1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, სპორტსმენების ტურნირებზე შეუფერხებლად მონაწილეობისთვის სატრანსპორტო საშუალებების დაქირავება მძღოლთან ერთად.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამგზავრო ტრანსპორტით მგზავრების გადაადგილება ეტაპობრივად, შემსყიდველის მიერ განსაზღვრული მარშუტის შესაბამისად. 1) ავტო სატრანსპორტო საშუალებები უნდა იყოს ტექნიკურად გამართული, დასუფთავებული, კომფორტული სალონითა და სტანდარტული დასაჯდომი ადგილებით( სავარძლებით) აღჭურვილი გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის სისტემით. 2) ავტოსანტრანსპორტო საშუალებებში დაცული უნდა იყოს სანიტარულ- ჰიგიენური ნორმები და შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს/ორგანიზაციის მიერ გამოცემული ნორმები/რეკომენდაციები. 3) ავტოსატრანსპორტო საშუალებები უნდა მუშაობდეს მწარმოებლის მიერ ქარხნულად გათვალისწინებულ საწვავზე. 4) ტრანსპორტის ერთეული რაოდენობები ყოველ კონკრეტულ დაკვეთაზე განისაზღვრება შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.შესაძლოა ერთ დაკვეთაზე საჭირო იყოს 3 სამარშუტო ავტობუსი ან 1 ექვს ადგილიანი ე.წ. მინივენი 5) შემსყიდველი მიმწოდებელს ყოველ კონკრეტულ დაკვეთაზე მიაწვდის ინფორმაციას (მინიმუმ 24 საათით ადრე წერილობით ან ზეპირსიტყვიერად) კონკრეტული ადგილის, დროისა და მარშუტის შესახებ. 6) პასუხისმგებლობა სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გამართულობის შესახებ ეკისრება „მიმწოდებელს“. ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელთა საშუალებითაც უნდა განახორციელოს მიმოწდებელმა მომსახურება, უნდა იყოს ტექნიკურად გამართული და გავლილი უნდა ჰქონდეთ პერიოდული ტექნიკრი დათვალიერება მგზავრთა დროული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. შენიშვნა: მომსახურების განხორციელებამდე მინიმუმ 24 საათით ადრე ეცნობება მიმწოდებელს გადაადგილების თარიღი, ზეპირი ან/და წერილობითი ფორმით.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
მომსახურების გაწევა განხორციელდება წინასწარი დაკვეთით, ინფორმაციის საფუძველზე, რომელშიც მითითებული იქნება ტრანსპორტირებით მომსახურების დაწყება-დასრულების ადგილი. შესაძლებელია ერთდროულად საჭირო გახდეს ორი ან მეტი სატრანსპორტო საშუალების გამოყენება, რომელიც წინასწარ გათვალისწინებული უნდა ჰქონდეს მიმწოდებელს.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია მგზავრთა გადაყვანის გამოცდილების შესახებ, კერძოდ შესრულებული ჰქონდეს მგზავრების გადაყვანასთან დაკავშირებული მომსახურება. (მინიმუმ 1 შესრულებული ხელშეკრულება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულებისა და შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები). სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში თუ მოცემული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT,CMR) წარმოდგენა
2.3.1 მოთხოვნა პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ
შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების შესასრულებლად უნდა გააჩნდეს საკუთარი ან საქართველის სამოქალაქო კოდექსით ნებადართული ან აუკრძალავი ნებართვის ფორმით (ქირა, თხოვება, მინდობილობა და ა.შ.) თანამედროვე ტექნიკური მოთხოვნების ავტოტრანსპორტი. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას დანართი N2-ის შესაბამისად. აგრეთვე წარმოდგენილი უნდა იყოს ავტომანქანების (როგორც საკუთარზე, ასევე იჯარით აღებულზე) ტექნიკური პასპორტების, ან/და საკუთრების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლები, ასევე ტექნიკური დათვალიერების ასლები, რომელიც უნდა იყოს ვადიანი მომსახურების გაწევის პერიოდში. იჯარის შემთხვევაში დამატებით წარმოდგენილი უნდა იყოს აგრეთვე შესაბამისი საიჯარო ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მომსახურების ვადას.
2.4.1 მოთხოვნა პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ
ავტოტრანსპორტის მძღოლს უნდა გააჩნდეს შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს სისტემის მეშვეობით პირადობის მოწმობის ასლთან ერთად.
2.7.1 მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ
პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს სატრანსპორტო საშუალების "პერიოდული ტექნიკური დათვალიერების დოკუმენტები" იმ შემთხვევაში თუ "პერიოდული ტექნიკური დათვალიერების დოკუმენტის" ვადის მოქმედება ამოიწურება ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, "მიმწოდებელი" ვალდებულია ხელახალი "პერიოდული ტექნიკური დათვალიერების დოკუმენტი" წარმოადგინოს ა(ა)იპ კასპის მუნიციპალიტეტის სპორტის დაწესებულებების გაერთიანებაში. მიკროავტობუსში დაუშვებელია მგზავრების გადაჭარბებით გადაყვანა.
2.8.1 ქვეკონტრაქტორთან დაკავშირებული მოთხოვნები
იმ შემთხვევაში, თუ ქვეკონტრაქტორის დადების ან ქვეკონტრაქტორის შეცვლის აუცილებლობა წარმოიშობა ხელშეკრულების მიმდინარეობის პროცესში, მიმწოდებელმა წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს ზემო აღნიშნულის შესახებ და მიიღოს მისგან წერილობითი თანხმობა. ასევე, მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ქვეკონტრაქტორთნ გაფორმებული ხელშეკრულება.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
პრეტენდენტებმა ტექნიკური დოკუმენტაციის სახით სისტემაში უნდა ატვირთონ შემდეგი დოკუმენტები და ინფორმაცია: - ფასების ცხრილი (დანართი 1), რომლის წარმოუდგენლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას; - პრეტენდენტებმა ტექნიკური დოკუმენტაციის სახით სისტემაში უნდა ატვირთოს ყოველი ავტომობილის შესახებ ინფორმაცია, კერძოდ: მარკა, მოდელი, სახელმწიფო ნომერი ,რის მიხედვითაც შემოწმდება მოქმედი ტექ. დათვალიერება, - ინფორმაცია მძღოლების შესახებ: სახელი, გვარი, შესაბამისი მართვის მოწმობა და ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა#100).
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი,წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით)) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა. დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
ანგარიშწორება განხორციელდება გაწეული მომსახურების ბოლოს, შუალედური მიღება - ჩაბარების გაფორმების საფუძველზე. ანგარიშსწორება განხორციელდება ეროვნულ ვალუტაში (ლარში) უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
შემსყიდველი ანგარიშსწორებას განახორციელებს ყოველი კონკრეტული მომსახურების გაწევის შემდგომ, მიღება-ჩაბარების დოკუმენტაციის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
შოთა გოგიაშვილი, 599857460, sportkompleqsi2017@gmail.com
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
- პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება. - სატენდერო წინადადების საერთო ფასი და თითოეული ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარში; - ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე - მიმწოდებლის მიერ ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი უნდა იყოს ხელმოწერილი ან დამოწმებული ელექტრონული შტამპით.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი