1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
ბსუ-ს კორპუსების (I, II, III,V, VI, VIII, მეტაქსას ქ. 10-10ა არსებული შენობა) სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1.2.1. შესყიდვის ობიექტია ბსუ-ს კოორპუსების (I, II, III,V, VI, VIII, მეტაქსას ქ. 10-10ა არსებული შენობა) სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები. შესყიდვის ობიექტის მოცულობა და ტექნიკური დავალება მოცემულია მიმაგრებულ ფაილებში (იხ. დანართები: ტექნიკური დავალება და ესკიზები). 1.2.2. ელექტრონული ტენდრით გათვალისწინებულ სამუშაოებზე გამოყენებული ყველა მასალა უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და სტანდარტებს, უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა და ჯანმრთელობისათვის არასახიფათო. 1.2.3. საჭიროების შესაბამისად, სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, უნივერსიტეტის პერსონალის უსაფრთხოების დაცვისთვის, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაო პერიმეტრის შემოსაზღვრა დამცავი ბარიერებისა ან/და გამყოფი ლენტების მეშვეობით.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
1.4.1. სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების დადების დღიდან არაუმეტეს 90 კალენდარული დღით. 1.4.2 თუ შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, ასეთ შემთხვევაში მიწოდების ვადად განისაზღვრება მომდევნო სამუშაო დღე.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
1.5.1. მიმწოდებლის მიერ სამუშაოების შესრულება უზრუნველყოფილი უნდა იქნას შემდეგ მისამართებზე: - ქ. ბათუმი, რუსთაველის/ნინოშვილის ქ. №32/35 - I, II და III კორპუსები; - ქ. ბათუმი, გრიშაშვილის ქ. 5 - Vკორპუსი; - ქ. ბათუმი, ლეონიძის ქ. 15 - VI კორპუსი; - ქ. ბათუმი, მეტაქსას ქ. 10-10ა-ში არსებული შენობა; - ქ. ქობულეთი, ჰეიდარ აბაშიძის 26 - VIII კორპუსი.
1.6 შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა
1.6.1. ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებულ სამუშაოებსა და მოწოდებულ საქონელზე გავრცელდება არანაკლებ 3 (სამი) წლიანი საგარანტიო ვადა. 1.6.2. საგარანტიო ვადის ათვლა დაიწყება საბოლოო მიღება-ჩაბარების გაფორმების დღიდან. 1.6.3. სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/ და არაჯეროვანი შესრულებით, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
2.2.1.1. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს (შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს) 2022 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში, საქართველოს ტერიტორიაზე ან/და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე შესრულებული უნდა ჰქონდეს შენობა-ნაგებობების სამშენებლო, სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიწოდების გამოცდილება სამუშაოების მიწოდების გამოცდილება საერთო ღირებულებით არანაკლებ 585000 ლარისა. 2.2.1.2. ამასთან, გამოცდილებაში ჩაითვლება მხოლოდ დასრულებული სამუშაოები, რაზედაც გაფორმებულია მიღება-ჩაბარების აქტები. 2.2.1.3. იმ შემთხვევაში თუ, სამუშაოების შესყიდვა განხორციელებული არის სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით (w.w.w. http:// procurement. gov. ge/) და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი დამკვეთის (შემსყიდველი) მიერ ატვირთული არის სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს დოკუმენტაცია/ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემის საშუალებით ჩატარებული შესყიდვის საშუალების ნომრის (SPA, DAP; NAT, DEP; MEP; TEP; GEO: CMR ან სხვა არსებობის შემთხვევაში) შესახებ. 2.2.1.4. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს ცხრილში მითითებული აქვს არასახელმწიფო შესყიდვაც, მაშინ მან უნდა წარმოადგინოს ამ შესყიდვებზე ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები (ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტაცია), აღნიშნულ სამუშაოებზე დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ქსეროასლები და ამ ხელშეკრულების ფარგლებში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები (საბანკო ან/და სალაროს ქვითრები). 2.2.1.5. პრეტენდენტმა ინფორმაცია გამოცდილების შესაქხებ უნდა წარმოადგინოს დანართი №3-ის სახით.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
2.9.1. ფასში ასახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადი. 2.9.2. ფასების ცხრილში დაუშვებელია სამუშაოების დასახელების, განზომილების ერთეულის, რაოდენობისა და გაუთვალისწინებელი სამუშაოების რეზერვზე განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის შეცვლა. 2.9.3. სამშენებლო ობიექტზე მომუშავე პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხოების წესების დაცვაზე სრულად პასუხისმგებელია მიმწოდებელი. უსაფრთხოებისა და სამშენებლო ნორმებით გათვალისწინებული წესების დაუცველობის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია სრულად აანაზღაუროს შესაბამისი ზარალი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2.9.4. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაო ადგილის ფარგლებში უზრუნველყოს გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანა. მინიმუმამდე დაიყვანოს მუშაობით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენა.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
4.1.1.1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან მოითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურო-ბის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით)) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. 4.1.1.2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები. 4.1.1.3. ზემოაღნიშნული დოკუმენტები არ ექვემდებარება დაზუსტებას, მისი არ წარმოდგენა ან/და არასრულად წარმოდგენა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
6.1 მოითხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
5
6.2 სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში მოითხოვება გარანტია
10
6.3 გარანტიის მოქმედების ვადა
6.3.1. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდების საბოლოო ვადას.
6.4 გარანტიის პირობები
6.4.1 გამარჯვებულმა პრეტენდენტმა ხელშეკრულების დადებამდე უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია მატერიალური სახით. 6.4.2 უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
7.2.1. ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს ერთჯერადად ან ეტაპობრივად (არაუმეტეს 3 სამი) ეტაპისა). ეტაპობრივი ანგარიშსწორების მოთხოვნის შემთხვევაში პირველი ეტაპის შესრულებული სამუშაოების ჯამური ღირებულება არ უნდა იყოს ნაკლები მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 40%-სა. 7.2.2. შესრულებული სამუშაოების მოცულობა, რაოდენობა და ღირებულება შუალედური/ საბოლოო მიღება - ჩაბარების აქტის შედგენამდე მიმწოდებლის მიმართვით და ხარჯით უნდა დადასტურდეს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს საექსპერტო დასკვნით ან სხვა აკრედიტებული პირის დასკვნით. ობიექტზე სამუშაოების დასრულების შემდგომ უნდა წარმოადგინოს ექსპერტიზის დასკვნა/ინსპექტირების ანგარიში ობიექტზე შესრულებულ ყველა სამუშაოზე სრულად, მიუხედავად იმისა, წარმოდგენილია თუ არა მასზე შუალედური ექსპერტიზის დასკვნა/ინსპექტირების ანგარიში.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
7.3.1. ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღე.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ნუგზარ პატარიძე, 577544413, bsubazriskvleva@gmail.com
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1. პრეტენდენტი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს აღნიშნულ ელექტრონული ტენდრში, ავტომატურად ეთანხმება მის ყველა პირობას. 10.1.2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი. 10.1.3. ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. 10.1.4. სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში. 10.1.5. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება. 10.1.6. სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული. 10.1.7. სამუშაოების წარმოების პროცესში, სამუშაოს ახალი პოზიცი(ებ)ის წარმოქმნის შემთხვევაში, შემსყიდველის მხრიდან ანაზღაურება განხორციელდება გაუთვალისწინებელი სამუშაოების რეზერვიდან საპროექტო ორგანიზაციის მიერ დამატებით წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი