1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
სოფელ ველისციხეში 29-ე ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურება.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
შესასრულებელია შემდეგი სამუშაოები: 260 მ სიგრძის გზაზე მოსაწყობია ორი ფენა ასფალტობეტონის საფარი. გზის საშუალო სიგანე 5-6მ-ია. ერთ მხარეს მოსაწყობია სანიაღვრე არხი. გზის ნაწილზე მოსაწყობია ბორდიურები. მოსაწყობია ჩიხები, ეზოებში შესასვლელები და მიერთებები, მოსაწყობია არსებულ საკანალიზაციო ქსელზე რამდენიმე ოჯახის დაერთება. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება - 200 000 ლარია. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს: 1. თავფურცელს - ობიექტის დასახელება და მისამართი; 2. განმარტებით ბარათს (სადაც გამოკვლეული და ანგარიშის სახით წარმოდგენილი უნდა იქნას ობიექტის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე ყველა მისი ფიზიკო-მექანიკური, გეოლოგიური, ჰიდრავლიკური და მეტეოროლოგიური მახასიათებლები, სამუშაოს თითოეული სახეობის დეტალური აღწერა. დაპროექტებული ობიექტის კონსტრუქციების ყველა პარამეტრი); 3. დეფექტურ უწყისს, სადაც მითითებული იქნება, როგორც ობიექტის ფაქტიური მდგომარეობა, ისე საპროექტო გადაწყვეტილებების აღწერა აღწერა (ობიექტის ადგილზე შესწავლა მოხდეს დამკვეთი მხარის წარმომადგენლის თანდასწრებით); 4. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობით უწყისებს (ცალკ-ცალკე ყველა სახეობისთვის), პიკეტების მიხედვით სამუშაოების კრებსით უწყისს, მრუდების (როგორც ვერტიკალური, ისე ჰორიზონტალური) უწყისებს; 5. სიტუაციურ გეგმას ორთოთი (1:500, ან 1:1000 მასშტაბში), საპროექტო გზის დასაწყისის და დასასრულის ჩვენებით; 6. სიტუაციურ გეგმას სათანადო დეტალიზაციით (1:500, ან 1:1000 მასშტაბში); 7. გრძივ პროფილს; 8. გზის განივ ჭრილებს (სასურველია ყოველ 20 მეტრში, თუმცა თუ რელიეფი იძლევა საშუალებას, მაშინ შეიძლება განივებს შორის მანძილი იყოს მეტი ან ნაკლები 20 მ-ზე, მაგრამ უცილებლად უნდა აისახოს ყველა მახასიათებელი წერტილები); 9. საგზაო სამოსის კონსტრუქციის ნახაზს (ტიპების მიხედვით); 10. ხელოვნური ნაგებობების ნახაზებს (გეგმები და ჭრილები ყველა საჭირო სპეციფიკაციით) ცალცალკე; 11. საჭიროების შემთხვევაში კვანძების ნახაზებს ცალ-ცალკე; 12. საგზაო ნიშნებისა და მოძრაობის უსაფრთხოებისათვის საჭირო კონსტრუქციების ნახაზებს (იგულისხმება მშენებლობის დროს მოძრაობის რეგულირებისთვის საჭირო დროებითი საგზაო ნიშნები და ტერიტორიის დროებითი შემოღობვა); 13. ლოკალურ და კრებსით ხარჯთაღრიცხვებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით; მიმწოდებელმა პროექტის შედგენამდე უნდა შეისწავლოს თითოეულ ობიექტზე არსებული ყველა მიწისქვეშა კომუნიკაცია. იმ შემთხვევაში თუ კომუნიკაციები არასათანადო სიღრმეზე აღმოჩნდება, რამაც შემდგომში შესაძლოა ხელი შეუშალოს საპროექტო გზაზე განსახორციელებელი სამუშაოების წარმოებას, მიმწოდებელმა დაუყოვნებლივ წერილობით უნდა აცნობოს ამის შესახებ დამკვეთს, რათა ერთობლივად მოხდეს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მომზადდეს ლოკალურ-რესურსული მეთოდით და მშენებლობის შემფასებელთა კავშირის სამშენებლო რესურსების ფასთა კრებულით მიმდინარე დონეზე. მიმწოდებელმა უნდა მოახდინოს არსებული მდგომარეობის შესწავლა, წინა საპროექტო კვლევა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ექსპერტიზა (საკუთარი ხარჯებით) განახორციელოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული A-ტიპის ინსპექტირების ორგანოსთან ერთად.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მუნიციპალიტეტისთვის წარდგენის ვადები (საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაზე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დადებითი ექსპერტიზის დასკვნის ჩათვლით) განისაზღვრება 30 კალენდარული დღით.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
1.5.1. მიმწოდებელი ვალდებულია გადასცეს შემსყიდველ ორგანიზაციას სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. 1.5.2. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს მხოლოდ ქართულ ენაზე. 1.5.3. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ეგზემპლიარების რაოდენობა: ა) საპროექტო დოკუმენტაცია _ 4 ეგზემპლიარი ბეჭდური (A-3 და A-4 ფორმატები); ბ) სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია _ 4 ეგზემპლიარი ბეჭდური (A-4 ფორმატი); გ) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის სრული ელექტრო (PDF და Excel ფაილები) ვერსია 1CD/DWD დისკი; დ) საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია გადასცეს შემსყიდველ ორგანიზაციას საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის სამუშაო ელექტრონული ფაილები (MS Word, Excel, AutoCAD, ArchiCAD და სხვა). 1.5.4. საბოლოო (სრული) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგ მისამართზე: ქ. გურჯაანი, ნონეშვილის გამზ. #13
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
1. პრეტენდენტს 2023 წლის 1_ლი იანვრიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადების დღემდე უნდა გააჩნდეს არანაკლებ 12000 (თორმეტი ათასი) ლარის ღირებულების გზების მშენებლობა ან/და რეაბილიტაცია ან/და რეკონსტრუქციის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების გამოცდილება. 2. პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს, საანგარიშო პერიოდში ანალოგიური მომსახურების გამოცდილების დამადასტურებელი, მხარეთა მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები: ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში თუ მოცემული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, DAP, CMR) წარმოდგენა. 3. ინფორმაცია გამოცდილების შესახებ წარმოდგენილი უნდა იყოს დანართი #2-ის შესაბამისად.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
4.1.3 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის გაუთვალისწინებლობის დასაბუთება
წინამდებარე ტენდერში არ იქნება მოთხოვნილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება, რადგან მომსახურების ღირებულების ძირითად კომპონენტს წარმოადგენს ინტელექტუალური ტიპის შრომის ანაზღაურება, რაც პოტენციურად შესაძლებელს ხდის აღნიშნული მომსახურების მიწოდება განხორციელდეს სავარაუდო ღირებულებაზე 20%-ით ნაკლებ ფასად.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
ანგარიშწორება განხორციელდება გაწეული მომსახურების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების დადასტურების, სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაზე (ხარჯთაღრიცხვა, ასევე პროექტის კონსტრუქციული ნაწილი) სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაზემული ექსპერტიზის დადებითი დასკვნის წარმოდგენისა (წარმოდგენილი უნდა იქნას აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი) და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ნინო ქაჩლიშვილი, 599852288, gurdjaani@procurement.gov.ge ბიჭიკო მაისურაძე 599852280; გიორგი კუპრაშვილი 598101083
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
- მომსახურების გაწევის პროცესში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელ პირთა მიერ გაცემული, როგორც ზეპირი ასევე წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება; - სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად. - ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. იმ შემთხვევაში თუ ტენდერში მონაწილე პირი უცხოეთის მოქალაქეა ან უცხოეთში რეგისტრირებული იურიდიული პირია, აუცილებელია წარმოდგენილ იქნას პირის ადმინისტრაციული ორგანოებიდან წარმოსადგენი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. - სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია ხელმოწერილი და/ან ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იქნას უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში, ატვირთული უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელმოწერისათვის გაცემული მინდობილობა. დამატებით პრეტენდენტმა უნდა ატვირთოს შესასრულებელი მომსახურების ფასების ცხრილი PDF ფაილის სახით. PDF ფაილი უნდა დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით. - სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად. - პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება. - სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით, გარდა დღგ-სა. - სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი, ან განუფასებლადაა წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა). - ამხანაგობის შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი ვალდებულებების განაწილების შესახებ დანართი #4_ის შესაბამისად. - პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ფასების ცხრილი, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, ინფორმაცია პერსონალის გამოცდილების შესახებ და ა.შ.). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით. აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა: • ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით; • გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთი ფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი