ტსTenderscope
My categories only 15 + 1 org
Hiding everything outside your 15 watched categories and 1 followed organisation. Include everything else
HomeTenders › NAT260010380
NAT260010380 NAT · აუქციონის გარეშე no result On procurement.gov.ge ↗

ქ. თბილისში ჩუღურეთის რაიონში ნ. ჩხეიძის ქუჩა # 13-ში მდებარე #96 საბავშვო ბაგა-ბაღის (ს/კ

5% outside our line

Can we win this?

5% — outside our line: this does not look like something we sell.

  • Our line of business only 6% like anything in our 58 bids — most likely not something we sell.
  • Deal size over ₾200k: we have won 0 of 6 bids in this range.
  • Expected competition this category averages 2.0 bidders, 30% go single-bid. In 1–3 bidders we have won 10 of 17.
  • Procedure NAT: 18 wins from 48 bids.
  • Category fit 45200000: we have never bid in this category.
  • Buyer relationship we have never bid with this buyer.

Derived from our own 52 decided bids (18 won, 35% base rate) against market data for the category. Thin evidence is shrunk toward the base rate, so this is a prior, not a prediction — it says nothing about whether we can meet the specification.

Main details — as published

განცხადების ნომერიNAT260010380
შესყიდვის სტატუსიდასრულებულია უარყოფითი შედეგით
შემსყიდველითბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო
შესყიდვის ტიპიელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე(NAT)
შესყიდვის კატეგორია45200000-მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
კლასიფიკატორის კოდები
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება3`763`611.00 GEL
შესყიდვის რაოდენობა ან მოცულობაიხ. სატენდერო დოკუმენტაცია
შესყიდვის გამოცხადების თარიღი19.05.2026 13:00
წინადადებების მიღება იწყება04.06.2026 00:09
წინადადებების მიღება მთავრდება09.06.2026 13:30
შეთავაზების ფასის კლების ბიჯი30`000.00 GEL
გარანტიის ოდენობა37`636 GEL
გარანტიის მოქმედების ვადა160 დღე
მოწოდების ვადა16 თვე
წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოსდღგ-ს გათვალისწინებით
დამატებითი ინფორმაცია

Buyer documents & protocols (2)

NAT260010380_ოქმი N2-დაზუსტება-SIGNED.pdf.pdf ქეთევან შერგელაშვილი 15.06.2026 15:41
NAT260010380_ოქმი N3-დისკვალიფიკაცია-SIGNED.pdf.pdf ქეთევან შერგელაშვილი 19.06.2026 13:02

Bidders — everyone, including who lost

CompanyFirst offer Final offerResult
შპს ბილდკინგს 3,687,787 3,650,698
NAT260010380_გამოცდილება 2023 წლიდან-signed.pdf.pdf · NAT260010380_დანართი N2 - ხარჯთაღრიცხვა სამუშაოები (ზღვრული ფასით).xlsx.xlsx · NAT260010380_დანართი N2 - ხარჯთაღრიცხვა სამუშაოები (ზღვრული ფასით)-signed.pdf.pdf · NAT260010380_საგარანტიო ვადები-signed.pdf.pdf

"Won" is derived — our inference from final offers; the portal does not publish it as a field.

History

  • 19.05.2026 13:00 Announced
  • 04.06.2026 00:09 Bidding opens
  • 09.06.2026 12:44 First bid placed (1 bidders in total)
  • 09.06.2026 12:59 Last bid activity
  • 09.06.2026 13:30 Bidding closes
  • 15.06.2026 15:41 Buyer published: NAT260010380_ოქმი N2-დაზუსტება-SIGNED.pdf
  • 19.06.2026 13:02 Buyer published: NAT260010380_ოქმი N3-დისკვალიფიკაცია-SIGNED.pdf
  • 23.08.2026 22:18 Current status: no result

Built from every dated fact we hold; the portal's full status-change log is a planned scrape.

Tender documentation — all 29 sections

1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
ქ. თბილისში ჩუღურეთის რაიონში ნ. ჩხეიძის ქუჩა # 13-ში მდებარე #96 საბავშვო ბაგა-ბაღის (ს/კ 01.16.06.050.016) დემონტაჟის და სამშენებლო სამუშაოების მრავალწლიანი შესყიდვა (2026 წელი-1 500 000 ლარი; 2027 წელი-2 263 611 ლარი).
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1.2.1. შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და რაოდენობა განსაზღვრულია ხარჯთაღრიცხვებით; 1.2.2. პრეტენდენტის მიერ ხარჯთაღრიცხვები ატვირთული იქნას Excel-ის ფორმატის ფაილის სახით (ხარჯთაღრიცხვის განსაფასებელი პოზიციების რაოდენობის 5%-ზე მეტის განუფასებლად წარმოდგენა ან/და ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას); 1.2.3. პრეტენდენტმა ხარჯთაღრიცხვები უნდა წარმოადგინოს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვარის N55 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი - „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესი“-ს შესაბამისად; 1.2.4. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების წარმოებისას დაიცვას უსაფრთხოების ნორმები. 1.2.5. პრეტენდენტი ვალდებულია, უზრუნველყოს ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, მშენებლობამდე კი განახორციელოს არსებული ავარიული შენობის დემონტაჟი და გატანა უსასყიდლოდ. 1.2.6. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების შესრულებისას წარმოქმნილი მეორადად გამოსაყენებელი მასალები, გადაიტანოს დამკვეთის მიერ მითითებულ მისამართზე, ხოლო ნარჩენები (ინერტული) განათავსოს მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად საამისოდ გამოყოფილ ადგილზე, თბილისის ტერიტორიაზე განთავსების შემთხვევაში - გლდანის რაიონი, თბილისის შემოვლითი საავტომობილო გზის მე-15 კმ; 1.2.7. შესრულებული სამუშაო/საქონელი უნდა შეესაბამებოდეს ტექნიკური დავალებით, ხარჯთაღირცხვებითა და სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს/პარამეტრებს;
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
სამუშაოების შესრულების ვადა: შემსყიდველის მიერ სამუშაოების დაწყების შესახებ წერილობითი მოთხოვნიდან, სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად,16 თვე (თექვსმეტი თვე).
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
1.5.1. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების დაცვით, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად; 1.5.2. პრეტენდენტი ვალდებულია, უზრუნველყოს ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, მშენებლობამდე კი განახორციელოს არსებული ავარიული შენობის დემონტაჟი და გატანა უსასყიდლოდ. 1.5.3. სამუშაოების შესრულების ადგილია ქ. თბილისში ჩუღურეთის რაიონში ნ. ჩხეიძის ქუჩა # 13-ში მდებარე #96 საბავშვო ბაგა-ბაღის (ს/კ 01.16.06.050.016) ტერიტორია;
1.6 შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა
1.6.1 შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადებად (გარდა მექანიკური ზემოქმედებისა) განისაზღვროს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან: 1. კონსტრუქციულ ნაწილზე 20 (ოცი) წელი; 2. სახურავზე 7 (შვიდი) წელი; 3. გათბობა-ვენტილაციის სისტემებზე 3 (სამი) წელი; 4. სარემონტო სამუშაოებზე 2 (ორი) წელი; 5. ელექტროგაყვანილობა, სუსტი დენები 2 (ორი) წელი; 6. სანტექნიკური და საკანალიზაციო გაყვანილობები 2 (ორი) წელი; 7. მანქანა-დანადგარებზე არანაკლებ 3 (სამი) წელი; 8. ვიდეო-კამერები 2 (ორი) წელი; 1.6.2. საგარანტიო ვადის განმავლობაში შესრულებული სამუშაოებზე (საქონელზე) დეფექტის/წუნის/ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში იგი უნდა შეკეთდეს ან შეიცვალოს ახლით, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით, შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად დადგენილ ვადაში; 1.6.3. სამუშაოს (საქონლის) ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული იქნება 5%. დაკავებული 5%-დან 2,5%-ის გადახდა განხორციელდება სამუშაოს სრულად დასრულებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო დარჩენილი 2,5%-ის გადახდა მოხდება სარემონტო სამუშაოებზე საგარანტიო ვადის 2 (ორი) წლის გასვლის შემდეგ. 1.6.4. თუკი ხელშეკრულების საგარანტიო პერიოდის ვადის გასვლამდე გამოვლენილი ხარვეზების შედეგად შემსყიდველს მიადგა ზარალი აღნიშნული გარანტიით განსაზღვრულ ღირებულებაზე მეტი ოდენობით, მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას გადაუხადოს შემსყიდველს შესაბამისი ნარჩენი ღირებულება ან აღმოფხვრას წუნი საკუთარი ხარჯებით;
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
2.2.1.1 პრეტენდენტს 2023 წლის 01 იანვრიდან ამ ტენდერის გამოცხადების დღემდე უნდა გააჩნდეს არანაკლებ სავარაუდო ღირებულების 150% ოდენობით (5720193 ლარი) ღირებულების შენობ(ებ)ის მშენებლობის/სარეკონსტრუქციო/სარემონტო სამუშაოების (მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულებების, ან სკოლების, ან ბაგა-ბაღების, ან სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების მქონე შენობ(ებ)ის ან მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების) შესრულების გამოცდილება. მათ შორის, წარმოსადგენი (5720193 ლარის )გამოცდილების 70% ( 4004135,10 ლარი) უნდაც იყოს მხოლოდ სამშენებლო სამუშაოების და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობ(ებ)ის მშენებლობის შესრულების გამოცდილება. ასევე, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში უნდა გააჩნდეს წარმოსადგენი (5720193ლარის) გამოცდილების 50%ის (2860096,50 ლარი)არანაკლებ ოდენობით შესრულების გამოცდილება ; სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით გამოცდილებაში ჩაითვლება მხოლოდ სრულად დასრულებული ხელშეკრულება/ობიექტი. მიმდინარე ხელშეკრულება/ობიექტი გამოცდილებაში არ ჩაითვლება 2.2.1.2. პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს, საანგარიშო პერიოდში ანალოგიური სამუშაოების გამოცდილების დამადასტურებელი, მხარეთა მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები: ხელშეკრულებები და მათი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები: საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტები, ფორმა N2-ები; ან/და დამკვეთის მიერ გაცემული შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი ცნობა, ან/და სამუშაოების დასრულების/შესრულების სერტიფიკატები ან/და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები); 2.2.1.2. პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს, საანგარიშო პერიოდში ანალოგიური სამუშაოების გამოცდილების დამადასტურებელი, მხარეთა მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები: ხელშეკრულებები და მათი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები: საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტები, ფორმა N2-ები; ან/და დამკვეთის მიერ გაცემული შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი ცნობა, ან/და სამუშაოების დასრულების/შესრულების სერტიფიკატები ან/და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები). იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულება და ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, მისი წარმოდგენა არ არის სავალდებულო და ასეთ შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს შესაბამისი შესყიდვის სისტემაში რეგისტრაციის უნიკალური ნომერი SPA, NAT, CMR, DAP და ა.შ; 2.2.1.3. შემსყიდველი უფლებამოსილია ანალოგიური სამუშაოების იდენტიფიცირების მიზნით მოითხოვოს პრეტენდენტისაგან დამატებითი ინფორმაციის სახით სხვა ნებისმიერი დოკუმენტი, რომლის მიწოდებაც კანონმდებლობით არ არის აკრძალული; შენიშვნა: წარმოდგენილ უნდა იქნას ინფორმაცია გამოცდილების შესახებ დანართი N3–ის შესაბამისად.
2.5.1 მოთხოვნა საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადებთან დაკავშირებით (გეგმა-გრაფიკი)
2.5.1 მიმწოდებელმა სამუშაოების შესრულების კალენდარული გეგმა-გრაფიკი უნდა წარმოადგინოს და შემსყიდველთან შეათანხმოს ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, წერილობითი დავალების მიცემიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში;
2.8.1 ქვეკონტრაქტორთან დაკავშირებული მოთხოვნები
1. მიმწოდებელმა წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს წინამდებარე ტენდერში გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულებების შესახებ და მიიღოს მისგან წერილობითი თანხმობა; 2. ქვეკონტრაქტორი/ქვეკონტრაქტორები არ უნდა იყვნენ რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“; 3. ქვეკონტრაქტორს უნდა გააჩნდეს მასზე გადასაცემი სამუშაოების ანალოგიური ტიპისა და ღირებულების სამუშაოების შესრულების გამოცდილება 4. ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე წარმოდგენილი იქნას შემდეგი სახის ინფორმაცია: შესასრულებელი სამუშაოების დასახელება ღირებულებით, ქვეკონტრაქტის ასლი, ქვეკონტრაქტორის მიერ შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი); 5. ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ შესასრულებელი სამუშაოების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს შესასრულებელი სამუშაოების მთლიანი მოცულობის 40%; 6. სამუშაოების ნაწილის ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე გადაცემით მიმწოდებელი არ თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან. 7. ხელშეკრულების ფარგლებში ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულების ასლი უნდა წარედგინოს შემსყიდველს;
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
1. მშენებლობის პროცესში მოხმარებულ ენერგორესურსებსა და წყალზე კომუნალური გადასახადების გადახდა უნდა უზრუნველყოს მიმწოდებელმა; 2. ფარული სამუშაოების წარმოების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია შეადგინოს ფარული სამუშაოების დამადასტურებელი წერილობითი აქტები, ამასთან ფარული სამუშაოები აწარმოოს შემსყიდველის მიერ შესაბამისად უფლებამოსილი პირის უშუალო ზედამხედველობის ქვეშ. მიმწოდებელი ვალდებულია ფარული სამუშაოების დაწყების თარიღი ორი სამუშაო დღით ადრე აცნობოს შემსყიდველს; 3. მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს სამუშაოს შესრულება ტექნიკური დავალებით დადგენილი პირობებისა და წესების, ასევე მოქმედი სამშენებლო სტანდარტების დაცვით; 4. სამუშაოს შესრულების პროცესში გამოყენებული ყველა ტექნიკური აღჭურვილობა და ინსტრუმენტი უნდა იყოს მუშა მდგომარეობაში, მათი ექსპლუატაცია უნდა ხდებოდეს მწარმოებლის მიერ განსაზღვრული წესით. ტექნიკური აღჭურვილობის და ინსტრუმენტის ექსპლუატაციისას დაუშვებელია არაქარხნული (კუსტარული) წესით დამზადებული დეტალის ან/და სათადარიგო ნაწილის გამოყენება; 5. სამუშაოს შესრულების პროცესში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ხარისხისა და სამუშაოების მიმდინარეობის ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელ პირთა მიერ გაცემული, როგორც ზეპირი ასევე წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება; 6. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს, სამშენებლო სამუშაოების პროცესში, მიმწოდებლის მიზეზით (მ/შ გაუფრთხილებლობით), შემსყიდველისთვის ან/და მესამე პირისთვის მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება საკუთარი ხარჯით; 7. სამუშაოების დასრულების შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია თავისი ძალებით და სახსრებით დაუყოვნებლივ გაანთავისუფლოს სამუშაო ადგილი მანქანა-მექანიზმებისაგან, მოწყობილობა-დანადგარებისაგან, მასალებისაგან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში. 8. სამშნებლო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობას განახორციელებს ააიპ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია. 9. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციაში ან/და პროექტში ან/და ხარჯთაღრიცხვაში შესყიდვის ობიექტის აღწერისას, გამოყენებულია წარმოშობის ქვეყანა ან/და სასაქონლო ნიშანი ან/და მოდელი ან/და პატენტი ან/და მწარმოებელი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნულ ტერმინებს გააჩნიათ „მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობა, მოთხოვნილი ტექნიკური მახასიათებლების განსაზღვრისთვის;
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
4.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი),რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამურიღი რებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრულის ამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა და რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა. ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფოშე სყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017წლის 14ივნისის №12 ბრძანების28-ემუხლის პირველი, მე-2,მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები;
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში
5.1.2 იურიდიული პირისთვის
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომელშიც, პრეტენდენტის მიმართ, არ უნდა იყოს რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა ან/და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება ან/და პრეტენდენტი არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. - ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ საიდანაც უნდა იკვეთებოდეს რომ პრეტენდენტს არ გააჩნია დავალიანება ბიუჯეტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა: 1. თუ პრეტენდენტს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში (პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისის საგადასახადო შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი) 2. თუ პრეტენდნეტს აქვს არაღიარებული დავალიანება, მაგრამ ერიცხება სალდირებული ზედმეტობა არანაკლებ არაღიარებული დავალიანების ოდენობით (უნდა ფიქსირდებოდეს ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არასრებობის შესახებ წარმოდსადგენ ცნობაში). თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტში რეგისტრირებულია ზემოაღნიშნული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას;
5.1.3 ინდივიდუალური მეწარმისთვის
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომელშიც, პრეტენდენტის მიმართ, არ უნდა იყოს რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა ან/და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება ან/და პრეტენდენტი არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. - ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ საიდანაც უნდა იკვეთებოდეს რომ პრეტენდენტს არ გააჩნია დავალიანება ბიუჯეტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა: 1. თუ პრეტენდენტს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში (პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისის საგადასახადო შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი) 2. თუ პრეტენდნეტს აქვს არაღიარებული დავალიანება, მაგრამ ერიცხება სალდირებული ზედმეტობა არანაკლებ არაღიარებული დავალიანების ოდენობით (უნდა ფიქსირდებოდეს ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არასრებობის შესახებ წარმოდსადგენ ცნობაში); თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტში რეგისტრირებულია ზემოაღნიშნული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას;
5.1.4 ფიზიკური პირისთვის
5.1.4.1 პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. 5.1.4.2 ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში პირის რეგისტრაციის არარსებობის შესახებ; იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში, პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას;
5.1.5 ამხანაგობისთვის
სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება, როგორც ამხანაგობის, ასევე მისი წევრების შესახებ. უშუალოდ ამხანაგობისთვის: ა) უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან გაცემული დოკუმენტ(ებ)ი რომლითაც უნდა დასტურდებოდეს, რომ პრეტენდენტის მიმართ არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა ან/და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება ან/და პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. ბ) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ საიდანაც უნდა იკვეთებოდეს რომ პრეტენდენტს არ გააჩნია დავალიანება ბიუჯეტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა: 1. თუ პრეტენდენტს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში (პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისის საგადასახადო შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი) 2. თუ პრეტენდნეტს აქვს არაღიარებული დავალიანება, მაგრამ ერიცხება სალდირებული ზედმეტობა არანაკლებ არაღიარებული დავალიანების ოდენობით (უნდა ფიქსირდებოდეს ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არასრებობის შესახებ წარმოდსადგენ ცნობაში); ამხანაგობის წევრებისთვის: ა) ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ ამხანაგობის წევრების მიმართ არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა ან/და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება ან/და აღნიშნული პირები არ არიან რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. ბ) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ საიდანაც უნდა იკვეთებოდეს რომ პრეტენდენტს არ გააჩნია დავალიანება ბიუჯეტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა: 1. თუ პრეტენდენტს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში (პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისის საგადასახადო შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი) 2. თუ პრეტენდნეტს აქვს არაღიარებული დავალიანება, მაგრამ ერიცხება სალდირებული ზედმეტობა არანაკლებ არაღიარებული დავალიანების ოდენობით (უნდა ფიქსირდებოდეს ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არასრებობის შესახებ წარმოდსადგენ ცნობაში). გ) იმ შემთხვევაში, თუ ამხანაგობის მონაწილე წარმოადგენს არარეზიდენტ პირს, მისი სარეგისტრაციო უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იქნას სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.6 პუნქტისა და მისი ქვეპუნქტების მოთხოვნათა მიხედვით, ხოლო, წარმომადგენლობის/ფილიალის შემთხვევაში - სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.7. პუნქტის მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ ამხანაგობის, ან/და მისი რომელიმე წევრ(ებ)ის მიერ წარმოდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია 5.1.5 პუნქტის შესაბამის ქვეპუნქტებში გათვალისწინებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას;
5.1.6 არარეზიდენტი პირისთვის
არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას: ა) პრეტენდენტის, როგორც მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ: ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან). ბ) დოკუმენტ(ებ)ი, რომლითაც დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მიმართ, არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა ან/და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება ან/და პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. გ) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ საიდანაც უნდა იკვეთებოდეს რომ პრეტენდენტს არ გააჩნია დავალიანება ბიუჯეტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა: 1. თუ პრეტენდენტს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში (პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისის საგადასახადო შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი) 2. თუ პრეტენდნეტს აქვს არაღიარებული დავალიანება, მაგრამ ერიცხება სალდირებული ზედმეტობა არანაკლებ არაღიარებული დავალიანების ოდენობით (უნდა ფიქსირდებოდეს ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არასრებობის შესახებ წარმოდსადგენ ცნობაში); დ) პრეტენდენტის სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები გაცემული უნდა იყოს თავისი ქვეყნის შესაბამისად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო(ები)დან, დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მათ თან უნდა ერთვოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგამანი ქართულ ენაზე. იმ შემთხვევაში, თუ არარეზიდენტი იურიდიული პირის რეგისტრაციის ქვეყანაში არ ხდება ზემოაღნიშნული რომელიმე მონაცემის/ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის გაცემა, აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინო თავისი ქვეყნის შესაბამისად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტი, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მათ თან უნდა ერთვოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე. არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ბ) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში პირის რეგისტრაციის არარსებობის შესახებ. გ) პრეტენდენტის სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები გაცემული უნდა იყოს თავისი ქვეყნის შესაბამისად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო(ები)დან, დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მათ თან უნდა ერთვოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგამანი ქართულ ენაზე. იმ შემთხვევაში, თუ არარეზიდენტი იურიდიული პირის რეგისტრაციის ქვეყანაში არ ხდება ზემოაღნიშნული რომელიმე მონაცემის/ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის გაცემა, აღნიშნულის დასადასტურებლად, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს თავისი ქვეყნის შესაბამისად უფლებამოსილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტი, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მათ თან უნდა ერთვოდეს საქართველოს კანონმდებლობით დდაგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე; თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტ(ებ)ში რეგისტრირებულია 5.1.6 პუნქტის შესაბამის ქვეპუნქტებში გათვალისწინებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას;
5.1.7 წარმომადგენლობისთვის/ფილიალისთვის
იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმოს წარმომადგენელი/ფილიალი საქართველოში, იგი ვალდებულია წარმოადგინოს, როგორც თავისი, ასევე სათაო კომპანიის სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.2 პუნქტის და სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.6. პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად. ამასთან, თუ წარმომადგენლობის/ფილიალის ან/და სათაო კომპანიის სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია 5.1.2 ან/და 5.1.6 პუნქტების შესაბამის ქვეპუნქტებში გათვალისწინებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას. სათაო კომპანიის სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე;
6.1 მოითხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
5
6.2 სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში მოითხოვება გარანტია
10
6.3 გარანტიის მოქმედების ვადა
ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადას;
6.4 გარანტიის პირობები
6.4.1 ტენდერში გამოყენებულ იქნება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%/10%–ის ოდენობით. 6.4.2 უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. 6.4.3 თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს მოთხოვნილი ოდენობის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ნახევარს;
7.1.1 წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობა და პირობები
7.1.1.1. წინასწარი ანგარიშსწორების (ავანსი) გამოყენება შესაძლებელია საავანსო თანხის იდენტური ოდენობის, უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში (რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების დასრულების ვადას). საავანსო თანხა გაიცემა სახელშეკრულებო ღირებულების 25%-ის ფარგლებში. მიმწოდებელმა ავანსის თანხები უნდა გამოიყენოს მხოლოდ ამ შესყიდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად; 7.1.1.2. უპირობო, გამოუთხოვადი წინასწარი ანგარიშსწორების (საავანსო) გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში; 7.1.1.3. წინასწარ გადახდილი თანხის გაქვითვა მოხდება ეტაპობრივად, ყოველი შესრულებული სამუშაოდან გაიქვითება გაცემული ავანსის შესაბამისი პროცენტული ოდენობა. ანგარიშწორების ბოლო ეტაპზე წინასწარ გადახდილი თანხის გაქვითვა მოხდება იმ მოცულობით, რა მოცულობაც საჭიროა ავანსის სრულყოფილად გასაქვითად;
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
7.2.1 ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“-სა და სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან/და სხვა აკრედიტირებული პირის მიერ დადასტურებული ფორმა N2-ის და შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე;
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
7.3.1 ანგარიშსწორება მოხდება 2026-2027 წლის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით ეტაპობრივად, მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ქეთევან შერგელაშვილი, 599687788, ketishergelashvili20@gmail.com
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი; 10.1.2. ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია; 10.1.3. პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი (გარდა Excel-ის ფორმატის ფაილებისა) წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ: რეკვიზიტები, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, გეგმა-გრაფიკი და ა.შ.). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით; (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). 10.1.4. სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში; 10.1.5. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება; 10.1.6. სამუშაოების წარმოების პროცესში, სამუშაოს ახალი პოზიცი(ებ)ის წარმოქმნის შემთხვევაში, შემსყიდევლის მხრიდან ანაზღაურება განხორციელდება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნით განსაზღვრული ახალი პოზიციის ერთეულის ფასის ფარგლებში, ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები: 1. ხარჯთაღრიცხვა დანართი №1–ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან/და ხარჯთაღრიცხვის განსაფასებელი პოზიციების რაოდენობის 5%-ზე მეტის განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას). 2. ინფორმაცია გამოცდილების შესახებ დანართი №2–ის შესაბამისად. შენიშვნა: სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული;
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი

The same thing, bought before

NAT250014402 08.08.2025 contract signed same category · 35% title match · same buyer · similar size

ქ. თბილისში ისნის რაიონში, ბეღლეთის ქუჩის №10-ში მდებარე მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვი… 45200000მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები → შპს რემონტი2 3 bidders 3,464,857 ₾
NAT260011309 29.05.2026 contract signed same category · 48% title match · same buyer

ქ. თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, რეხის ქუჩის N6-ში საბავშვო ბაგა-ბაღის სამშენებლო სამუშა…

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვი… 45200000მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები → შპს პროდიუს ინვესტმენტ 2 bidders 9,730,329 ₾
NAT260017320 18.08.2026 announced same category · same buyer

თბილისის მუნიციპალიტეტის N169-ე საბავშვო ბაგა - ბაღში, სახურავის სამშენებლო - სარემონტო…

NAT260017427 19.08.2026 announced same category · similar size

თელავის მუნიციპალიტეტის სოფ. კურდღელაურში N10 ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა

NAT260017097 14.08.2026 announced same category · similar size

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში, კერძოდ: ცხუნკურში, ყუმისთავში, ქვილიშორში, სოფ. წყა…

NAT260017522 19.08.2026 announced same category · similar size

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვ. მსხალგორში გზისა და სანიაღვრე არხების რეაბილიტაციის…

Ranked by CPV category first, then by what the tender is called, what it costs and who is buying — one category holds laptops and printers alike, so the wording separates them.

Same buyer, same category — have they bought this before?

This buyer usually awards to

across all categories

შპს ელრაპ
შპს რემონტი2
შპს ჰიგეა
შპს ჩიკა
შპს ელ შოპი