1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
2026-2027 წწ ბიუჯეტის ფარგლებში შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ობიექტების და მიმდებარე ტერიტორიების (ეზო) დასუფთავების მომსახურების შესყიდვა
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
- მომსახურეობა უნდა მოხდეს ტექნიკური პერსონალით დაკომპლექტებული ჯგუფის მიერ; - მომსახურე პერსონალი უნდა იყოს აღჭურვილი ყველა საჭირო ინვენტარით და სათანადო სპეციალური უნიფორმით, რომელსაც უნდა გააჩნდეს ორგანიზაციის ბრენდირებული ნიშანი და/ან წარწერა; - მიმწოდებელი ვალდებულია გამოყოს თანამშრომელი (ზედამხედველი/მენეჯერი) შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად; - ზედამხედველი/მენეჯერი ვალდებულია კოორდინაცია და ზედამხედველობა გაუწიოს ობიექტს და უშუალო კავშირი ჰქონდეს შემსყიდველთან მომსახურების პროცესში წარმოშობილ ყველა საკითხთან დაკავშირებით; - მომწოდებელი ვალდებულია ობიექტი სისტემატიურად უზრუნველყოს ჰიგიენური საშუალებებით (ობიექტზე უნდა იყოს ჰიგიენური საშუალებების მინიმუმ 2 კვირის მარაგი). - მიმწოდებლის მიერ შემსყიდველის ქონების დაზიანების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას აღნიშნული დაზიანება/მიყენებული ზიანი. - პრეტენდენტი ვალდებულია მომსახურების ერთეულის ფას(ებ)ი დააფიქსიროს (დაამრგვალოს) მეასედის სიზუსტით; - მომსახურების გაწევის სპეციფიკაცია და ტექნიკური დავალება იხილეთ ატვირთულ ფაილში.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
მომსახურების გაწევის ვადაა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 2027 წლის 31 მარტის ჩათვლით.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, დანართი N3-ით განსაზღვრულ მისამართებზე.
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე და ასევე მისი მოქმედების დასრულების შემდგომ, აღმოჩენილი ხარვეზის ან/და ნაკლის არსებობის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნიდან (სატელეფონო ან/და ელ. ფოსტის მეშვეობით) 1 (ერთი) კალენდარული დღის ვადაში გამოასწოროს ნაკლი, შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2023 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ 250000,00 (ორასორმოცდაათიათასი) ლარის ობიექტების და მიმდებარე ტერიტორიების (ეზო) დასუფთავების მომსახურების გაწევის გამოცდილება. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტები ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან/და აღნიშნული გაწეული მომსახურების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია;
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტს მოეთხოვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასასაბუთებლად პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ "ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან/და სხვა აკრედიტირებული პირის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო "ფასების ცხრილში" (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. 4.1.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
6.1 მოითხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
5 პროცენტი
6.2 სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში მოითხოვება გარანტია
10 პროცენტი
6.3 გარანტიის მოქმედების ვადა
ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდების საბოლოო ვადას.
6.4 გარანტიის პირობები
ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი რაც გულისხმობს, გარანტი იღებს ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გადაუხადოს ბენეფიციარს თანხა თუ პრინციპალმა არ შეასრულა ბენეფიციართან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ასევე, გარანტიის თანხა არ უნდა მცირდებოდეს შესრულებული სამუშაოების პროპორციულად.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში. ანგარიშსწორების ფორმა - უნაღდო.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
შემსყიდველი იღებს ვალდებულებას გადაუხადოს მიმწოდებელს მიღებული მომსახურების ღირებულება ეტაპობრივად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და თანმდევი დოკუმენტაციის (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა) გამოწერიდან/წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ია ქავთარაძე, 577593589, i.qavtaradze@mia.gov.ge qavtaradzeiaia@gmail.com
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იქნას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 10.1.2 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. 10.1.3 სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში. 10.1.4 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება. 10.1.5 პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის მიერ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის. 10.2 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები: 10.2.1 მომსახურების ხარჯთაღრიცხვა დანართი N1-ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან/და განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას). 10.2.2 ინფორმაცია მონაწილე პრეტენდენტი პირის მიერ 2023 წლის 01 იანვრიდან არანაკლებ 250000,00 (ორასორმოცდაათიათასი) ლარის ღირებულების შენობ(ებ)ის დალაგება-დასუფთავების მომსახურების გაწევის გამოცდილების შესახებ. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი. ან/და აღნიშნულის შესრულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი