1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
ელექტრონული ტენდერის საშუალებით, 2026 წლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ,ქ.თბილისში, კრწანისის რაიონში მცხოვრები მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებისთვის, უფასო სასადილოს ბენეფიციარებისთვის, უსინათლო მოქალაქეებისთვის, ასევე ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისთვის 2960 სასაჩუქრე პაკეტის შეძენა.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით მისაწოდებელია სხვადასხვა საკვები პროდუქტით შევსებული 2960 ცალი სასაჩუქრე პაკეტი. პაკეტის შემადგენლობა ატვირთულია დანართის სახით (იხ. PDF ფაილი - სააღდგომო ნობათის შემადგენლობა), რომელიც მოთავსებული უნდა იყოს პლასტიკის (ბიოდეგრადირებადი) სახელურებიან თეთრ პარკში, ზომა არანაკლებ 60სმX100სმ, სმ სისქე არანაკლებ 50 მიკრონი. (არანაკლებ 25 კგ გამძლეობით) პარკზე დატანილი უნდა იყოს (დაპრინტული) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ლოგო და ბრენდირება მოლოცვის ტექსტით, ტექსტი და დიზაინი შემსყიდველთან შეთანხმებით. შესყიდვის ობიექტის მიწოდებას/დარიგებას მიმწოდებელი უზრუნველყოფს საკუთარი ხარჯებით, პროდუქტების გადასაზიდად ვარგისი სპეციალური სატრანსპორტო საშუალებით. შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტი უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა და არ უნდა შეიცავდეს სიცოცხლისთვის საშიშ ნივთიერებებს. პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებითა და ნორმებით“ განსაზღვრულ სანიტარულ მოთხოვნებს საკვები პროდუქციის დამუშავების ეტაპებზე და წარმოებაში პროდუქციის ახალი სახეობის ჩაშვების, მისი გადამუშავების, წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების, შესყიდვის, ქვეყანაში შემოტანისა და რეალიზაციის დროს. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს: ა) შესყიდვის ობიექტის ისეთი შეფუთვა, რომელიც დაიცავს მას დაზიანებისაგან დანიშნულების ადგილზე ტრანსპორტირების პროცესში; ბ) გაყინული პროდუქტის მიწოდების ადგილზე სათანადოდ შენახვა (გაყინულ მდგომარეობაში) საბოლოო გაცემამდე
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
მიწოდების ვადაა 2026 წლის 2 აპრილიდან 2026 წლის 07 აპრილის ჩათვლით
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
1. ქ. თბილისი რუსთავის გზატკეცილი №20; 2. ქ. თბილისი რუსთავის გზატკეცილი №265; 3. ქ. თბილისი სოფელი ფონიჭალა იეთიმ გურჯის ქ. №23 4. ქ. თბილისი ზემო ფონიჭალა კორპუსი №22; 5. ქ. თბილისი ორთაჭალის ქუჩა №36; 6. ქ. თბილისი გიორგი გურამიშვილის ქუჩა №6. მისაწოდებელი ნობათების რაოდენობა კონკრეტული მისამართების მიხედვით, მიმწოდებელს გადაეცემა ხელშეკრულების გაფორმების დროს. შესყიდვის ობიექტის მიწოდებას და ბენეფიციარებზე დარგებას მიმწოდებელი უზრუნველყოფს საკუთარი ხარჯებით. პროდუქტის დანიშნულების ადგილზე გადატანა უნდა განხორციელდეს პროდუქტების გადასაზიდად ვარგისი სპეციალური სატრანსპორტო საშუალებით.
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
სასაჩუქრე პროდუქტების ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს მიწოდებიდან არანაკლებ ერთი თვისა, გარდა შემდეგი პროდუქტებისა: კვერცხის, სააღდგომო პასკის და ტორტის მაგვარი ნამცხვრისა ,რომლის ვარგისიანობის ვადა არანაკლებ 15 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების ვადას;
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
2.1.1.1 პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში (დანართი N1) მიუთითოს შესყიდვის ობიექტის წარმოშობის ქვეყანა ან/და მწარმოებელი. 2.1.1.2 პრეტენდენტის მიერ 2.1.1.1 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
3.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის შესახებ
3.1.1.1. ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული ყველაზე დაბალი ფასის წარმომდგენი პრეტენდენტი (დისკვალიფიკაციის შემთხვევაში მომდევნო დაბალფასიანი პრეტენდენტი) ვალდებულია, უზრუნველყოს შემოთავაზებული საქონლის სრული პაკეტის ნიმუშის წარდგენა. 3.1.1.2. შესყიდვის ნიმუშის წარმოუდგენლობა (ან შეუსაბამობა) გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას (ნიმუში დაზუსტებას არ ექვემდებარება). 3.1.1.3. პრეტენდენტის გამარჯვების შემთხვევაში, შემსყიდველისთვის მიწოდებული საქონელი სრულად უნდა შეესაბამებოდეს (იდენტური უნდა იყოს) ტენდერზე წარმოდგენილი ნიმუშს.
3.1.2 შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 2 სამუშაო დღის ვადაში
3.1.3 შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ადგილი
ნიმუში წარმოდგენილი უნდა იქნას კრწანისის რაიონის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში ქ. თბილისი გ. გურამიშვილის №6
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში დაფიქსირებული ერთეულის ფასის და ჯამური ღირებულების ადეკვატურობა. ექსპერტიზის ან/და აუდიტის დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში დაფიქსირებული ერთეულის ფასით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 2 სამუშაო დღის ვადაში
6.1 მოითხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
5 პროცენტი
6.2 სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში მოითხოვება გარანტია
10 პროცენტი
6.3 გარანტიის მოქმედების ვადა
ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საქონლის მიწოდების ვადას.
6.4 გარანტიის პირობები
6.4.1 ტენდერში გამოყენებულ იქნება ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5-10% ოდენობით (თუ სახელშეკრულებო ღირებულება შეადეგენს 200000 ლარზე ნაკლებს მიმწოდებელს საბანკო გარანტიის წარმოდგენის ვალდებულება არ წარმოეშობა); 6.4.2 უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
თამარ მამისაშვილი, 557705205, tamar.mamisashvili15@gmail.com
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად. 2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. იმ შემთხვევაში თუ ტენდერში მონაწილე პირი უცხოეთის მოქალაქეა ან უცხოეთში რეგისტრირებული იურიდიული პირია, აუცილებელია წარმოდგენილ იქნას პირის ადმინისტრაციული ორგანოებიდან წარმოსადგენი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. 3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია ხელმოწერილი და/ან ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იქნას უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში, ატვირთული უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელმოწერისათვის გაცემული მინდობილობა. დამატებით პრეტენდენტმა უნდა ატვირთოს შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა ექსელის (Excel) და PDF ფაილის სახით. PDF ფაილი უნდა დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით. 4. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად. 5. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება. 6. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი