1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
1 (ერთი) ერთეული III კლასის მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილი.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
III კლასის მაღალი გამავლობის ავტომობილი უნდა იყოს არანაკლებ 2025 წლის გამოშვება. არაუმეტეს 200 კილომეტრი გარბენით; III კლასის მაღალი გამავლობის ავტომობილი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა. შენიშვნა: ავტომობილის ფლობის ღირებულების ზღვრული ოდენობა დგინდება 150 000 კილომეტრზე გარანტიის მოქმედების პერიოდში, შესასყიდი სერვისების/ ნაწილების, ავტომობილისა საწვავის ფასის ერთობლიობით. 150 000 კილომეტრზე ზღვრული ფლობის ღირებულების კომპონენტებია: • ავტომობილის შესყიდვის ფასი; • ძრავის ზეთის ხარჯი; • ძრავის ზეთის ფილტრების ხარჯი; • წინა და უკანა ხუნდების ხარჯი; • ჰაერის ფილტრის ხარჯი; • კონდიციონერის ფილტრის ხარჯი; • ანთების სანთლების ხარჯი; • ძრავის ღვედის ხარჯი, ასეთის არსებობის შემთხვევაში; • მწარმოებლის რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა ხარჯები; • საწვავის ხარჯი (შერეული წვის პირობებში) საპსპორტო მონაცემებით. ავტომანქანის შესყიდვის დროს საწვავის ხარჯის დაანგარიშება მოხდება შესაბამისი რაოდენობის ნამრავლით ერთი ლიტრი საწვავის პირობით ფასზე, რომელიც ტოლია 1-ის; 150 000 კილომეტრზე ფლობის ღირებულების ფარგლებში მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს მიაწოდოს ხუნდები საჭიროების შემთხვევაში წინა სულ მცირე შვიდჯერ, ხოლო უკანა სულ მცირე ოთხჯერ; ხუნდების ყოველი შემდგომი შესყიდვა ანაზღაურებული იქნება შემსყიდველის მიერ არა დადგენილი ფლობის ღირებულების ფარგლებიდან, არამედ ავტოტექმომსახურების დამატებით გაფორმებული ხელშეკრულების გათვალისწინებით; შემოთავაზებული ავტომობილები უნდა იყოს ახალი, მარცხენა საჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი, ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული. შემოთავაზებული ფასი უნდა მოიცავდეს ყველა ხარჯს (იმპორტირების ხარჯი, განბაჟების ხარჯი, ავტომანქანის შემსყიდველზე გადაფორმების ხარჯი, სახელმწიფო სანომრე ნიშნების ხარჯი) და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს. მიმწოდებელი ვალდებულია, უსასყიდოდ განახორციელოს დადგენილი ფლობის ფარგლებში იმ კომპონენტების შეცვლა ან/და მომსახურება, რომელიც არ იქნება გათვალისწინებული ფლობის ღირებულებაში. აღნიშნულ კომპონენტებში არ შედის საწრაფცვეთადი ნაწილები (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურევაბი, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი). გამარჯვებულ პრეტენდენტთან წინამდებარე ტენდერის საფუძველზე გაფორმდება მხოლოდ ავტომობილის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, ხოლო სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული თანმდევი საგარანტიო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას შემსყიდველი დამატებით გამარტივებული შესყიდვის ფორმით გააფორმებს პრეტენდენტთან. მიმწოდებელ სუბიექტებს შეუძლიათ, შეთავაზებისას გააუმჯობესონ მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები (გაუმჯობესებულ ვარიანტად ჩაითვლება ცხენის ძალის ზრდა, ავტომატური გადაცემათა კოლოფის შეთავაზება, მექანიკური კოლოფის შემთხვევაში, 5 საფეხურზე მეტი გადაცემის შემთხვევა, საწვავის ტიპი − ჰიბრიდი), მაგრამ აღნიშნული არ წარმოადგენს მონაწილის უპირატესობას და ყველაზე დაბალი ფასისა და შესყიდვის დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში მყოფი პრეტენდენტი ცხადდება გამარჯვებულად შესაბამისი პროცედურის დაცვით.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
შესყიდვის ობიექტის მოწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 (ასოცი) კალენდარული დღის ვადაში. საგარანტიო-სერვისული მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს საგარანტიო პერიოდის განმავლობაში.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
მიმწოდებელი ვალდებულია, თავად უზრუნველყოს, ავტომობილის შემსყიდველის სახელზე გადაფორმება, შესყიდვის ობიექტის მოწოდებასთან, ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ყველა სახის ხარჯის ანაზღაურება სრულად (მათ შორის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადები, იმპორტირების, განბაჟებისა და სახელმწიფო რეგისტრაციის, შემსყიდველის სახელზე გადაფორმება, სანომრე ნიშანი და სხვა), საქონლის მიწოდების ადგილია თბილისი, მიმწოდებლის მიერ მოთხოვნილი ადგილი.
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
შესყიდვის ობიექტზე გარანტია უნდა ვრცელდებოდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი,გადაცემათა კოლოფი), 3 წელი ან 150000კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება)სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი,ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდიჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი).
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
2.1.1.1. პრეტენდენტი ვალდებულია დანართი N2-ში მოცემულ შესაბამის გრაფაში მიუთითოს ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის მწარმოებელი ქვეყნის, მწარმოებლის, ავტომანქანის მარკის და მოდელის შესახებ. 2.1.1.2. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არ მიუთითებს მწარმოებელ ქვეყნას, მწარმოებელს, ავტომანქანის მარკას ან/და მოდელს დანართ N2-ში, პრეტენდენტი დაზუსტების გარეშე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. მწარმოებელი ქვეყნის, მწარმოებლის, ავტომანქანის მარკის და მოდელის შესახებ ინფორმაცია არ ექვემდებარება ცვლილებას და უნდა იყოს საბოლოო, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი ასევე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
2.3.1 მოთხოვნა პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ
2.3.1.1. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალების მწარმოებელი ქარხნის არანაკლებ 1 (ერთი) ავტორიზებული სერვის ცენტრი ქ. თბილისში. ზემოაღნიშნულის დადასტურების მიზნით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით.
2.7.1 მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ
პრეტენდენტი უნდა იყოს, შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალების ოფიციალური დილერი (იმპორტიორი) საქართველოს ტერიტორიაზე. ზემოაღნიშნულის დადასტურების მიზნით პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნით ან/და კანონმდებლობის შესაბამისად აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სათანადოდ სერტიფიცირებული პირის შესაბამისი დასკვნით (ასეთ შემთხვევაში, დასკვნას თან უნდა დაერთოს შესაბამისი სერტიფიკატის ასლი) ან/და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებით პრეტენდენტის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებით და ამავე ხელშეკრულების მიღება-ჩაბარების აქტით ან/და სასაქონლო ზედდებული ან/და ანგარიშფაქტურით (ინვოისით) ან/და საბაჟო დეკლარაციით, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
ეტაპობრივი ანგარიშსწორება არ განიხილება, - საბოლოო ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ავტოსატრანსპორტო საშუალების შემსყიდველის სახელზე გადაფორმების, მიღება-ჩაბარების აქტისა და ფინანსური დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ. - ანგარიშსწორების ვალუტა - ლარი.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და ფინანსური დოკუმენტების წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღეში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
რომან ჭანტურია, 595129237, roma.tchanturia@gmail.com
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
მთავრობის თანხმობის წერილი.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი