1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
მაღალი წნევით რეცხვის აპარატების სახელმწიფო შესყიდვა
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1.2.1. შესყიდვის ობიექტის რაოდენობა და ტექნიკური მახასიათებლები: 1.2.1.1 მაღალი წნევის სარეცხი აპარატი - 1 (ერთი) ცალი - ცივი წყლის მაღალი წნევით რეცხვის პროფესიონალური აპარატი. - კვება: 380–400 V, 3 ფაზა. - ძრავის ტიპი: ინდუქციური; სიმძლავრე — არანაკლებ 5.5 kW. - აპარატს უნდა გააჩნდეს წყლის ჭავლის რეგულირების შესაძლებლობა. - ელექტრო სადენის სიგრძე — არანაკლებ 5 მ. - მაღალი წნევის რეზინის მილის სიგრძე — არანაკლებ 10 მ. - წყლის წარმადობა — არანაკლებ 15 ლ/წთ. - სიხშირე — 50 Hz. - შესასხურებელი პისტოლეტის ლულა — არანაკლებ 70 სმ. - ბორბლები — მარტივად გადაადგილებისთვის. - სამუშაო წნევა — არანაკლებ 170 bar, რეგულირებადი. - ტუმბოს მაქსიმალური წნევა — 250 bar. - ტუმბოს ტიპი — სამპისტონიანი დგუშოვანი - გადატვირთვისგან დაცვა: თერმული დაცვა და ავტომატური გათიშვის ფუნქცია. 1.2.1.2. მაღალი წნევის სარეცხი აპარატი - 4 (ოთხი) ცალი - ცივი წყლის მაღალი წნევით რეცხვის პროფესიონალური აპარატი. - კვება: 220–240 V, ერთფაზა. - ძრავის ტიპი: ინდუქციური; სიმძლავრე 2.5–3.5 kW. - აპარატს უნდა გააჩნდეს წყლის ჭავლის რეგულირების შესაძლებლობა. - ელექტრო სადენის სიგრძე — არანაკლებ 5 მ. - მაღალი წნევის რეზინის მილის სიგრძე — არანაკლებ 10 მ. - წყლის წარმადობა — არანაკლებ 8–12 ლ/წთ. - სიხშირე — 50 Hz. - შესასხურებელი პისტოლეტის ლულა — არანაკლებ 60 სმ ან ექვივალენტი. - ბორბლები — მარტივად გადაადგილებისთვის. - სამუშაო წნევა — არანაკლებ 150 bar, რეგულირებადი. - ტუმბოს მაქსიმალური წნევა — არანაკლებ 180 bar. - ტუმბოს ტიპი — სამპისტონიანი დგუშოვანი - უსაფრთხოება: გადატვირთვისგან დაცვა, თერმული დაცვა და ავტომატური გათიშვის ფუნქცია.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
1.4.1. საქონლის მიწოდების ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 (ოცდახუთი) კალენდარული დღე
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
1.5.1. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილი: სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ც/საწყობი მის: ქ. თბილისი, ლევან ფირცხელიანის ქ. N1 . 1.5.2. მომწოდებელმა საქონლის მოწოდება და ჩამოტვირთვა უნდა უზრუნველყოს საკუთარი მუშა ხელითა და ტრანსპორტირებით.
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
1.7.1. შემოთავაზებულ საქონელზე უნდა ვრცელდებოდეს არანაკლებ 1 (ერთი) წლიანი საგარანტიო ვადა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან (პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში (დანართი N1) მიუთითოს ინფორმაცია საგარანტიო ვადის შესახებ). 1.7.2. მიმწოდებელმა, საგარანტიო ვადის პერიოდში გამოვლენილი წუნდებული საქონლის შეკეთება უნდა უზრუნველყოს საკუთარი ხარჯებით, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, ხოლო საქონლის შეცვლის საჭიროების შემთხვევაში, მისი შეცვლა უნდა უზრუნველყოს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში. 1.7.3. შეტყობინება შესაძლებელია განხორციელდეს ოფიციალური წერილის ან/და ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინების მეშვეობით.
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
2.1.1.1 პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილი (დანართი N1) -ის მე-4 სვეტში მიუთითოს შესყიდვის ობიექტის მწარმოებელი/ბრენდი, წარმოშობის ქვეყანა და მოდელი/დასახელება. 2.1.1.2 პრეტენდენტის მიერ 2.1.1.1 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას.
2.7.1 მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ
2.7.1.1 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას შემოთავაზებული საქონლის მწარმოებილის მიერ გაცემული ინფორმაცია/დოკუმენტი ან/და ვებ-ბმული მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდიდან, ან კატალოგიდან, რომელიც დაადასტურებს შემოთავაზებული საქონლის წყლის ჭავლის წნევის შესაბამისობას სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან ან აღნიშნული ინფორმაცია ქარხნულად უნდა იქნას დატანილი შემოთავაზებული საქონელზე ან/და მითითებული უნდა იყოს ეტიკეტზე და პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ. ფოტო სურათები). შ ე ნ ი შ ვ ნ ა: იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ, დოკუმენტებში, მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდზე, ეტიკეტის ფოტო-სურათზე ან/და საქონლს ფოტო-სურათზე ინფორმაცია იქნება უცხო ენაზე პრეტენდენტი ვალდებულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარმოადგინოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა. 4.1.1.2 ექსპერტიზის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. 4.1.1.3. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები“.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
7.2.1. მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტიურად მიწოდებული საქონლის შესაბამისად, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ლარებში, მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე, მიღება-ჩაბარების აქტის და სასაქონლო ზედნადების/ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში) წარმოდგენის შემდეგ. 7.2.2. ანგარიშწორება განხორციელდება 2026 წლის საკუთარი სახსრებით
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
7.3.1. ანგარიშსწორება განხორციელდება 7,2 პუნქტში მითითებული დოკუმენტების წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ნინო ბერიძე, 599181715, n.beridze@spd.ge spd@procurement.gov.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იქნას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 10.1.2 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. 10.1.3 იმ შემთხვევაში თუ სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებული არის „მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობით და პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან ექვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი/მომსახურება. ამასთან, ტექნიკურ დავალებაში მოცემული პარამეტრები არის შემსყიდველის მიერ დადგენილი მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტი. 10.1.4 პრეტენდენტი ვალდებულია საქონლის ერთეულის ფას(ებ)ი დააფიქსიროს (დაამრგვალოს) მეასედის სიზუსტით. 10.1.5 პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება. 10.1.6 პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის. 10.2 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები: 10.2.1 მისაწოდებელი საქონლის ფასების ცხრილი დანართი N1-ის მიხედვით, ტექნიკური მონაცემების, მწარმოებლის/ბრენდის, წარმოშობის ქვეყნის, მოდელის/დასახელების და საგარანტიო ვადის მითითებით (შესყიდვის ობიექტის წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებლის/ბრენდის ან/და მოდელის/დასახელების შესახებ ინფორმაციის წარმოუდგენლობა, ასევე ფასების ცხრილის წარმოუდგენლობა ან განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას). 10.2.2 სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1 პუნქტის მოთხოვნებით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი