.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
საქონლის მიწოდების საბოლოო ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღის განმავლობაში.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
მიმწოდებლის მიერ საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ერთჯერადად, შემდეგ მისამართზე: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი სოფელი რუხი, შპს „რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო". შენიშვნა: მიწოდება მოიცავს - არსებული აკუმულატორების დემონტაჟს, ახალი აკუმულატორების მონტაჟს, კალიბრაციას და ტესტირებას.
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
შემოთავაზებული საქონელი უნდა იყოს ახალი, ექსპლუატაციაში არ მყოფი, შემოთავაზებულ საქონელზე უნდა გავრცელდეს საგარანტიო ვადა, საქონლის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 24 (ოცდაოთხი) თვის განმავლობაში. საგარანტიო პერიოდში მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის მხრიდან წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 48 საათის განმავლობაში დაადგინოს პრობლემების გამომწვევი მიზეზი და გონივრულ ვადაში (არაუგვიანეს 15 სამუშაო დღის განმავლობაში) უზრუნველყოს მისი აღმოფხვრა, ხოლო საჭიორების შემთხვევაში განახორციელოს წუნდებული საქონლის ან შეკეთება ან შეცვლა ახლით, მსგავსი (იდენტური) მახასიათებლების მქონე საქონლით, შემსყიდველის მხრიდან რაიმე დამატებითი დანახარჯის გაწევის გარეშე. შენიშვნა: პრეტენდენტმა ინფორმაცია საგარანტიო პირობების შესახებ უნდა წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციის 1.7.1. მუხლით განსაზღვრული ფორმის დაცვით და საგარანტიო პირობების გათვალისწინებით.
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილის (დანართი №1) შესაბამის გრაფაში მიუთითოს ინფორმაცია საქონლის მწარმოებელი ქვეყნის, მწარმოებელი კომპანიისა და მოდელის შესახებ.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
2.2.1.1. პრეტენდენტს 01.01.2020-დან ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდში, უნდა გააჩნდეს უწყვეტი ელექტრომომარაგების წყაროების მიწოდების გამოცდილება, რომლის ჯამური ღირებულება უნდა იყოს არანაკლებ 40 920 (ორმოცი ათას ცხრაას ოცი) ლარი. 2.2.1.2. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 მუხლით მოთხოვნილი გამოცდილების შესახებ ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტმა აღნიშნული ინფორმაცია უნდა წარმოადგინოს დანართი N3-ის ფორმით და მიუთითოს შესაბამისი CON ან/და SPA ან/და NAT ან/და CMR საშუალების ნომრები და არ წარმოადგინოს დოკუმენტაცია. 2.2.1.3. იმ გამოცდილების დასადასტურებლად, რომლებშიც დამკვეთს წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტი (არა შემსყიდველი ორგანიზაციები), პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ორმხრივად (როგორც დამკვეთის ასევე შემსრულებლის მხრიდან) შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ, ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ხელმოწერილი ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმებული დოკუმენტი, საიდანაც უნდა იდენტიფიცირდებოდეს როგორც მიწოდებული უწყვეტი ელექტრომომარაგების წყაროების ღირებულება, ასევე საანგარიშო პერიოდში მიწოდებული უწყვეტი ელექტრომომარაგების წყაროების მიწოდების დაწყებისა და დასრულების ვადები.
2.7.1 მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ
1. შემოთავაზებულ აკუმულატორებთან მიმართებაში, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი ვალიდური დოკუმენტები: 1.1. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნას შემოთავაზებული აკუმულატორების მწარმოებელ კომპანიაზე გაცემული ვალიდური ISO 9001 სერტიფიკატი. 1.2. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნას შემოთავაზებულ აკუმულატორებზე გაცემული ვალიდური CE შესაბამისობის სრტიფიკატი ან მწარმოებლის შესაბამისობის დეკლარაცია. 2. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნას შემოთავაზებული აკუმულატორის მოდელთან მიმართებით მწარმოებლის მიერ დადასტურებული ბროშურა/კატალოგი ან მწარმოებლის წერილი (ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) ტექსტობრივი და ვიზუალური ინფორმაციით, რომლითაც დადასტურდება შემოთავაზებული აკუმულატორის მახასიათებლების სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მახასიათებლებთან შესაბამისობა.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა; 2. ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დავის შემთხვევაში, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია; 3. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება; 4. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო; 5. სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის" მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად; 6. სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, სატენდერო წინადადების ფასი მოიცავს შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს. 7. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი დოკუმენტები: 7.1. სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 მუხლით განსაზღვრული ფასების ცხრილი (დანართი N1). 7.2. სატენდერო დოკუმენტაციის 1.7.1 მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია საგარანტიო პირობების შესახებ. 7.3. სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ. 7.4. სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1 მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული აუდიტორული ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაცის დამადასტურებელი დოკუმენტი) რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
7.1.1 წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობა და პირობები
მხარეთა შეთანხმებით დასაშვებია წინასწარი ანგარიშსწორების ფორმა, წინასწარი ანგარიშსწორება განხორციელდება წინასწარი გადახდით სახელშეკრულებო ღირებულების არაუმეტეს 30%-ის ოდენობით, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი ოდენობის უპირობო გამოუთხოვადი საბანკო (საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული ბანკის მიერ გაცემული) ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული საავანსო გარანტიის საფუძველზე. საავანსო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 3 (სამი) თვით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მოწოდების საბოლოო ვადას. შენიშვნა: წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია საავანსო გარანტია წარმოადგინოს ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის განმავლობაში.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
ანგარიშსწორების ფორმა - უნაღდო ანგარიშსწორება ეროვნულ ვალუტაში (ლარი); ანგარიშსწორება განხორციელდება, ერთჯერადად ფაქტიურად მოწოდებული საქონლის შესაბამისად, მხარეებს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა და ინსპექტირების აქტის საფუძველზე ან/და მხარეთა შეთანხმებით მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 30%-ის ოდენობის უპირობო გამოუთხოვადი საბანკო (საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული ბანკის მიერ გაცემული) ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული საავანსო გარანტიის საფუძველზე. შენიშვნა: წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია საავანსო გარანტია წარმოადგინოს ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის განმავლობაში.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
7.3.1. მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში. 7.3.2. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში, სახელშეკრულებო ღირებულების არაუმეტეს 30%-ის ოდენობის საბანკო/სადაზღვევო საავანსო გარანტიის წარმოდგენიდან არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ალექსანდრე მამალაძე, 577141459, amamaladze@moh.gov.ge შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ სპეციფიკაციებთან და სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1 მუხლით განსაზღვრულ დოკუმენტებთან დაკავშირებით საკონტაკტო პირია: გიორგი გაგნიძე, ტელ: 595 33-00-66.
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი