1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
საწმენდი და საპრიალებელი პროდუქცია
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1. ჭურჭლის სარეცხი სითხე (ჟელე) არანაკლებ 250გრ - ჭურჭლის სარეცხი საშუალება ჟელე, ვაშლის არომატით, ხარისხიანად რეცხავს ჭურჭელს ცივ წყალშიც. - 2000 ცალი; 2. ჭურჭლის სახეხი ფხვნილი არანაკლებ 500გრ - ჭურჭლის სახეხი ფხვნილი სარეცხი/სახეხი ფხვნილი ქლორინოლით და სადეზინფექციო თვისებებით, ვარგისი გასქურის, აბაზანის და უნიტაზის ზედაპირისთვის. 100%-იანი დეზინფექცია, აშორებს მიკრობებს. - 1000 ცალი; 3. კაფელის საწმენდი არანაკლებ 1ლ. - აქტიური ნივთიერებების შემცველი, სასიამოვნო, ბუნებრივი არომატით - 100 ცალი; 4. კაფელის (მეტლახის) საწმენდი არანაკლებ 5ლ - ბალონში, აქტიური ნივთიერებების შემცველი, სასიამოვნო, ბუნებრივი არომატით - 500 ცალი; 5. ტუალეტის საწმენდი საშუალება სითხე არანაკლებ 750გრ (,,დომესტოსის" მსგავსი) - უნიტაზის ჩასარეცხი სითხე. ასუფთავებს, წმენდს ჟანგს და ნადებს. ტოვებს სისუფთავის სურნელს, კლავს 98%-მდე მიკრობებს, გაძლიერებული სამმაგი მოქმედებით (იხვის ცხვირის ფორმის) - 1700 ცალი; 6. ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი - ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი ცალ მხარეს ხაოთი, ზომები არანაკლებ 9X6X4, ინდივიდუალური შეფუთვით - 1200 ცალი; 7. ჭურჭლის სახეხი სინა (უხეში) - სახეხი სინა უჟანგავი, უხეში -900 ცალი; 8. სარეცხი ფხვნილი (ხელით რეცხვა არანაკლებ 480გ) - ეფექტურად აცლის ლაქებს და ჭუჭყს. - 1000 კგ; 9. სარეცხი ფხვნილი (ავტომატური რეცხვა არანაკლებ 5კგ) - სინთეტიკური სარეცხი საშუალება, ამინური სულფატების, ჟანგბადის შემცველი მათეთრებელი აგენტების, ფოსფატების, საპნის, ოპტიკური მათეთრებლის, სუნამოს შემცველობით, თეთრი და ფერადი ქსოვილების ავტომატური სარეცხი მანქანისათვის. (არანაკლებ 5კგ) - 1600 კგ; 10. შუშის საწმენდი სითხე არანაკლებ 500მლ ეფექტურად აცილებს მინაზე წარმოქმნილ ლაქებს. - 300 ცალი; 11. ავეჯის საპრიალებელი დეზოდორანტი არანაკლებ 300მლ ავეჯს უნარჩუნებს ბუნებრივ სახეს და მბზინვარებას, ადვილად აშორებს ჭუჭყს, მტვერს და თითის ანაბეჭდებს. - 15 ცალი; 12. ანტიკოროზიული ხსნარი/ფხვნილი არანაკლებ 550გრ აბაზანისა და ფილების საწმენდი მჟავა გამოიყენება ზედაპირების გასაწმენდად სამუშაო სივრცეების აბაზანაში „იეტიშ“-ს მსგავსი, 550გ - 400 ცალი; 13. სარეცხი-სავლები ხსნარები არანაკლებ 3ლ - სარეცხი და სავლები დანიშნულების - 900 ლ' 14. კაუსტიკური სოდა არანაკლებ 500გრ (ჟანგის და ნადების ამომყვანი სითხე) - კაუსტიკური სოდის შემცველი ხსნარი, - 50 ცალი; 15. საპნის ავტ.დისპენსერები/ დოზატორები 500გრ (± 10%), - საპნის ავტ. დისპენსერები/დოზატორები კედელზე მისამაგრებელი 500გრამიანი - 50 ცალი; 16. "მათეთრებელი საშუალება არანაკლებ 4 ლ. (,,აცეს’’ მსგავსი)" - მათეთრებელი საშუალება 4 ლ. (,,აცეს’’ მსგავსი) ლითონის, მინანქრის, ხის და სხვა ზედაპირების დასუფთავებისთვის; ასევე ქსოვილებისთვის, რთული ლაქების ამოსაყვანად. როგორც ხელით ასევე ავტომატური რეცხვისთვის. - 1000 ლ. შესყიდვის ობიექტის რაოდენობები არის სავარაუდო. შემსყიდველს არ აქვს ვალდებულება უზრუნველყოს საქონლის რაოდენობების სრულად ათვისება ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად (საშუალოდ თვეში ერთხელ) ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
1. მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნიდან 2 (ორი) დღის ვადაში (10:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე) ტექნიკურ დავალებაში მითითებული პირობებით. 2. მიწოდებული პროდუქტების ყოველი პარტიიდან, შემსყიდველის მიერ გარკვეული ნაწილის დაწუნების (უხარისხობის გამო) შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია არაუგვიანეს მომდევნო დღის 12:00 საათისა ჩაანაცვლოს იგი სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული საქონლის ხარისხობრივი მახასიათებლების შესაბამისი საქონლის სრული მოცულობით, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული მიწოდება ჩაითვლება არასრულყოფილ მიწოდებად და მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო. 3. შესყიდვის ობიექტის დანიშნულების ადგილამდე მიტანას უზრუნველყოფს მიმწოდებელი საკუთარი ხარჯებით მისამართზე: ქ.თბილისი, იპოლიტოვ-ივანოვის ქ. #8, შპს ,,ქალაქ თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი”-ს საწყობი. 4. საქონლის მიწოდებისას მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია.
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
პრეტენდენტი ვალდებულია მიუთითოს საქონლის კონკრეტული ტექნიკური მახასიათებელი, მწარმოებელი და წარმოშობის ქვეყანა სისტემაში განთავსებული ფასების ცხრილის შესაბამის სვეტებში. მწარმოებელის მითითებისას პრეტენდენტი ვალდებულია ჩანაწერი გააკეთოს ისეთი ფორმით, რომ შემსყიდველმა ორგანიზაციამ მისი იდენტიფიცირება შეძლოს (იძებნებოდეს ინტერნეტში, ჰქონდეს ვებ გვერდი და ა.შ.).
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
3.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის შესახებ
პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციის პირობის შესაბამისი შესყიდვის ობიექტის ნიმუშები ყველა პოზიციაზე თითო ეგზემპლარი.
3.1.2 შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
3.1.3 შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ადგილი
ნიმუშების წარმოდგენის ადგილია: ქ.თბილისი, იპოლიტოვ-ივანოვის ქ. #8, შპს ,,ქალაქ თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი”-ს ადმინისტრაციული შენობა.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის დასკვნით, ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/ აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
1. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარისწორებით შპს ”ქ.თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი”-ს 2026 წლის ბიუჯეტის (პროგრამული დაფინანსება) სახსრებით. 2. ანგარიშსწორება მოხდება ეტაპობრივად, საქონლის მიწოდებისა და აღნიშნულის თაობაზე მიღება–ჩაბარების აქტ(ებ)ის გაფორმების და შესაბამისი დოკუმენტაციის (საგადასახადო ანგარიშ–ფაქტურა, სასაქაონლო ზედნადები და ა.შ.) წარმოდგენის შემდეგ.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორების მოხდება ეტაპობრივად მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ისა და შესაბამისი დოკუმენტაციის (საგადასახადო ანგარიშ–ფაქტურა, სასაქაონლო ზედნადები და ა.შ.) წარდგენის შემდეგ საქონლის მიღების თვის მომდევნო თვის არა უგვიანეს 30 რიცხვისა.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
დალი ნათენაძე, 595088228, marinanatenadze@yahoo.com სატენდერო პროცედურებთან დაკავშირებული განმარტებების მიღება შესაძლებელია სისტემის მოდულის – „კითხვა/პასუხის“ მეშვეობით.
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
1. ტენდერში მონაწილეობის მიღებით პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებზე. 2. მიმწოდებელი ვალდებულია, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. 3. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. 4. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. 5. პრეტენდენტი ვალდებულია საქონლის ერთეულის ფას(ებ)ი დააფიქსიროს (დაამრგვალოს) მეასედის სიზუსტით. 6. თუ პრეტენდენტის მიერ ფასების ცხრილის ჯამური თანხა ნაკლები იქნება სისტემის შესაბამის ველში დაფიქსირებულ ფასზე პრეტენდენტის წინადადებად განიხილება ფასების ცხრილში მითითებული საერთო ფასი. 7. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარში და უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს (დღგ-ს ჩათვლით), მათ შორის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს. ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას. 8. პრეტენდენტის მიერ სატენდერო დოკუმენტაციის ფასების ცხრილის დანართის შესაბამისად წარმოუდგენლობა, ასევე წარმოშობის წყაროს და მწარმოებლის მიუთითებლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. 9. სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში, სადაც მითითებული არის სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), იგულისხმება „მსგავსი“, „ეკვივალენტური“. 10. პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტია: სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტის თანახმად - ფასების ცხრილი (საქონლის კონკრეტული მახასიათებლის, მწარმოებლის და მწარმოებელი ქვეყნის მითითებით).
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი