1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეცხვის მომსახურება
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
ავტომანქანის ხელით რეცხვის მომსახურება უნდა განხორციელდეს სტანდარტულად, გარედან გარეცხვა ავტომანქანისათვის განკუთვნილი სარეცხი საშუალებების (ქაფი) გამოყენებით, მაღალი წნევის სარეცხი მოწყობილობებით რეცხვა, წყლის გადავლება და გამშრალება, სალონისა და საბარგულის დასუფთავება, მტვრის და ჭუჭყის მოშორება ჩვრებით და სხვა სათანადო საშუალებებით. ავტომანქანის ქიმიური რეცხვისათვის მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს სპეციალური ხსნარები, ლაქების ამომყვანი დანადგარი, ჭერის უკონტაქტო წმენდის დანადგარი და საშრობი (მობილური) დანადგარი. ავტოსამრეცხაოებში რეცხვის/ქიმწმენდის მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელი უნდა იყოს სამუშაო დღეებში, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, არანაკლებ 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე. ავტომანქანების რეცხვა/გასუფთავების მომსახურება უნდა განხორციელდეს მხოლოდ საბარათე (პლასტიკური ბარათი) სისტემის მეშვეობით, რაც გულისხმობს შემდეგს: ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია ვალდებულია, შემსყიდველი უზრუნველყოს ისეთი ტიპის ელექტრონული საშუალებით, რომლის მეშვეობითაც შემსყიდველს შესაძლებლობა ექნება გაააქტიუროს შეძენილი, მისი კუთვნილი რეცხვის მომსახურების ლიმიტები სპეციალურ ანგარიშზე, ონლაინ, 24 საათის განმავლობაში შეუზღუდავად, პლასტიკურ ბარათებზე მისი შემდგომი განაწილების მიზნით. სპეციალურ ანგარიშზე რეცხვის მომსახურების ჩარიცხვის შემდეგ იგი უნდა წარმოადგენდეს შემსყიდველი ორგანიზაციის საკუთრებას და შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება უნდა ჰქონდეს ანგარიშზე არსებული ნაშთის ფარგლებში შეუზღუდავად, თავისი შეხედულებისამებრ, გადაანაწილოს მის კუთვნილ ერთ ან რამდენიმე პლასტიკურ ბარათზე. პლასტიკური ბარათის წარდგენის შემთხვევაში, მისი წარმდგენი უფლებამოსილია მიიღოს ბარათზე ჩარიცხული რეცხვის მომსახურება შესაბამის ავტოსამრეცხაო სადგურში. მიმწოდებლის მიერ გაცემულ ქვითარზე ასახული უნდა იყოს დარჩენილი რეცხვის რაოდენობა. მომსახურების გაწევის დროს მიმწოდებლის ბრალეულობით შემსყიდველის ავტომობილზე მიყენებული ნებისმიერი ზარალის აღმოფხვრის ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს. მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს ავტომანქანის ხარისხიანი რეცხვისთვის ყველა აუცილებელი საშუალება და პირობა (პერსონალისა და ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით). ავტომანქანის რეცხვის მომსახურება მიმწოდებლის მიერ უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლივ, შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ პლასტიკური ბარათის წარმოდგენის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 1 საათისა. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს 14 (თოთხმეტი) ცალი პლასტიკური ბარათის დამზადება, ავტოსატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო ნომრების დატანით და შემსყიდველისათვის უსასყიდლოდ მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო ავტომანქანის დამატების შემთხვევაში ავტომანქანის დამატებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღეში უზრუნველყოს დამატებითი პლასტიკური ბარათის მიწოდება.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან ეტაპობრივად, 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, დაუყოვნებლივ, შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ პლასტიკური ბარათის წარმოდგენის შემდეგ, არაუგვიანეს 1 საათისა.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
მომსახურების გაწევის ადგილია: ქ. თბილისი (ავტოსამრეცხაო უნდა იყოს განთავსებული საბურთალოს ტერიტორიაზე, შემსყიდველის მისამართიდან (თბილისი, მ. ასათიანის #9) 10 კმ. რადიუსში), ქ.მცხეთა, ქ.რუსთავი, ქ.გორი, ქ.ბათუმი, ქ.ოზურგეთი, ქ.ამბროლაური, ქ.ქუთაისი, ქ.ზუგდიდი, ქ.თელავი და ქ.ახალციხე. პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ინფორმაცია ავტოსამრეცხაო ობიექტების ადგილმდებარეობის შესახებ ქალაქისა და ზუსტი მისამართის მითითებით.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
1. პრეტენდენტს 2024 წლის 01 იანვრიდან - აღნიშნული ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდში უნდა გააჩნდეს ჯამურად არანაკლებ 20'662.00 (ოციათას ექვსასსამოცდაორი ლარი) ლარის ოდენობის თანხის ანალოგიური (ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეცხვის) მომსახურების გაწევის გამოცდილება. 2. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ გაწეული ანალოგიური გამოცდილების შესახებ ინფორმაცია იძებნება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია CON, SPA, NAT ან CMR ნომრების მითითებით (დანართი N2-ის შესაბამისად). 3. იმ შემთხვევაში თუ შესყიდვის ხელშეკრულება და შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ იძებნება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, გამოცდილების დადასტურების მიზნით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ანალოგიური გამოცდილების შესახებ ინფორმაცია (დანართი N2-ის შესაბამისად CON, SPA, NAT ან CMR ნომრების მითითების გარეშე), რომელიც მიმწოდებლისა და შემსყიდველის მიერ უნდა იყოს ორმხრივად ელექტრონულად ხელმოწერილი ან/და დამოწმებული კვალიფიციური შტამპით.
2.3.1 მოთხოვნა პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ
პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ქ. თბილისში, ქ.მცხეთაში, ქ.რუსთავში, ქ.გორში, ქ.ბათუმში, ქ.ოზურგეთში, ქ.ამბროლაურში, ქ.ქუთაისში, ქ.ზუგდიდში და ქ.თელავში, ქ.ახალციხეში ავტოსამრეცხაო საკუთრებაში ან სარგებლობაში (ქირავნობა, იჯარა, ლიზინგი, უზუფრუქტი და/ან სხვა). პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ავტოსამრეცხაოების საკუთრების ან სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც შესაძლებელია დადასტურდეს შემდეგი სახით: 1. თუ ავტოსამრეცხაოები წარმოადგენს პრეტენდენტის საკუთრებას, უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ფართის შესახებ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. 2. თუ ავტოსამრეცხაოები აქვს სარგებლობით მიღებული, სარგებლობის (იჯარის) ხელშეკრულებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ფართის შესახებ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. წარმოდგენილი ხელშეკრულება ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
2.8.1 ქვეკონტრაქტორთან დაკავშირებული მოთხოვნები
იმ შემთხვევაში თუ მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ქვეკონტრაქტორის საშუალებით, სისტემაში პრეტენდენტმა უნდა ატვირთოს შესაბამისი ხელშეკრულების ასლი. ხელშეკრულება ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ქვეკონტრაქტორ(ებ)თან გაფორმებულ ხელშეკრულებ(ები)აში აუცილებელი პირობაა ფიქსირდებოდეს საბარათე სისტემით რეცხვის შესაძლებლობა და უნდა აკმაყოფილებდეს ტექნიკური დავალებით მოთხოვნილ ყველა პარამეტრს, ასევე ინფორმაცია ქვეკონტრაქტორ(ებ)ის სერვის ცენტრის ბოქსებისა და მდებარეობის მითითებით. ქვეკონტრაქტორი კომპანია არ უნდა იყოს რეგისტრირებული შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული აუდიტორული ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაცის დამადასტურებელი დოკუმენტი) რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
ანგარიშსწორება მოხდება ეტაპობრივად, ყოველი თვის ბოლოს გაწეული მომსახურების შესაბამისად გაფრომებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ისა და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
სალომე კუკავა, 595032654, skukava@moh.gov.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
1. ტენდერში მონაწილეობის მიღებით პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებზე. 2. მიმწოდებელი ვალდებულია, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. 3. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს სანოტარო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი. 4. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. 5. თუ პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული საპრეისკურანტო ფასი ნაკლები იქნება სისტემის შესაბამის ველში დაფიქსირებულ ფასზე პრეტენდენტის წინადადებად განიხილება ფასების ცხრილში მითითებული ფასი. 6. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება. 7.სატენდერო წინადადების ფასი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მითითებული უნდა იქნეს დღგ-ს გარეშე. გამარჯვებულთან, თუ იგი დღგ-ს გადამხდელად არის რეგისტრირებული, ხელშეკრულების დადებისას დამატებით იქნება გათვალისწინებული დღგ-ს ოდენობა. 8. პრეტენდენტის მიერ პრეისკურანტის საერთო ფასის შემცირების/კლების შემთხვევაში, ფასთა კლება პროცენტულად და პროპორციულად (უცვლელი პროცენტული მნიშვნელობით) უნდა აისახოს პრეისკურანტით განსაზღვრულ ყოველ კონკრეტულ პოზიციაზე. საბოლოოდ დაფიქსირებული ერთეულის ფასები უნდა დამრგვალდეს მეასედის სიზუსტით. 9. პრეტენდენტის მიერ ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით ფასების ცხრილის (პრეისკურანტის) წარმოუდგენლობა გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას დაზუსტების გარეშე. 10. პრეტენდენტის მიერ სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტებია: სატენდერო დოკუმენტაციის 1.3. პუნქტის თანახმად - საპრეისკურანტო ფასების ცხრილი; სატენდერო დოკუმენტაციის 1.5. პუნქტის თანახმად - ინფორმაცია ავტოსამრეცხაო ობიექტების ადგილმდებარეობის შესახებ; სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტის თანახმად - მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ; სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1. პუნქტის თანახმად - მოთხოვნა პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ; სატენდერო დოკუმენტაციის 2.8.1. პუნქტის თანახმად - ქვეკონტრაქტორთან დაკავშირებული მოთხოვნები (არსებობის შემთხვევაში).
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი