1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტია 2026-2027-2028 წლების განმავლობაში დმანისის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი 50 000 ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურების გაწევა, ასევე, 2026-2027-2028 წელში დაწყებული და მრავალწლიანი სამშენებლო სამუშაოების საზედამხედველო მომსახურება სამუშაოების დასრულებამდე. მომსახურება გაწეულ უნდა იქნას შემდეგ სამუშაოებზე: გზები, წყალმომარაგება, ხიდები, შენობების მშენებლობა/რეაბილიტაცია, სკვერები, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების, ეზოების, ნაპირსამაგრი ნაგებობების (ჰიდროტექნიკური ნაგებობები), მდინარეების კალაპოტის ფორმირება; სპორტული მოედნები; მინი სტადიონები, საკანალიზაციო სისტემები, სანიაღვრე სისტემები; შემოღობვის სამუშაოები; გარე განათება; ვიდეოკონტროლის, სიგნალიზაციის (სხვა სუსტი დენების სისტემები);
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
იხ. ტექნიკური დავალება დანართი N3
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
ხელშეკრულების გაფორმებიდან- 2029 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
1. მომსახურების გაწევის ადგილია დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორია. 2. მომსახურების ფორისა და პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ იხილოთ ტექნიკური დავალება.
2.4.1 მოთხოვნა პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ
1. მიმწოდებელი ვალდებულია, მომსახურება უზრუნველყოს ყველა იმ დარგის სპეციალისტით, რომელთა კომპეტენციაც შეესაბამება კონკრეტული სამუშაოების ინსპექტირებას, აღნიშნულ მომსახურებასთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედი ნორმებისა და პირობების სრული დაცვით. 2. კონკრეტული პროექტის დაწყებამდე მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს შესაბამისი კვალიფიკაციისა და რაოდენობის სპეციალისტების შეთანხმება შემსყიდველთან, რომლებიც განახორციელებენ კონკრეტული პროექტის ზედამხედველობას.
2.7.1 მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ
1. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტი აკრედიტირებული უნდა იყოს სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ, ქვემოთ ჩამოთვლილ საზედამხედველო მომსახურების მიმართულებით: - ობიექტზე შესრულებული სამუშაოების ინსპექტირება (მათ შორის ფორმა N2-ის მიხედვით), - ობიექტის (1. სამრეწველო და სამოქალაქო შენობა-ნაგებობების, 3.გვირაბების; 4. ჰიდროტექნიკური ნაგებობების, 5. საავტომობილო გზების, 6. ელექტროქსელების და სისტემების (1000 ვ-მდე), 7. სუსტი დენების, 8. გათბობა-ვენტილაცია-კონდიცირების ქსელების და სისტემების, 9. წყალმომარაგების, კანალიზაციის, წყალარინების ქსელების და სისტემების) სამშენებლო სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობა-ინსპექტირება. - ობიექტის ხარჯთაღრიცხვის ინსპექტირება; - პროექტის საინჟინრო-ჰიდროლოგიური კვლევის/დასკვნის ინსპექტირება; - პროექტის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის/დასკვნის მოქმედ დოკუმენტებთან შესაბამისობის შეფასება/ინსპექტირება; - პროექტის არქიტექტურული ნაწილის მოქმედ დოკუმენტებთან შესაბამისობის შეფასება/ინსპექტირება; - პროექტის კონსტრუქციული ნაწილის (სამრეწველო და სამოქალაქო შენობა-ნაგებობების, ჰიდროტექნიკური ნაგებობების, ხიდების, საავტომობილო გზების) მოქმედ დოკუმენტებთან შესაბამისობის შეფასება/ინსპექტირება; - პროექტის საინჟინრო ქსელების: ელ. მომარაგება 1000 ვ-მდე და მათი ტექნოლოგიური ნაწილის მოქმედ დოკუმენტებთან შესაბამისობის შეფასება/ინსპექტირება; - პროექტის საინჟინრო ქსელების: სუსტი დენების და მათი ტექნოლოგიური ნაწილის მოქმედ დოკუმენტებთან შესაბამისობის შეფასება/ინსპექტირება; - პროექტის საინჟინრო ქსელების: წყალმომარაგება, კანალიზაცია, წყალარინება და მათი ტექნოლოგიური ნაწილის მოქმედ დოკუმენტებთან შესაბამისობის შეფასება/ინსპექტირება; - პროექტის საინჟინრო ქსელების: ვენტილაცია, კონდიცირება, გათბობა და მათი ტექნოლოგიური ნაწილის მოქმედ დოკუმენტებთან შესაბამისობის შეფასება/ინსპექტირება; 2. ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია, ქვეკონტარქტორთან ერთად ფარავდეს ყველა მოთხოვნილი მიმართულებით აკრედიტაციას - დასაშვებია, მონაწილე პრეტენდეტი არ იყოს აკრედიტირებული ყველა მოთხოვნილ სფეროში (უნდა იყოს აკრედიტირებული მოთხოვნილი ზედამხედველობის ტიპებიდან სულ მცირე ერთში მაინც), მაგრამ ქვეკონტრაქტორთან უნდა ერთად ფარავდეს სრულად მოთხოვნილ მიმართულებებს, აკრედიტაციის კუთხით. 3. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ გაცემული აკრედიტაციის მოწმობა შესაბამისი სფეროთი. 4. არარეზიდენტმა იურიდიულმა პირმა უნდა წარმოადგინოს სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის განკარგულება აკრედიტირებული პირის რეგისტრაციის თაობაზე და შესაბამისი რეგისტრირებული აკრედიტაციის სფერო.
2.8.1 ქვეკონტრაქტორთან დაკავშირებული მოთხოვნები
1. „ქვეკონტარქტორის შესახებ ინფორმაცია, მისი აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტები და ასევე წერილობითი თანხმობა (გამარჯვების შემთხვევაში ტენდერში ქვეკონტრაქტორად მონაწილეობაზე ან/და უკვე არსებული ხელშეკრულებები (მონაწილე პრეტენდენტსა და ქვეკონტრაქტორს შორის) , წარმოდგენილ უნდა იქნას სატენდერო წინადადებაში, ან/და შერჩევა-შეფასების ეტაპზე, დაზუსტების დროს. 2. ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში, ქვეკონტრაქტორზე წარმოდგენილი უნდა იქნას ქვეკონტრაქტორის დასახელება და მისამართი, შესასრულებელი სამუშაოების დასახელება. 3. ქვეკონტრაქტორი აკრედიტირებული უნდა იყოს სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ, იმ სფერო(ებ)ში, რომელთა შესრულებაც განსაზღვრული იქნება ქვეკონტრაქტით დანართი N6-ის შესაბამისად. 4. ქვეკონტრაქტორი კომპანია ან კომპანიები არ უნდა იყვნენ რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“; 5. ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე წარმოდგენილი იქნას შემდეგი სახის ინფორმაცია: შესასრულებელი სამუშაოების დასახელება და ქვეკონტრაქტის ასლი; 6. მომსახურების ნაწილის ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე გადაცემით მიმწოდებელი არ თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან. 7. ხელშეკრულების ფარგლებში ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულების ასლი უნდა წარედგინოს შემსყიდველ ორგანიზაციას. დანართი N6 - ქვეკონტრაქტორი
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
4.1.3 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის გაუთვალისწინებლობის დასაბუთება
წინამდებარე ტენდერში არ იქნება მოთხოვნილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება, რადგან მომსახურების ღირებულების ძირითად კომპონენტს წარმოადგენს ინტელექტუალური ტიპის შრომის ანაზღაურება, რაც პოტენციურად შესაძლებელს ხდის აღნიშნული მომსახურების მიწოდება განხორციელდეს სავარაუდო ღირებულებაზე 20%-ით ნაკლებ ფასად.
5.1.2 იურიდიული პირისთვის
(1) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან; (2) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ.
5.1.3 ინდივიდუალური მეწარმისთვის
(1) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან; (2) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ.
5.1.4 ფიზიკური პირისთვის
(1) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; (2) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის არარსებობის შესახებ.
5.1.5 ამხანაგობისთვის
უშუალოდ ამხანაგობისთვის: (1) ამონაწერი გადამხდელთა რეესტრიდან; (2) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ. ამხანაგობის წევრებისთვის: (1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (2) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ შენიშვნა: საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება, როგორც ამხანაგობის, ასევე მისი მონაწილეების შესახებ.
5.1.6 არარეზიდენტი პირისთვის
(1) არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, პრეტენდენტმა, 5.1.2 პუნქტის (1) და (2) ქვეპუნქტების გარდა დამატებით უნდა წარმოადგინოს თავისი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან გაცემული ცნობა (ცნობები) რომ არ ხორციელდება არარეზიდენტი იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. (2) არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემთხვევაში, პრეტენდენტმა, 5.1.4 პუნქტის (1) და (2) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები (ცნობები) უნდა იყოს დამოწმებული კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
5.1.7 წარმომადგენლობისთვის/ფილიალისთვის
იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმოს წარმომადგენელი ან/და ფილიალი საქართველოში, ვალდებულია ერთობლივად წარმოადგინოს, როგორც თავისი, ასევე სათაო კომპანიის 5.1.2 პუნქტის (1),(2) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
6.1 მოითხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
5 პროცენტი
6.2 სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში მოითხოვება გარანტია
10 პროცენტი
6.3 გარანტიის მოქმედების ვადა
30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების შესრულების ვადას.
6.4 გარანტიის პირობები
გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საბანკო ან სადაზღვევო დაწესებულების მიერ ეროვნულ ვალუტაში - ლარში, (ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ) შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული, დანართი N5-ში მოცემული პირობების შესაბამისად.
6.6.5 გარანტიის პირობები
გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საბანკო ან სადაზღვევო დაწესებულების მიერ ეროვნულ ვალუტაში - ლარში, (ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ) შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული, დანართი N5-ში მოცემული პირობების შესაბამისად.
7.1.1 წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობა და პირობები
1) მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია განხორციელდეს წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორება, ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 10%-ის ოდენობით, რაზეც წარმოდგენილი უნდა იქნეს სსიპ - საქართველოს ეროვნული ბანკის ან სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების ან სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ გაცემული წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის გარანტია; 2) წარმოდგენილი გარანტიის მოქმედების ვადა 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს მომსახურების გაწევის ვადას; 3) გარანტია უნდა იყოს უპირობო, გამოუხმობადი და შემსყიდველ ორგანიზაციას უნდა აძლევდეს უფლებას გარანტიის გამცემისგან, პირველივე მოთხოვნისთანავე, მიიღოს შესაბამისი თანხა; 4) წინასწარ მიღებული თანხა გამოყენებულ უნდა იქნეს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად; 5) წინასწარ გადახდილი თანხის გაქვითვა მოხდება პროპორციულად, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულების იმ პროცენტის ოდენობით, რა პროცენტული ოდენობითაც გაიცა ავანსი. ეტაპობრივი ანგარიშწორების შემთხვევაში, ანგარიშწორების ბოლო ეტაპზე წინასწარ გადახდილი თანხის გაქვითვა მოხდება იმ მოცულობით, რა მოცულობაც საჭიროა ავანსის სრულყოფილად გასაქვითად;
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
(1) სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურეობის ღირებულება განისაზღვრება ყოველ კონკრეტულ ობიექტზე, დადასტურებული (ზედამხედველის მიერ ხელმოწერილი შესრულებული სამუშაოების აქტი - ფორმა #2) შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ღირებულების იმ პროცენტის ოდენობით, რომელიც მიმწოდებელსა და შემსყიდველს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში იქნება განსაზღვრული. (2) იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულებამ არ შეადგინა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, შემსყიდველი ორგანიზაცია აუნაზღაურებს მიმწოდებელს მის მიერ ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ღირებულებას ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ფასების (პროცენტების) შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე მიმწოდებელს პრეტენზია არ უნდა გააჩნდეს აუთვისებელ მომსახურების მოცულობათა შესრულებაზე და მის გადახდაზე.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
(1) ანგარიშსწორებისათვის მიმწოდებელი ყოველ კონკრეტულ ობიექტზე წარუდგენს შემსყიდველს გაწეული საზედამხედველო მომსახურების მიღება-ჩაბარების ორმხრივ აქტს (წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი დამატებითი ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურა), რის საფუძველზეც შემსყიდველი აუნაზღაურებს მიმწოდებელს გაწეული მომსახურების ღირებულებას მიღება-ჩაბარების აქტისა და დამატებითი ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ეკა ციხელაშვილი, 599898890, tenderidmanisi2025@gmail.com
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად. 2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. იმ შემთხვევაში თუ ტენდერში მონაწილე პირი უცხოეთის მოქალაქეა ან უცხოეთში რეგისტრირებული იურიდიული პირია, აუცილებელია წარმოდგენილ იქნას პირის ადმინისტრაციული ორგანოებიდან წარმოსადგენი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. 3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია ხელმოწერილი და/ან ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იქნას უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში, ატვირთული უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელმოწერისათვის გაცემული მინდობილობა. 4. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად. 5. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება. 6. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით. 7. შესყიდვაში მონაწილე პირებმა (პრეტენდენტებმა) უნდა წარმოადგინონ შემდეგი ტექნიკური ინფორმაცია/დოკუმენტები: (1) ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა), დანართი N2-ის შესაბამისად; (2) პრეტენდენტის და ქვეკონტრაქტორის (ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში) სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ გაცემული სერტიფიკატები შესაბამის სფეროებში. (3) ინფორმაცია ქვეკონტრაქტორის მიერ შესასრულებელი სამუშაოების შესახებ (არსებობის შემთხვევაში), დანართი N6-ის შესაბამისად; 8. პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ფასების ცხრილი, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, საგარანტიო პირობები და ა.შ.). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით. აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა: • ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით; • გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთი ფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი