1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
შპს "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის" მიერ 2026 წლის საკუთარი შემოსავლების დაფინანსების ფარგლებში დასავლეთ საქართველოს რეგიონებში განთავსებული სამედიცინო დაწესებულებებისათვის სისხლის პროდუქტების სახელმწიფო შესყიდვა
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
შესყიდვის ობიექტია: 1. ერითროციტარული მასა - 33600მლ; 2. ახლად გაყინული პლაზმა(კრიოპლაზმა) -11200მლ; მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს მიაწოდოს ხარისხიანი და უსაფრთხო სისხლი და მისი კომპონენტები (ხარისხის უზრუნველყოფა − სისხლის შეგროვებიდან მისი განაწილების ჩათვლით საქმიანობების ერთობლიობა, რომელიც ხორციელდება სისხლისა და მისი კომპონენტების დანიშნულებისამებრ გამოყენებისთვის აუცილებელი ხარისხის უზრუნველსაყოფად;)
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
1.4.1. მიწოდების ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. 1.4.2. საქონლის მიწოდება განხორციელდება ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს მეორე დღის 18:00 საათამდე 1.4.3. მოთხოვნილი საქონელის რაოდენობისა და სახეობის შესახებ ინფორმაცია მიმწოდებელს მიეწოდება ელექტრონული ფოსტის ან/და სატელეფონო ზარის/შეტყობინების მეშვეობით ერთი დღით ადრე.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
1.5.1. შესყიდვის ობიექტი განკუთვნილია შპს "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის" შემდეგ მისამართებზე განთავსებული სამედიცინო დაწესებულებებისათვის 1. ხარაგაული, დევდარიანის ქ.41; 2. ხარაგაულის რ-ნი, სოფ. ბორითი; 3. ლანჩხუთი, ჭანტურიას ქ.21 4. ლენტეხი, მეშველიანის ქ.N4; 5. ონი, ვახტანგ VI-ის ქ.10; 6. ამბროლაური, ბრატისლავა-რაჭის ქ.11; 7. ცაგერი, რუსთაველის ქ.31; 8. ქუთაისი, ჩხობაძის ქ.N20 9. ურეკი,ოზურგეთი (ლეკიანი), საკრებულოს გარე სავარგულები; 1.5.2.სისხლის პროდუქტების გატანას მოახდენს შემსყიდველი. გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ მითითებული მისამართ(ებ)იდან. ( აღნიშნულის შესახებ პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ფასების ცხრილის შესაბამის ველში.) 1.5.3 მანძილი სისხლის პროდუტების გატანის ლოკაციასა და შემსყიდველი ორგანიზაციის სამედიცინო დაწესებულებეს შორის არ უნდა აღემატებოდეს 170 კილომეტრს.
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
1.7.1.1. მოწოდებული საქონელი წარმოებული უნდა იყოს აღნიშნულ სფეროში მოქმედი რეგულაციებისა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 1.7.1.2. სისხლის დაწესებულება ვალდებულია სისხლისა და მისი კომპონენტების ყოველი დონაციის დროს უზრუნველყოს სისხლისა და მისი კომპონენტების ტესტირება. 1.7.1.3. სავალდებულოა მოწოდებულ საქონელს გავლილი ჰქონდეს მთლიანი, აფერეზული და ავტოლოგიური სისხლის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ტესტირებების სახეები. 1.7.1.4. საქართველოს ტერიტორიაზე შეგროვებული, ტესტირებული, დამუშავებული, შენახული, გაცემული ან/და განაწილებული სისხლისა და სისხლის კომპონენტების ეტიკეტირების სისტემა უნდა შეესაბამებოდეს "ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ" კანონით დადგენილ მოთხოვნებს. 1.7.1.5. შეგროვებული სისხლის, შუალედური და დამზადებული სისხლის კომპონენტებისა და ნიმუშების ეტიკეტირების სისტემამ უშეცდომოდ უნდა განსაზღვროს შესაბამისი შიგთავსის სახეობა (შეცდომის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება მომწოდებელს) 1.7.1.6.მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს მიაწოდოს ხარისხიანი და უსაფრთხო სისხლი და მისი კომპონენტები. 1.7.1.7. საქონლის ვარგისიანობის ვადა, მისი მოწოდების მომენტიდან, უნდა იყოს: 1) ერითროციტული მასა - არანაკლებ 35 კალენდარული დღე (გარდა გადაუდებელი საჭიროების შემთხვევებისა); 2) ახლად გაყინული პლაზმა (კრიოპლაზმა) -არანაკლებ 2 ორი წელი;
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
2.1.1.1 პრეტენდენტმა ფასების ცხრილი, დანართი N1-ის სახით უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია:შესყიდვის ობიექტის დასახელება, წარმოშობის ქვეყანა, მწარმოებელი კომპანია და საქონლის გატანის ლოკაცია. შენიშვნა: მწარმოებელი ქვეყნისა და მწარმოებლის შესახებ ინფორმაციის წარმოუდგენლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას დაზუსტების მექანიზმის გამოყენების გარეშე.
2.7.1 მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ
სისხლის დაწესებულება თავის საქმიანობას ახორციელებს კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიის, "ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ" კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 2.7.1.1. პრეტენდენტმა "ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად უნდა წარმოადგიოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული სისხლისა და მისი კომპონენტების შეგროვების, ცენტრალური ტესტირების ლაბორატორიაში ტესტირების, დამუშავების, შენახვის, განაწილების ან/და გაცემის (საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობა) განხორციელების უფლების შესაბამისი ლიცენზია.
2.8.1 ქვეკონტრაქტორთან დაკავშირებული მოთხოვნები
2.8.1 პრეტენდენტი ვალდებულია ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში წარმოადგინოს შესაბამისი ინფორმაცია. 2.8.2 ქვეკონტრაქტორ(ებ)ის არსებობის შემთხვევში მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქვეკონტრაქტორთან გაფორმებული დამადასტურებელი დოკუმენტი. 2.83 „შემსყიდველის“ მოთხოვნის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ქვეკონტრაქტორის მიერ წერილობითი თანხმობა, სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ვალდებულების შესრულების შესახებ. 2.8.4 ქვეკონტრაქტორ(ებ)ი არ უნდა იყვნენ რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“. 2.8.5 იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტს, ტენდერისათვის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ სტატუსის მინიჭების შემდეგ, წარმოეშობა ქვეკონტრაქტორი, ამ შესახებ წერილობით უნდა აცნობოს „შემსყიდველს“. 2.8.6 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ქვეკონტრაქტორის სახელზე გაცემული სტენდერო დუკუმენტაციის 2.7.1 და 2.4.1 პუნქტებით მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
პრეტენდეტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები: 1. სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით განსაზღვრული ფასების ცხრილი (დანართი N1), 2. სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1 პუნქტით მოთხოვნილი დოკუმენტები. 3. ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში პრეტენდენტსა და ქვეკონტრაქტორს შორის გაფორმებული სამართლებრივი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი და 2.8.1 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტ(ებ)ი;
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
4.1.1.1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა/ანგარიში, რომელშიც უნდა დასტურდებოდეს ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა. 4.1.1.2. დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნეს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დასკვნაზე/ანგარიშზე ხელმომწერი პირის, ქონების ან/და ბიზნესის შემფასებლის, მოქმედი სერტიფიკატ(ებ)ის ასლი, რომელიც გაცემული უნდა იყოს სსიპ საქართველოს აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ, აკრედიტებულ შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა ან სატენდერო პირობებთან ან/და ტექნიკურ დოკუმენტაციასთან შეუსაბამობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას დაზუსტების გარეშე.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
7.2.1. ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად ფაქტიურად მოწოდებული საქონლის მიხედვით, უნაღდო ანგარიშსწორებით, ეროვნულ ვალუტაში - ლარში, მხარეებს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის ან მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებისა ან/და ანგარიშ-ფაქტურის (კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში) საფუძველზე.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
7.3.1. მიღება –ჩაბარების აქტის ან შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში;
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
გიორგი მაღლაკელიძე, 579454525, rhc@procurement.gov.ge ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „გამოცხადებულია“ მინიჭებიდან ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭებამდე, სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ ნებისმიერ მომხმარებელს უფლება აქვს, სისტემაში არსებული „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით, მოითხოვოს სატენდერო პირობების კონკრეტული ჩანაწერის განმარტება. სატენდერო კომისია კითხვის დასმიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით, გააკეთებს შესაბამის განმარტებას. აღნიშნულით შესაძლებელია იხელმძღვანელოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები ან/და ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა. 10.1.2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დავის შემთხვევაში, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. 10.1.3. ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ განიხილება. 10.1.4. სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული მიმწოდებლის ყველა ხარჯის (მ.შ კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები) გათვალისწინებით. 10.1.5. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადების ფასი, (კანონმდებლობით გაითვალისწინებულ შემთხვევებში) უნდა მიუთითოს დღგ-ს გათვალისწინებით. 10.1.6. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდრო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო. 10.1.7. სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის" მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. 10.1.8. თუ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასიდან გამომდინარე ერთეულის ღირებულებები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადი, პრეტენდენტი ვალდებულია ერთეულის ღირებულება შეამციროს და დაამრგვალოს მეასედებამდე, შესაბამისად შეამციროს საერთო ღირებულებაც
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი