1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
სოფ ზნაკვისა და სოფ მოტყიარის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
მიმდინარე დავალებით უნდა განხორციელდეს ფასების ცხრილში მოცემული ობიექტების სამუშაოების საპროექტო-სახარხთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის სამუშაოები. ჩასატარებებელი სამუშაოების აღწერილობა მოცემულია დანართში პროექტი უნდა შეიცავდეს: 1. განმარტებით ბარათს, 2. საკვლევი უბნის ზოგად საინჟინრო გეოლოგიურ, ჰიდროლოგიურ და ჰიდროგეოლოგიურ დასკვნებს; 3. არსებული სიტუაციის ამსახველ ფოტო მასალას, 4. რეპერების განლაგების გეგმას და უწყისებს, 5. საერთაშორისო სისტემის კოორდინანტების უწყისს პიკეტების შესაბამისად, 6. სიტუაციურ გეგმას, 7. მშენებლობის ორგანიზაციის პროექტს, 8. სამუშაოთა წარმოების კალენდარულ გეგმა-გრაფიკს, 9.სამუშაოთა მოცულობების (საგზაო სამოსის, გვერდულების, წყალგამტარი ნაგებობების, სანიაღვრე არხების, მიერთებების, ეზოებში შესასვლელების და ა.შ) პიკეტური დათვლის უწყისებს, 10. ხარჯთაღრიცხვას. საპროექტო დოკუმენტაცია შედგენილი უნდა იყოს „საქართველოს საავტომობილო გზების საგზაო სამუშაოების კლასიფიკაციის ტექნიკური რეგლამენტის“ (საუწყებო სამშენებლო ნორმები დამტკიცებული საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 ივლისის N 172 დადგენილებით) და „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ, საქართველოს მთავრობის 2025 წლის 1 დეკემბრის N2006 განკარგულებით გათვალისწინებული წესითა და შესაბამისი საბაზრო ღირებულების შესაბამისად. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს სამი ნაბეჭდი ეგზემპლარის სახით, მათ შორის სახარჯთაღრიცხვო ნაწილი Excel ფორმატში. ამასთან ერთად უნდა წარმოადგინოს საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის სრული ელექტრონული (PDF და Excel ფაილები) ვერსია, 1 (ერთი) ცალი CD/DWD დისკი, ამასთან ერთი PDF ფაილის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 8 მგბ–ს. ობიექტების საველე აზომვითი და დაგეგმვითი სამუშაოები უნდა განხორციელდეს დამკვეთის წარმომადგენელთან ერთად. პროექტში დამკვეთის მითითებით გათვალისწინებული უნდა იყოს ზოგიერთ მონაკვეთზე მიწისქვეშა კომუნიკაციების (დაბალი დიამეტრის წყლის მილები) გადატანის სამუშაოები. ასევე გზის მიმდებარე გადასასვლელზე მილხიდების მოწყობის სამუშაოები. მომსახურების ღირებულება წარმოდგენილი უნდა იყოს დანართი - 1-ის სახით. საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიღება-ჩაბარებისათვის წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი უფლებამოსილი უწყების დადებითი საქსპერტო დასკვნა.( სრული ექსპერტიზა)
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
მიმწოდებელმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიწოდება შემსყიდველისათვის (ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით).
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
1.5.1. მიმწოდებელი ვალდებულია გადასცეს შემსყიდველ ორგანიზაციას სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. მომსახურების დასრულებისას მიმწოდებელის მიერ საკუთარი ხარჯებით წარმოდგენილი იქნას სრულ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაზე სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ქსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს, ან/და სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საექსპერტო დასკვნა. იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის გამცემი ორგანო არ იქნება სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო”, მიმწოდებელმა დამატებით უნდა წარმოადგინოს დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. 1.5.2. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს მხოლოდ ქართულ ენაზე. 1.5.3. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ეგზემპლიარების რაოდენობა: ა) საპროექტო დოკუმენტაცია _ 3 ეგზემპლიარი ბეჭდური (A-3 და A-4 ფორმატები); ბ) სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია _ 3 ეგზემპლიარი ბეჭდური (A-4 ფორმატი); გ) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის სრული ელექტრო (PDF და Excel ფაილები) ვერსია _ 1 CD/DWD დისკი; ამასთან ერთი PDF ფაილის მოცულობა არ უნდა აღემატებოდე 8 მგბ-ს. დ) საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია გადასცეს შემსყიდველ ორგანიზაციას საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის სამუშაო ელექტრონული ფაილები (MS Word, Excel, AutoCAD, ArchiCAD და სხვა). 1.5.4. საბოლოო (სრული) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარდგენილ უნდა იყოს შემდეგ მისამართზე: ქ. ამბროლაური. კოსტავას ქუჩა N41.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
1. პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს 1 (ერთი) ხელშეკრულების ფარგლებში გზების მოწყობა/რეაბილიტაციის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების გამოცდილება არანაკლებ წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების (15000.00 ლარი) ოდენობისა. 2. ინფორმაცია გამოცდილების შესახებ წარმოდგენილი უნდა იყოს დანართი N3-ის შესაბამისად; 3. პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს, საანგარიშო პერიოდში ანალოგიური მომსახურების გამოცდილების დამადასტურებელი, მხარეთა მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები: ხელშეკრულებები და მათი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები: მიღება-ჩაბარების აქტები. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში თუ მოცემული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, DAP, CMR, CNT) წარმოდგენა. 4. შემსყიდველი უფლებამოსილია ანალოგიური მომსახურების იდენტიფიცირების მიზნით მოითხოვოს პრეტენდენტისაგან დამატებითი ინფორმაციის სახით სხვა ნებისმიერი დოკუმენტი, რომლის მიწოდებაც კანონმდებლობით არ არის აკრძალული.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
1. პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი დოკუმენტაციის ჩამონათვალი: ა) ფასების ცხრილი - იმ შემთხვევაში თუ ფასების ცხრილი არ იქნება წარმოდგენილი, ან წარმოდგენილი იქნება განფასების გარეშე, მისი დაზუსტების მოთხოვნა არ გამოიყენება, შესაბამისად განხორციელდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია შესყიდვის პროცედურებიდან. ფასების ცხრილის შევსების პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.3. პუნქტში ატვირთულ დოკუმენტში; ბ) სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტით განსაზღვრული პრეტენდენტის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები. 2. ფასი გამოსახული უნდა იყოს ლარში, რაც უნდა მოიცავდეს ტენდერით განსაზღვრული მომსახურების მიწოდებისთვის გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და მოსაკრებელს და მიმწოდებლისთვის გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, დღგ-ს ჩათვლით. სატენდერო წინადადების ფასის დაანგარიშებისას დადგენილი მოთხოვნები მოცემულია ხარჯთაღრიცხვაში, რომელიც ატვირთულია სატენდერო დოკუმეტაციის 1.3. პუნქტში; 3. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იყოს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის სხვა ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. დოკუმენტაციასთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტისას სხვაენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია; 4. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება. 5. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N 4 შესაბამისად. 6. ამხანაგობის არცერთი წევრი არ უნდა იყოს რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“; წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება ამხანაგობის დისკვალიფიკაცია წინამდებარე ტენდერიდან დაზუსტების გარეშე. 7. მიმდინარე პროექტში სამუშაოების ქვეკონტრაქტორზე გადაცემა დაუშვებელია.
4.1.3 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის გაუთვალისწინებლობის დასაბუთება
წინამდებარე ტენდერში არ იქნება მოთხოვნილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება, რადგან მომსახურების ღირებულების ძირითად კომპონენტს წარმოადგენს ინტელექტუალური ტიპის შრომის ანაზღაურება, რაც პოტენციურად შესაძლებელს ხდის აღნიშნული მომსახურების მიწოდება განხორციელდეს სავარაუდო ღირებულებაზე 20%-ით ნაკლებ ფასად.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
მომსახურება დასრულებულად ჩაითვლება აკრედიტებული იურიდიული პირის მიერ დადებითი დასკვნის შემსყიდველ ორგანიზაციასთან წარდგენის შემდეგ, რომლის საფუძველზეც გაფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი. ექსპერტიზის დასკვნა გაცემული უნდა იყოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ (იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის გამცემი ორგანო არ იქნება სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო”, მიმწოდებელმა დამატებით უნდა წარმოადგინოს დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (აკრედიტაციის სფერო უნდა ფარავდეს მოთხოვნილ მომსახურებას); ექსპერტიზის ხარჯებს ანაზღაურებს მიმწოდებელი.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
შემსყიდველი ორგანიზაცია აუნაზღაურებს მიმწოდებელს გაწეული მომსახურების ღირებულებას, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ფატიმა კერესელიძე, 514857788, kereselidzepatima@gmail.com
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
1. მომსახურების გაწევის პროცესში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელ პირთა მიერ გაცემული, როგორც ზეპირი ასევე წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება; 2. საკვლევაძიებო და საველე სამუშაოების განხორციელებამდე მიმწოდებელმა მინიმუმ ერთი დღით ადრე უნდა აცნობოს მუნიციპალიტეტს ან მის წარმომადგენელს (ზედამხედველს) რომლებიც დაესწრებიან აღნიშნულ პროცესებს. 3. ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „გამოცხადებულია“ მინიჭებიდან ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭებამდე, სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ ნებისმიერ მომხმარებელს უფლება აქვს სისტემაში არსებული „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით, მოითხოვოს სატენდერო პირობების კონკრეტული ჩანაწერის განმარტება. კითხვის დასმიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით განხორციელდება შესაბამისი განმარტება, რითაც შესაძლებელია იხელმძღვანელოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა. 4. ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტს, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების/ქმედების თაობაზე განმარტების მოთხოვნის უფლება აქვს ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „შერჩევა-შეფასება“ მინიჭებიდან ტენდერის სტატუსის „ხელშეკრულება დადებულია“ მინიჭებამდე. ასეთ შემთხვევაში შესაბამისი განმარტების გაკეთება განხორციედება გონივრულ ვადაში. 5. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან ის წარმოდგენილი იქნება განუფასებლად. 6. პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ფასების ცხრილი, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, საგარანტიო პირობები და ა.შ.). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით. აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა: • ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით; • გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთი ფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით;
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი