1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის ადმინისტრაციულ ერთეულში მდ.ჭანისწყალზე დაზიანებული ხიდის სრული დემონტაჟისა და მის ადგილას ახალი სამანქანე ხიდის მშენებლობის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურეობის შესყიდვა
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
იხილეთ ტექნიკური დავალება
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
1.4.1. მომსახურების მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში(ექსპერტიზის ჩათვლით) 1.4.2. პროექტირებას დაქვემდებარებულ თითოეულ კონკრეტულ ობიექტზე, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების მიწოდების ზუსტი ვადები, მათ შორის აუცილებლობის შემთხვევაში მომსახურების მიწოდების ცალკეული ეტაპები და ეტაპების შესრულების ვადები განისაზღვრება დეტალური ტექნიკური დავალებით რომელსაც მიმწოდებელს გადასცემს მუნიციპალიტეტი.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
1.5.1. მიმწოდებელი ვალდებულია გადასცეს შემსყიდველ ორგანიზაციას სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. 1.5.2. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს მხოლოდ ქართულ ენაზე. 1.5.3. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ეგზემპლიარების რაოდენობა: ა) საპროექტო დოკუმენტაცია _ 3 ეგზემპლიარი ბეჭდური ( A-4 ფორმატი); ბ) სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია _ 3 ეგზემპლიარი ბეჭდური (A-4 ფორმატი); გ) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის სრული ელექტრო (PDF და Excel ფაილები) ვერსია _ 1 CD/DWD დისკი; დ) საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია გადასცეს შემსყიდველ ორგანიზაციას საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის სამუშაო ელექტრონული ფაილები (MS Word, Excel, AutoCAD, ArchiCAD და სხვა). 1.5.4. საბოლოო (სრული) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარდგენილ უნდა იყოს შემდეგ მისამართზე: ქ. წალენჯიხა. სალიას ქ. N 5. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა;
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
1. პრეტენდენტს 2023 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადებამდე უნდა ქონდეს განხორციელებული არანაკლებ 90 000 ლარის ჯამური (საპროექტო) ღირებულების ხიდების მშენებლობა ან რეაბილიტაციის ან/და რეკონსტრუქციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება. 2. პრეტენდენტს 2023 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადებამდე 1 (ერთი) ხელშეკრულების ფარგლებში უნდა ქონდეს განხორციელებული არანაკლებ 22000 ლარის(ანალოგიური) (საპროექტო) ღირებულების, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება. 3.ანალოგიური ტიპის მომსახურებას მიეკუთვნება: ხიდების მშენებლობა, რეაბილიტაციის ან რეკონსტურქციის, ან მოდერნიზაციის. საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა. 4. ინფორმაცია გამოცდილების შესახებ წარმოდგენილი უნდა იყოს დანართი N3–ის შესაბამისად 5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, სატენდერო კომისია არ განიხილავს პრეტენდენტის მიერ გამოცდილების (სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის) დაკმაყოფილების მიზნით წარდგენილ დოკუმენტაციას, რომლითაც დგინდება ვალდებულებების შესრულების ფაქტი იმ ქვეყანაში, რომელთანაც საქართველოს არ აქვს დიპლომატიური ან სავაჭრო ურთიერთობა, ან მისი სახელმწიფოებრივი მოწყობიდან/რეჟიმიდან გამომდინარე, შეუძლებელია პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ინფორმაციის სისწორის გადამოწმება. 6. მომსახურების გამოცდილების დადასტურების მიზნით, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს(NAT,SPA,CMR და სხვა რეგისტრაციის ნომრები),იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი კერძო (შემსყიდველის) მიმართ გაწეულ მომსახურებს წარმოადგენს სავალდებულოა, საანგარიშო პერიოდში მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებები და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტების წარმოდგენა .
2.4.1 მოთხოვნა პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ
. მომსახურების მიწოდებისას მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ქვემოთ მოთხოვნილი კვალიფიკაციისა და საპროექტო სამუშაოების ჩატარების კუთხით გამოცდილების მქონე, შესაბამისი რაოდენობის ძირითადი სპეციალისტების ჩართვა. ამ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მიმწოდებელს მუდმივად უნდა ჰყავდეს აყვანილი სპეციალისტების შემდეგი მინიმალური რაოდენობა: ინჟინერი სპეციალობით არანაკლებ 3 წლის გამოცდილებით. 1 სპეციალისტი 2. თითოეულ ძირითად სპეციალისტზე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს: ა) პირადობის მოწმობის ასლი; ბ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) სპეციალისტის ბიოგრაფიული მონაცემები სატენდერო დოკუმენტაციის დანართით N5 გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, რომელიც ხელმოწერილი უნდა იყოს ძირითადი სპეციალისტი მიერ. დ) მიმწოდებელსა და სპეციალისტს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება რომლის მოქმედების ვადაც არ უნდა იყოს ნაკლები 2026 წლის 30 აგვისტო.. 3. საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების დროს უზრუნველყოს იმ სპეციალისტების წარმოდგენა რომელებიც ჩამონათვალში არ არის გათვალისწინებული. დამატებითი სპეციალისტების შესახებ ინფორმაცია, მიმწოდებელმა შესათანხმებლად უნდა წარუდგინოს მუნიციპალიტეტს. 4. საჭიროების შემთხვევაში მომსახურების დროულად დასრულების მიზნით მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ძირითადი სპეციალისტების რაოდენობის გაზრდა. ასევე, აუცილებლობის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაციის დასაბუთებული არგუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოს სპეციალისტ(ებ)ის ჩანაცვლება სხვა უფრო მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტებით. 5. ინფორმაცია სპეციალისტების შესახებ წარმოდგენილი უნდა იქნას დანართი N5-ის შესაბამისად
2.8.1 ქვეკონტრაქტორთან დაკავშირებული მოთხოვნები
. მიმწოდებელმა წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველ ორგანიზაციას მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში, ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულებების შესახებ და მიიღოს მისგან წერილობითი თანხმობა; 2. ქვეკონტრაქტორი კომპანია ან კომპანიები(ი.მ/ ფ.პ /შპს) არ უნდა იყვნენ რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“; 3. ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე წარმოდგენილი იქნას შემდეგი სახის ინფორმაცია: შესასრულებელი სამუშაოების დასახელება და ქვეკონტრაქტის ასლი; 4. სამუშაოების ნაწილის ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე გადაცემით მიმწოდებელი არ თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან. 5. ხელშეკრულების ფარგლებში ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულების ასლი უნდა წარედგინოს შემსყიდველ ორგანიზაციას.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
1. პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი დოკუმენტაციის ჩამონათვალი: ა) ფასების ცხრილი - იმ შემთხვევაში თუ ფასების ცხრილი არ იქნება წარმოდგენილი, ან წარმოდგენილი იქნება განფასების გარეშე, მისი დაზუსტების მოთხოვნა არ გამოიყენება, შესაბამისად განხორციელდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია შესყიდვის პროცედურებიდან. ფასების ცხრილის შევსების პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.3. პუნქტში ატვირთულ დოკუმენტში; ბ) სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტით განსაზღვრული პრეტენდენტის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები - ხელშეკრულებები და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები. გ) ინფორმაცია იმ ძირითადი სპეციალისტების შესახებ, რომლების ჩართული იქნებიან მომსახურების მიწოდების დროს. ძირითადი სპეციალისტების მიმართ დადგენილი მოთხოვნები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1. პუნქტში; 2. ფასი გამოსახული უნდა იყოს ლარში, რაც უნდა მოიცავდეს ტენდერით განსაზღვრული მომსახურების მიწოდებისთვის გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და მოსაკრებელს და მიმწოდებლისთვის გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, დღგ-ს გარეშე. სატენდერო წინადადების ფასის დაანგარიშებისას დადგენილი მოთხოვნები მოცემულია ხარჯთაღრიცხვაში, რომელიც ატვირთულია სატენდერო დოკუმეტაციის 1.3. პუნქტში; 3. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იყოს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის სხვა ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. დოკუმენტაციასთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტისას სხვაენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია; 4. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
4.1.3 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის გაუთვალისწინებლობის დასაბუთება
წინამდებარე ტენდერში არ იქნება მოთხოვნილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება, რადგან მომსახურების ღირებულების ძირითად კომპონენტს წარმოადგენს ინტელექტუალური ტიპის შრომის ანაზღაურება, რაც პოტენციურად შესაძლებელს ხდის აღნიშნული მომსახურების მიწოდება განხორციელდეს სავარაუდო ღირებულებაზე 20%-ით ნაკლებ ფასად.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
1. ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება იწარმოება უნაღდო ანგარიშსწორებისფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე. 2. საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება შესრულებული მომსახურების ზ.ტ.დ.სთან შესაბამისობაზე ექსპერტიზის დადებითი დასკვნის (აღნიშნული დასკვნ(ებ)ის ღირებულება უნდა დაფაროს მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით) წარმოდგენის შემდეგ. ექსპერტიზის დასკვნა გაცემული უნდა იყოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ (იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის გამცემი ორგანო არ იქნება სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო”, მიმწოდებელმა დამატებით უნდა წარმოადგინოს დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (აკრედიტაციის სფერო უნდა ფარავდეს მოთხოვნილ მომსახურებას)
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
შემსყიდველი ორგანიზაცია აუნაზღაურებს მიმწოდებელს გაწეული მომსახურების ღირებულებას, მიღება-ჩაბარების აქტისა და დამატებითი ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ბაჩანა ზარქუა, 599506170, tsalenjikha@procurement.gov.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
მომსახურების გაწევის პროცესში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელ პირთა მიერ გაცემული, როგორც ზეპირი ასევე წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება; 2. საკვლევაძიებო და საველე სამუშაოების განხორციელებამდე მიმწოდებელმა მინიმუმ ერთი დღით ადრე უნდა აცნობოს მუნიციპალიტეტს ან მის წარმომადგენელს (ზედამხედველს) რომლებიც დაესწრებიან აღნიშნულ პროცესებს. 3. ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „გამოცხადებულია“ მინიჭებიდან ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭებამდე, სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ ნებისმიერ მომხმარებელს უფლება აქვს სისტემაში არსებული „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით, მოითხოვოს სატენდერო პირობების კონკრეტული ჩანაწერის განმარტება. კითხვის დასმიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით განხორციელდება შესაბამისი განმარტება, რითაც შესაძლებელია იხელმძღვანელოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა. 4. ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტს, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების/ქმედების თაობაზე განმარტების მოთხოვნის უფლება აქვს ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „შერჩევა-შეფასება“ მინიჭებიდან ტენდერის სტატუსის „ხელშეკრულება დადებულია“ მინიჭებამდე. ასეთ შემთხვევაში შესაბამისი განმარტების გაკეთება განხორციედება გონივრულ ვადაში
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი