1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
1.1.1. შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული, „TOYOTA"-ს და "LEXUS"-ის მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების შესყიდვა (სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალების გათვალისწინებით).
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1.2.1. სატენდერო დოკუმენტაციის 1.3. პუნქტში წარმოდგენილი პრეისკურანტით, შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული „TOYOTA"-ს და "LEXUS"-ს ავტომომანქანების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება. ელექტრონულ ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს შემდეგი სახის ტექ-მომსახურების გაწევა: • ავტოსატრანსპორტო საშუალებების პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური მომსახურება, მათ შორის სათადარიგო ნაწილების შეკეთება ან/და შეცვლა; • საცხებ–საპოხი მასალების შეცვლა; ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ტექ-მომსახურების გასაწევად ტექნიკური დოკუმენტაციით წარმოდგენილი საკუთრებაში და/ანსარგებლობაში და/ან ქვეკონტრაქტორ(ებ)ის (არსებობის შემთხვევაში) სერვის ცენტრ(ებ)ის (ადგილმდებარეობის მიხედვით) აღჭურვილი უნდა იყოსკომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატით, ზეთის შემცვლელი ვაკუუმური ბალონით, განშლადობის გასასწორებელი დანადგარით,ვულკანიზაციის დანადგარით, კონდიციონერის დასატუმბი აპარატით, ძრავის ამოსაღები ამწეებით, ავტო-ამწეებით და მომსახურების გაწევისთვისსაჭირო სხვა თანამედროვე აპარატურით და დანადგარებით. მიმწოდებელმა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, თითოეულ სერვის-ცენტრში (ადგილმდებარეობის მიხედვით) უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის წარმომადგენელთათვის თავისუფალი საოფისე ფართის გამოყოფა. სერვის-ცენტრებში დაცული უნდა იყოს ჰიგიენური ნორმები. ავტომანქანის დაზიანებული ნაწილი უნდა შეიცვალოს ახალი/არა მეორადი მაღალი ხარისხის სათადარიგო ნაწილით (გარდა პრეისკურანტით განსაზღვრული და შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი მეორადი ნაწილებისა). მომსახურების გაწევის პერიოდში, მიმწოდებლის ბრალეულობით ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში, მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ხარჯების სრულად ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს წინამდებარე ტენდერის სატენდერო პირობებით განსაზღვრული (პრეისკურანტი) ტექ-მომსახურების გაწევა ქ. თბილისში, ასევე რეგიონებში არსებულ, მის მიერ ტექნიკური დოკუმენტაციით წარმოდგენილ სერვის-ცენტრებში (ადგილმდებარეობის მიხედვით - მითითებულ მისამართზე). იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება ადგილზე ავტომანქანის შეკეთება შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ტრანსპორტის განყოფილების თანხმობის შემდეგ შესაძლებელი იქნება ავტომანქანის გადატანა ევაკუატორით, მიმწოდებლის ხარჯებით, მისივე ან სხვა სერვის-ცენტრში.( რომელიმე რეგიონის სერვის ცენტრიდან საჭიროების შემთხვევაში გადატანა ქ. თბილის-ში.) მიმწოდებელმა წინამდებარე ტენდერის ფარგლებში, მისი ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრულ სერვის-ცენტრებში უნდა უზრუნველყოს ერთდროულად ტექ-მომსახურების გაწევა შემდეგი რაოდენობის ავტომანქანებისათვის: - ქ. თბილისში (მითითებულ თითოეულ მისამართზე) - არანაკლებ 10 ავტომანქანა; - რეგიონებში (ადგილმდებარეობის მიხედვით - მითითებულ თითოეულ მისამართზე) - არანაკლებ 3 ავტომანქანა; სერვის-ცენტრებს უნდა გააჩნდეს საჭირო ფართი იმისათვის, რომ უზრუნველყოს ზემოაღნიშნული რაოდენობების ფარგლებში შემსყიდველის ავტომობილების განთავსება ბოქსებში ან/და შესაბამის სადგომზე (დაცულ ტერიტორიაზე). სატრანსპორტო საშუალების ავტოსერვისში შეყვანისას, მიმწოდებელ ვალდებულია შეადგინოს ავტომანქანის სრული დათვალიერების აქტი (ყველა ხარვეზის მითითებით) და პროფორმა ინვოისი (ექსელის ფორმატში). პროფორმა იმავე ან მომდევნო დღეს, უნდა გადმოუგზავნოს შემსყიდველს ელ. ფოსტაზე (აგრეგატების რემონტის შემთხვევაში 3 კალედარულ დღეში) (დეფექტური აქტი ან პროფორმა ინვოისის დაგვიანებით მომზადების შემთხვევაში მიმწოდებელს დაერიცხება პირგასამტეხლო ყოველ ჯერზე 200 (ორასი) ლარის ოდენობით). მიმწოდებელმა ავტომანქან(ებ)ის ტექნიკური მომსახურება უნდა განახორციელოს მხოლოდ იმ პოზიციებზე, რომლებსაც დაადასტურებს შემსყიდველი ორგანიზაცია, საჭიროების და პრეისკურანტთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ. მიმწოდებელმა მოთხოვნის შემთხვევაში კონკრეტული მომსახურების დასრულების შემდეგ, იგივე ან მომდევნო დღეს, უნდა გადმოუგზავნოს საბოლოო ინვოისი ელ. ფოსტაზე. ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ქ. თბილისში და რეგიონებში შემოთავაზებული სერვის-ცენტრების ვიდეო-კამერებით აღჭურვა, რომლებიც საშუალებას მისცემს შემსყიდველს რეალურ დროში დააკვირდეს მუშაობის პროცესს (კამერების ხედვის არეალში მოქცეული უნდა იყოს ყველა "ბოქსი“) და ამასთან, არანაკლებ 30 დღიანი ჩანაწერის უზრუნველყოფა, რომლის მიწოდება შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა განხორცილდეს არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში. თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღმოჩნდება, რომ პრეისკურანტში არ არსებობს რომელიმე სახის სათადარიგო ნაწილი/საცხებ-საპოხი მასალა/მომსახურება, მიმწოდებელი ვალდებულია 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში მოიძიოს და შემსყიდველს შესთავაზოს აღნიშნული მომსახურება და დეტალი საბაზრო ფასებიდან გამომდინარე. „შემსყიდველს“ უფლება აქვს მიუთითოს „მიმწოდებელს“ საქართველოში აღნიშნულ ნაწილის შეძენის ადგილი, რაც იმოქმედებს საბაზრო ფასის დადგენაზე. აღნიშნული გასაწევი მომსახურების ერთეულის ფასი დადგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში სათადარიგო ნაწილის/საცხებ-საპოხი მასალის/მომსახურების ფასის შემსყიდველისათვის მიწოდების ვადები რეგულირდება დეფექტური აქტის მიწოდების ვადებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში შესაბამისი მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს მიმდინარე ხელშეკრულება, თუ მიმწოდებელზე გაგზავნილ იქნა ორი ან მეტი გამაფრთხილებელი წერილი, სადაც დაფიქსირებული იქნება მათ მიერ მომსახურების არაჯეროვნად ან ვადაგადაცილებით გაწევის შემთხვევები." შენიშვნა: ყველა ზემოაღნიშნული დოკუმენტი, მათ შორის, ავტომანქანის სერვის ცენტრში შეყვანისდამადასტურებელიდოკუმენტი,დეფექტურიაქტი, შესრულებელი სამუშაოების აქტი და ა.შ. უნდა იყოს ბეჭდვითი ფორმით, არ უნდა იყოსხელნაწერი.(გამონაკლისშემთხვევაშიდასაშვებია ხელნაწერიც)
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
1.4.1. მომსახურება უნდა განხორციელდეს 2026-2027 წლის პერიოდში - ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად - 2026 წლის 01 აპრილიდან/ხელშკრულების გაფორმებიდან 2027 წლის 31 მარტის ჩათვლით, შემდეგი პირობების გათვალისწინებით: ავტომობილების ტექნიკური მომსახურება გაწეული უნდა იქნას დაუყოვნებლივ, რიგგარეშედ. მომსახურებისას გაწევის ვადა თითოეულ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს: ა) სავალ ნაწილები - არაუმეტეს 2 (ორი) სამუშაო დღე. ბ) ტრანსმისია - არაუმეტეს 4 (ოთხი) კალენდარული დღე. გ) ელექტროობა - არაუმეტეს 3 (სამი) კალედარული დღე. დ). აგრეგატები - არაუმეტეს 8 (რვა) კალენდარული დღე. ე). თუ მომსახურება ეხება ძრავის და გადაცემათა კოლოფის კაპიტალურ რემონტს (აგრეგატის სრული დაშლა აწყობის შემთხვევაში როდესაც იცვლება სათადარიგო ნაწილების არანაკლებ 80%), მაშინ მომსახურების ვადა განისაზღვრება არაუმეტეს 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღით. ვ). სათუნუქე -სამღებრო სამუშაოები - მარტივი არაუმეტეს 5 (ხუთი) კალენდარული დღე, ხოლო რთული არუმეტეს 10 (ათი) კალენდრული დღე. ზ). სხვა დანარჩენი მომსახურება - არაუმეტეს 3(სამი) სამუშაო დღე. თ). თუ ავტომანქანის შეკეთებისას საჭირო გახდა დეფიციტური სათადარიგო ნაწილის (რომლის ყიდვაც მოცემული მომენტისათვის შეუძლებელია საქართველოს ტერიტორიაზე) გამოყენება შესაძლებელია მომსახურების გაწევის ვადა გაიზარდოს არაუმეტეს 30 (ოცდაათი)კალენდარულ დღემდე (რამოდენიმე დეფიციტური ნაწილის არსებობის შემთხვევაში უნდა მოხდეს მათი ერთობლივად შეკვეთა). "შენიშვნა: მიმწოდებელმა დეფიციტური ნაწილის შესახებ ინფორმაცია, ელ.ფოსტაზე უნდა აცნობოს შემსყიდველს 2 კალენდარული დღის ვადაში, ავტოსათადარიგო ნაწილის საქართველოს ფარგლებს გარეთ შეკვეთისას შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში 2 კალენდარული დღის ვადაში, წარმოდგენილი უნდა იქნეს შეკვეთის დამადასტურებელი დოკუმენტი (წინააღმდეგ შემთხვევაში მომსახურების გაწევის ვადა არ გაიზრდება).
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს შემდეგ ქალაქებში ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე არაუმეტეს 15 კმ-ის რადიუსში (გარდა ქ. თბილისისა): • ქ. თბილისი; • ქ. ქუთაისი • ქ. ბათუმი; • ქ. ფოთი. • ქ. თელავი • ქ. ახალციხე. • ქ. ზუგდიდი
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
1.7.1.1ექსპლუატაციის პირობების დაცვის შემთხვევაში (თუ არ აღინიშნება გარეგანი მექანიკური ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანება) მიმწოდებლის მიერ გაწეულ ტექ-მომსახურებზე, ახალ (არამეორად), შეკეთებულ და მეორად ნაწილებზე გარანტია უნდა ვრცელდებოდეს არანაკლებ 1 წელი (თუ პრეისკურანტში არ არის მითითებული განსხვავებული საგარანტიო პირობა (ვადა/გარბენი) (შენიშვნა: საგარანტიო ვადის შესახებ ინფორმაციის წარდგენისას პრეტენდენტი ვალდებულია დააკონკრეტოს საგარანტიო პერიოდი); 1.7.1.2.საგარანტიო პერიოდში, ავტომანქანის სათადარიგო ნაწილზე/გაწეულ მომსახურებაზე დეფექტის/ნაკლის/წუნის/ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე და ასევე, მისი მოქმედების დასრულების შემდგომ მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებისთანავე გონივრულ ვადებში (მაგრამ არაუმეტეს ხელშეკრულებით განსაზღვრული ანალოგიური მომსახურების ვადისა) ნაკლის/წუნის გამოსწორების მიზნით შეცვალოს იგი ახალი სათადარიგო ნაწილით, - შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე. ხოლო, საგარანტიო პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე მიმწოდებლის მხრიდან უარის თქმის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს ჩაატარებინოს ავტოტექნიკური ექსპერტიზა აკრედიტებულ საექსპერტო დაწესებულებაში-სათადარიგო ნაწილის/გაწეული მომსახურების ხარისხის/ვარგისიანობის/დაზიანების გამომწვევი მიზეზის დასადგენად, - შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე. აღნიშნულ შემთხვევაში ექსპერტიზის ჩატარების ვადად განისაზღვრება შემსყიდველის მიმართვიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღე. მიმწოდებლის მხრიდან საგარანტიო პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება. 1.7.1.3 მიმწოდებელი ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში, წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ელექტრო (კომპიუტერული) სისტემის დიაგნოსტიკა, კომპიუტერული სისტემის განულება (სბროსი) და სავალი ნაწილების შემოწმების მომსახურება გაუწიოს შემსყიდველს უსასყიდლოდ - როგორც ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე, ასევე საგარანტიო პერიოდის განმავლობაში.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
"ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2023 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ 430 000 (ოთხასოცდაათი ათასი) ლარის ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების გაწევის გამოცდილება, რომლის დამადასტურებლად პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს ტექ-მომსახურების გაწევის დამადასტურებელი შემდეგი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული გაწეული ტექ-მომსახურების ამსახველი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან/და შესრულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია."
2.3.1 მოთხოვნა პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ
2.3.1.1. პრეტენდენტს ტექ-მომსახურების გაწევის მიზნით სატენდერო წინადადებით/ტექნიკური დოკუმენტაციით წარმოდგენილი სერვისცენტრ(ებ)უნდა გააჩნდეს საკუთრებაში და/ან სარგებლობაში, დასაშვებია ქვეკონტრაქტორ(ებ)ის არსებობაც. შემოთავაზებული ყველა სერვის-ცენტრი (მ.შ. ქვეკონტრაქტორ(ებ)ის სერვის ცენტრ(ებ)ი) აღჭურვილი უნდა იყოს კომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატით, ზეთის შემცვლელი ვაკუუმური ბალონით, კონდიციონერის დასატუმბი აპარატით, განშლადობის გასასწორებელი დანადგარით, ვულკანიზაციის დანადგარით, ძრავის ამოსაღები ამწით, ავტო-ამწეებით (მათ შორის ქ. თბილისში არსებულ სერვის-ცენტრში უნდა გააჩნდეს არანაკლებ 10 ერთეული ავტო-ამწე,ხოლო რეგიონებში მინიმუმ 1 ერთეული ავტო-ამწე) და მომსახურების გაწევისთვის საჭირო სხვა თანამედროვე აპარატურით და დანადგარებით, რომლის დამადასტურებლად პრეტენდენტი ვალდებულია სისტემის საშუალებით წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია/დოკუმენტაცია: ა) ინფორმაცია საკუთრებაში და/ან სარგებლობაში არსებული შემოთავზებული სერვის ცენტრ(ებ)ის და / ან ქვეკონტრაქტორ(ებ)ის სერვის-ცენტრ(ებ)ის (მისამართების მითითებით) შესახებ და მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ (სერვის-ცენტრების მიხედვით და კონკრეტულ პოზიციაზე რაოდენობის მითითებით): ბ) იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს (ან მის ქვეკონტრაქტორ(ებ)ს) ,,წინადადებების მიღება დასრულებულია" ეტაპზე არ ექნება, შემსყიდველის მიერ განსაზღვრული მინიმალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ,,შერჩევა-შეფასების ეტაპზე" პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ხელშეკრულების გაფორმებიდან რა ვადაში მოხდება სერვის-ცენტრების აღჭურვა სატენდერო პირობებით გათვალისწინებული აპარატურით (აღნიშნული ვადა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 სამუშაო დღეს).
2.8.1 ქვეკონტრაქტორთან დაკავშირებული მოთხოვნები
2.8.1.1. ქვეკონტრაქტორ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს: ა) მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებ(ები)ა (წარმოდგენილ ხელშეკრულებაში, ხელშეკრულების საგანში გარკვევით უნდა იკითხებოდეს (ტექსტის შინაარსიდან ირკვეოდეს) შესყიდვის ობიექტის ტიპები: • ავტოსატრანსპორტო საშუალებების პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური მომსახურება, მათ შორის სათადარიგო ნაწილების შეკეთება ან/და შეცვლა; • საცხებ–საპოხი მასალების შეცვლა; • საჭიროების შემთხვევაში ევაკუატორით მომსახურება; ამასთანავე, სავალდებულოა რომ ხელშეკრულების მოქმედების (შესრულების) ვადა იყოს არანაკლებ 2027 წლის 01 აპრილისა. ბ) ქვეკონტრაქტორ(ებ)ის სერვის-ცენტრ(ებ)ის საკუთრების და/ან სარგებლობის უფლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია (განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი). ამასთან, თუ სერვის-ცენტრი მეიჯარეს აქვს იჯარით, იჯარის ვადა შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრული უნდა იყოს არაუადრეს 2027 წლის 01 აპრილისა. ამასთან, სერვის-ცენტრის იჯარის შემთხვევაში უნდა იქნას წარმოდგინილი როგორც იჯარის ხელშეკრულება და განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი. ასევე ყველა ის დოკუმენტი რომლითაც დადასტურდება, მეიჯარის უფლებამოსილება ქონების იჯარით გადაცემის თაობაზე. შენიშვნა: საჯარო რეესტრის ამონაწერის წარმოდგენისას პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს წინამდებარე ტენდერის გამოცხადების შემდგომი თარიღით განახლებული დოკუმენტი.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
2.9.1 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ მომსახურების გასაწევად შემოთავაზებული სერვის-ცენტრი წარმოადგენს პრეტენდენტის საკუთრებას პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს: ა) შემოთავაზებული სერვის-ცენტრის საკუთრების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია (განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი). 2.9.2 იმ შემთხვევაში, თუ სერვის-ცენტრი პრეტენდენტს აქქვს სარგებლობის უფლებით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს: ა) იჯარის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც იჯარის ვადა უნდა იყოს არაუადრეს 2027 წლის 01 აპრილისა. ბ) ყველა ის დოკუმენტი რომლითაც დადასტურდება, მეიჯარის უფლებამოსილება ქონების იჯარით გადაცემის თაობაზე (განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი და ა.შ.). შენიშვნა: მიმწოდებელმა - 2.9.1 და 2.9.2 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების საფუძველზე - უნდა წარმოადგინოს წინამდებარე ტენდერის გამოცხადების შემდგომი თარიღით განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი. 2.9.3. სატენდერო წინადადების ფასი: ა) პრეისკურანტის ღირებულება წარმოდგენილი უნდა იყოს 1.3 პუნქტში მოცემული პრეისკურანტის ჯამური ღირებულების მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს განცხადებაში მითითებული პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებისა და პრეისკურანტ(ებ)ის თითოეულ პოზიციაზე მითითებული სავარაუდო მაქსიმალური ერთეულის ფასისა. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. ბ) სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში. გ) ტენდერში ვაჭრობა გაიმართება სატენდერო განცხადებით განსაზღვრული პრეისკურანტის სავარაუდო სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებით; დ) პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად პრეისკურანტის საერთო ფასის შემცირების/კლების შემთხვევაში, ფასთა კლება პროცენტულად და პროპორციულად (უცვლელი პროცენტული მნიშვნელობით) უნდა აისახოს პრეისკურანტით განსაზღვრულ ყოველ კონკრეტულ პოზიციაზე. საბოლოოდ დაფიქსირებული ერთეულის ფასები უნდა დამრგვალდეს მეასედის სიზუსტით. 2.9.4. პრეტენდენტის მიერ შერჩევა-შეფასების ეტაპზე წარმოდგენილ დაზუსტებულ პრეისკურანტში რომელიმე პოზიციის ერთეულის ფასების გაზრდა აღნიშნულ პოზიციაზე სატენდერო პირობებით განსაზღვრულ ერთეულის სავარაუდო ფასთან მიმართებაში გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტს მოეთხოვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება, რაზეც ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასასაბუთებლად პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ "ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან/და სხვა აკრედიტირებული პირის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო პრეისკურანტში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე პრეისკურანტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში
6.1 მოითხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
5 პროცენტი
6.2 სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში მოითხოვება გარანტია
10 პროცენტი
6.3 გარანტიის მოქმედების ვადა
ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას (ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრება 2027 წლის 30 აპრილი).
6.4 გარანტიის პირობები
საბანკო ან სადაზღვევო დაწესებულების მიერ გაცემული, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გარანტია (რაც გულისხმობს, რომ გარანტი უპირობოდ, გამოუთხოვადად, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე კისრულობს საგარანტიო თანხის სრული ოდენობით ანაზღაურების ვალდებულებას მიმწოდებლის მიერ წინამდებარე ტენდერის ფარგლებში შემსყიდველთან გაფორმწებული ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე, შემსყიდველის პირველივე წერილობითი მოთხოვნის მიღებისთანავე არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში. ამასთან, გარანტიით გათვალისწინებული თანხები შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი მტკიცებულების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. საგარანტიო დოკუმენტში არ უნდა იყოს მითითებული, რომ საგარანტიო თანხა მცირდება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების (გაწეული მომსახურების ღირებულების) პროპორციულად. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაში მითითებულ უნდა იქნეს შესყიდვის კონკრეტული დასახელება, აღნიშნულ შესყიდვასთან დაკავშირებით ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებული განცხადების ნომერი და პრეტენდენტის საიდენტიფიკაციო კოდი.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
ანგარიშსწორება განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის, დათვალიერების აქტის, პროფორმა-ინვოისის, სამუშაოს შესრულების აქტის, ხარჯთაღრიცხვის (ინვოისი) და საგადასახადო ანგარიშფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში, წინამდებარე ტენდერით გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული ტექ-მომსახურების ანაზღაურება დაფინანსების წყაროს მიხედვით განხორციელდება შემდეგი ოდენობით: ა) სახელმწიფო ბიუჯეტი -20000.00 ლარი; ბ) საკუთარი სახსრები - 410000.00 ლარი; 01.04.2026 - 31.12.2026 პერიოდი - 2026 წლის საკუთარი სახსრებით 310000.00 ლარი და საბიუჯეტო სახსრებით 15000.00 ლარი. 01.01.2027 - 31.03.2027 პერიოდი - 2027 წლის საკუთარი სახსრებით 100000.00 ლარი და საბიუჯეტო სახსრებით 5000.00 ლარი.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
შემსყიდველი იღებს ვალდებულებას აუნაზღაუროს შემსრულებელს მომსახურების ღირებულება ეტაპობრივად, მომსახურების გაწევის შემდეგ კანონმდებლობის შესაბამისად ანაზღაურებისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
გოჩა გოგოლაური, 577025250, gogolauri@spd.ge spd@procurement.gov.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში პრეტენდენტის მიერ ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა იყოს წარმოდგენილი PDF ფაილის ფორმატში და მათზე უფლებამოსილი პირის მიერ შესრულებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტანმპით (გარდა სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 და 4.1.1 პუნქტებით მოთხოვნილი დოკუმენტებისა, ამასთან, აღნიშნული გამონაკლისი 2.2.1 პუნქტით წარმოსადგენ დოკუმენტებზე ვრცელდება მხოლოდ იმ დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, რომელზეც არ ვრცელდება „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნები (მაგ. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა). ტექნიკური დოკუმენტაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიალურად დამოწმებული შესაბამისი ქართულენოვანი თარგმანები. 10.1.2. პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადებით წარმოდგენილი საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს წინამდებარე სატენდერო პირობებით შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ხარჯებისა და გადასახადების გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეული ფასი წარმოდგენილი უნდა იქნას მხოლოდ ლარებში. 10.1.3. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება. 10.1.4. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი დოკუმენტები: ა) "ფასების ცხრილი" - პრეისკურანტი (აღნიშნული დოკუმენტის წარმოუდგენლობა ან განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას). ბ) სატენდერო დოკუმენტაციის 1.7.1, 2.2.1, 2.3.1, 2.8.1 (საჭიროების შესაბამისად - სერვისის გამწევი ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში) და 2.9 პუნქტების მოთხოვნებით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. გ) 4.1.1 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია - შემსყიდველის მოთხოვნის საფუძველზე, პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებით 20%-ით და მეტით ფასის კლების განხორციელების შემთხვევაში. 10.2. პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი