1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
საიმიჯო ვიდეორგოლის მომზადების მომსახურება
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
საზოგადოებაზე ორიენტირებული უწყება საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ორიენტირებულია მსოფლიოში მიმდინარე ტექნოლოგიური პროგრესისა და ტენდენციების კვალდაკვალ განვითარებაზე. შესაბამისად, თანამედროვე გლობალური გამოწვევების საპასუხოდ, უწყება ზრუნავს ინოვაციური მიდგომების გამოყენებით სახელმწიფო სერვისების მაღალი სტანდარტის დანერგვაზე. სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომში - სააგენტო) უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, გამარტივებას და ქვეყანაში ინოვაციური მომსახურებების დანერგვას. სააგენტოს ძირითად ფუნქციებს წარმოადგენს: სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია და რეგისტრაციის მოწმობების გაცემა; პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემა და მისამართზე რეგისტრაცია/რეგისტრაციიდან მოხსნა; ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების ხელშეწყობა; დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება და ლეგალიზაცია; სანდო და კვალიფიციური სანდო მომსახურების გაწევა და მასთან დაკავშირებული პროცესების შემდგომი განვითარება (დეტალური ინფორმაცია იხილეთ - https://sda.gov.ge/). სააგენტოს სერვისების მოკლე ჩამონათვალი: ბიომეტრიული პასპორტი, პირადობის ელექტრონული მოწმობა (ID ბარათი), დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა, გარდაცვალების მოწმობა, მისამართზე რეგისტრაცია, შშმ პირის და სტუდენტის სტატუსების ასახვა პირადობის მოწმობის QR კოდზე, მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი, მრავალშვილიანის სტატუსის დადგენა, ატესტატი და სხვა (დეტალური ინფორმაცია იხილეთ - https://sda.gov.ge/products/). -- სამოქალაქო აქტები სააგენტოში 7 სახის სამოქალაქო აქტის - დაბადების, მამობის დადგენის, ქორწინების, განქორწინების, შვილად აყვანის, სახელის/გვარის შეცვლის, გარდაცვალების რეგისტრაცია და შესაბამისი მოწმობის მიღება ელექტრონულად არის შესაძლებელი. ელექტრონული მომსახურების მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოქალაქეებისთვის სერვისებით სარგებლობის ხელმისაწვდომობის გაზრდა და ელექტრონული მმართველობის ხელშეწყობა. -- ახალი საიდენტიფიკაციო დოკუმენტები 2025 წლიდან სააგენტომ ახალი თაობის საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის და ბინადრობის ელექტრონული მოწმობების გაცემა დაიწყო, რომლებიც სრულად პასუხობს მსოფლიო ბაზარზე არსებულ თანამედროვე ტექნოლოგიურ გამოწვევებს. დოკუმენტების უსაფრთხოება კიდევ უფრო გაძლიერებულია თანამედროვე დამცავი ნიშნებით, დიზაინი კი ეროვნული თემატიკის სიმბოლოებით არის დატვირთული. სააგენტოს მიერ ICAO-ს სტანდარტების შესაბამისად გაცემული საიდენტიფიკაციო დოკუმენტების სანდოობა საერთაშორისოდ აღიარებულია, რამაც ხელი შეუწყო 2017 წელს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებას. -- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისტანციური სერვისები სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 50-ზე მეტი დისტანციური სერვისით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ქვეყნის ტერიტორიაზე, ასევე, საზღვარგარეთ. ნებისმიერ პირს საშუალება აქვს, სახლიდან გაუსვლელად, მარტივად და უსაფრთხოდ მიიღოს სააგენტოს დისტანციური სერვისები, მაგალითად: დაბადების პირველადი და განმეორებითი მოწმობები; საქართველოს მოქალაქის პასპორტი განმეორებით და სხვა. -- კვალიფიციური სანდო სერვისები სააგენტო რეგიონში ერთადერთი უწყებაა, რომელიც ევროპული რეგულაციების მოთხოვნების გათვალისწინებით არის სერტიფიცირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მის მიერ მიწოდებული კვალიფიციური სანდო მომსახურება – კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა, კვალიფიციური ელექტრონული შტამპი და დროის კვალიფიციური აღნიშვნა სრულად შეესაბამება ევროკავშირის რეგულაციების მოთხოვნებს. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით დამოწმებული დოკუმენტი სანდოა და გაყალბებისგან მაქსიმალურად დაცულია, იგი იურიდიულად მატერიალური ხელმოწერის ტოლფასია. ელექტრონული დოკუმენტის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით დამოწმება შესაძლებელია დისტანციურად, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. ქვეყანაში სანდო კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატის გამცემი ერთადერთი უწყება არის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო. --ელექტრონული აპოსტილი იმისთვის, რომ საქართველოში გაცემულ დოკუმენტებს საზღვარგარეთ ჰქონდეს იურიდიული ძალა, საჭიროა მათი აპოსტილით დამოწმება. სააგენტო აპოსტილით ამოწმებს სახელმწიფოს ადმინისტრაციული ორგანოების, ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემულ 100-ზე მეტ დოკუმენტს. მოქალაქეებისთვის სერვისებით სარგებლობის ხელმისაწვდომობის გაზრდისა და გამარტივების მიზნით სააგენტომ ინოვაციური სერვისი – ელექტრონული აპოსტილი დანერგა. მომხმარებელს საშუალება აქვს, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან დაამოწმოს დოკუმენტი ელექტრონული აპოსტილით. -- ელექტრონული ატესტატი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ სახელმწიფო დოკუმენტს – ატესტატს გასცემს როგორც მატერიალური, ასევე, ელექტრონული ფორმით. ელექტრონული ატესტატი არის ორიგინალი დოკუმენტის ასლი, რომელიც დედნის თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ელექტრონული დოკუმენტია. -- პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტები სააგენტო საქართველოში პერსონალური მონაცემების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამმუშავებელი დაწესებულებაა, რომლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეების პერსონალურ მონაცემთა დაცვა. -- საჯარო მმართველობის რეფორმა ქვეყანაში მიმდინარე საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) ფარგლებში, სერვისების გამარტივებულად მიწოდების სტანდარტის შემუშავებაზე პასუხისმგებელი უწყებაა სსიპ - „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო". -- საქართველოს მოქალაქეობა, ბინადრობის უფლება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახორციელებს საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხებზე კანონმდებლობით განსაზღვრულ პროცედურებს. ასევე აწარმოებს საქართველოში ემიგრაციის ნებართვის, საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების და ყველა ტიპის ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე კანონმდებლობით განსაზღვრულ პროცედურებს. -- მიგრაციის მართვა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო წარმოადგენს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერითაა შექმნილი. სამდივნო, მიგრაციის პროცესების ეფექტიანი მართვისა და სხვადასხვა უწყებაში გადანაწილებული კომპეტენციების კოორდინაციის მიზნით, ანალიტიკურ და ადმინისტრაციულ მხარდაჭერას უწევს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიას. ამასთანავე, სამდივნო არის მიგრაციის სფეროში ევროკავშირის ექსპერტთა „მიგრაციის ევროპული ქსელის" ეროვნული საკონტაქტო პირი. -- საარჩევნო სიის სრულყოფის პროექტი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში 2013 წლიდან მიმდინარეობს საარჩევნო სიის სრულყოფის პროექტი - „ერთი ამომრჩეველი − ერთი ხმა". პროექტი მიზნად ისახავს სააგენტოს მონაცემთა ბაზებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას, მონაცემთა ბაზების ხარისხის ამაღლებასა და ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის პოტენციურ ამომრჩეველთა საიდენტიფიკაციო მონაცემების მაქსიმალურად სრულყოფილი ფორმით გადაცემას. 2014 წლიდან საქართველოში ფოტოსურათიანი საარჩევნო სია მოქმედებს და ბიომეტრიულ დოკუმენტებს ეფუძნება. -- დამისამართების პროექტი სააგენტო 2015 წლიდან, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით აწარმოებს დამისამართების სისტემის სრულყოფის პროცესს. მისი მიზანია საქართველოს მასშტაბით სამისამართო სისტემის განვითარება და მოსახლეობის რეესტრის ერთიანი ბაზის გაუმჯობესება. ___________________________ მარკეტინგული მიზნები - რას უნდა ასახავდეს ვიდეორგოლი? - მოქალაქეების ცნობიერების, ნდობისა და კეთილგანწყობის გაზრდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ; - სააგენტოს წარმოჩენა პროგრესზე ორიენტირებულ უწყებად; - სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაზრდილი და გამარტივებულია; - სააგენტო ელექტრონული მმართველობის განვითარებით ხელს უწყობს გარემოს დაცვას. მიზნობრივი სეგმენტი - ვისზე უნდა იმოქმედოს გზავნილმა? - პირველადი სეგმენტი - საქართველოს მოსახლეობა (ქალი - მამაკაცი); - მეორადი სეგმენტი - უცხო ქვეყნის მოქალაქე; - ასაკობრივი სეგმენტი - 14 - 80 წელი. მომხმარებლის მოლოდინი - მომხმარებლის სავარაუდო „ინსაითი" ამ საკითხის მიმართ: - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო თანამედროვე სტანდარტების, სანდო და უსაფრთხო დოკუმენტების გამცემი უწყებაა; - ჩემი პერსონალური ინფორმაცია საიმედოდაა დაცული; - მარტივი და ხელმისაწვდომი ელექტრონული სერვისებით შემიძლია დავზოგო დრო, რესურსი და სახლიდან გაუსვლელად მივიღო ჩემთვის საჭირო მომსახურება როგორც ქვეყანაში, ასევე მის გარეთ; კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას იგივე ძალა აქვს, რაც მატერიალურს. პროექტის შედეგები - ვიდეორგოლის კომუნიკაციამ უნდა უზრუნველყოს შემდეგი: - ინსტიტუციური ნდობა: სააგენტოს საქმიანობის შესახებ ცნობადობისა და სანდოობის გაზრდა. ტექნოლოგიური იმიჯი: - სააგენტოს პოზიტიური იმიჯის გამყარება, როგორც მაღალტექნოლოგიური უწყების; - სააგენტოს წარმოჩენა, როგორც პროგრესზე ორიენტირებული უწყების. - ქცევითი ცვლილება და ეკო-პასუხისმგებლობა: - მომხმარებელმა უნდა გააცნობიეროს, რომ სერვისების დისტანციურად მიღება საუკეთესო გზაა დროის და რესურსის დასაზოგად; - ხაზგასმა იმაზე, რომ კვალიფიციური ელექტრონული სერვისების გამოყენებით იზოგება ქაღალდი, შესაბამისად, მწვანე საფარი. - ემოციური კავშირი: მოქალაქის ცნობიერებაში სააგენტო აღიქმება, როგორც მისი ცხოვრების სანდო თანამგზავრი მნიშვნელოვან მომენტებში (ქორწინება, შვილის დაბადება, მოგზაურობა). დავალება - სააგენტოს წარმოჩენა თანამედროვე, ტექნოლოგიურ, სანდო უწყებად: - 1 საიმიჯო ვიდეორგოლის (40-50 წმ) დამზადება (ვიდეოგადაღებით და გრაფიკული ანიმაციებით); - გადაღების ლოკაცია - შეთანხმებული უნდა იყოს დამკვეთთან; - ენა: ქართული (ორი ვერსია: ერთი ტიტრების გარეშე, ხოლო მეორე - ინგლისური სუბტიტრებით). კომუნიკაციის ტონი და ფორმა: კომპეტენტური დამაჯერებელი მეგობრული ვიდეორგოლის ტექნიკური მოთხოვნები: - ვიდეორგოლი უნდა იყოს საქართველოს ყველა მაუწყებლის ფორმატის შესაბამისი, კერძოდ: არანაკლებ 4K, ასევე Full HD და format: MXF OP1a Audio -12dB 48000 Mhz Stereo Stereo Bitrate: მინიმუმ 320 kbps ვიდეო ფაილის ფორმატი - mp4, mov - სცენარი და სიუჟეტი მომზადდება მიმწოდებლის მიერ, შემსყიდველის მხრიდან მიეწოდება საჭირო ინფორმაცია; - საკომუნიკაციო გზავნილის - „სლოგანის" წარმოდგენა რგოლის სცენართან ერთად; - საჰაერო გადაღებები; - 3D გრაფიკა; - ვიდეორგოლის გადაღება უნდა განხორციელდეს - ვიდეოამწე, ეგრეთ წოდებული სლაიდერი (რელსი) და სხვა ტექნიკური საშუალებები, რაც საჭიროა მხატვრული ღირებულებების ასამაღლებლად; ვიდეორგოლის ფერების კორექცია უნდა მოხდეს პროფესიონალური ფერების კორექციის პროგრამებით (DaVinci, Adobe, SpeedGrade) ან სხვა ანალოგიური ხარისხის და შესაძლებლობების პროგრამებით; - მუსიკა, რომელიც დაედება რგოლს, დამკვეთთან უნდა შეთანხმდეს და უნდა იყოს ლიცენზირებული, დაცული საავტორო უფლებებით; - გახმოვანება - მამაკაცი, დამკვეთთან შეთანხმებით; - ვიდეორგოლი უნდა იყოს სოციალური ქსელის ფორმატთან შესაბამისი; - ვიდეოებში მონაწილე მსახიობის (მსახიობების) შერჩევისას დაცული უნდა იყოს ასაკობრივი და სოციალური მრავალფეროვნება, მონაწილე პირები წინასწარ უნდა იყოს დამკვეთთან შეთანხმებული; საბოლოო პროდუქტები წარმოადგენს დამკვეთის საკუთრებას. მიმწოდებელი ვალდებულია საბოლოო პროდუქტზე შემსყიდველს გადასცეს ყველა ქონებრივი საავტორო უფლება (Copyright) შეუზღუდავად დროში, ტერიტორიულად და გამოყენების მიზნით. შემსყიდველი იძენს სრულ უფლებას პროდუქტის გამოყენებაზე, რეპროდუცირებაზე, გავრცელებაზე, კომერციალიზაციაზე, მოდიფიკაციასა და პუბლიკურ ჩვენებაზე.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
საიმიჯო ვიდეორგოლის სცენარის წარმოდგენა ხელშეკრულების დადებიდან 10 სამუშაო დღეში, მზა ვიდეორგოლის ჩაბარება - სცენარის შეთანხმებიდან (არაუმეტეს 10 სამუშაო დღე) შემდეგ 15 სამუშაო დღეში; სააგენტოს მხრიდან ვიდეორგოლის / სცენარის კორექტირება შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს დამტკიცების ეტაპზე (სასურველი შედეგის მიღებამდე). ცვლილებისთვის მიმწოდებელს განესაზღვრება არაუმეტეს 2 დღისა; შენიშვნა: შეთანხმების ვადა (10 სამუშაო დღე) არ მოიცავს კორექტირების ეტაპის ცვლილებებს და აითვლება საბოლოოდ კორექტირებული სცენარის წარმოდგენიდან. საკომუნიკაციო გზავნილის - „სლოგანის“ წარმოდგენა რგოლის სცენართან ერთად.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
ვიდეოების მიწოდება უნდა მოხდეს ფიზიკურად (მისამართი: ქ. თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპიროს N1) და ელექტრონულად (მხარეთა შეთანხმებით, მაგ.: Google Drive).
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
სახელმწიფო ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება, კერძოდ, 2021 წლის 1 იანვრიდან „ტენდერის წინადადებების მიღება დაწყებულია" ეტაპამდე სახელმწიფო შესყიდვის შესახებ მინიმუმ 7 საიმიჯო ვიდეორგოლის (არანაკლებ 4K რეზოლუციით გადაღებული არანაკლებ 40 წამიანი ვიდეორგოლი) ხელშეკრულება(ები) და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან შესრულებული ხელშეკრულების ტენდერების/CMR ნომრები, მათ შორის, 2024- წლიდან „ტენდერის წინადადებების მიღება დაწყებულია" ეტაპამდე არანაკლებ 2 ხელშეკრულება.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
დაუშვებელია პრეტენდენტის მიერ ტენდერში ქვეკონტრაქტორით მონაწილეობა. ასევე ქვეკონტრაქტორის გამოცდილება არ ჩაითვლება პრეტენდენტის გამოცდილებად.
4.1.3 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის გაუთვალისწინებლობის დასაბუთება
მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე (ვინაიდან შესყიდვა მოიცავს ინტელექტუალურ მომსახურებას), ტენდერში არ გამოიყენება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულება.
7.1.1 წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობა და პირობები
მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია საავანსო ანგარიშსწორება, არაუმეტეს სახელშეკრულებო ღირებულების 30%-ისა, საავანსოდ გადასარიცხი თანხის იდენტური ოდენობის საბანკო/სადაზღვევო დაწესებულების მიერ გაცემული საავანსო გარანტიის წარდგენის შემთხვევაში. აღნიშნული საბანკო/სადაზღვევო გარანტია მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის დღიდან არაუმეტეს 15 სამუშაო დღეში, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 1 (ერთი) თვით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას. საავანსო საბანკო გარანტიით გათვალისწინებულ თანხას შემსყიდველი გადაიხდის საავანსო საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღეში.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
ანგარიშსწორება განხორცილდება ვიდეორგოლის საბოლოო სახით შემსყიდველისათვის გადაცემის შემდგომ.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება განხორციელდება ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებიდან და საგადასახადო ანგარიშფაქტურის წარმოდგენიდან (დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის შემთხვევაში) არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
მარიამ ბერკაცაშვილი, 591110075, sda@procurement.gov.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1 სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული მიმწოდებლის ყველა ხარჯის (მ.შ კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები და გადასახდელები) გათვალისწინებით, დღგ-ს ჩათვლით; 10.1.2 2019 წლის 1 იანვრიდან შემსყიდველი ორგანიზაციები და შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ყველა ელექტრონულ დოკუმენტზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. აღნიშნული წესით შესრულებული დოკუმენტი იურიდიული ძალის მქონეა. დოკუმენტების ელექტრონულად დამოწმება შესაძლებელია: 1) პრეტენდენტის მიერ შექმნილი ნებისმიერი დოკუმენტების (მათ შორის: ფასების ცხრილი, გეგმა-გრაფიკი და სხვა) დამოწმება ცალ-ცალკე, ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. 2) სატენდერო წინადადებისა თუ დაზუსტებული ინფორმაციის ელექტრონულად წარსადგენად შესაძლებელია თავფურცელის (წერილის სახით) უფლებამოსილი პირის მიერ ელექტრონულად ხელმოწერილი ან ორგანიზაციის ელექტრონული შტამპით დამოწმებული სახით მომზადება, რომელშიც მითითებული იქნება, რა მიზნით წარადგენთ დოკუმენტებსა თუ ინფორმაციას და აქვე ჩამოთვლით იმ დოკუმენტებსა თუ ინფორმაციას, რომლის წარმოდგენასაც გეგმავთ სატენდერო წინადადებისა თუ დაზუსტებული ინფორმაციის სახით. ასეთ შემთხვევაში წერილის დანართ(ებ)ი არ საჭიროებენ ელექტრონულად დამოწმებას. ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასეთი სახით წარმოდგენილი დოკუმენტაცია ჩაითვლება ელექტრონულად დამოწმებულად. აღნიშნული წესი არ ეხება: 1) არარეზიდენტი პირებს. შესაბამისად, მათ მიერ შექმნილი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ. 2) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე (https://t.ly/74T1s) განთავსებული რეკომენდაციით გათვალისწინებულ დოკუმენტებს (მათ შორის, ექსელის სახით წარმოდგენილი "ფასების ცხრილი"). შესაბამისად, აღნიშნულ დოკუმენტებზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით/შტამპით დამოწმება არაა სავალდებულო და არ გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. 10.1.3 სატენდერო წინადადება და თანმხლები დოკუმენტები შედგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე, კერძოდ, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ნოტარიუსთა ელექტრონულ რეესტრში რეგისტრირებულ ნოტარიუსთა მიერ დამოწმებული თარგმანი; 10.1.4 ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ განიხილება; 10.1.5 ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია 8.1 პუნქტში, რომელიც დაზუსტდება "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული წესის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. 10.1.6 ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდრო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო. 10.1.7 სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის (მათ შორის, "ფასების ცხრილთან "დაკავშირებით) საშუალება და პროცედურა განისაზღვრება "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ"სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის შესაბამისად; 10.1.8 სატენდერო წინადადებასთან ერთად, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საკუთარი ორგანიზაციის შესახებ ის ინფორმაცია (მათ შორის საბანკო), რომელიც არ არის შევსებული ელექტრონულ სისტემაში არსებულ მიმწოდებლის პროფილში.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი