1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
შპს ჯიარ ქონების მართვას ბალანსზე რიცხული საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში არსებულ შენობებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე, ელექტრო, სანტექნიკური და მექანიკური მოწყობილობების და მათ შეკეთებასთან დაკავშირებული მასალებისა და მათი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
• მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს შეკეთებისთვის საჭირო მასალის და მანქანა მექანიზმების ადგილზე მიტანა/მიყვანა. • მიმწოდებელი პასუხისმგებელია გამოყენებული მასალის და მექანიზმის ხარისხზე, მომასხურების გაწევიდან 6 (ექვსი)თვის განმავლობაში იგივე დაზიანების განმეორების შემთხვევაში შეკეთება ან/და მექნიზმის შეცვლა განახორციელოს საკუთარი ხარჯებით. • ყოველი კონკრეტული დავალებისათვის შემსყიდველი მიმწოდებელს პირდაპირი კომუნიკაციით ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით უგზავნის შეტყობინებას. რის საფუძველზე მოხდება დაზიანებული ნივთის დათვალიერება შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 2 კალენდარული დღის განმავლობაში.. • ანგარიშსწორება მოხდეს ეტაპობრივად კონკრეტული დავალების შესრულების შესაბამისად შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე 10 (ათი) სამუშაო დღეში. • საქონლის მიწოდების/მომსახურეობის ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წელი. შემსყიდველის მოთხოვნიდან ერთი კალენდარული დღის განმავლობაში. • საქონლის/მომსახურების მიწოდების ადგილი: შპს ჯიარ ქონების მართვას ბალანსზე რიცხული საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში არსებულ შენობებიდა მიმდებარე ტერიტორიები. დანართი #2 • პრეტენდენტის მიერ გამოყენებულ სათადარიგო ნაწილებს უნდა გააჩნდეს გარანტია პრეისკურანტის დანართ #1-ში მითითებული პოზიციების შესაბამისად. • იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდა, რომ მიმწოდებლის მიერ არ არის სრულყოფილად შესრულებული მომსახურება, ან შეცვლილ ნაწილს აღმოაჩნდა წუნი (დეფექტი), მიმწოდებელი ვალდებულია აღმოჩენილი ხარვეზი აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, მოთხოვნიდან 2 (ორი) კალენდარული დღის განმავლობაში. • ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, პრეისკურანტის განფასების ცხრილში რომელიმე დეტალის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დადგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს. • ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება 20000 (ოცი ათასი) ლარზე დღგ-ს ჩათვლით. სატენდერო წინადადების ფასი კი წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის პრეისკურანტში მოცემული საქონლის და მომსახურების ერთეულის ფასების ჯამურ ღირებულების შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს ტენდერის ჩატარების შესახებ, განცხადებაში მითითებული პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებისა. • პრეტენდენტის მიერ, შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, წარმოდგენილ საქონლის/მომსახურების პრეისკურანტში მითითებული ერთეულის ფას(ებ)ი არ უნდა აღემატებოდეს შემსყიდველის მიერ საქონლის/მომსახურების პრეისკურანტის შესაბამის გრაფაში მითითებულ ერთეულის სავარაუდო ფას(ებ)ს. • პრეტედენტის მიერ, სისტემაში ატვირთული პრეისკურანტის ჯამურ ღირებულებას და ვაჭრობის შედაგად დაფიქსირებულ ფასებს შორის სხვაობის შემთხვევაში, სხვაობა საჭიროა პროპორციულად გადანაწილდეს პრეისკურანტში მოცემულ ყოველ ცალკეულ პოზიციაზე. ამისათვის, პრეისკურანტის ჯამური ღირებულების დაზუსტებისას, პრეტენდენტმა პროპორციულად უნდა შეამციროს თითოეული საქონლის და მომსახურების ღირებულება. შენიშვნა: რომელიმე პოზიციაზე ნულოვანი ფასის დაფიქსირების შემთხვევაში პრეისკურანტის ჯამური ღირებულების დაზუსტებისას პრეტენდენტმა პროპორციულად უნდა შეამციროს სხვა დანარჩენი პოზიციებით განსაზღვრული საქონლის და მომსახურების ღირებულება. • პრეტენდენტის მიერ, „წინადადების მიღება დასრულებულია“ ეტაპზე, სატენდერო დოკუმენტაციის პრეისკურანტის წარმოუდგენლობა ან არსებითად შეუსაბამო პრეისკურანტის წარმოდგენა (ერთეულის ფას(ებ)ი აღემატება შემსყიდველის მიერ მომსახურების პრეისკურანტის შესაბამის გრაფაში მითითებულ ერთეულის სავარაუდო ფას(ებ)ს), გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას;
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წელი
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
პს ჯიარ ქონების მართვას ბალანსზე რიცხული საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში არსებული შენობები და მიმდებარე ტერიტორიები
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
- მიმწოდებელი პასუხისმგებელია გაწეული მომსახურების და შეცვლილ სათადარიგო ნაწილების ხარისხზე, მათ შორის მთელი საგარანტიო ვადის განმავლობაში, რომელიც შეადგენს არანაკლებ 6 (ექვსი) თვეს და აითვლება მხარეთა მიერ ფაქტიურად გაწეულ მომსახურებაზე მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერის დღიდან.საგარანტიო ვადის განმავლობაში დაზიანების, ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში, მიმწოდებელი საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს გამოვლენილი ნაკლის (ხარვეზის) აღმოფხვრა (საჭიროების შემთხვევაში ტრანსპორტირება, შეკეთება ან კვლავ ახლით შეცვლა),ტელეფონზე ან ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 72 (სამოცდათორმეტი) საათის განმავლობაში კვირის ნებისმიერ დროს, შაბათ-კვირის ჩათვლით.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2024 წლის 01 იანვრიდან მოცემულ ტენდერში წინადადებების მიღების დასრულების დღემდე უნდა გააჩნდეს არანაკლებ 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარის საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მინიმუმ 5 დასავლეთ საქართველოში და 5 აღმოსავლეთ საქართველოში არსებულ შენობებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე, ელექტრო, სანტექნიკური და მექანიკური მოწყობილობების და მათ შეკეთებასთან დაკავშირებული მასალებისა და მათი მომსახურების გაწევის გამოცდილება. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტები ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან/და აღნიშნული მომსახურების გაწევის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია. ასეთის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოოფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტს მოეთხოვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასასაბუთებლად პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ "ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ იბიუროს" ან/და სხვა უფლებამოსილი პირის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო "ფასების ცხრილში" (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
ანგარიშსწორება განხორციელდება მხარეების უფლებამოსილი პირების მიერ, ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება განხორციელდება მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
გიორგი ფიცხელაური, 595030010, gog1461@gmail.com
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1 ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის, მათ შორის დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის (არსებობის შემთხვევაში) სატენდერო განცხადებასთან და სატენდერო დოკუმენტაციასთან შეუსაბამობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. 10.1.2 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში შემსყიდველის მიერ გამოყენებული იქნება საჯარიმო სანქციები, რომლის გამოყენების წესი დაზუსტდება ხელშეკრულების პირობებში
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი