1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
თბილისის სალოკომოტივო შენობის სახელწოდებით დეპოს II საფეხური ძრავა/ვაგონური სამქრო-ეტაპ2-ის დემონტაჟის და ახალი შენობის მშენებლობის სამუშაოებისათვის საჭირო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების შესყიდვა
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
თბილისის სალოკომოტივო შენობის სახელწოდებით დეპოს II საფეხური ძრავა/ვაგონური სამქრო-ეტაპ2-ის დემონტაჟის და ახალი შენობის მშენებლობის სამუშაოებისათვის საჭირო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურება გასაწევ მომსახურებაზე განსაკუთრებული მოთხოვნები: 1. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სს „საქართველოს რკინიგზა“-ს ფილიალ „მგზავრთა გადაყვანა“-ს საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში ზესტაფონის ქ.N22ა-ში მდებარე თბილისის სალოკომოტივო შენობის სახელწოდებით დეპოს II საფეხური ძრავა/ვაგონური სამქრო-ეტაპ2-ის დემონტაჟის და ახალი შენობის მშენებლობისათვის საჭირო სამუშაოების მუშა პროექტის და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა. 2. განსახორციელებელი მომსახურება მოიცავს: 2.1. ქ. თბილისში ზესტაფონის ქ.N22ა-ში მდებარე შენობა-ნაგებობის სახელწოდებით დეპოს II საფეხური ძრავა/ვაგონური სამქრო-ეტაპ2-ის დემონტაჟის პროექტირებას (სადემონტაჟო შენობის ნახაზი იხილეთ დანართ N3-ში), უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით (სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს N005168925 დასკვნის საფუძველზე (იხ. დანართი N2)), რომელიც უნდა ითვალისწინებდეს; • ამოღებული მეორადი მასალების დასაწყობებას ადგილზე; • სამშენებლო ნარჩენების გატანას ნაგავსაყრელზე; 2.2. დემონტირებული შენობის ადგილზე ახალი შენობის მშენებლობის პროექტის შედგენას, არსებული შენობის ზომებით: დაახლოებით 40 კვ.მ. სიგრძე 8მ; სიგანე 5მ; სიმაღლე 5.2მ. პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს; • კედლების შელესვა და შეღებვა; • იატაკის და ჭერის მოწყობა; • ელექტროსამონტაჟო სამუშაოები; • კარ-ფანჯრის მონტაჟი; 2.3. სარეკონსტრუქციო ობიექტზე განსახორციელებელი სამუშაოებისათვის საჭირო ყველა შესაბამისი კვლევისა (მათ შორის გეოლოგიურ კვლევას, რომელსაც უნდა დაესწროს შემსყიდველის წარმომადგენელი) და გამოკვლევის ჩატარება; 2.4. სარეკონსტრუქციო ობიექტების არქიტექტურულ ნაწილს (დიზაინი და რენდერები (არანაკლებ 2 ალტერნატიული ვარიანტი)), რომელიც შეთანხმებული უნდა იქნას შემსყიდველთან, აღნიშნული შეთანხმების დროს მომსახურების განხორციელების ვადის ათვლა არ ჩერდება; 5. მიმწოდებელი ვალდებულია შეათანხმოს მშენებლობა და აიღოს დემონტაჟის ნებართვა შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებში (საჭიროების შემთხვევაში); 6. პროექტ(ებ)ი უნდა მოიცავდეს: საინჟინრო-გეოდეზიურ აზომვებს, საინჟინრო-გეოლოგიურ კვლევებს (საჭიროების შემთხვევაში), არქიტექტურულ, დიზაინერულ და კონსტრუქციულ ნაწილს, ელექტროტექნიკურ ნაწილს (განათების სისტემების მოწყობა), შენობა-ნაგებობის რკინაბეტონის კონსტრუქციების მოწყობას მოქმედი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული პარამეტრებით, შრომის უსაფრთხოების ნორმებს, სხვა ყველა საჭირო კვლევებს, სამუშაოთა ორგანიზაციის პროექტს, სამუშაო ადგილზე უზრუნველყოფილი უნდა იქნას შრომის პირობების შესატყვისობა მოქმედ სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებთან და წესებთან, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ნორმების დაცვას; 7. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შედგენილი უნდა იქნეს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმების, წესების და სხვა მოქმედი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის სტანდარტ(ებ)ის შესაბამისად; 8. სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია დამუშავებული უნდა იქნეს რესურსული მეთოდით მიმდინარე ფასებში СНиП IV-2-82 ნორმატიული ბაზის საფუძველზე და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N55 დადგენილების შესაბამისად; 9. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წერილობით უნდა იქნეს შეთანხმებული შემსყიდველთან; 10. თბილისის სალოკომოტივო შენობის სახელწოდებით დეპოს II საფეხური ძრავა/ვაგონური სამქრო-ეტაპ2-ის დემონტაჟის და ახალი შენობის მშენებლობისათვის საჭირო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ექსპერტიზის და საზედამხედველო ორგანოებთან შეთანხმების დროს წარმოქმნილი საპროექტო გადაწყვეტილებების კორექტირებას საპროექტო ორგანიზაცია ასრულებს დამატებითი ანაზღაურების გარეშე; 11. განხორციელებულ მომსახურებაზე საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისათვის მიმწოდებელმა შემსყიდველს უნდა წარუდგინოს: - საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დედანი 4 ეგზემპლიარად და CD დისკზე ჩაწერილი სამუშაო ფაილების ელექტრონული ვერსია PDF, EXСEL და DWG ფორმატში (აღნიშნულ ფორმატებთან ერთად, დასაშვებია სხვა ფორმატიც); - თბილისის სალოკომოტივო შენობის სახელწოდებით დეპოს II საფეხური ძრავა/ვაგონური სამქრო-ეტაპ2-ის დემონტაჟის და ახალი შენობის მშენებლობისათვის საჭირო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაზე სსიპ “ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიურო“-ს ან საქართველოში მოქმედი სხვა აკრედიტირებული ექსპერტიზის ბიუროს (ასეთ შემთხვევაში, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) დადებითი დასკვნა 1 ეგზემპლიარი დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 12. მომსახურების განხორციელების ვადაში საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის და შემსყიდველისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ოფიციალური წერილობითი მომართვის საფუძველზე მიწოდების შემდეგ, შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის გაფორმდება შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის გაფორმების შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაზე საექსპერტო დასკვნის მოპოვების მიზნით, დაუყოვნებლივ მიმართოს სსიპ “ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიურო“-ს ან საქართველოში მოქმედ სხვა აკრედიტირებულ ექსპერტიზის ბიუროს (ასეთ შემთხვევაში, წარმოდგენილ უნდა იქნას აღნიშნული ექსპერტიზის ბიუროს აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) და წარუდგინოს შემსყიდველს საექსპერტო დაწესებულებისთვის მიმართვის დამადასტურებელი დოკუმენტი, მიმართვიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში. როგორც პირველადი, ასევე, ყოველი შემდგომი ექსპერტიზის ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს. 13. მომსახურების მიღება განხორციელდება საექსპერტო ბიუროს მიერ გაცემული დადებითი დასკვნის შესაბამისად, რომლის საფუძველზე მხარეთა შორის გაფორმებულ იქნება მიღება-ჩაბარების აქტი. საექსპერტო ბიუროს მიერ დადებითი დასკვნის გაცემის შემთხვევაში, განხორციელებული მომსახურების შესრულების (მიღების) თარიღად ჩაითვლება შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღი. საექსპერტო ბიუროს მიერ უარყოფითი დასკვნის გაცემის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაერიცხება პირგასამტეხლო მომსახურების დასრულების ვადიდან საექსპერტო დაწესებულების მიერ დადებითი დასკვნის გაცემის დღემდე პერიოდზე, ექსპერტიზის როგორც პირველ, ისე შემდგომ პერიოდზე, სანამ მხარეთა შორის არ იქნება გაფორმებული მიღება ჩაბარების აქტი. ამ შემთხვევაში, მომსახურების შესრულების (მიღების) თარიღად ჩაითვლება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღი.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
მიმწოდებელმა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა და შემსყიდველისთვის მიწოდება უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
ქ. თბილისი, ზესტაფონის ქ. №22ა (თბილისის სალოკომოტივო დეპო)
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
პრეტენდენტს 2022 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს შენობის მშენებლობის და შენობის დემონტაჟის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების გაწევის გამოცდილება, რის დასადასტურებლადაც სისტემის მეშვეობით პრეტენდენტმა უნდა წარმოდგინოს შემდეგი დოკუმენტ(ებ)ი: ხელშეკრულებ(ები)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის სრულად შესრულების მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA). აგრეთვე, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს წარმოდგენილი ხელშეკრულებ(ებ)ის ფარგლებში გაცემული დადებითი სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი. შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი გამოცდილების სახით წარმოადგენს არასახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებსა (კერძო სამართლის სუბიექტთან გაფორმებული) და მათი შესრულების დოკუმენტაციას, პრეტენდენტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
პრეტენდეტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები: 1. ფასების ცხრილი დანართი N1-ის შესაბამისად (პუნქტი 1.3); - სასურველია პრეტენდენტის მიერ განფასება (ფასების ცხრილი) წარმოდგენილ იქნას „MS Excel“ ფორმატით; - პრეტენდენტის მიერ, „წინადადების მიღება დასრულებულია“ ეტაპზე, სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით განსაზღვრული დანართი №1-ის (ფასების ცხრილი) წარმოუდგენლობა ან დანართი №1-ის (ფასების ცხრილი) განუფასებლად წარმოდგენა, დაზუსტების მექანიზმის გამოყენების გარეშე გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. 2. გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები (პუნქტი 2.2.1). შენიშვნა: 1) სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი,ელექტრონულ სისტემაში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სავალდებულოა დამოწმებული/დადასტურებული იყოს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით. ამასთანავე, ხელმოწერა უნდა განხორციელდეს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა). გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატენდერო დოკუმენტაციის 2.9 პუნქტის პირველი ქვეპუნქტით მოთხოვნილი ფასების ცხრილი (დანართი N1), პრეტენდენტის მიერ სისტემაში წარმოდგენილი იქნება „MS Excel“-ის ფორმატში. 2) ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნტქით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ არარეზიდენტ მომხმარებლებზე (საქართველოს მთავრობის განკარგულება N24, 15.01.2021წ.). 2. წინადადების ფასი: 2.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – „სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად; 2.2 წინადადების ფასი გამოსახული და დაფიქსირებული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში (ელექტრონული ტენდერის შესაბამის ველში) საქართველოს კანონმდებლობით განსაზრვრული ყველა გადასახდელის გათვალისწინებით. წინადადების ფასი შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) მითითებული უნდა იქნეს დღგ-ს გარეშე. 2.3 ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას. 2.4 შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულების ღირებულებაში გათვალისწინებული იქნება წინადადების ფასის დღგ-ს შესაბამისი ოდენობა, თუ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის პრეტენდენტი არის დღგ-ს გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ გახდა დღგ-ს გადამხდელი სუბიექტი, დღგ-ს თანხის დამატებით გათვალისწინება ხელშეკრულების ღირებულებაში არ განხორციელდება); 2.5 გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება აშშ დოლარში, შემსყიდველის მიერ სისტემაში ატვირთული წერილობითი მოთხოვნით პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადების მიღების დასრულების დღეს ეროვნული ბანკის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად დაკორექტირებული ფასების ცხრილის (აშშ დოლარში) მიხედვით, ხოლო ანგარიშწორება განხორციელდება ეროვნულ ვალუტაში (რეზიდენტი პირების შემთხვევაში) მიღება-ჩაბარების დღეს ეროვნული ბანკის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.
4.1.3 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის გაუთვალისწინებლობის დასაბუთება
ვინაიდან აღნიშნული ტენდრით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტი არის ინტელექტუალური მომსახურება, რომლის შეფასების კრიტერიუმები და ფასწარმოქმნის დასაბუთების სტანდარტი რთული დასადგენია, სატენდერო კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია არ მოითხოვოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების დოკუმენტი, თუ ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
არ დაიშვება ეტაპობრივი ანგარიშსწორება
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება განხორციელდება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისთვის ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 საბანკო დღის ვადაში (იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი არ წარმოადგენს დღგ-ს გადამხდელს, ანგარიშსწორება განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 საბანკო დღის ვადაში).
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ელენა მურადოვა, 593144721, elena.muradova@railway.ge . სატენდერო კომისიის აპარატის უფროსი: მედეა ყანჩაველი ტელ: (995 32) 219-91-04; 558-99-85-66 მთავარი სპეციალისტი: ელენა მურადოვა ტელ: (995 32) 219-98-27; 593-14-47-21 მთავარი სპეციალისტი: კახა ბერძენიშვილი ტელ: (995 32) 219-97-75; 595-99-35-82 მთავარი სპეციალისტი: მარიამ ნადირაძე ტელ: (995 32) 219-91-04; 577-96-70-96 ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით არჩილ ლაბაძეს, ტელ.: 591-19-10-40
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
1. სხვა მოთხოვნა: 1.1 პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი სატენდერო წინადადება; 1. 2 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში (პუნქტი 8.1), რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად. 1.3 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების სხვა ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია; 1.4 ტენდერში მონაწილეობის მიღებით, პრეტენდენტი ადასტურებს მის თანხმობას ამ სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული პირობების შესრულებაზე, იმის მიუხედავად, შეიცავს თუ არა მისი სატენდერო წინადადება ასეთ თანხმობას/დადასტურებას. ამის საწინააღმდეგო ნებისმიერი დათქმა თუ ჩანაწერი პრეტენდენტის სატენდერო წინადადებაში ბათილია; 2. ინფორმაცია პრეტენდენტებისთვის: 2.1 შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთიანი ელექტრონული სისტემის კითხვა/პასუხის მოდულის მეშვეობით, პრეტენდენტის/მიმწოდებლის მოთხოვნის შემთხვევაში, განახორციელოს სატენდერო განცხადებასთან და დოკუმენტაცია/პირობებთან დაკავშირებით შესაბამისი დაზუსტება/განმარტება. 2.2 შემსყიდველ ორგანიზაციასა და მიმწოდებელს შორის ნებისმიერი მიმოწერა/შეტყობინების გაგზავნა ხდება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა/შეტყობინება სავალდებულო არ არის. მიმოწერა/შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი