1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის ტერიტორიაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საერთო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლების სახურავების (მ/შ ბრტყელი, ქანობიანი) და წყალსაწრეტი მილების მიმდინარე შეკეთების სამუშაოების შესრულების სახელმწიფო შესყიდვა შემსყიდველის მიერ გადაცემული პროექტის ან დეფექტური აქტების შესაბამისად, შემსყიდველის მიერ წერილობითი ფორმით მითითებულ მისამართებზე.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1.2.1 შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და რაოდენობა განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ში. 1.2.2 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ერთეულის ფასები არ უნდა აღემატებოდეს დანართი N1-ში მითითებული შესაბამისი ერთეულის ზღვრული ფასების ოდენობას. 1.2.3 ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილ უნდა იქნას დანართი N1–ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან/და წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს. დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას). 1.2.3 პრეტენდენტმა უნდა შეავსოს და წარმოადგინოს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ 1.3 პუნქტში ატვირთული ხარჯთაღრიცხვა. ამავდროულად, პრეტენდენტმა უნდა იხელმძღვანელოს შედეგი წესით: პრეტენდენტის მიერ, შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული ზღვრული ფასების შემცირების შემთხვევაში, ფასთა კლება პროცენტულად და პროპორციულად უნდა აისახოს ხარჯთაღრიცხვაში მოცემული ჩამონათვალის თითოეული ერთეულის ფასზე. კლების პროცენტული ოდენობა გამოითვლება სატენდერო დოკუმენტაციაში განსაზღვრული ზღვრული ფასისა და პრეტენდენტის მიერ სისტემის შესაბამის ველში საბოლოოდ დაფიქსირებულ ფასს შორის არსებული პროცენტული სხვაობით. თუ ერთეულის ფასები მიიღება მრავალნიშნა ათწილადების სახით, პრეტენდენტი ვალდებულია აღნიშნული ფასები შეამციროს და დაამრგვალოს მეასედამდე (ნაკლებობის პრინციპით (მძიმის შემდეგ დატოვოს მხოლოდ ორი ციფრი, რისთვისაც შეუძლია გამოიყენოს „Excel“-ის ე.წ. „ROUNDDOWN“ ფუნქცია*), შესაბამისად შეამციროს ხარჯთაღრიცხვის ჯამური ღირებულებაც. ხარჯთაღრიცხვის დაზუსტების შეთხვევაში, დაუშვებელია რომელიმე პოზიციაზე თავდაპირველად წარმოდგენილი ერთეულის ფასის გაზრდილი ღირებულებით წარმოდგენა. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ დაზუსტებულ ხარჯთაღრიცხვაში რომელიმე პოზიციის ერთეულის ფასის გაზრდა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. 1.2.5 მიმწოდებელს სამშენებლო ობიექტის კონკრეტული მისამართი, შესასრულებელი სამუშაოების დეფექტური აქტი, სქემატური ნახაზი (საჭიროების შემთხვევაში) და სამუშაოებისთვის განსაზღვრული ვადები გადაეცემა წერილობით; 1.2.6 სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე შემსყიდველი არ იღებს ვალდებულებას სამუშაოების შესრულების მოქმედების ვადაში ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობების სრულად დაკვეთის შესახებ; 1.2.7 მიმწოდებელი ვადლებულია სრულად დაიცვას კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხოების ნორმები; 1.2.8 კონკრეტული სამუშაოს დაწყებისა და შესრულების ვადებს, შესაბამისი მისამართ(ებ)ის მითითებით შემსყიდველი წერილობით აცნობებს მიმწოდებელს, გამონაკლის შემთხვევებში მიმწოდებელს უნდა შეეძლოს სამუშაოების დაუყონებლივ დაწყება; 1.2.9 მიმწოდებელს უნდა შეეძლოს 7 ლოკაციაზე ერთდროულად სამუშაოების წარმოება. 1.2.10 მიმწოდებელმა სამშენებლო ობიექტზე თვალსაჩინო ადგილას უნდა განათავსოს მინიმუმ 1 ცალი საინფორმაციო დაფა (100 სმ/80 სმ) შემსყიდველის მიერ გადაცემული ესკიზის შესაბამისად. 1.2.11 სამუშაოების შესრულების პროცესში ყველა გამოყენებული მასალა უნდა იყოს მაღალი ხარისხის და შეესაბამებოდეს ამ სფეროში აღიარებულ სტანდარტებს; 1.2.12 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების დასრულების შემდეგ თავისი ძალებითა და სახსრებით დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი მანქანა-მექანიზმებისაგან, მოწყობილობა-დანადგარებისაგან, მასალებისაგან და ა.შ. 1.2.13 სამუშაოების წარმოების პროცესში, ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობები შეიძლება შეიცვალოს ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობების გათვალისწინებით, რაზეც გაფორმდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი. 1.2.14 სამუშაოს ახალი პოზიცი(ებ)ის წარმოქმნის შემთხვევაში, შემსყიდევლის მხრიდან შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება განხორციელდება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნით განსაზღვრული ახალი პოზიციის ერთეულის ფასის ფარგლებში, ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით. 1.2.15 ხარჯთაღრიცხვის ექსელის ფორმატის ფაილი (დანართი N1) ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
სამუშაოები უნდა შესრულედეს ეტაპობრივად, მაგრამ არაუგვიანეს 2026 წლის 15 დეკემბრისა.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
კონკრეტული სამუშაოს დაწყებისა და შესრულების ვადებს, შესაბამისი მისამართ(ებ)ის მითითებით შემსყიდველი წერილობით აცნობებს მიმწოდებელს, გამონაკლის შემთხვევებში მიმწოდებელს უნდა შეეძლოს სამუშაოების დაუყონებლივ დაწყება; სამუშაოს შესრულების ადგილი: ქ. თბილისი, ვაკის რაიონის ტერიტორია.
1.6 შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა
1.6.1 შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადად განისაზღვროს თითოეულ ობიექტზე საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3(სამი) წელი. 1.6.2 სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს 2023 წლიდან დღემდე ჯამურად არანაკლებ 1 350 000 ლარის ანალოგიური სამუშაოს (შენობების ბრტყელი ან/და ქანობიანი სახურავების ან/და წყალსაწრეტი მილების მოწყობა ან/და შეკეთება) მიწოდების გამოცდილება და უნდა წარმოადგინოს აღნიშნული ინფორმაცია სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ის შესაბამისად. თუ შესყიდვა არ განხორციელებულა სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით, ამ შემთხვევაში აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ უნდა იქნას – ხელშეკრულებ(ები)ა, ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი, ფორმა N2 და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (საგადახდო დავალება).
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები: 1. ხარჯთაღრიცხვა დანართი N1–ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას). 2. ინფორმაცია გამოცდილების შესახებ დანართი N2–ის შესაბამისად.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
4.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით)) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა და რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა. ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში
6.1 მოითხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
5
6.2 სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში მოითხოვება გარანტია
10
6.3 გარანტიის მოქმედების ვადა
6.3.1 ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადას.
6.4 გარანტიის პირობები
6.4.1 უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
1. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის შესრულებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. 2. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში. 3. ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, მიღება–ჩაბარების აქტების გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში. 4. დაფინანსების წყარო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით ვაკის რაიონის გამგეობისთვის დამტკიცებული ასიგნებები.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღე.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ნათელა ელიზბარაშვილი, 577228523, natelael@gmail.com
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1 ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. 10.1.2 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. 10.1.3 შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. 10.1.5 სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში. 10.1.6 პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება. 10.1.7 სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული. 10.1.8 წინამდებარე დოკუმენტაციის 3.1. პუნქტით გათვალისწინებული ხარჯთაღრიცხვა შედგენილ უნდა იქნეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N55 დადგენილებთ დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის-სამშენებლო სამუშაოების სახლემწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმიური მოგების განსაზღვრის წესის“ შესაბამისად; 10.1.9 მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლს შემსყიდველის მხრიდან განახორციელებენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობის თანამშრომლები (უფლებამოსილი პირები), ხოლო ტექნიკურ ზედამხედველობას ა(ა)იპ „ქ. თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“; 10.1.10 შემსყიდველის მიერ სამუშაოს ან მისი ნაწილის მიღება ხორციელდება ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ მიერ დადასტურებული ფორმა N2-ის საფუძველზე. ამასთან სამუშაოს ან მისი ნაწილის შესრულების თარიღად ჩაითვლება „შესრულებული სამუშაოების აქტში“ მითითებული თარიღი, დადასტურებული ტექნიკური ზედამხედველის მიერ.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი