1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
შპს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის მიერ 2026 წლის საკუთარი შემოსავლების დაფინანსების ფარგლებში სამედიცინო დაწესებულებებში სადიალიზო აპარატურა-დანადგარების ტექნიკური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1.2.1 პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს შპს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის სამედიცინო დაწესებულებებში განთავსებული დანართი N2-ის განსაზღვრული სადიალეზო აპარატურა-დანადგარების ტექნიკური მომსახურების სამუშაობის განხორციელება პრეისკურანტის ფასების ცხრილის (დანართი N1) შესაბამისად. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა ასევე უნდა გაითვალისწინოს შემდეგი: ა) ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება 50000.00 ლარზე, სატენდერო წინადადების ფასი კი წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის, ფასების ცხრილი, დანართი N1-ში მოცემულ გრაფაში: „განფასება სამუშაოს სახეობის მიხედვით პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ერთეულის ფასი ლარებში“ შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს შემსყიდველის მიერ განსაზღვრული ერთეულების ზღვრული ღირებულებისა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია ყოველგვარი დაზუსტების გარეშე; ბ) პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ საბოლოო ფასს და პრეისკურანტის საწყის ფასს (შემსყიდველის მიერ დაფიქსირებული სავარაუდო ღირებულება) შორის სხვაობა შემსყიდველის მიერ გამოანგარიშდება პროცენტულად, რომლის მიხედვითაც დაევალება პრეტენდენტს, წარმოადგინოს კორექტირებული დანართი N1, ფასების ცხრილი ზემოაღნიშნული პროცენტული მაჩვენებლის პროპორციულად, კლებადობის პრინციპით, თითოეული საქონელისა და მომსახურებისათვის.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
1.4.1. მომსახურების გაწევა მოხდება ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 24 საათის განმავლობაში, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
1.5.1. მიმწოდებელმა მომსახურების გაწევა უნდა უზრუნველყოს შპს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის შემდეგი რეგიონების სამედიცინო დაწესებულებებში(საჭიროების შესაბამისად): 1. შპს "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი'' (ამბროლაური) - ამბროლაური, ბრატისლავა-რაჭის ქ.N11 2. შპს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი (სტეფანწმინდა) - სტეფანწმინდა, ალ. ყაზბეგის ქ. # 35 3. შპს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი (ლანჩხუთი) - ლანჩხუთი, ჭანტურიას ქუჩა N21 4. შპს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი (თიანეთი) - თიანეთი, რუსთაველის ქ. # 75 5. შპს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი (ცაგერი) - ცაგერი, რუსთაველის ქ N31 6. შპს "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი" (ფოთი) - ფოთი (ქალაქი) / ფოთი, 9 აპრილის ხეივანი N26 7. შპს "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი" ო.ჩხობაძის სახელობის ქუთაისის მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულება - ქუთაისი - ო. ჩხობაძის # 20 1.5.2. მომსახურების პერიოდში შესაძლებელია მოხდეს არსებულ მისამართებზე განყოფილების გაუქმება ან/და ორაგანიზაციას დაემატოს ახალი სამედიცინო დაწესებულება, ასეთ შემთხვევაში მიმწოდებელმა მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე უნდა უზრუნველყოს მომსახურების გაწევა ახალ მისამართებზე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული პირობების და ერთეულის ღირებულების ცვლილების გარეშე. 1.5.3. შემსყიდველი იტოვებს უფლებას სრულად არ აითვისოს ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონელი/მომსახურება.
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
1. აპარატურის შეკეთება და ტექნიკური მომსახურება უნდა აკმაყოფილებდეს შემსყიდველის მოთხოვნებს, მომსახურება გაწეული უნდა იქნეს მაღალკვალიფიციურ დონეზე. გამოცვლილი სათადარიგო ნაწილი/დეტალი უნდა იყოს ახალი, ქარხნული წარმოების და არ უნდა გამოიწვიოს შეკეთებული ტექნიკის მუშაობის ხარისხის გაუარესება. მიმწოდებელმა უნდა გაავრცელოს მის მიერ გამოცვლილ სათადარიგო ნაწილზე და გაწეულ მომსახურებაზე საგარანტიო ვადა არანაკლებ 6 თვის ვადით; 2. იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება რომ მიმწოდებლის მიერ არ არის სრულყოფილად შესრულებული მომსახურება და/ან შეცვლილი ნაწილი აღმოჩნდება მეორადი ან/და წუნდებული, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოჩენილი ხარვეზი აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით, ტრანსპორტირების ჩათვლით, 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
2.2.1.1 პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის მომსახურების გაწევის გამოცდილება გამოცდილება((ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის მომსახურებას მიეკუთვნება: სამედიცინო აპარატურის შეკეთება-ტექნიკური მომსახურება) 2023 წლის 1 იანვრიდან მოცემულ ტენდერში წინადადებების მიღების დასრულების დღემდე, არანაკლებ 25 000 ლარის ღირებულების(ჯამურად). აღნიშნული გამოცდილების დასადასტურებლად ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით წარმოდგენილი უნდა იქნეს: დამკვეთთან გაფორმებული ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები, შესაძლებელია წარმოდგენილი იქნას დადასტურებული ანგარიშფაქტურები. 2.2.1.2 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.1 მუხლით მოთხოვნილი დოკუმენტაცია ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტს შეუძლია გამოცდილების შესახებ დანართში N3-ში მიუთითოს შესაბამისი CMR ან/და SPA ან/და NAT ან/და სხვა შესყიდვის საშუალების ნომრები და არ წარმოადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
2.8.1 ქვეკონტრაქტორთან დაკავშირებული მოთხოვნები
2.8.1 პრეტენდენტი ვალდებულია ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში წარმოადგინოს შესაბამისი ინფორმაცია. 2.8.2 ქვეკონტრაქტორ(ებ)ის არსებობის შემთხვევში მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქვეკონტრაქტორთან გაფორმებული დამადასტურებელი დოკუმენტი. 2.8.3 „შემსყიდველის“ მოთხოვნის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ქვეკონტრაქტორის მიერ წერილობითი თანხმობა, სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ვალდებულების შესრულების შესახებ. 2.8.4 ქვეკონტრაქტორ(ებ)ი არ უნდა იყვნენ რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“. 2.8.5 იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტს, ტენდერისათვის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ სტატუსის მინიჭების შემდეგ, წარმოეშობა ქვეკონტრაქტორი, ამ შესახებ წერილობით უნდა აცნობოს „შემსყიდველს“. 2.8.6 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ქვეკონტრაქტორის სახელზე გაცემული სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი შესაბამისი დოკუმენტაცია.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
4.1.1.1 იმ შემთხვევაში თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა/ანგარიში, რომელშიც უნდა დასტურდებოდეს ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა. 4.1.1.2 დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდაი იქნას „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დასკვნაზე/ანგარიშზე ხელმომწერი პირის, ქონების ან/და ბიზნესის შემფასებლის მოქმედი სერტიფიკატ(ებ)ის ასლი, რომელიც გაცემული უნდა იყოს სსიპ საქართველოს აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ, აკრედიტებულ შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად ფაქტიურად გაწეული მომსახურების მიხედვით, უნაღდო ანგარიშსწორებით, ეროვნულ ვალუტაში - ლარში, მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა და მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება განხორციელდება გაწეული მომსახურების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
გიორგი მაღლაკელიძე, 579454525, rhc@procurement.gov.ge ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „გამოცხადებულია“ მინიჭებიდან ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭებამდე, სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ ნებისმიერ მომხმარებელს უფლება აქვს, სისტემაში არსებული „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით, მოითხოვოს სატენდერო პირობების კონკრეტული ჩანაწერის განმარტება. სატენდერო კომისია კითხვის დასმიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით, გააკეთებს შესაბამის განმარტებას. აღნიშნულით შესაძლებელია იხელმძღვანელოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები ან/და ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა. 10.1.2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დავის შემთხვევაში, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. 10.1.3. ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ განიხილება. 10.1.4. სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული მიმწოდებლის ყველა ხარჯის (მ.შ კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები) გათვალისწინებით. 10.1.5. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადების ფასი, (კანონმდებლობით გაითვალისწინებულ შემთხვევებში) უნდა მიუთითოს დღგ-ს გათვალისწინებით. 10.1.6. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდრო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო. 10.1.7. სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის" მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. 10.1.8. თუ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასიდან გამომდინარე ერთეულის ღირებულებები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადი, პრეტენდენტი ვალდებულია ერთეულის ღირებულება შეამციროს და დაამრგვალოს მეასედებამდე, შესაბამისად შეამციროს საერთო ღირებულებაც.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი