1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
შპს ,,ხელვაჩაურის წყალი"-ს მიერ სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის დამხმარე სამშენებლო მასალების შესყიდვა.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1. მექანიკური ქურო (პლასტმასი) დ110მმ 20 ცალი 2. მექანიკური ქურო (პლასტმასი) დ90მმ 20 ცალი 3. მექანიკური ქურო (პლასტმასი) დ75 მმ 50 ცალი 4. მექანიკური ქურო (პლასტმასი) დ63მმ 100 ცალი 5. მექანიკური ქურო (პლასტმასი) დ50მმ 100 ცალი 6. მექანიკური ქურო (პლასტმასი) დ40მმ 100 ცალი 7. ფოლადის მუხლი დ152.4მმ 20 ცალი 8. ფოლადის მუხლი დ101.3მმ 30 ცალი 9. ფოლადის მუხლი დ76.3მმ 30 ცალი 10. ფოლადის მუხლი დ60.3მმ 50 ცალი 11. ფოლადის მუხლი დ48.3მმ 100 ცალი 12. ფოლადის მუხლი დ42მმ 200 ცალი 13. მილტუჩა (ფლანგი) დ60მმ 100 ცალი 14. მილტუჩა (ფლანგი) დ48მმ 100 ცალი 15. მილტუჩა (ფლანგი) დ42მმ 100 ცალი 16. მილტუჩა (ფლანგი) დ25მმ 100 ცალი
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
1. საქონლის მიწოდების ადგილი – ქ. ბათუმი, დიდაჭარის ქ. N23; 2. მიმწოდებელი საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს მიწოდებული საქონლის გადმოტვირთვას და შემსყიდველის მიერ მითითებულ ადგილზე დასაწყობებას; 3. საქონელი უნდა იყოს ახალი, ექსპლოატაციაში არმყოფი.
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
პრეტენდენტმა აუცილებლად უნდა მიუთითოს მოსაწოდებელი საქონლის წარმოშობის წყარო და მწარმოებელი იხ. დანართი N1-ფასების ცხრილი; შენიშვნა: „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად წარმოშობის წყაროსა და მწარმოებელის შესახებ ინფორმაცია არ ექვემდებარება დაზუსტებას.
2.7.1 მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ
პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს საქონლის ქარხანა-დამამზადებლის (მწარმოებლის) მიერ გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატი (Certificate of Conformity) ან/და ლაბორატორიული გამოცდის დოკუმენტაცია, რომლითაც უტყუარად დადასტურდება, რომ შესასყიდი პროდუქცია/საქონელი: 1. დამზადებულია სასმელი წყლის სისტემებში გამოსაყენებლად და მისი შემადგენელი მასალები უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის; 2. სრულად შეესაბამება სურსათის უვნებლობის საერთაშორისო ან/და ეროვნულ სტანდარტებს და განკუთვნილია საკვებ პროდუქტებთან (სასმელ წყალთან) უშუალო შეხებისათვის. 3. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული სერტიფიკატი/დოკუმენტი გაცემულია უცხოურ ენაზე, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მისი დედანი (ან ასლი) უცხოურ ენაზე, თანდართულ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებულ და ნოტარიულად დადასტურებულ ქართულ თარგმანთან ერთად. შენიშვნა: აღნიშნული დოკუმენტის/სერტიფიკატის წარმოდგენა სავალდებულოა. წინამდებარე მოთხოვნის შეუსრულებლობა ან დოკუმენტაციის არასრულყოფილად (მათ შორის, ნოტარიული თარგმანის გარეშე) წარმოდგენა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.“
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
პრეტენდენტის სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს ფასების ცხრილს (დანართი N1). შენიშვნა: ფასების ცხრილის (დანართი #1) წარმოუდგენლობა, ან მასში თუ არ იქნება მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის წარმოშობის წყაროს ან/და მწარმოებლის შესახებ, პრეტენდენტის სატენდერო წინადადების დაზუსტების განხილვა არ განხორციელდება და პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
თუ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობის შედეგად გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნის შემდეგ, მიმწოდებელმა უნდა დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, უნდა დასაბუთდეს შესაბამისი ორგანიზაციის საექსპერტო, აუდიტორული ან/და საშემფასებლო დასკვნით, რომელიც დაადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით, უნდა დასტურდებოდეს სატენდერო პირობებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების შესაძლებლობა, როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული სატენდერო წინადადების ფასთან (ფასების ცხრილის (განფასების) ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ფასების ცხრილის (განფასების) ერთეულ ღირებულებასთან მიმართებით (დოკუმენტიდან აუცილებელია იკვეთებოდეს მისაწოდებელი საქონლის ერთეულის ღირებულებების შესახებ ინფორმაცია). დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დაუსაბუთებლობა მითითებულ ვადაში ან ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტების შეუსაბამობა სატენდერო პირობებთან ან/და სატენდერო წინადადებასთან, გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ’’ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის #12 ბრძანების 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
- ანგარიშსწორება მიმწოდებელთან ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე გადარიცხვით, ანგარიშსწორების ვალუტა – ლარი. - ანგარიშსწორება მიმწოდებელთან მოხდება ფაქტიურად მოწოდებული საქონლის შესაბამისად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საანგარიშსწორებო დოკუმენტაციის (სასაქონლო ზედნადები ან/და ანგარიშაქტურა) წარმოდგენის შემდგომ.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღე.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
სოფიკო ქოქოლაძე, 577440464, khelvachauristskali.spa@gmail.com ტექნიკურ მახასიათებლებთან დაკავშირებით საკონტაქტო პირი : 595 95 85 90 თამაზ ახვლედიანი
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
1. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადების გათვალისწინებით. 2. პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ სატენდერო წინადადებაზე ან მის შემადგენელ დოკუმენტზე, უნდა იყოს შესრულებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და დასმული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპი. იგივე წესი უნდა იქნეს დაცული პრეტენდენტის მიერ სხვა, შემდგომი დოკუმენტების წარდგენის საჭიროების წარმოშობის შემთხვევაში (მაგალითად, დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია და სხვა). რაც შეეხება სატენდერო პირობებით მოთხოვნილ სხვა დამატებით ინფორმაციას, მაგალითად: შესაბამისი ორგანიზაციის საექსპერტო, აუდიტორული ან/და საშემფასებლო დასკვნა, მას დამატებით აღარ ესაჭიროება კვალიფიციური ხელმოწერა ან/და კვალიფიციური შტამპი, რადგან კანონმდებლობა არ მოითხოვს სისტემაში დოკუმენტის დამოწმებული ასლების ატვირთვას. 3. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება. 4. სატენდერო პირობების შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მიღების საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის #12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. 5. წინამდებარე შესყიდვა ხორციელდება ,,სახელმწიფო შესყიდვის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ წესის’’ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის #12 ბრძანების შესაბამისად.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი