1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
შპს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის მიერ 2026 წლის საკუთარი შემოსავლების დაფინანსების ფარგლებში ლაბორატორიული რეაქტივის სახელმწიფო შესყიდვა.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1.2.1.შესყიდვის ობიექტის დასახელება აღწერილობა და რაოდენობა იხილეთ დანართი N2-ის სახით. 1.2.2. შემოთავაზებული რეაქტივები თავსებადი უნდა იყოს დანართით განსაზღვრულ ანალიზატორებთან 1.2.3. თუ პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული იქნება განსხვავებული წარმოების რეაქტივები (რომლებსაც ამ ეტაპზე არ ვიყენებთ ლაბორატორიებში,) გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია ადგილზე მისვლით მოახდინოს ყველა რეაქტივის პროგრამული ჩატვირთვა და კალიბრაცია შესაბამის ანალიზატორებზე საკუთარი ხარჯებით (ტრანსპორტირების ჩათვლით) სატენდერო დოკუმენტაციის 1.5 პუნქტით განსაზღვრულ მისამართებზე. შენიშვნა: სატენდერო დოკუმენტაციაში, შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში თუ იკითხება: სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი იგულისხმება „მსგავსი”, „ეკვივალენტური”.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
1.4.1. საქონლის მიწოდება უნდა მოხდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად შემსყიდველის მოთხოვნიდან, არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
1.5.1 მიმწოდებელმა შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განახორციელოს შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად შპს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის სათაო ოფისში მისამართზე: ქ.თბილისი მ.ასათიანის N9 1.5.2. თუ პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული იქნება განსხვავებული წარმოების რეაქტივები (რომლებსაც ამ ეტაპზე არ ვიყენებთ ლაბორატორიებში,) გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია ადგილზე მისვლით მოახდინოს ყველა რეაქტივის პროგრამული ჩატვირთვა და კალიბრაცია შესაბამის ანალიზატორებზე საკუთარი ხარჯებით (ტრანსპორტირების ჩათვლით) ჩვენი ლაბორატორიები განთავსებულია შემდეგ მისამართებზე: 1.დედოფლისწყარო, ნატროშვილის ქუჩა 2.ლანჩხუთი, ჭანტურიას ქ. N21 3.ლენტეხი, მეშველიანის ქუჩა 4.ხარაგაულის დევდარიანის ქ.N41 5.ხარაგაულის რ-ნი, სოფ. ბორითი 6.ცაგერი, რუსთაველის ქ.N31 7.ამბროლაური, ბრატისლავა-რაჭის ქ.N11 8.ონი, ვახტანგ VI-ის ქ. N10 9. თეთრიწყარო, რუსთაველის ქუჩა 10.წალკა, თაყაიშვილის ქ.N4 11.თიანეთი, რუსთაველის ქ.N75 12.სტეფანწმინდა, ყაზბეგის ქ.N35 13.ახმეტის რ-ნი, სოფ. დუისი 14.დმანისი, წმინდა ნინოს ქN37 15.ქუთაისი, ჩხობაძეს ქ.N20
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
1.7.1.1. შესყიდვის ობიექტი ნებადართული უნდა იყოს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით 1.7.1.2. შესყიდვის ობიექტის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს შემსყიდველის მოთხოვნებს, ხარისხობრივ მონაცემებს და პასუხობდეს ამ ტიპის საქონელზე არსებულ სტანდარტებს. მოწოდებული საქონელი უნდა იყოს ახალი, უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო, შესაფერისი იმ მიზნებისათვის, რომლისთვისაც ის არის გათვალისწინებული. 1.7.1.3. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შესყიდვის ობიექტის დანიშნულების ადგილზე მიწოდება დაზიანებისა და გაფუჭების გარეშე. შეფუთული საქონელი უნდა იყოს მდგრადი დეფორმაციის, ტრანსპორტირებისა და კლიმატური პირობების ცვალებადობებისადმი, მოწოდებული რეაქტივები უნდა იყოს ქიმიურად აქტიური. 1.7.1.4. მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს რეაქტივების შესაბამისი სატრანსპორტო პირობებით მოწოდებას (დაცული უნდა იყოს ტემპარატურული ზღვარი) 1.7.1.5. შესყიდვის ობიექტზე უნდა ვრცელდებოდეს ვარგისიანობის ვადა, მოწოდების მომენტისათვის არანაკლებ 12 თვე. 1.7.1.6. შესყიდვის ობიექტი შეფუთული უნდა იყოს ქარხნული წესით ისე, რომ დაცული იყოს გარემო ზემოქმედებისაგან და ქარხნულად ეტიკიტირებული ისე, რომ შესაძლებელი იყოს დანართი 1-ის და ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად საქონლის იდენტიფიცირება, გარდა იმ პროდუქციისა, რომლის შეფუთვაც შეუძლებელია ქარხნული წესით, ასეთ შეთხვევაში საქონელზე ქარხნულად დატანილი უნდა იყოს შესაბამისი დამღა ან ეტიკეტი, რომ შესაძლებელი იყოს დანართი 1-ის და ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად საქონლის იდენტიფიცირება. 1.7.1.7. შემოთავაზებული რეაქტივები სრულად თავსებადი უნდა იყოს დანართი N1-ით განსაზღვრულ აპარატებთან/ანალიზატორებთან წინააღმდეგ შემთხვევაში, მიმწოდებელი უზრუნველყოფს რეაქტივების შეუსაბამობით გამოვლენილი ნაკლის აღმოფხვრას. 1.7.1.8. ინსპექტირება ხორციელდება ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე, საქონლის მიღებისას, აგრეთვე მიღების შემდეგ, მათ შორის, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების არსებობის პერიოდში. 1.7.1.9. იმ შემთხვევაში თუ საქონლის მიღებისას ინსპექტირების პროცესში მიწოდებულ საქონელზე გამოვლენილი იქნება წუნი (ხარვეზი), მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის შეტყობინების მიღებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღეში საკუთარი ხარჯებით (ტრანსპორტირების ჩათვლით) უზრუნველყოს აღნიშნული წუნის (ხარვეზი) აღმოფხვრა ან საქონლის გამოცვლა ახლით.
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
პრეტენდენტმა ფასების ცხრილი, დანართი N1-ის სახით უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია: შესყიდვის ობიექტის დასახელება, მწარმოებელი ქვეყანა, მწარმოებელი. მწარმოებელი ქვეყნის და მწარმოებელის წარმოუდგენლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ყოველგვარი დაზუსტების გარეშე.
2.7.1 მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ
შესყიდვის ობიექტს უნდა გააჩნდეს და ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილი უნდა იქნას ქვემოთ ჩამოთვლილიდან არანაკლებ ერთ-ერთი ვალიდური დოკუმენტი სამედიცინო დანიშნულების საქონელთან დაკავშირებით: • CE (ან EC) მარკირების დამადასტურებელი დოკუმენტი ან CE (ან EC) მარკირების დამადასტურებელი შესაბამისობის დოკუმენტი, • ან/და ხარისხის დამადასტურებელი FDA (ამერიკული) სერტიფიკატი, • ან/და საქონლის ხარისხის დამადასტურებელი ISO სერთიფიკატი შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუ დოკუმენტაცია არის უცხოურ ენაზე, მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიალურად დამოწმებული თარგმანი;
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
2.9.1. მისაწოდებელი „საქონლის“ ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს სატენდერო წინადადებით წარმოდგენილ ინფორმაციას, უნდა შეესაბამებოდეს ფასების ცხრილში მითითებულ მახასიათებლებს, ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ის გარემოება, რამაც შეიძლება ხარისხზე გავლენა მოახდინოს. 2.9.2. საქონლის ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სანიტარულ–ჰიგიენური ნორმებისა და პირობების დაცვით. 2.9.3. შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტ(ებ)ი უნდა იყოს ახალი, ექსპლუატაციაში არმყოფი, ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო. 2.9.4. საქონელის შეფუთვა არ უნდა იყოს დაზიანებული, ხოლო წარწერები საქონელსა ან/და ეტიკეტ(ებ)ზე უნდა იყოს კითხვადი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 2.9.5. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს: 2.9.5.1. ფასების ცხრილი დანართი №1-ის შესაბამისად; 2.9.5.2. სამედიცინო დანიშნულების საქონელთან დაკავშირებით დოკუმენტი, სატენდერო პირობების 2.7.1 პუნქტის შესაბამისად;
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
4.1.1.1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, მიმწოდებელი ვალდებულია დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, რომელიც შესაძლებელია, დასაბუთდეს შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული დასკვნით ან/და საშემფასებლო დასკვნით (საქართველოს კანონის „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ შესბამისად პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი) 4.1.1.2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის 20%-ით მეტი ფასის კლების შემთხვევაში, დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
7.2.1. ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტიურად მოწოდებული საქონლის მიხედვით, უნაღდო ანგარიშსწორებით, ეროვნულ ვალუტაში - ლარში, მხარეებს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის ან მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებისა ან/და ანგარიშ-ფაქტურის (კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში) საფუძველზე
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
7.3.1 შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
გიორგი მაღლაკელიძე, 579454525, rhc@procurement.gov.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები ან/და ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა. 10.1.2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დავის შემთხვევაში, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. 10.1.3. ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ განიხილება. 10.1.4. სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული მიმწოდებლის ყველა ხარჯის (მ.შ კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები) გათვალისწინებით. 10.1.5. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადების ფასი, (კანონმდებლობით გაითვალისწინებულ შემთხვევებში) უნდა მიუთითოს დღგ-ს გათვალისწინებით. 10.1.6. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდრო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო. 10.1.7. სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის" მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. 10.1.8. თუ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასიდან გამომდინარე ერთეულის ღირებულებები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადი, პრეტენდენტი ვალდებულია ერთეულის ღირებულება შეამციროს და დაამრგვალოს მეასედებამდე, შესაბამისად შეამციროს საერთო ღირებულებაც
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი