1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
შს სამინისტროს ბალანსზე რიცხული 2025 წლის გამოშვების "MITSUBISHI L200"-ის მოდელის ავტომანქანებისთვის ძარის სახურავების (კანოპი) და საბარგულის ჩასაფენების (თანმდევი მომსახურებით - ავტომანქანაზე მონტაჟით) შესყიდვა.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
შესყიდვის ობიექტის ტექნიკური დავალება იხილეთ მიბმულ ფაილში. აუცილებელი პირობა: - მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შს სამინისტროს ბალანსზე რიცხული 2025 წლის გამოშვების "MITSUBISHI L 200"-ის მოდელის ავტომანქანებისთვის განკუთვნილი ძარის სახურავების (კანოპი) და საბარგულის ჩასაფენების (თანმდევი მომსახურებით - ავტომანქანაზე მონტაჟით) მოწოდება. - შემოთავაზებული საქონელი უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არმყოფი), ქარხნული წარმოების. ამასთან, თითოეულ პოზიციაზე შემოთავაზებული საქონელი უნდა იყოს ერთიდაიგივე ბრენდის; - ვინაიდან, შესყიდვის ობიექტი განკუთვნილია საგარანტიო სერვის-მომსახურებაზე აყვანილი სატრანსპორტო საშუალებისათვის, ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია შესყიდვის ობიექტის ავტომანქანაზე მონტაჟი განახორციელოს ქ. თბილისში მდებარე, ავტომანქანის მწარმოებლის მიერ ავტორიზებულ სერვის-ცენტრში, - სამონტაჟო სამუშაოების სათანადო სტანდარტებით შესრულების უზრუნველყოფის მიზნით; - ავტომანქანაზე, შესყიდვის ობიექტის სამონტაჟო სამუშაოების შესრულებისას მიმწოდებლის ბრალეულობით ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში, მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ხარჯების სრულად ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს;
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილი: ქ. თბილისი, ავტომანქანის მწარმოებლის მიერ ავტორიზებული სერვის-ცენტრი, - 1.4 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში შემსყიდველთან (მის მიერ უფლებამოსილ პირთან) შეთანხმებულ (ელ ფოსტით ან ოფიციალური წერილით) დროს.
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
მიწოდებული საქონლის საგარანტიო პერიოდი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 6 თვეს მისი ავტომანქანაზე მონტაჟის თარიღიდან (გარდა მექანიკური ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანებისა). ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია საგარანტიო პერიოდის განმავლობაში უზრუნველყოს მიწოდებულ შესყიდვის ობიექტზე გამოვლენილი ქარხნული წუნის/ხარვეზის ან/და ნაკლის აღმოფხვრა აღნიშნულის თაობაზე შემსყიდველის მხრიდან შეტყობინების მიღებიდან (ელ ფოსტით ან ოფიციალური წერილით) არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, ხოლო ხარვეზის/ნაკლის გამოსწორების შეუძლებლობის შემთხვევაში, ამავე ვადაში უზრუნველყოს მისი შეცვლა იდენტური მახასიათებლების მქონე ახალი საქონლით, - შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე.
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
პრეტენდენტი ვალდებულია "ფასების ცხრილში" მიუთითოს შესყიდვის ობიექტის მწარმოებელი/ბრენდი და წარმოშობის ქვეყანა (შენიშვნა: აღნიშნული დოკუმენტის წარმოუდგენლობა ან განუფასებლად წარმოდგენა, ან საქონლის წარმოშობის ქვეყნის ან მწარმოებლის/ბრენდის შესახებ ინფორმაციის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
2.7.1 მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტი თავად წარმოადგენს "MITSUBISHI"-ს მარკის ავტომანქანის მწარმოებლის მიერ ავტორიზებულ სუბიექტს/სერვის-ცენტრს, - იგი ვალდებულია აღნიშნულის დამადასტურებლად წარმოადგინოს ავტომანქანების მწარმოებლის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი/სერთიფიკატი (უცხოურენოვან დოკუმენტს თან უნდა დაერთოს ნოტარიალურად დამოწმებული შესაბამისი ქართულენოვანი თარგმანი).
2.8.1 ქვეკონტრაქტორთან დაკავშირებული მოთხოვნები
იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი თავად არ წარმოადგენს "MITSUBISHI"-ს მარკის ავტომანქანის მწარმოებლის მიერ ავტორიზებულ სუბიექტს/სერვის-ცენტრს, - იგი ვალდებულია წარმოადგინოს ქ. თბილისში მდებარე "MITSUBISHI"-ს მარკის ავტომანქანის მწარმოებლის მიერ ავტორიზებულ სერვის-ცენტრთან გაფორმებული ხელშეკრულების (ავტორიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩათვლით) ასლი - შესყიდვის ობიექტის სატრანსპორტო საშუალებაზე მონტაჟის შესრულების თაობაზე, რომლის მოქმედების ვადა განსაზღვრულ უნდა იქნას არაუადრეს 2026 წლის 31 ივლისის ჩათვლით პერიოდით.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტს მოეთხოვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება, რისთვისაც შემსყიდველის მიერ განესაზღვრება არაუმეტეს 3 (სამი) სამუშაო დღე. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასასაბუთებლად პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ "ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან/და სხვა აკრედიტირებული პირის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო "ფასების ცხრილში" (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ მოხდება ფაქტობრივად მოწოდებული შესყიდვის ობიექტის მიხედვით, შს სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ მიღება–ჩაბარების აქტის ხელმოწერის და ანგარიშსწორებისათვის საჭირო დოკუმენტაციის შსს ეკონომიკურ დეპარტამენტში წარმოდგენის შემდეგ არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში. თუ ანგარიშსწორების განხორციელების ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ ანგარიშსწორება განხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ავთანდილი ბუხრაშვილი, 595016533, a.bukhrashvili@mia.gov.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში პრეტენდენტის მიერ ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა იყოს წარმოდგენილი PDF ფაილის ფორმატში და მათზე უფლებამოსილი პირის მიერ შესრულებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტანმპით (გარდა სატენდერო დოკუმენტაციის 4.1.1 პუნქტით მოთხოვნილი დოკუმენტებისა). ტექნიკური დოკუმენტაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიალურად დამოწმებული შესაბამისი ქართულენოვანი თარგმანები. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეული ფასი წარმოდგენილი უნდა იქნას მხოლოდ ლარებში (საბოლოო ფასები უნდა დაფიქსირდეს (დამრგვალდეს) მეასედის სიზუსტით). სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას მითითებული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია გამოყენებულია „ექვივალენტურის“ მნიშვნელობით და პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის ექვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი. 10.1.2 პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება. 10.1.3 პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის. 10.2 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი დოკუმენტები: 10.2.1 "ფასების ცხრილი" - სატენდერო დოკუმენტაციის 2.1.1 ქვეპუნქტის მოთხოვნებით განსაზღვრული ინფორმაციის მითითებით (აღნიშნული დოკუმენტის წარმოუდგენლობა, ან განუფასებლად წარმოდგენა, ან სატენდერო დოკუმენტაციის 2.1.1 ქვეპუნქტის მოთხოვნებით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას); 10.2.2. სატენდერო დოკუმენტაციის 1.7.1 პუნქტის მოთხოვნებით გათვალისწინებული ინფორმაცია (კონკრეტული საგარანტიო პერიოდის მითითებით); 10.2.3. სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1 და 2.8.1 პუნქტების მოთხოვნებით განსაზღვრული დოკუმენტაცია - საჭიროების შესაბამისად;
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი