1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, Design-Build მეთოდით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირის საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია/ რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად მომსახურების და შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
ტექნიკური დავალება და სპეციფიკაციები განსაზღვრავს ძირითად მითითებებსა და მოთხოვნებს, რომელიც შეეხება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელი ქვიტირის (250 ბავშვზე გათვლილი) საჯარო სკოლის სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო (საჭიროების შემთხვევაში, გამაგრებითი სამუშაოები) ობიექტისთვის საპროექტო მომსახურების გაწევას და სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებას. მიმწოდებელი ვალდებულია საპროექტო მომსახურება გაწიოს და სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო (საჭიროების შემთხვევაში, გამაგრებითი) სამუშაოები შეასრულოს წინამდებარე ტექნიკური დავალებითა და სპეციფიკაციებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და მითითებების შესაბამისად. სამუშაოები უნდა შესრულდეს საქართველოში მოქმედი და მიღებული საერთაშორისო სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად. საპროექტო გადაწყვეტები და შესრულებული სამუშაოების ხარისხი უნდა უზრუნველყოფდეს სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო ობიექტისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებას, შესაბამისი სტანდარტებით განსაზღვრული, სრული საექსპლუატაციო ვადის განმავლობაში. ტექნიკური დავალება და სპეციფიკაციები შემდგომში განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად. შენიშვნა: წინამდებარე პუნქტში 1.2 ატვირთულია ტექნიკური დავალება, სპეციფიკაციები და კალკულაციები.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
მომსახურების გაწევის და სამუშაოს შესრულების ვადაა: - საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 (ოთხი) თვე. - შემსყიდველთან შეთანხმებული დეტალური პროექტის საფუძველზე სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება მიმწოდებელმა უნდა დაიწყოს კონკრეტული პროექტის შეთანხმებიდან არაუგვიანეს 2 კვირაში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დრო განისაზღვრება პროექტირების ეტაპზე შეთანხმებული გეგმა-გრაფიკის მიხედვით. სამუშაოების დასრულების ვადა განისაზღვრა ზამთრის პერიოდის და სხვა ხელშემშლელი ფაქტორების გათვალისწინებით და არ აღემატება 12 (თორმეტი) კალენდარულ თვეს. სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების, შემსყიდველთან შეთანხმებული ფინანსურ-ხაზობრივი გეგმა-გრაფიკი. სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების ფინანსურ-ხაზობრივი გეგმა-გრაფიკი შემდგომში განისაზღვრება როგორც სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი. ფინანსურ-ხაზობრივი გეგმა-გრაფიკი შემდგომში განისაზღვრება როგორც სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი. შენიშვნა: ფინანსური-ხაზობრივი გეგმა-გრაფიკის ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად წარმოდგენა სავალდებულო არ არის.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
მომსახურების გაწევის და სამუშაოების შესრულების ფორმა: მიმწოდებელი ვალდებულია, საპროექტო მომსახურება გაწიოს და სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები აწარმოოს ტექნიკური დავალებისა და სპეციფიკაციების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების შესაბამისად. სამუშაოების შესრულების ადგილი: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელი ქვიტირი. ობიექტ(ებ)ის მონახულება: პრეტენდენტებს, სატენდერო წინადადებების სრულფასოვნად მოსამზადებლად, სამშენებლო ობიექტ(ებ)ის ადგილზე მონახულებისრეკომენდაცია ეძლევათ. ადგილზე ვიზიტის ხარჯებს დაფარავს პრეტენდენტი.
1.6 შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა
შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა შეადგენს 365 (სამას სამოცდახუთი) კალენდარულ დღეს, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების თარიღიდან. სამუშაოების დასრულებიდან 365 (სამას სამოცდახუთი) კალენდარული დღის განმავლობაში დაკავებული იქნება შესრულებული სამუშაოების ღირებულების 2,5%. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებულ სატენდერო წინადადების საბოლოო ფასსა (პრეისკურანტის შემოთავაზებული საბოლოო ჯამური ღირებულება) და წინამდებარე ელექტრონული ტენდერის პირობებით გათვალისწინებული პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებას შორის 20%-ით ან მეტი ოდენობით სხვაობის შემთხვევაში, სამუშაოების დასრულებიდან 365 (სამას სამოცდახუთი) კალენდარული დღის განმავლობაში დაკავებული იქნება შესრულებული სამუშაოების ღირებულების 5%. შესრულებული სამუშაოების ღირებულების დაკავების პირობები განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციის 7.2 მუხლის მე-2 პუნქტით.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა გამოცდილების დამადასტურებლად უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნა: პრეტენდენტს, 2021 წლის 01 იანვრიდან ელექტრონული ტენდერისათვის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ სტატუსის მინიჭების თარიღამდე პერიოდში, არაუმეტეს 1 (ერთი) დასრულებული ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 2,400,000.00 ლარის ღირებულების სამოქალაქო დანიშნულების შენობის მშენებლობის, ან რეკონსტრუქციის, ან რეაბილიტაციის (არ განიხილება მცირე სარემონტო სამუშაოები) სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოები სავალდებულოდ შესრულებული უნდა იყოს საქართველოს, ევროკავშირის (EU), ან ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ-სახელმწიფოთა ტერიტორიაზე; არ განიხილება იმ ქვეყნების რეზიდენტი მიმწოდებლების (იგულისხმება წინამდებარე ელ. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტები) გამოცდილება, რომელთანაც შემსყიდველის ქვეყანას (საქართველო) არ გააჩნია დიპლომატიური ურთიერთობები. პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარმოსადგენი, ზემოთ აღნიშნული მოთხოვნების შესაბამისი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ამავე დოკუმენტაციის წარმოდგენის პირობები: 1. იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოების შესყიდვა განხორციელებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით და სამუშაოების შესყიდვისა და მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის ნომრის (SPA, NAT, DAP, DEP, CMR) შესახებ. 2. იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოების შესყიდვა განხორციელებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენების გარეშე, წარმოდგენილი უნდა იყოს დასრულებული ხელშეკრულებები და ამავე ხელშეკრულებების ფარგლებში გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები და სამუშაოების მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები: 2.1. ხელშეკრულებები წარმოდგენილი უნდა იყოს შესასრულებელი სამუშაოების უწყისებთან (ხარჯთაღრიცხვა) ერთად; 2.2. შესასრულებელი სამუშაოების უწყისების (ხარჯთაღრიცხვა) ცვლილების შემთხვევაში, წარმოდგენილი უნდა იყოს საბოლოო სახის (კორექტირებული) ხარჯთაღრიცხვა, დამკვეთის მიერ დამოწმებული შესაბამისი ცვლილების (შეთანხმების აქტი) დოკუმენტთან ერთად; 2.3. წარმოდგენილი უნდა იყოს ხელშეკრულებების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების უწყის(ებ)ი (ე.წ. ფორმა N2); 2.4. ხელშეკრულებებითა და მისი დანართით (შესასრულებელი სამუშაოების საბოლოო სახის უწყისი (ხარჯთაღრიცხვა) და წარმოდგენილი ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების უწყისებით (ე.წ. ფორმა N2) უნდა იყოს შესაძლებელი ობიექტის დასახელებისა და შესრულებული სამუშაოების ურთიერთკავშირის დადგენა, ამასთანავე შესრულებული სამუშაოების უწყისებით (ე.წ. ფორმა N2) გათვალისწინებული სამუშაოების დასახელება, მოცულობა და ფასები არსებითად არ უნდა განსხვავდებოდეს ხელშეკრულებითა და მისი დანართით (შესასრულებელი სამუშაოების საბოლოო სახის უწყისი (ხარჯთაღრიცხვა) გათვალისწინებული შესაბამისი მონაცემებისგან. 2.5 იმ შემთხვევაში თუ წარმოდგენილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები მიწოდებული არის ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების ფარგლებში შექმნილი გაერთიანების (ან ამხანაგობა ან ერთობლივი საწარმო ან სხვა გაერთიანება) მიერ და წინამდებარე ელექტრონულ ტენდერში, აღნიშნული გაერთიანებისგან დამოუკიდებლად, თავისი სახელით მონაწილეობას იღებს გაერთიანების რომელიმე წევრი, პრეტენდენტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს ან დამკვეთის (შემსყიდველი) ან ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გაერთიანების ყველა მონაწილის მიერ დადასტურებული დოკუმენტაცია ან ინფორმაცია, რომელშიც მითითებული იქნება თუ რა შინაარსის, მოცულობისა და ღირებულების სამუშაოები არის მიწოდებული წინამდებარე ელექტრონულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის მიერ. სავალდებულოდ გასათვალისწინებელი შენიშვნები: 1. სატენდერო პირობების თანახმად, შენობის მშენებლობა ნიშნავს სამოქალაქო დანიშნულების შენობის ახალ მშენებლობას; სამოქალაქო დანიშნულების შენობები მოიცავს როგორც საყოფაცხოვრებო (საცხოვრებელი) დანიშნულების შენობებს, ასევე საზოგადოებრივი დანიშნულების შენობებს; სატენდერო პირობების თანახმად, შენობის რეკონსტრუქცია ნიშნავს შენობაზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენებას, აგრეთვე მისი ნებისმიერი სართულის განაშენიანების ფართობის შეცვლას 1 კვ/მ-ზე მეტად, შენობის ფიზიკური, ხარისხობრივი და თვისობრივი განახლების მიზნით. არსებული სართულ(ებ)ის დემონტაჟის შემთხვევაში მხოლოდ შენობის ან მისი ნაწილის დემონტაჟი არ განიხილება რეკონსტრუქციად თუ სამუშაოები არ მოიცავს შენობის დემონტირებული ან ახალი ნაწილის მშენებლობის სამუშაოებს. 2. დასრულებული ხელშეკრულების განმარტება: ხელშეკრულება ჩაითვლება დასრულებულად, თუ კი შემსრულებლის მიერ, ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება შესრულებულია; სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შემთხვევაში, ხელშეკრულება ჩაითვლება დასრულებულად, თუ კი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ფიქსირდება შემსრულებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი ინფორმაცია, მიუხედავად იმისა ხელშეკრულებას მინიჭებული აქვს სტატუსი: „შესრულებული ხელშეკრულება“, თუ არა. 3. პრეტენდენტის მიერ გამოცდილების დასადასტურებლად წარმოდგენილი დოკუმენტაციით შესაძლებელი უნდა იყოს პრეტენდენტის გამოცდილების, სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან თანხვედრის დადგენა. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტები ფორმალურად შეესაბამება შემსყიდველის მიერ მოთხოვნილს, მაგრამ მათი შინაარსიდან, ან წარმოდგენის ფორმიდან გამომდინარე, მათი მეშვეობით მკაფიოდ ვერ დგინდება ის მონაცემები, რომელთა დადგენის მიზნითაც იყო ისინი მოთხოვნილი, სატენდერო კომისია უფლებამოსილია, მოსთხოვოს პრეტენდენტს დამატებითი ინფორმაციის, ან/და დოკუმენტების წარმოდგენა. 4. საზღვარგარეთ შესრულებული სამუშაოების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს სათანადო წესით: ლეგალიზებული, ან აპოსტილით დამოწმებული. 5. ამხანაგობის ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის შემთხვევაში, ამხანაგობის თითოეული წევრი, დამოუკიდებლად, სრულად (100%-ით) უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს გამოცდილების შესახებ. ამხანაგობის ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის საკითხი რეგულირდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“-ს 24-ე მუხლის შესაბამისად. 6. ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ შეიძლება იყოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მოქმედების ვადაზე ნაკლები, რომელიც მოცემულ შემთხვევაში განისაზღვრება 2030 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
2.6.1 მოთხოვნა პრეტენდენტის ფინანსური შესაძლებლობების შესახებ
მონაწილეს უნდა გააჩნდეს ფინანსური მდგრადობა, მატერიალურ-ტექნიკური რესურსები, საწარმოო და მენეჯერული შესაძლებლობები, რათა, წინამდებარე ელექტრონულ ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, უზრუნველყოს მოცემული ტენდერით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების ხარისხიანი და დროული შესრულება — გადატვირთვის, სამშენებლო პროცესის შეჩერების ან მიმდინარე პროექტებზე ვალდებულებების დარღვევის გარეშე. აღნიშნულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს უტყუარი ინფორმაცია და დოკუმენტაცია. კერძოდ: პრეტენდენტმა კომპანიის მაქსიმალური სიმძლავრის (MCC) დადგენის მიზნით, უნდა წარმოადგინოს: ინფორმაცია კომპანიის 2023, 2024 და 2025 წლების საშუალო წლიური ბრუნვისა და კომპანიის მიერ წინადადების წარდგენის დღისათვის არსებული ვალდებულებების შესახებ: ა) წლიური საშუალო ბრუნვის დადასტურების მიზნით: 1. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.saras.gov.ge-ზე რეგისტრირებული აუდიტორული კომპანიების მიერ აუდირებული ფინანსური ანგარიშგება (რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ბალანსი, მოგება/ზარალის უწყისი, ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ ანგარიში, შენიშვნები ფინანსურ ანგარიშგებაზე).დასკვნა უნდა იყოს დადებითი ან პირობითი (პირობითი დასკვნა არ უნდა ეხებოდეს წლიურ ბრუნვებს); ან/და 2. (ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.saras.gov.ge-ზე რეგისტრირებული აუდიტორული კომპანიის მიერ) შეთანხმებული პროცედურებით (Agreed-Upon Procedures) დადასტურებული წლიური ბრუნვა ან/და 3. ყოველთვიური დღგ-ს დეკლარაციები. ბ) არსებული ვალდებულებების დადასტურების მიზნით - ინფორმაცია ყველა მიმდინარე ხელშეკრულებაზე (მათ შორის კერძო სექტორში დადებული). ასევე, ინფორმაცია იმ ხელშეკრულებებზე, რომლებზეც წინადადების წარმოდგენის დღისთვის მინიჭებული აქვს სტატუსი „გამარჯვებული გამოვლენილია“. პრეტენდენტმა უნდა შეავსოს თანდართული ცხრილი - ინფორმაცია მიმდინარე ხელშეკრულებების შესახებ (დანართი N2). MCC = წლიური საშუალო ბრუნვა x K - (შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების ჯამი* + მიმდინარე ტენდერის ფარგლებში მომდევნო 12 თვის განმავლობაში შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება). K - არის 2; აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით MCC უნდა იყოს დადებითი. შენიშვნები: • შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია საკუთარი რესურსებით და ხარჯებით გადაამოწმოს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის გამარჯვებულად გამოვლენამდე სატენდერო კომისიის მიერ დადგინდა, რომ პრეტენდენტს ან ამხანაგობის ტენდერში მონაწილეობის შემთხვევაში ამხანაგობის რომელიმე წევრს მოსალოდნელი ხელშეკრულების ფარგლებში შესაძლებელია დამატებით წარმოექმნას ისეთი ვალდებულება, რომლის გათვალისწინებასაც პრეტენდენტი ვერ უზრუნველყოფდა წინადადების წარდგენის თარიღისთვის (წინადადების წარდგენის ვადის დასრულების შემდეგ პრეტენდენტის გამარჯვებულად გამოვლენამდე პრეტენდენტი ან ამხანაგობის ტენდერში მონაწილეობის შემთხვევაში ამხანაგობის წევრი, რომელიმე შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გამოვლენილი იქნა გამარჯვებულად და/ან მოწვეული იქნა ხელშეკრულების გასაფორმებლად), სატენდერო კომისია დანართის N2 დაზუსტების გარეშე თავად უზრუნველყოფს ახლად გამოვლენილი მოსალოდნელი ვალდებულებების დაჯამებას პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ მიმდინარე ვალდებულებებთან. • იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებ(ებ)ის ფარგლებში დარჩენილი სამუშაოების შესრულების ვადა არ აღემატება 12 კალენდარულ თვეს, სრულად მოხდება დარჩენილი (შესასრულებელი) სამუშაოების ღირებულების გათვალისწინება. • იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებ(ებ)ის ფარგლებში დარჩენილი სამუშაოების შესრულების ვადა აღემატება 12 კალენდარულ თვეს, პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს დარჩენილი (შესასრულებელი) სამუშაოების წლიური ღირებულება (დარჩენილი (შესასრულებელი) სამუშაოების ღირებულება გაყოფილი დარჩენილი თვეების რაოდენობაზე და გამრავლებული 12-ზე). • იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი წარმოადგენს ამხანაგობას, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია თითოეული ამხანაგობის წევრისთვის. ამხანაგობის სახელით ტენდერში მონაწილების შემთხვევაში დაჯამდება ამხანაგობის ყველა წევრის მიმდინარე ან მოსალოდნელი ვალდებულებების ღირებულება. • იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი წარმოადგენს არარეზიდენტ პირს, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს აუდირებული ფინანსური ანგარიშგებები, რომლებიც მომზადებული უნდა იყოს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.saras.gov.ge რეგისტრირებული, ისეთ ქსელში შემავალი აუდიტის, ან აუდიტორული კომპანიის მიერ, რომელსაც საქართველოში გააჩნია წევრი წარმომადგენლობა, ან ფილიალი, რომელთანაც აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ განხორციელებულია ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი და მონიტორინგის შედეგების მიხედვით, მინიჭებული აქვს პირველი, ან მეორე კატეგორიის დასკვნითი შეფასება. • არარეზიდენტი პირის ან მისი წარმომადგენლობის ან ფილიალის ტენდერში მონაწილეობის შემთხვევაში დაჯამდება როგორც არარეზიდენტი პირის სათაო კომპანიის, ასევე არსებობის შემთხვევაში არარეზიდენტი პირის ყველა ფილიალის ან წარმომადგენლობის მიმდინარე ან მოსალოდნელი ვალდებულებების ღირებულება. შესაბამისად, დანართში N2 სავალდებულოდ მითითებული უნდა იყოს, როგორც არარეზიდენტი პირის, ასევე არსებობის შემთხვევაში მისი ყველა ფილიალის ან წარმომადგენლობის მიმდინარე და მოსალოდნელი ხელშეკრულებების ფარგლებში დარჩენილი ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
პრეტენდენტის მიერ, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი: 1) სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1 (პრეისკურანტი). სავალდებულოდ გასათვალისწინებელი შენიშვნები: 1. პრეტენდენტის მიერ ივსება ყვითლად მონიშნული ველი: პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება. ერთეულის ღირებულების კლების შემთხვევაში, თითოეული ღირებულება კლების პრინციპით (ROUNDDOWN) დამრგვალდება მეასედამდე. 2. პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ღირებულებები (ერთეულის ღირებულებები) არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტით განსაზღვრულ ზღვრულ ღირებულებებს (ერთეულის ღირებულებებს), ხოლო პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ღირებულებების საერთო ჯამი არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებას. 3. პრეისკურანტში სამუშაოს ან მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობისას აღნიშნული ერთეულის ფასი, მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დგინდება, სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნის შესაბამისად (რომელიც, თავის მხრივ, მომზადებულია „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 1 დეკემბრის №2006 განკარგულებით გათვალისწინებული წესითა და შესაბამისი საბაზრო ღირებულებით) და შემცირდება, მიმწოდებლის მიერ, ზემოაღნიშნულ ელექტრონულ ტენდერში დაფიქსირებული ფასკლების პროცენტულობის შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში შესაბამისი სამუშაოს ან მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს. 4. სავალდებულოა განფასებული დანართი N1-ის (პრეისკურანტი) წარმოდგენა როგორც Excel-ის, ასევე PDF დოკუმენტის სახით. იმ შემთვევაში, თუ პრეტენდენტი არის რეზიდენტი პირი, PDF დოკუმენტი სავალდებულოდ დამოწმებული უნდა იყოს პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან ორგანიზაციის კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთვევაში, თუ პრეტენდენტი არ არის რეზიდენტი პირი, PDF დოკუმენტი სავალდებულოდ დამოწმებული უნდა იყოს პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) ორგანიზაციის ბეჭდით. 5. პრეისკურანტის ზღვრული ღირებულებები და პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება მოიცავს ყველა დანარიცხს, დამატებული ღირებულების გადასახადის (დ.ღ.გ.) გარდა, შესაბამისად - სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ლარში, რაც უნდა მოიცავდეს ყველა დანარიცხს, დამატებული ღირებულების გადასახადის (დ.ღ.გ.) გარდა. 6. პრეტენდენტის მიერ, პრეისკურანტის განფასების შედეგად, საბოლოოდ შემოთავაზებული ერთეულის ღირებულებები, მატების გარეშე უნდა იქნეს გათვალისწინებული პრეტენდენტის - შემდგომში მიმწოდებლის მიერ მომზადებული დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის ფარგლებში შედგენილ ხარჯთაღრიცხვაში. 2) სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით (პრეტენდენტის გამოცდილებასთან დაკავშირებული მოთხოვნები) განსაზღვრული წარმოსადგენი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. 3) სატენდერო დოკუმენტაციის 2.6.1 პუნქტით (პრეტენდენტის ფინანსურ შესაძლებლობებთან დაკავშირებული მოთხოვნები) განსაზღვრული წარმოსადგენი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. 4) სატენდერო დოკუმენტაციის 5.1 პუნქტით (პრეტენდენტის სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი) განსაზღვრული წარმოსადგენი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. 5) ინფორმაცია ამხანაგობის მონაწილეთა მიერ წინამდებარე ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შესახებ: ამხანაგობის მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ, თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში; წარმოდგენილი ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს ამხანაგობის ყველა (თითოეული) მონაწილის ხელმოწერით (აღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენა ხდება მხოლოდ ამხანაგობის მიერ). შენიშვნა: 1. სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ლარში, დამატებული ღირებულების გადასახადის (დ.ღ.გ.) გარეშე. 2. წინამდებარე ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხო ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. დოკუმენტაციასთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტისას, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
1. პრეტენდენტის მიერ, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებულ სატენდერო წინადადების საბოლოო ფასსა (პრეისკურანტის შემოთავაზებული საბოლოო ჯამური ღირებულება) და წინამდებარე ელექტრონული ტენდერის პირობებით გათვალისწინებულ, პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებას შორის 20%-ით ან მეტი ოდენობით სხვაობის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის, კერძოდ შემოთავაზებულ სატენდერო წინადადების საბოლოო ფასად (პრეისკურანტის შემოთავაზებული საბოლოო ჯამური ღირებულება), ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობის დადასტურება. 2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი შედგენილი და გაცემული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის N439 დადგენილებით დამტკიცებული „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდის“ მოთხოვნების შესაბამისად, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს ან შესაბამის სფეროში აკრედიტებული სხვა პირის მიერ. 3. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ სატენდერო წინადადების საბოლოო ფასთან (პრეისკურანტის შემოთავაზებული საბოლოო ჯამური ღირებულება), ასევე პრეისკურანტის ერთეულ ღირებულებებთან მიმართებით. 4. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება დაზუსტებას არ ექვემდებარება.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში
5.1.2 იურიდიული პირისთვის
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს: შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება (გარდა არაღიარებული დავალიანებისა და იმ შემთხვევისა, თუ პირს, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს, ამ პუნქტით განსაზღვრული, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი). იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს გააჩნია საგადასახადო დავალიანება, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას წინამდებარე ელექტრონული ტენდერის პროცედურებიდან.
5.1.3 ინდივიდუალური მეწარმისთვის
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს: შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება (გარდა არაღიარებული დავალიანებისა და იმ შემთხვევისა, თუ პირს, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს, ამ პუნქტით განსაზღვრული, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი). იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს გააჩნია საგადასახადო დავალიანება, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას წინამდებარე ელექტრონული ტენდერის პროცედურებიდან.
5.1.4 ფიზიკური პირისთვის
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს: (1) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; (2) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში პირის რეგისტრაციის არარსებობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტში რეგისტრირებულია 5.1.4 პუნქტის მე-2 ქვეპუნქტში მითითებული უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას წინამდებარე ელექტრონული ტენდერის პროცედურებიდან.
5.1.5 ამხანაგობისთვის
სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება როგორც ამხანაგობის, ასევე მისი თითოეული წევრის შესახებ, კერძოდ: უშუალოდ ამხანაგობისთვის: შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება (გარდა არაღიარებული დავალიანებისა და იმ შემთხვევისა, თუ პირს, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს, ამ პუნქტით განსაზღვრული, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი). ამხანაგობის წევრებისთვის: შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება (გარდა არაღიარებული დავალიანებისა და იმ შემთხვევისა, თუ პირს, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს, ამ პუნქტით განსაზღვრული, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი). იმ შემთხვევაში, თუ ამხანაგობის მონაწილე წარმოადგენს არარეზიდენტ პირს, მისი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იქნას სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.6 პუნქტისა და მისი ქვეპუნქტების მოთხოვნათა მიხედვით, ხოლო, წარმომადგენლობის/ფილიალის შემთხვევაში - სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.7. პუნქტის მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ ამხანაგობას ან/და მის რომელიმე წევრს გააჩნია საგადასახადო დავალიანება, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას წინამდებარე ელექტრონული ტენდერის პროცედურებიდან.
5.1.6 არარეზიდენტი პირისთვის
ინფორმაცია საგადასახადო დავალიანების არარსებობის შესახებ, სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.2 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ანალოგიური შინაარსის დოკუმენტების წარმოდგენით. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს გააჩნია საგადასახადო დავალიანება, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას წინამდებარე ელექტრონული ტენდერის პროცედურებიდან.
5.1.7 წარმომადგენლობისთვის/ფილიალისთვის
იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმოს წარმომადგენელი/ფილიალი საქართველოში, იგი ვალდებულია წარმოადგინოს, როგორც თავისი, ასევე სათავო კომპანიის სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.2 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს გააჩნია საგადასახადო დავალიანება, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას წინამდებარე ელექტრონული ტენდერის პროცედურებიდან.
6.1 მოითხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
5
6.2 სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში მოითხოვება გარანტია
10
6.3 გარანტიის მოქმედების ვადა
ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს წინამდებარე ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდების საერთო ვადას, რაც წინამდებარე ელექტრონული ტენდერის პირობებით განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.4. პუნქტში.
6.4 გარანტიის პირობები
1. წინამდებარე ელექტრონულ ტენდერში გამოიყენება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, სახელშეკრულებო ღირებულების 5%-ის ოდენობით, ხოლო თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებლებისათვის საბანკო გარანტიის ოდენობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ სატენდერო წინადადების საბოლოო ფასსა (პრეისკურანტის შემოთავაზებული საბოლოო ჯამური ღირებულება) და შესყიდვის სავარაუდო ღირებულებას (პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება) შორის 20%-ით ან მეტით სხვაობისას, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ოდენობა განისაზღვრება სახელშეკრულებო ღირებულების 10%-ით, ხოლო თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებლებისათვის საბანკო გარანტიის ოდენობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3-ით გათვალისწინებული შინაარსის დაცვით, შესაბამისად, პრეტენდენტი წინამდებარე ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობით ავტომატურად გამოხატავს თანხმობას, რომ მზად არის (შეთანხმებული აქვს შესაბამის საფინანსო ინსტიტუტთან) წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3-ით გათვალისწინებული შინაარსის, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია მატერიალური ან ელექტრონული დოკუმენტის ფორმით (ელექტრონული დოკუმენტის ფორმით წარმოდგენის შემთხვევაში, აღნიშნულ დოკუმენტზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ, შესრულებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა და დასმული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპი), რომელიც სავალდებულოდ გაცემული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ლიცენზირებული შესაბამისი დაწესებულებიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში (ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ), შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი, გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი, უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული, სატენდერო დოკუმენტაციის დანართ N3-ში მოცემული პირობების შესაბამისად. 4. ამხანაგობის მიერ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიაში მითითებული უნდა იყოს ამხანაგობაში შემავალი ყველა პირი. შენიშვნა: ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ნიმუში (სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3) ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციის 10.1 პუნქტში.
7.1.1 წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობა და პირობები
1. საავანსო ანგარიშსწორება შესაძლებელია შემსყიდველთან შეთანხმებული შინაარსის, უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე, რომლის მოქმედების ვადა მინიმუმ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოთა მიწოდების საბოლოო ვადას და რომელიც სავალდებულოდ გაცემული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ლიცენზირებული შესაბამისი დაწესებულებიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში (ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ), შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი, გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი, უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული. 2. მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია განხორციელდეს წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორება, ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 20%-ის ოდენობით, შემსყიდველთან შეთანხმებით. მიმწოდებლის მიერ საავანსო გადახდის მოთხოვნის შემთხვევაში, ავანსის მოცულობისა და პერიოდულობის განსაზღვრის მიზნით, შემსყიდველი უფლებამოსილია დამატებით მოთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი დაწესებულების მიერ დამოწმებული ინფორმაცია. 3. თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი უფლებამოსილია წარმოადგინოს წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 4. წინასწარ ავანსის სახით გადარიცხული თანხის დაქვითვა განხორციელდება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად დადასტურებული შსა-ის, ან/და მიღება-ჩაბარების აქტისა და მიმწოდებლის მიერ, დადგენილი წესით წარმოდგენილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურის (თუ მიმწოდებელი არის დღგ-ს გადამხდელი) საფუძველზე, შემსყიდველის მიერ გადახდის უწყისის დამოწმებიდან, 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის განმავლობაში. 5. საავანსო ანგარიშსწორების გარანტიის გამოყენების/დაკავების პირობები განისაზღვრება ხელშეკრულების პროექტით. 6. თეთრ სიაში რეგისტრირებულ მიმწოდებელთან მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული საავანსო თანხის ანგარიშსწორების შემთხვევაში, თავდაპირველად განხორციელდება არაუზრუნველყოფილი საავანსო თანხის დაქვითვა სრულად, არაუზრუნველყოფილი საავანსო თანხის სრულად დაქვითვის შემდეგ, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი თანხიდან, პარალელურად განხორციელდება არაუზრუნველყოფილი ავანსიდან დაქვითული თანხის პროპორციული ღირებულების დასაქვითი თანხის 5%-ის დაკავება. 7. ამხანაგობის მიერ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიაში მითითებული უნდა იყოს ამხანაგობაში შემავალი ყველა პირი. შენიშვნა: წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ნიმუში (სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N4) ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციის 10.1 პუნქტში.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
1. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ გაწეული საპროექტო მომსახურების და შესრულებული სამუშაოების ჯამურად ასანაზღაურებელი ღირებულება ნაკლებია ხელშეკრულების საერთო ღირებულებაზე ან/და არ დადგა პრეისკურანტში მოცემული ყველა სახის სამუშაოს/მომსახურების/საქონლის გამოყენების საჭიროება, მიმწოდებელს აუნაზღაურდება მის მიერ ფაქტობრივად გაწეული საპროექტო მომსახურებისა და ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება. 2. ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება ანაზღაურდება ხელშეკრულებით განსაზღვრული ერთეულის ფასების შესაბამისად და მიმწოდებელს არ ექნება პრეტენზია, მომსახურების და/ან სამუშაოების აუთვისებელი მოცულობების განხორციელებაზე და შესაბამისი ანაზღაურების მიღებაზე. 3. ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ლარში, მიმწოდებლის საბანკო რეკვიზიტებზე, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. 4. საპროექტო მომსახურებაზე ანგარიშსწორების განხორციელების პირობები: 4.1. მიმწოდებლის მიერ გაწეულ საპროექტო მომსახურებაზე ანგარიშსწორება განხორციელდება, მიმწოდებლის მიერ დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის ფარგლებში მომზადებული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად მიწოდებული სამუშაოების ასანაზღაურებელი ღირებულების არაუმეტეს 4%-ის ოდენობით. აღნიშნული ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველი მიწოდებული სამუშაოს შესაბამისი ანგარიშსწორების თანადროულად, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი, შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტის (ე.წ. ფორმა N2) საფუძველზე. 4.2. შემსყიდველის მიერ, სამუშაოების დაწყების წერილობითი მითითების არ არსებობის შემთხვევაში, გაწეულ საპროექტო მომსახურებაზე ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ მომზადებული დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 4 (ოთხი) თვის შემდეგ, აღნიშნულ მომსახურებაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. 5. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების მიწოდებისას ანგარიშსწორების განხორციელების პირობები: 5.1. სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების მიწოდებისას, ანგარიშსწორება განხორციელდება, მიმწოდებლის მიერ დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის ფარგლებში მომზადებული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად მიწოდებული სამუშაოების ღირებულების მიხედვით, ხელშეკრულების პირობების თანახმად დადასტურებული შსა-ის ან/და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, აღნიშნული დოკუმენტების წარმოდგენიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის განმავლობაში. 5.2. ყოველი მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან განხორციელდება შესრულებული სამუშაოს ღირებულების 5%-ის (სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებულ სატენდერო წინადადების საბოლოო ფასსა (პრეისკურანტის შემოთავაზებული საბოლოო ჯამური ღირებულება) და წინამდებარე ელექტრონული ტენდერის პირობებით გათვალისწინებულ, პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებას შორის 20%-ით ან მეტი ოდენობით სხვაობის შემთხვევაში, შესრულებული სამუშაოების ღირებულების 10%) დაკავება სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად. დაკავებული 5%-დან 2,5%-ის (სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებულ სატენდერო წინადადების საბოლოო ფასსა (პრეისკურანტის შემოთავაზებული საბოლოო ჯამური ღირებულება) და წინამდებარე ელექტრონული ტენდერის პირობებით გათვალისწინებულ, პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებას შორის 20%-ით ან მეტი ოდენობით სხვაობის შემთხვევაში დაკავებული 10%-დან 5%-ის) დაბრუნება განხორციელდება სამუშაოს სრულად დასრულებისა და შემსყიდველის მიერ შექმნილი სამუშაოთა მიმღები კომისიის მიერ შედგენილი საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული თანხის დარჩენილი 2,5%-ის (სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებულ სატენდერო წინადადების საბოლოო ფასსა (პრეისკურანტის შემოთავაზებული საბოლოო ჯამური ღირებულება) და წინამდებარე ელექტრონული ტენდერის პირობებით გათვალისწინებულ, პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებას შორის 20%-ით ან მეტი ოდენობით სხვაობის შემთხვევაში 5%-ის) დაბრუნება განხორციელდება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული სამუშაოთა დასრულების თარიღიდან 1 (ერთი) კალენდარული წლის დასრულების შემდეგ. 5.3. მიწოდებული სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად სამუშაოს ღირებულების 2,5%-ის (სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებულ სატენდერო წინადადების საბოლოო ფასსა (პრეისკურანტის შემოთავაზებული საბოლოო ჯამური ღირებულება) და წინამდებარე ელექტრონული ტენდერის პირობებით გათვალისწინებულ, პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებას შორის 20%-ით ან მეტი ოდენობით სხვაობის შემთხვევაში 5%-ის) ანგარიშსწორების მიზნით შემსყიდველის მიერ შექმნილი სამუშაოთა მიმღები კომისიის მიერ შედგენილი საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში მიმწოდებელი ვალდებულია წარუდგინოს შემსყიდველს, მასთან შეთანხმებული შინაარსის, საქართველოში მოქმედი და შესაბამისად ლიცენზირებული საფინანსო ინსტიტუტის მიერ გაცემული გამოუთხოვადი, უპირობო შესრულებული სამუშაოების ხარისხის უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა მინიმუმ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული სამუშაოთა დასრულების თარიღიდან 365 (სამას სამოცდახუთი) დღის შემდგომ თარიღს. 5.4. იმ შემთხვევაში, თუ სხვადასხვა მიზეზის გამო მიმწოდებელი ვერ უზრუნველყოფს, ან უარს აცხადებს დეფექტების პასუხისმგებლობის პერიოდში დაფიქსირებული ნაკლოვანებების აღმოფხვრაზე, შემსყიდველი (დამოუკიდებელი ექსპერტის მეშვეობით) შეაფასებს ობიექტზე წარმოქმნილი დეფექტების აღმოფხვრის ხარჯს და მიმართავს წინასწარი ანგარიშსწორების (ხარისხის უზრუნველყოფის) საბანკო გარანტიის გამცემ ორგანოს შესაბამისი თანხის გამოთხოვის თაობაზე. თუ დეფექტების აღმოსაფხვრელად საჭირო თანხა აღემატება წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებული სამუშაოების ღირებულების 2,5 % (5%)-ის ოდენობას, შემსყიდველი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დააკისრებს მიმწოდებელს დარჩენილ განსხვავებას. შენიშვნა: ანგარიშსწორების, მათ შორის წინასწარი ანგარიშსწორების პირობები დეტალურად მოცემულია ხელშეკრულების პროექტის ზოგადი პირობების მე-6 მუხლში.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
1. გაწეულ საპროექტო მომსახურებაზე ანგარიშსწორება განხორციელდება მიწოდებული სამუშაოს შესაბამისი ანგარიშსწორების თანადროულად. 2. ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება დადასტურებული შსა-ს ან მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, შემსყიდველის მიერ გადახდის უწყისის დამოწმებიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის განმავლობაში. 3. წინასწარი ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება მის მიერ, შესაბამის თანხაზე საქართველოში მოქმედი საფინანსო ინსტიტუტის მიერ გაცემული წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ინგა შაფათავა, 557199003, ishapatava@mdf.org.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“-ს შესაბამისად. 2. სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1 პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ სავალდებულოდ დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით, ან ორგანიზაციის კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, თუ კი პრეტენდენტი არის რეზიდენტი პირი (თუ კი პრეტენდენტი არ არის რეზიდენტი პირი, აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და ბეჭდის არსებობის შემთხვევაში, ორგანიზაციის ბეჭდით). 3. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად. 4. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადების ფასი უნდა დააფიქსიროს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით და წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ის (პრეისკურანტი) მიხედვით. 5. სატენდერო პირობების კონკრეტული ჩანაწერის და სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების/ქმედების თაობაზე განმარტების მიღების საკითხი რეგულირდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“-ს მე-8 მუხლის შესაბამისად. შენიშვნა: წინამდებარე პუნქტში 10.1 ატვირთულია ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ნიმუში (სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3) და წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ნიმუში (სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N4).
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი