1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის სამუშაო დროის აღრიცხვის ელექტრონული სისტემის (ბარათის წამკითხველები) მიწოდება თანმდევი მომსახურებით (მონტაჟი).
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
შესყიდვის ობიექტის მინიმალური ტექნიკური მახასიათებლები (ან „მსგავსი“, „ეკვივალენტური“) 1.2.1. ბარათის წამკითხველი - 65 კომპლექტი წვდომის კონტროლის სისტემის ქსელური კონტროლერ-წამკითხველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მინიმალურ მოთხოვნებს: 1.2.1.1. ბარათების ქსელური კომბინირებული წამკითხველ/კონტროლერი 1.2.1.1.1. უნდა კითხულობდეს არანაკლებ შემდეგ ტიპის ბარათებს: 125kHz EM და 13.56MHz MIFARE, MIFARE Plus, DESFire EV1 ან ეკვივალენტური ტექნოლოგიები; 1.2.1.1.2. ქსელური ინტერფეისი: TCP/IP; 1.2.1.1.3. ინტერფეისები: TCP/IP, RS485; 1.2.1.1.4.•RS485 კომუნიკაციისთვის უნდა ჰქონდეს OSDP (Open Supervised Device Protocol) პროტოკოლის მხარდაჭერა ან ეკვივალენტური უსაფრთხო კომუნიკაციის მექანიზმი.; 1.2.1.1.5. ავტონომიური მახსოვრობა: არანაკლებ 200 000 მომხმარებელი და არანაკლებ 1 000 000 მოვლენა; 1.2.1.1.6. პროცესორი: არანაკლებ 1.0 GHz; 1.2.1.1.7. მეხსიერება: არანაკლებ 4GB Flash და 64MB SDRAM; 1.2.1.1.8. შემავალი პორტები: არანაკლებ 2; 1.2.1.1.9. გამომავალი პორტები: არანაკლებ 1; 1.2.1.1.10. კვება: PoE მხარდაჭერა; 1.2.1.1.11. დაცვის კლასი: არანაკლებ IP65; 1.2.1.1.12. უნდა მუშაობდეს სერვერულ პროგრამულ უზრუნველყოფასთან ონლაინ რეჟიმში; 1.2.1.1.13. შემოთავაზებული მოწყობილობა უნდა იყოს სრულად თავსებადი დამკვეთის ორგანიზაციაში უკვე დანერგილ წვდომის კონტროლის სისტემასთან (BioStar 2 პლატფორმა) ან უნდა უზრუნველყოფდეს აღნიშნულ სისტემასთან სრულფასოვან ინტეგრაციას; 1.2.1.1.14. მოწყობილობა უნდა იყოს ახალი და ექსპლუატაციაში არ მყოფი. 1.2.1.2. ბარათების ქსელური კომბინირებული წამკითხველ/კონტროლერი 1.2.1.2.1.უნდა კითხულობდეს 125kHz EM და 13.56MHz MIFARE, MIFARE Plus, DESFire EV1 ან ეკვივალენტურ ბარათებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას (ID ბარათი); 1.2.1.2.2. მობილური იდენტიფიკაციის მხარდაჭერა: Android – NFC და BLE, iOS – BLE; 1.2.1.2.3. ინტერფეისი: RS485; 1.2.1.2.4. RS485 კომუნიკაციისთვის უნდა ჰქონდეს OSDP ან ეკვივალენტური მხარდაჭერა; 1.2.1.2.5. ხმოვანი ინდიკაცია (Multi-tone buzzer); 1.2.1.2.6. ვიზუალური ინდიკაცია (მრავალფერიანი LED); 1.2.1.2.7. ინდიკაციამ უნდა აჩვენოს მომხმარებლის ავტორიზაციის შედეგი; 1.2.1.2.8. საჭიროების შემთხვევაში უნდა მოყვებოდეს თავსებადი კვების ბლოკი; 1.2.1.2.9. მოწყობილობა უნდა იყოს ახალი და ექსპლუატაციაში არ მყოფი. 1.2.2. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს: • მოწყობილობების მიწოდება; • ფიზიკური მონტაჟი 56 ობიექტზე (თბილისის გარდა); • სისტემის პროგრამული კონფიგურაცია; • არსებულ ქსელურ ინფრასტრუქტურაში ინტეგრაცია; • სისტემის სრული გამართვა და ტესტირება; • მონტაჟისთვის საჭირო ყველა სახარჯი მასალის უზრუნველყოფა; • საჭიროების შემთხვევაში სამაგრებისა და დამხმარე კონსტრუქციების მოწყობა; • სისტემის ადმინისტრირების მოკლე ტექნიკური ტრენინგის ჩატარება დამკვეთის წარმომადგენლებისთვის - მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სისტემის სატესტო ექსპლუატაციაში გაშვება და დამკვეთის წარმომადგენელთან ერთად მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება. შენიშვნა : შემოთავაზებული ბარათების ქსელური კომბინირებული წამკითხველ/კონტროლერები სრულად თავსებადი უნდა იყოს სამინისტროში დანერგილ სისტემასთან Biostar 2-თან.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
მიწოდება/მონტაჟი/ინსტალაცია უნდა განხორციელდეს, ეტაპობრივად შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი რაოდენობის შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 50 კალენდარული დღის ვადაში.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს შესყიდვის ობიექტის მიწოდება და მონტაჟი საქართველოს მასშტაბით დანართ #2 - ში მითითებულ ლოკაციებზე.
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
1.7.1. მიმწოდებელი იძლევა გარანტიას, რომ შესყიდვის ობიექტი იქნება ახალი, დამზადებული ქარხნულად, საქონელი შეფუთული იქნება მწარმოებლის კოლოფში, კოლოფზე ქარხნულად დაბეჭდილი მოდელის (სერიული ნომერი/PartNumber...) მითითებით. შეფუთვის მთლიანობა არ იქნება დარღვეული. შემოთავაზებულ საქონელზე უნდა ვრცელდებოდეს გარანტია არანაკლებ 1 წელი. 1.7.2. შესყიდვის ობიექტის სრულფასოვანი ფუნქციონირების საგარანტიო ვადა განისაზღვრება ფასების ცხრილში, დანართი #1-ში მითითებული პოზიციების შესაბამისად. საგარანტიო ვადის ათვლა მოხდება საქონლის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან. საგარანტიო პირობებით განსაზღვრული მოთხოვნები, ძალაშია მთელი საგარანტიო ვადის განმავლობაში, მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვისა; 1.7.3. საგარანტიო პერიოდში ინსპექტირება ხორციელდება ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე, საქონლის მიღებისას, აგრეთვე მიღების შემდეგ, მათ შორის, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების არსებობის პერიოდში. 1.7.4.4. საქონლის მიღებისას ინსპექტირების პროცესში ქარხნული წუნი/ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შეცვალოს საქონელი ახლით წუნი/ხარვეზის დაფიქსირებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში. 1.7.4.5. საგარანტიო პერიოდში ექსპლუატაციის პროცესში, მექანიკური, უხარისხო ძაბვით და/ან არასწორი მოხმარებით გამოწვეული დაზიანების გარდა, წარმოქმნილი ხარვეზების არსებობის შემთვევაში, შემსყიდველი წერილობით ან/და ელექტრონული ფორმით აცნობებს მომსახურების გაწევის საჭიროების შესახებ „მიმწოდებელს“. „მიმწოდებელი“ მისი წარმომადგენლის მიერ, საკუთარი ხარჯებით (ტრანსპორტირების ჩათვლით) შეტყობინებიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა ახდენს რეაგირებას. საჭიროების შემთხვევაში ორი სამუშაო დღის ვადაში დგება დეფექტური აქტი, რომელიც მოიცავს შესასრულებელ სამუშაოებს და მათ ხანგრძლივობას. სერვის მომსახურება განხორციელდება არაუმეტეს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში თუ ასეთი პროდუქციისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილები მიმწოდებელს აქვს ადგილზე (საწყობში), წინააღმდეგ შემთხვევაში დეფექტური აქტით განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღისა. 1.7.6. იმ შემთხვევაში თუ საქონელი არ ექვემდებარება შეკეთებას ან/და ვერ მოხერხდა ნივთის შეკეთება მიმწოდებლის მიერ, ამასთანავე შეკეთებიდან 1 თვეში გამოვლინდა იგივე დეფექტი ან საგარანტიო ვადის განმავლობაში იგივე დეფექტი გამოვლინდა 3 ჯერ, უნდა მოხდეს აღნიშნული ნივთის შეცვლა. 1.7.7. ნივთის შეცვლა ხდება ხარვეზის აღმოჩენიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის განმავლობაში, იგივე ან უკეთესი მახასიათებლების ტექნიკით, ღირებულება აითვლება შეცვლის მომენტში შესაცვლელი მოწყობილობის ფასით. მონტაჟი/ინსტალაციის საგარანტიო პირობები: გაწეული მომსახურება უნდა შეესაბამებოდეს სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური დავალების მოთხოვნებს; მონტაჟის მიმდინარეობის დროს გამოყენებული თითოეული მასალა/მოწყობილობა ან/და მარაგ-ნაწილები მოწოდებული უნდა იყოს ახალი, ექსპლუატაციაში არ მყოფი და უნდა შეესაბამებოდეს მოქმედ სტანდარტსა და ტექნიკურ რეგლამენტს;
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
პრეტენდენტმა დანართი N1, ფასების ცხრილის სახით უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია: საქონლის დასახელება, აღწერილობა, მწარმოებელი ქვეყანა, მწარმოებელი კომპანია და მოდელი/მარკა/სერია/PartNumber.
2.7.1 მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ
შესყიდვის ობიექტის მახასიათებლების სატენდერო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, წარმოდგენილი მოდელი ან/და სერიული ნომერი ან/და PartNumber ან/და მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მიხედვით შემოთავაზებული საქონლის ტექნიკური პარამეტრები უნდა იძებნებოდეს ინტერნეტ წყაროების საშუალებით, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ოფიციალური ინფორმაცია ტექნიკური მახასიათებლების შესახებ (მწარმოებლის წერილი ან/და დასკანერებული ტექნიკური პასპორტი ან/და data sheet ან/და ვებ-გვერდის მისამართი, რომელიც მკაფიოდ დაადასტურებს შესაბამისობას).”
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
4.1.1.1 შესყიდვის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებაში, საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადასტურების მიზნით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დამოუკიდებელი აუდიტორისა ან აუდიტორული კომპანიის მიერ გაცემული დასკვნა, რომელიც დაადასტურებს, რომ შემოთავაზებულ ფასად, პრეტენდენტს სრულად და შეუფერხებლად შეუძლია ტენდერით გათვალისწინებული ვალდებულებებისა და მოთხოვნების შესრულება; 4.1.1.2. ტენდერის მიზნებისთვის, შესაბამისი კვალიფიკაციის და უფლებამოსილების მქონე დამოუკიდებელ აუდიტორად შემსყიდველი განიხილავს პირს - აუდიტორს ან აუდიტორულ კომპანიას, რომელიც რეგისტრირებულია ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალურ რეესტრში, ვებ გვერდზე: https://www.saras.gov.ge
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
7.2.1. ანგარიშსწორება მიმწოდებელთან შესაძლებელია განხორციელდება ეტაპობრივად საქონლის მიწოდების შემდეგ, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. 7.2.2. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანაგარიშსწორებით ლარებში
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება საქონლის მიწოდების შემდეგ, მიღება ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ნატო თოთიაური, 591503827, Nato.Totiauri@nfa.gov.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1.პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტაცია „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე საჭიროებს კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას ან/და კვალიფიციურ ელექტრონულ შტამპის დასმას. 10.1.2. ტენდერთან დაკავშირებული დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. 10.1.3. სატენდერო წინადადების ფასში პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, ტექნიკური დავალების შესაბამისად, შემსყიდველისათვის საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი (მათ შორის ტრანსპორტირება და დაცლა/დასაწყობება) და ყველა შესაბამისი გადასახადი გარდა დამატებული ღირებულების გადასახადისა (დღგ); 10.1.4. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადების ფასში არ უნდა გაითვალისწინოს დღგ მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი დ.ღ.გ-ს გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; 10.1.5. თუ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის, პრეტენდენტი არის დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, შემსყიდველი ვალდებულია ხელშეკრულების ღირებულებაში გაითვალისწინოს სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი დ.ღ.გ-ს ოდენობა (ანუ, დღგ-ს შესაბამისი თანხა დაემატება სატენდერო წინადადების საბოლოო ფასს); 10.1.6. ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული დოკუმენტები ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი; 10.1.7.ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა ერთიან ელექტრონულ სისტემაში Excel-ის ფორმატით წარმოდგენისას აღნიშნული დოკუმენტი აღარ საჭიროებს დამოწმებას კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპით,
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი