1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეების კვებით უზრუნველყოფის მომსახურების შესყიდვა.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
• მიმწოდებელმა, ხარისხის სრული დაცვით, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად უნდა უზრუნველყოს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეების კვებით მომსახურება სატენდერო დოკუმენტაციის 1.5 პუნქტის შესაბამისად. • მიმწოდებელმა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალსწინებული საკვების მომზადება უნდა განახორციელოს საქართველოში მოქმედი ნორმების სრული დაცვით და საკვების მომზადება უნდა განახორციელოს კვალიფიციურმა პერსონალმა; • მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მისაწოდებელი კერძების დამზადება, ახალი, მაღალხარისხიანი და ჯანსაღი პროდუქტებისგან, რომელთა ვარგისიანობის ვადა უნდა შეადგენდეს მთლიანი ვადის არანაკლებ 70%-ს; • მიმწოდებლის მიერ დამზადებული/მიწოდებული კვების პროდუქტები თავისი საგემოვნო თვისებებით უნდა შეესაბამებოდეს შესაბამის სტანდარტებს და უნდა იყოს საკვებად ვარგისი და ჯანმრთელობისთვის უვნებელი, რაზეც მიმწოდებელი პასუხს აგებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. კვების ორგანიზაცია, საქართველოში მოქმედი სანიტარულ–ჰიგიენური ნორმების სრული დაცვით. კერძების მომზადება უნდა განახორციელოს კვალიფიციურმა კადრმა, რომელსაც გავლილი უნდა ჰქონდეს სამედიცინო შემოწმება. • შემსყიდველმა პერიოდულად უნდა უზრუნველყოს განაცხადების გადაცემა გამოსაკვები კონტიგენტის შესახებ. • მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია კვების ობიექტის სანიტარულ–ჰიგიენური სამუშაოების ჩატარების შესახებ.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
მომსახურების გაწევის ვადა: 2026-2027 წწ პერიოდში - ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად - 2026 წლის 1 აპრილიდან/ხელშკრულების გაფორმებიდან 2027 წლის 31 მარტის ჩათვლით, შემსყიდველის მოთხოვნიდან 24 საათის განმავლობაში. შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად. მიმწოდებელმა, შემსყიდველის მოთხოვნიდან ერთჯერადად უნდა შეეძლოს არანაკლებ 25 და არაუმეტეს 250 კომპლექტის მიწოდება.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
• მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საკვები პროდუქტის მიწოდება შემდეგ მისამართებზე: ქარელის რაიონი (სოფ. გვერძინეთის ბლოკ საგუშაოგოები) და გორის რაიონი (ატენის ხეობის ბლოკ საგუშაგოები), შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში ხაშურის და კასპის რაიონები. შემსყიდველის მოთხოვნის შმთხვევაში მიწოდების ადგილი იქნება ცვალებადი. • 1 ცალი საკვების კომპლექტის დაფასოება უნდა მოხდეს ინდივიდუალურად. თითოეული სენდვიჩი კი დაფასოებული უნდა იყოს საკვები პროდუქტებისთვის განკუთვნილ ქაღალდის პაკეტში.
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
1.7.1.1 ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე და ასევე მისი მოქმედების დასრულების შემდგომ, აღმოჩენილი ხარვეზის ან/და ნაკლის არსებობის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებისთანავე (იმავე დღეს) გამოასწოროს ნაკლი, შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე. 1.7.1.2 მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მისაწოდებელი კერძების დამზადება, ახალი, მაღალხარისხიანი და ჯანსაღი პროდუქტებისგან, რომელთა ვარგისიანობის ვადა უნდა შეადგენდეს მთლიანი ვადის არანაკლებ 70%-ს.
2.3.1 მოთხოვნა პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ
* პრეტენდენტს საკუთრებაში ან სარგებლობაში უნდა გააჩნდეს საწარმო ფართი ან უნდა ჰყავდეს ქვეკონტრაქტორი, სადაც განახორციელებს საკვები პროდუქტების მომზადებას. რომლის დამადასტურებლად პრეტენდენტმა სისტემის საშუალებით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტი.
2.7.1 მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ
* მიმწოდებელი ორგანიზაციის თანამშრომელს, რომელიც კვების ბლოკში იქნება დაშვებული, მომსახურების გაწევის დაწყებამდე გავლილი უნდა ჰქონდეს სამედიცინო შემოწმება, ასევე ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში არანაკლებ სამ თვეში ერთხელ უნდა გაიაროს აღნიშნული შემოწმება განმეორებით. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ 3 დღის განმავლობაში მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი/დასკვნა, რომელშიც მითითებული იქნება რომ თანამშრომელი დაშვებულია კვების ობიექტზე სამუშაოდ. * ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ 3 დღის განმავლობაში მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული დასკვნა, ამასთან მიმწოდებელმა არანაკლებ თვეში ერთხელ უნდა უზრუნველყოს დეზინფექციის, დეზინსექციის და დერატიზაციის ჩატარება და შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს აღნიშნული დოკუმენტების წარმოდგენა. * ხელშეკრულების მოქმედების პერიოდის განმავლობაში ინსპექტირების ჩატარებისას მიმწოდებელმა ხელი უნდა შეუწყოს შემსყიდველს და მიაწოდოს ყველა საჭირო დოკუმენტი.
2.8.1 ქვეკონტრაქტორთან დაკავშირებული მოთხოვნები
ქვეკონტრაქტორ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს: ა) მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებ(ები)ა (წარმოდგენილ ხელშეკრულებაში, ხელშეკრულების საგანში გარკვევით უნდა იკითხებოდეს (ტექსტის შინაარსიდან ირკვეოდეს) შესყიდვის ობიექტის ტიპები: ამასთანავე, სავალდებულოა რომ ხელშეკრულების მოქმედების (შესრულების) ვადა იყოს არანაკლებ 2027 წლის 31 მარტისა. ბ) ქვეკონტრაქტორ(ებ)ის საწარმო ფართის საკუთრების და/ან სარგებლობის უფლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია (განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი). ამასთან, თუ საწარმო ფართი მეიჯარეს აქვს იჯარით, იჯარის ვადა შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრული უნდა იყოს არაუადრეს 2027 წლის 31 მარტისა. ამასთან, საწარმო ფართის იჯარის შემთხვევაში უნდა იქნას წარმოდგინილი როგორც იჯარის ხელშეკრულება და განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი, ასევე ყველა ის დოკუმენტი რომლითაც დადასტურდება, მეიჯარის უფლებამოსილება ქონების იჯარით გადაცემის თაობაზე. შენიშვნა: მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს წინამდებარე ტენდერის გამოცხადების შემდგომი თარიღით განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
2.9.1 პრეტენდენტის მიერ, წარმოდგენილ პრეისკურანტში (დანართი N1) მითითებული ერთეულის ფასები არ უნდა აღემატებოდეს შემსყიდველის მიერ პრეისკურანტის შესაბამის გრაფაში მითითებულ ერთეულის სავარაუდო მაქსიმალურ ზღვრულ ფასებს. 2.9.2 პრეტენდენტის მიერ შერჩევა-შეფასების ეტაპზე წარმოდგენილ დაზუსტებულ პრეისკურანტში რომელიმე პოზიციის ერთეულის ფასების გაზრდა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. 2.9.3 პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად პრეისკურანტის საერთო ფასის შემცირების შემთხვევაში, ფასთა კლება პროცენტულად და პროპორციულად უნდა აისახოს პრეისკურანტის მოცემული ჩამონათვალის ერთეულის ფასებზე, თუ ერთეულის ფასები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადად, პრეტენდენტი ვალდებულია აღნიშნული ფასები შეამციროს და კლებადობით დაამრგვალოს მეასედამდე, შესაბამისად შეამციროს პრეისკურანტის ჯამური ღირებულებაც (როგორც სატენდერო წინადადების წარდგენის ეტაპზე ასევე დაზუსტების არსებობის შემთხვევაში). 2.9.4 პრეტენდენტის მიერ, „წინადადების მიღება დასრულებულია“ ეტაპზე, სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ის (პრეისკურანტის) წარმოუდგენლობა ან არსებითად შეუსაბამო დანართი N1-ის (პრეისკურანტის) წარმოდგენა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას აღნიშნულ ტენდერში 2.9.5 პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს, ინფორმაცია სსაწარმო ფართის მისმართების შესახებ, (შესაბამისი მისამართების მითითებით). 2.9.6 იმ შემთხვევაში, თუ საწარმო ფართი წარმოადგენს პრეტენდენტის საკუთრებას პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს: ა) შემოთავაზებული საწარმო ფართის საკუთრების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია (განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი). 2.9.7 იმ შემთხვევაში, თუ საწარმო ფართი პრეტენდენტს აქვს სარგებლობის უფლებით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს: ა) იჯარის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც იჯარის ვადა უნდა იყოს არაუადრეს 2027 წლის 31 მარტისა. ბ) ყველა ის დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება, მეიჯარის უფლებამოსილება ქონების იჯარით გადაცემის თაობაზე (განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი და ა.შ.).
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო პრეისკურანტში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე პრეისკურანტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა. 4.1.1.2 დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
6.1 მოითხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
5 პროცენტი
6.2 სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში მოითხოვება გარანტია
10 პროცენტი
6.3 გარანტიის მოქმედების ვადა
ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს წინამდებარე ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის საბოლოო ვადას
6.4 გარანტიის პირობები
ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი რაც გულისხმობს, გარანტი იღებს ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გადაუხადოს ბენეფიციარს თანხა თუ პრინციპალმა არ შეასრულა ბენეფიციართან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ასევე, გარანტიის თანხა არ უნდა მცირდებოდეს შესრულებული სამუშაოების პროპორციულად.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ მოხდება ფაქტობრივად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის მიხედვით. მიღება–ჩაბარების აქტისა და შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში) წარმოდგენის შემდეგ არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში. თუ ანგარიშსწორების განხორციელების ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ ანგარიშსწორება განხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
მაკა ზუბაშვილი, 595089191, m.zubashvili@gmail.com ტექნიკურ საკითხებზე ამავე განყოფილების სპეციალისტი იზა გოგიძე 514 188 844.
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იქნას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 10.1.2 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. 10.1.3 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. 10.1.4 სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში. 10.1.5 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება. 10. 1. 6 პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის. 10.2 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები: 10.2.1 მომსახურების პრეისკურანტი (დანართი N1), (პრეისკურანტის წარმოუდგენლობა ან/და განუფასებელი პრეისკურანტის წარმოდგენა, დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდეტის დისკვალიფიკაციას).
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი