NAT260004528
06.03.2026
contract signed
same category · 100% title match · same buyer · similar size
ერთი ერთეული პიკაპის შესყიდვა
7%
outside our line
Can we win this?
7% — outside our line: this does not look like something we sell.
- Our line of business only 7% like anything in our 58 bids — most likely not something we sell.
- Expected competition this category averages 1.3 bidders, 54% go single-bid. In 1–3 bidders we have won 10 of 17.
- Deal size ₾50k–200k: we have won 2 of 12 bids in this range.
- Procedure NAT: 18 wins from 48 bids.
- Category fit 34100000: we have never bid in this category.
- Buyer relationship we have never bid with this buyer.
Derived from our own 52 decided bids (18 won, 35% base rate) against market data for the category. Thin evidence is shrunk toward the base rate, so this is a prior, not a prediction — it says nothing about whether we can meet the specification.
Main details — as published
| განცხადების ნომერი | NAT260003437 |
|---|---|
| შესყიდვის სტატუსი | არ შედგა |
| შემსყიდველი | შპს გოდერდზირესორტს |
| შესყიდვის ტიპი | ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე(NAT) |
| შესყიდვის კატეგორია | 34100000-ავტოსატრანსპორტო საშუალებები |
| კლასიფიკატორის კოდები | — |
| შესყიდვის სავარაუდო ღირებულება | 93`225.00 GEL |
| შესყიდვის რაოდენობა ან მოცულობა | იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია |
| შესყიდვის გამოცხადების თარიღი | 23.02.2026 16:26 |
| წინადადებების მიღება იწყება | 03.03.2026 00:02 |
| წინადადებების მიღება მთავრდება | 05.03.2026 13:00 |
| შეთავაზების ფასის კლების ბიჯი | 1`500.00 GEL |
| გარანტიის ოდენობა | 932 GEL |
| გარანტიის მოქმედების ვადა | 160 დღე |
| მოწოდების ვადა | ხელშეკრულების გაფორმების დღიდან 200 კალენდარული დღე |
| წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს | დღგ-ს გათვალისწინებით |
| დამატებითი ინფორმაცია | — |
Buyer documents & protocols (0)
No buyer documents recorded.
Bidders — everyone, including who lost
| Company | First offer | Final offer | Result |
|---|---|---|---|
| No bids recorded — nobody entered this tender. | |||
History
- 23.02.2026 16:26 Announced
- 03.03.2026 00:02 Bidding opens
- 05.03.2026 13:00 Bidding closes
- 23.08.2026 21:27 Current status: not held
Built from every dated fact we hold; the portal's full status-change log is a planned scrape.
Tender documentation — all 19 sections
1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
ერთი ერთეული პიკაპის შესყიდვა
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
შესყიდვის ობიექტია ერთი ერთეული პიკაპის სახელმწიფო შესყიდვა. ავტომანქანის მინიმალური ტექნიკური მახასიათებლების/სპეციფიკაციის შესახებ ინფორმაცია იხილეთ მიბმულ ფაილში (დანართი №1): 1.2.1. შემოთავაზებული ავტომობილი უნდა იყოს ახალი, არანაკლებ 2025 წლის გამოშვების, მარცხენა საჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი, ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული. ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ავტომანქანების შემსყიდველზე გადაფორმება. 1.2.2 ფერი: თეთრი, ვერცხლისფერი ან რუხი ; 1.2.3. პრეტენდენტი ვალდებულია დანართ №2-ში (ფასების ცხრილი) განაფასოს ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულება კომპონენტების მიხედვით (ავტომანქანის, ავტომანქანის სერვისის/ნაწილის და საწვავის ხარჯის ჯამი), რომელიც შემდგომში აისახება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ში. ავტომობილის ფლობის ღირებულების ზღვრული ოდენობა დგინდება 150 ათას კილომეტრზე გარანტიის მოქმედების პერიოდში, შესასყიდი სერვისების/ნაწილების, ავტომობილისა და საწვავის ფასის ერთობლიობით; 1.2.4. პრეტენდენტი ვალდებულია დანართ №2-ში (ფასების ცხრილი) განაფასოს ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულება კომპონენტების მიხედვით (ავტომანქანის, ავტომანქანის სერვისის/ნაწილის და საწვავის ხარჯის ჯამი), რომელიც შემდგომში აისახება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ში. ავტომობილის ფლობის ღირებულების ზღვრული ოდენობა დგინდება 150 ათას კილომეტრზე გარანტიის მოქმედების პერიოდში, შესასყიდი სერვისების/ნაწილების, ავტომობილისა და საწვავის ფასის ერთობლიობით; 1.2.5 სატენდერო წინადადების განფასებისას, პრეტენდენტი ვალდებულია გაითვალისწინოს, როგორც ავტომობილების ღირებულება, ასევე 150 000 კმ-ზე ავტომობილის ფლობის ღირებულებაში შემავალი სხვა კომპონენტების ღირებულებაც. ავტომობილის მიერ 150 000 კილომეტრ გარბენზე მოხმარებული საწვავის ხარჯს (შერეული წვის პირობებში), რომელიც დაანგარიშებულია წარმოდგენილი მწარმოებლის ოფიციალური საპასპორტო წვის მაჩვენებლისა (რომელიც უნდა ემთხვეოდეს მწარმოებლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შესაბამისი სპეციფიკაციის მონაცემებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ერთი ლიტრი საწვავის პირობითი ფასის - „1“-ის ნამრავლით 150 000 კმ-ზე. ავტომობილის მიერ მოხმარებული საწვავის დასაანგარიშებელი ფორმულა: თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების საწვავის წვის (შერეული წვის პირობებში) საპასპორტო მაჩვენებელი 150 კმ-ზე წარმოადგენს პირობითად 8 ლიტრს, მისი დაანგარიშება 150 000 კმ-ზე განხორციელდება შემდეგნაირად: - 150 000/100*8*1=12 000). წინამდებარე ტენდერის ფარგლებში, ამ პუნქტით გათვალისწინებული საწვავის ხარჯის გადახდა მიმწოდებლისთვის არ ხორციელდება და მითითებულია მხოლოდ 150 000 კილომეტრ გარბენზე მოხმარებული საწვავის ხარჯის დაანგარიშების მიზნით; 1.2.6 მიმწოდებელი ვალდებულია უსასყიდლოდ განახორციელოს დადგენილი ფლობის ფარგლებში იმ კომპონენტების შეცვლა ან/და მომსახურება, რომელიც არ იქნება გათვალისწინებული ფლობის ღირებულებაში. გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი); 1.2.7 მიმწოდებელი უფლებამოსილია გააუმჯობესოს მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები, (გაუმჯობესებულ ვარიანტად ჩაითვლება ცხენის ძალის ზრდა, ავტომატური კოლოფის შეთავაზება, მექანიკური კოლოფის შემთხვევაში, 5 საფეხურზე მეტი გადაცემის შემთხვევა), მაგრამ აღნიშნული არ წარმოადგენს მონაწილის უპირატესობას და ყველაზე დაბალი ფასის და შესყიდვის დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში მყოფი პრეტენდენტი ცხადდება გამარჯვებულად, შესაბამისი პროცედურის დაცვით.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
1.4.1 ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 200 კალენდარული დღისა; 1.4.2 საგარანტიო-სერვისული მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, შემსყიდველის მოთხოვნიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
1.5.1 სატრანსპორტო საშუალების მიწოდება უნდა განხორციელდეს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ ადგილას; 1.5.2 მიმწოდებელი საქონლის მიწოდებას უზრუნველყოფს საკუთარი ხარჯებით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა სახის გადასახადის, მოსაკრებლის ჩათვლით, მათ შორის განბაჟებისა და სახელმწიფო რეგისტრაციის და გადაფორმების ხარჯების ჩათვლით; 1.5.3 პრეტენდენტმა თანმდევი საგარანტიო (გეგმიური) მომსახურება (ძრავის ზეთისა და ძრავის ფილტრის, წინა და უკანა ხუნდების, ჰაერის ფილტრის, კონდინციონერის ფილტრის, ძრავის ღვედი, ანთების სანთლები და სხვა.) უნდა განახორციელოს ქალაქ თბილისის ან/და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ხოლო სხვა საგარანტიო შემთხვევაში (არაგეგმიური), მიმწოდებელი უფლებამოსილია სატრანსპორტო საშუალება შეაკეთოს ქვეყნის ფარგლებში მის მიერ განსაზღვრულ სერვის ცენტრში. საგარანტიო შემთხვევაში სერვის-ცენტრამდე ტრანსპორტირების ხარჯებს აანაზღაურებს მიმწოდებელი.
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
1.7.1.1. ავტომანქანაზე გარანტია უნდა ვრცელდებოდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავი, ხიდი, გადაცემათა კოლოფი), 3 წელი ან 150000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის აწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი); 1.7.1.2. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში მიმწოდებელი ვალდებულია, ავტომობილზე გამოვლენილი ნებისმიერი საწარმოო დეფექტის აღმოფხვრა, შეკეთება ან საქონლის ახლით შეცვლა განახორციელოს საკუთარი სახსრებით, შემსყიდველის მიერ წერილობითი მოთხოვნიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნული ვადა, მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია გაიზარდოს არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღემდე. 1.7.1.3. საგარანტიო პირობებით განსაზღვრული მოთხოვნები, ძალაშია მთელი საგარანტიო ვადის განმავლობაში, მიუხედავად სატრანსპორტო საშუალების შესყიდვის ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვისა. ამასთან, საგარანტიო პერიოდში ტექ-მომსახურების გაწევისას გამოყენებული სათადარიგო ნაწილები/საცხებ-საპოხი მასალები უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არმყოფი) და მწარმოებლის მიერ რეკომენდირებული. 1.7.1.4. თანმდევი საგარანტიო პირობების ფარგლებში, გეგმიური ფასიანი მომსახურების განხორციელება უნდა მოხდეს დანართი #2-ით წარმოდგენილ ცხრილში დაფიქსირებული ფასების შესაბამისად. მიმწოდებელმა გეგმიური მომსახურების ჩატარება უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში. 1.7.1.5. თუ სატრანსპორტო საშუალების მიწოდებიდან 30 კალენდარული დღის ან 1 000 კმ. გარბენის შემთხვევაში (რომელიც უფრო ადრე დადგება), ავტომობილს აღმოაჩნდება საწარმოო დეფექტი ძირითად აგრეგატზე (ძრავა, გადაცემათა კოლოფი, ხიდი), მიმწოდებელი ვალდებულია სატრანსპორტო საშუალება შეცვალოს ახლით, საწარმოო დეფექტის დადგენიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის განმავლობაში, თუ აღნიშნულ ავტომობილს არ გააჩნია საწარმოო დეფექტის გარდა სხვა დაზიანება (ბუნებრივი ცვეთის გათვალისწინებით).
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია მოსაწოდებელი საქონლის წარმოშობის ქვეყნის, მარკა-მოდელისა (არსებობის შემთხვევაში) და მწარმოებელის შესახებ დანართი #4 შესაბამისად; დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ არის წარდგენილი ან მასში არ არის მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის წარმოშობის ქვეყნის და მწარმოებლის შესახებ
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
პრეტენდეტს 2022 წლიდან - ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში უნდა გააჩნდეს ანალოგიური/მსგავსი საქონლის მიწოდების გამოცდილება (ჯამურად არანაკლებ 200 000 ლარის ღირებულების), რაზედაც ელექტრონულ სისტემაში უნდა წარმოადგინოს შესაბამისი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია(ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტები ან/და სხვა დამადასტურებელი დოკუმენტაცია). იმ შემთხვევაში თუ შესაბამისი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში, საკმარია SPA/CMR/NAT და ა.შ. ნომრების მითითება და დოკუმენტაციის წარმოდგენა სავალდებულო არ არის. (2.2.1. პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოდგენა პრეტენდენტის მიერ სავალდებულოა)
2.3.1 მოთხოვნა პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ
-გააჩნდეს (ფლობა/სარგებლობა) შემოთავაზებული პიკაპის მწარმოებლის მიერ ავტორიზებული არანაკლებ 1 (ერთი) სერვის ცენტრი საქართველოში, რომელიც გაუწევს მოწოდებულ პიკაპს გეგმიურ და არაგეგმიურ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მომსახურებას. ზემოაღნიშნულის დადასტურების მიზნით პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით. - პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საქართველოში სერვის ცენტრის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: საკუთრების შემთხვევაში სისტემის მეშვეობით წარმოდგენილი უნდა იქნეს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები. სხვა შემთხვევაში (ქირა, თხოვება, იჯარა და სხვა....) პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ხელშეკრულებები და ფოტომასალა, რომლითაც დასტურდება რომ ფლობს პიკაპის შეკეთებისთვის საჭირო ფართს. იჯარით სარგებლობაში არსებობის შემთხვევაში დამადასტურებელი დოკუმენტი (საჯარო რეესტრის ამონაწერი გაცემული უნდა იყოს ტენდერის გამოცხადების შემდეგი თარიღით).
2.7.1 მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ
2.7.1.1. პრეტენდენტის მიერ დანართი #1-ით განსაზღვრული უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტის (ქრაშ ტესტის) შესახებ ინფორმაცია უნდა იძებნებოდეს დოკუმენტის გამცემი ორგანიზაციის ვებ-გვერდზე (NCAP (ევრო ქრაშ ტესტი) ან IIHS (ამერიკული ქრაშ ტესტი) ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი). აღნიშნულის დამადასტურებლად, პრეტენდენტმა ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ვებ-ბმული ან/და დოკუმენტი. 2.7.1.2. პრეტენდენტი უნდა იყოს, შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალების ოფიციალური დილერი საქართველოს ტერიტორიაზე. ზემოაღნიშნულის დადასტურების მიზნით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
1. პრეტენდენტმა ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს შემოთავაზებული პიკაპის ფოტოები. 2. პიკაპს თან უნდა ახლდეს მოხმარების წესების სახელმძღვანელო ( რუსულ ან/და ინგლისურ ენაზე) 3.პიკაპის ღირებულება უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონდმებლობით განსაზღვრული ყველა სახის გადასახადს, მოსაკრებლის ჩათვლით, მათ შორის განბაჟებისა და სახელმწიფო რეგისტრაციის (შემსყიდველზე გადაფორმების) ხარჯებს 4.გარდა ფასების ცხრილისა, პრეტენდენტის მხრიდან შედგენილი ყველა წარმოსადგენი დოკუმენტები დამოწმებული უნდა იქნეს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი მოთხოვნის შემდეგ, უნდა წარმოადგინოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებით პრეტენდენტის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებებით ან ანგარიშ-ფაქტურით (ინვოისით) ან/და სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის ( საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტირებული ორგანო/პირი) დადებით დასკვნით (აკრედიტებული პირის მიერ გაცემულ დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი). წარმოდგენილი დოკუმენტები უნდა ადასტურებდეს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 4 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
ანგარიშწორება ხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერისა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის შემსყიდველისათვის წარმოდგენის შემდეგ.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ავტომობილებთან დაკავშირებით ანგარიშსწორება განხორციელდება ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღეში. თანმდევი საგარანტიო პირობების ფარგლებში გეგმიური ფასიანი მომსახურების ანგარიშსწორება მოხდება ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს მიხედვით, ყოველჯერზე გაწეული მომსახურების შემდეგ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ასმათ ბოლქვაძე, 577316788, goderdzi.rezorts@gmail.com
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
პრეტენდენტის მიერ ელექტრონული სისტემის საშუალებით წარმოსადგენი ინფორმაცია: 1) სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1 (ტექნიკური მახასიათებლები); 2) სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2 (ფასების ცხრილი); 3) სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3 (საგარანტიო ფასების ცხრილი); 3) ინფორმაცია/დოკუმენტაცია გამოცდილების თაობაზე სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის შესაბამისად; 4) ინფორმაცია პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ (სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1 პუნქტის შესაბამისად); 5) მოსაწოდებელი ავტომობილების მწარმოებლის მიერ გაცემული საპასპორტო მონაცემები (წვის მონაცემები და ტექნიკური მახასიათებლები). 6) მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ (სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1 პუნქტის შესაბამისად) 7) ინფორმაცია მოსაწოდებელი საქონლის წარმოშობის ქვეყნისა, მწარმოებლის და მარკა-მოდელის შესახებ (არსებობის შემთხვევაში) დანართი #4-ის შესაბამისად.(ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის წარმოუდგენლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი
The same thing, bought before
NAT250017802
02.10.2025
not held
same category · 63% title match · similar size
ერთი ერთეული პიკაპის ტიპის ავტომანქანის შესყიდვა
NAT250006177
26.03.2025
contract signed
same category · 56% title match
ერთი ერთეული მინივენის შესყიდვა
NAT250020150
13.11.2025
contract signed
same category · 50% title match · similar size
ერთეული მინივენის შესყიდვა
საქართველოს კულტურის სამინისტრო
34100000ავტოსატრანსპორტო საშუალებები
→ შპს სენა ავტო
1 bidder
153,930 ₾
NAT250019920
10.11.2025
contract signed
same category · 49% title match · similar size
ერთი ერთეული მიკროავტობუსის შესყიდვა
შუახევის მუნიციპალიტეტი
34100000ავტოსატრანსპორტო საშუალებები
→ შპს 'ჯი-თი მოტორს~
1 bidder
150,000 ₾
NAT250006127
25.03.2025
contract signed
same category · 42% title match · similar size
(ერთი) ერთეული სატვირთო ავტომანქანის შესყიდვა
Ranked by CPV category first, then by what the tender is called, what it costs and who is buying — one category holds laptops and printers alike, so the wording separates them.
Same buyer, same category — have they bought this before?
NAT260004528
06.03.2026
contract signed
ერთი ერთეული პიკაპის შესყიდვა
→ შპს კავკასუს მოტორსი
1 bidder
93,225 ₾
NAT250022627
08.12.2025
contract signed
თოვლმავალის შესყიდვა
→ შპს ტრანსპორტერი
1 bidder
103,985 ₾
This buyer usually awards to
across all categories
| შპს აისი გოდერძი | 2× |
| შპს ასპ-გრუპი | 2× |
| შპს ბასმოტორს | 2× |
| შპს ტრანსპორტერი | 2× |
| შპს რეზი + 2012 | 1× |