1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეძენა.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოფს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა საპროექტო დავალების შესაბამისად, საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმების და სტანდარტების დაცვით. საპროექტო (ტექნიკური) დავალება თითოეული ობიექტისთვის იხილეთ მიმაგრებულ ფაილში. შესყიდვის ობიექტების ზოგადი საპროექტო დავალება: 1. განმარტებითი ბარათი; 2. სიტუაციური გეგმა, სათანადო დეტალიზაციით; 3. სქემატური ნახაზები (საჭიროების მიხედვით); 4. მშენებლობის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა საბაზრო ფასებით და სამშენებლო რესურსების ფასთა კრებულის მიხედვით; 5. მშენებლობის ორგანიზაცია (სამუშაოთა შესრულების ტექნოლოგიური სქემები, კალენდარული გრაფიკი, შრომის უსაფრთხოების ღონისძიებები და სხვა); 6. დაპროექტების პროცესში თითოეული ობიექტის გადაწყვეტა უნდა შეთანხმდეს დამკვეთთან; 7. დაპროექტების პროცესში, ტექნიკური დავალებით გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო საპროექტო დოკუმენტაციაში საჭირო ცვლილებების შეტანა დამკვეთთან შეთანხმებით; 8. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია დამზადებული უნდა იყოს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებით და სტანდარტებით. 9. საპროექტო დოკუმენტაცია უნდა მომზადდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით; 10. მიმწოდებელი ვალდებულია გადასცეს შემსყიდველს სრული საპროექტოსახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, 5 ეგზემპლარად და მისი შესაბამისი ელექტრონული ვარიანტი. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ელექტრონულ ვერსიაში ტექსტური დოკუმენტაცია უნდა იყოს დაბეჭდილი შრიფტით Sylfaen, ხოლო ნახაზები უნდა იყოს PDF ფორმატში, ხარჯთაღრიცხვა კი Exсel-ის ფორმატით. ამასთანავე თითოეული ფაილის ოდენობა ზომით არ უნდა აღემატებოდეს 20 მეგაბაიტს. 11. საპროექტო დოკუმენტაციის მიწოდების ადგილია ქ. ქობულეთი, დავით აღმაშენებლის გამზირი #141. 12. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, ნებისმიერ დროს, მანამ სანამ არ განხორციელდება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით გათვალისწინებული სამუშაოები, განახორციელოს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ნებისმიერი სახის ცვლილება პროექტში, მათ შორის ხარჯთაღრიცხვის გადაფასება ახალ ფასებთან მიმართებით.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
მომსახურების გაწევის ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღე.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
მიმწოდებელი ვალდებულია გადასცეს შემსყიდველს სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, 5 ეგზემპლარად და მისი შესაბამისი ელექტრონული ვარიანტი. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ელექტრონულ ვერსიაში ტექსტური დოკუმენტაცია უნდა იყოს დაბეჭდილი შრიფტით Sylfaen, ხოლო ნახაზები უნდა იყოს PDF ფორმატში, ხარჯთაღრიცხვა კი Exсel-ის ფორმატით. ამასთანავე თითოეული ფაილის ოდენობა ზომით არ უნდა აღემატებოდეს 20 მეგაბაიტს. საპროექტო დოკუმენტაციის მიწოდების ადგილია ქ. ქობულეთი, დავით აღმაშენებლის გამზირი N141.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
1. პრეტენდენტს 2023 წლის 01 იანვრიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდში შესრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის, კერძოდ, არანაკლებ 40 000 (ორმოცი ათასი) ლარის ღირებულების შენობის მშენებლობა/რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება. 2. საანგარიშო პერიოდი მოიცავს: 2023 წლის 01 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების თარიღამდე პერიოდს. 3. ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოებს მიეკუთვნება: შენობის მშენებლობა/რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება. 4. პრეტენდენტის მიერ, საანგარიშო პერიოდში, ფაქტობრივად შესრულებული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების გამოცდილების შესახებ ინფორმაციად წარმოდგენილი უნდა იქნას შემდეგი: 4.1. 4.1. მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების ასლი და გაფორმებული (გამოცემული), დამკვეთის მიერ დადასტურებული, მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი მათ შორის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტიც რომლითაც დადასტურდება ფაქტობრივად შესრულებული, ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების ღირებულება. არსებობის შემთხვევაში აღნიშნულ დოკუმენტებს თან უნდა ერთვოდეს, სამუშაოების შესრულების აქტები (ფორმა N2). იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი გამოცდილების სახით წარმოადგენს არასახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებსა და მათი შესრულების დოკუმენტაციას, გარდა 4.1 პუნქტით მოთხოვნილი დოკუმენტაციისა, პრეტენდენტი ვალდებულია დამატებით წარმოადგინოს აღნიშნულ სამუშაოებზე დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ქსეროასლები ან/და ამ ხელშეკრულების ფარგლებში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები (საბანკო ან/და სალაროს ქვითრები). ამასთან სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ქვეკონტრაქტორობის შემთხვევაში, პრეტენდენტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს ძირითადი ხელშეკრულება (რის საფუძველზეც დაიდო ქვეკონტრაქტი) და ამ ხელშეკრულებაში მითითებული ქვეკონტრაქტორთან დაკავშირებული მოთხოვნების შესაბამისი დოკუმენტები ( შეტყობინება, ან/და თანხმობა ან/და % შეზღუდვა და სხვა( ხელშეკრულებაში ასეთის მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში.ასევე ქვეკონტრაქტორის შემთხვევაში (მიუხედავად იმისა, თუ მერამდენე ქვეკონტრაქტორია), განხორციელებული სამუშაოები მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება გამოცდილებად, თუ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებულია ძირითად კონტრაქტორებს შორისაც, ამასთან, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს აღნიშნული აქტი, თუ იგი არ არის განთავსებული შესაბამისი შესყიდვის გვერდზე. ან/და 4.2 წარმოდგენილი უნდა იქნას სახელმწიფო შესყიდვის განცხადების ნომერები (მაგ, NAT; SPA; CMR და ა.შ.). 5. ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები რომლებიც შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მიერ, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ამ კითხვარის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია. 6. ამ კითხვარის 4.1 პუნქტით მოთხოვნილი ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების გამოცდილების დამადასტურებელი უცხო ენაზე გაფორმებული ხელშეკრულებები, პრეტენდენტს შეუძლია წარმოადგინოს შემოკლებული სახით, რომელიც, მინიმუმ უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: (ა) ხელშეკრულების დამდები მხარეები; (ბ) ხელშეკრულების საგანი (შესყიდვის ობიექტის დეტალური აღწერილობა, მაგ.:ტექნიკური დავალება ან სხვა მსგავსი დოკუმენტი, საიდანაც ნათლად უნდა იკვეთებოდეს შესყიდვის ობიექტის შინაარსი); (გ) ხელშეკრულების ღირებულება; (დ) ხელშეკრულების გაფორმების თარიღი, სამუშაოების შესრულების ვადები; (ე) მხარეთა ხელმოწერები.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
4.1.3 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის გაუთვალისწინებლობის დასაბუთება
შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს ინტელექტუალური მომსახურება.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
1. ანგარიშსწორება მიმწოდებელთან ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით. 2. ანგარიშსწორების საფუძველია მხარეების უფლებამოსილი პირების მიერ გაფორმებული მიღება–ჩაბარების აქტი და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტი (საჭიროების შემთხვევაში).
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ა) ნაწილობრივ ან/და სრულად, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, შემსყიდველის შესაბამისი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში; ბ) საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება, ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით, შესრულებული სამუშაოების შესახებ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტის (საჭიროების შემთხვევაში) წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ავთანდილ მეგრელიძე, 557290429, avto.megrelidze95@gmail.com
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – „სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად; 2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე, რომელშიც, თარგმანის სისწორე ან/და მთარგმნელის ხელმოწერის ნამდვილობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიული წესით; 3. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად; 4. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება; 5. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით. პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში (ხარჯთაღრიცხვა) მითითებული ერთეულისა და საერთო ფასები გამოსახოს და შესაბამისად გაინაგარიშოს ლარის მეასედის - თეთრების სიზუსტით (მძიმის შემდეგ ორი ციფრი); 6. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან ის წარმოდგენილი იქნება განუფასებლად (გარდა იმ შემთხვევისა, თუ წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა არ აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს); 7. შემსყიდველი უფლებამოსილია, ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე მოახდინოს მიმწოდებლის მიერ, ვალდებულების შესრულების კონტროლი; 8. პრეტენდენტი ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოსადგენ მის მიერ შექმნილ დოკუმენტებზე ან/და ინფორმაციაზე (გარდა excel-ის ფორმატის ფაილისა) შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი