ტსTenderscope
My categories only 15 + 1 org
Hiding everything outside your 15 watched categories and 1 followed organisation. Include everything else
HomeTenders › NAT260008793
NAT260008793 NAT · აუქციონის გარეშე contract signed On procurement.gov.ge ↗

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2026 - 2027 წლებში განსახორციელებელი 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურების გაწევა, ასევე 2024 - 2025 წლებში დაწყებული და მრავალწლიანი სამშენებლო სამუშაოების საზედამხედველო მომსახურება, აღნიშნული სამუშაოების დასრულებამდე. მომსახურება გაწეულ უნდა იქნას შემდეგ სამუშაოებზე: გზები, წყალმომარაგება, ხიდები, შენობების მშენებლობა/რეაბილიტაცია, სკვერები, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების, ეზოების, ნაპირსამაგრი ნაგებობების (ჰიდროტექნიკური ნაგებობები), მდინარეების კალაპოტის ფორმირება; სპორტული მოედნები; მინი სტადიონები, საკანალიზაციო სისტემები, სანიაღვრე სისტემები; გარე განათება (სხვა სუსტი დენების სისტემები)

5% outside our line

Can we win this?

5% — outside our line: this does not look like something we sell.

  • Our line of business only 16% like anything in our 58 bids — most likely not something we sell.
  • Deal size over ₾200k: we have won 0 of 6 bids in this range.
  • Expected competition this category averages 1.5 bidders, 44% go single-bid. In 1–3 bidders we have won 10 of 17.
  • Procedure NAT: 18 wins from 48 bids.
  • Category fit 71500000: we have never bid in this category.
  • Buyer relationship we have never bid with this buyer.

Derived from our own 52 decided bids (18 won, 35% base rate) against market data for the category. Thin evidence is shrunk toward the base rate, so this is a prior, not a prediction — it says nothing about whether we can meet the specification.

Contract N183 running 591 days remaining Contract PDF ↗
750,000 ₾ contract amount 13,495 ₾ (2%) actually paid 24.06.2026 – 10.04.2028
PaymentSourceYear QuarterPaid on
2,303.43 ₾ ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის ბიუჯეტი 2026 Q3 19.08.2026
1,808.36 ₾ ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის ბიუჯეტი 2026 Q3 19.08.2026
6,481.82 ₾ ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის ბიუჯეტი 2026 Q3 21.08.2026
1,792.64 ₾ ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის ბიუჯეტი 2026 Q3 21.08.2026
1,109.00 ₾ ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის ბიუჯეტი 2026 Q3 26.08.2026

Main details — as published

განცხადების ნომერიNAT260008793
შესყიდვის სტატუსიხელშეკრულება დადებულია
შემსყიდველიზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია
შესყიდვის ტიპიელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე(NAT)
შესყიდვის კატეგორია71500000-მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
კლასიფიკატორის კოდები
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება1`050`000.00 GEL
შესყიდვის რაოდენობა ან მოცულობაიხ. სატენდერო დოკუმენტაცია
შესყიდვის გამოცხადების თარიღი30.04.2026 10:35
წინადადებების მიღება იწყება27.05.2026 00:05
წინადადებების მიღება მთავრდება01.06.2026 14:00
შეთავაზების ფასის კლების ბიჯი10`500.00 GEL
გარანტიის ოდენობა10`500 GEL
გარანტიის მოქმედების ვადა160 დღე
მოწოდების ვადაიხ. სატენდერო დოკუმენტაცია
წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოსდღგ-ს გათვალისწინებით
დამატებითი ინფორმაცია

Buyer documents & protocols (6)

NAT260008793_დანართი N1 - ფასების ცხრილი-signed.pdf.pdf კახაბერ გამისონია 08.06.2026 12:22
NAT260008793_დავალიანების შესახებ ცნობა.pdf.pdf კახაბერ გამისონია 08.06.2026 12:22
NAT260008793_რეესტრის ამონაწერი.pdf.pdf კახაბერ გამისონია 08.06.2026 12:23
NAT260008793_ინტერესთა კონფლიქტი და ოქმი №3.pdf.pdf კონსტანტინე ცხადაია 10.06.2026 14:20
NAT260008793_გარანტია.pdf.pdf კახაბერ გამისონია 23.06.2026 16:25

Bidders — everyone, including who lost

CompanyFirst offer Final offerResult
შპს ექსპერტ ჰაუსი 1,050,000 750,000 won
NAT260008793_დანართი N1 - ფასების ცხრილი-signed.pdf.pdf · NAT260008793_განცხადება-signed.pdf.pdf · NAT260008793_სფერო მოწმობა.pdf.pdf
შპს ინსპექტ-ა 840,000 783,000
NAT260008793_1. ინსპექტ ა აკრედიტაციის მოწომობა.pdf.pdf · NAT260008793_დანართი N1 - ფასების ცხრილი (19).pdf.pdf · NAT260008793_დანართი N1 - ფასების ცხრილი (19).xlsx.xlsx
შპს მეგამშენი 945,000 945,000
NAT260008793_დანართი N1 - ფასების ცხრილი.xlsx.xlsx · NAT260008793_დანართი N1 - ფასების ცხრილი (1).pdf.pdf · NAT260008793_წერილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტს.pdf.pdf
შპს თი აი ეი ჯი აუდიტესკორტი 1,050,000 1,050,000
NAT260008793_დანართი N1 - ფასების ცხრილი-signed.pdf.pdf

"Won" is derived — our inference from final offers; the portal does not publish it as a field.

History

  • 30.04.2026 10:35 Announced
  • 27.05.2026 00:05 Bidding opens
  • 27.05.2026 00:55 First bid placed (4 bidders in total)
  • 01.06.2026 12:47 Last bid activity
  • 01.06.2026 14:00 Bidding closes
  • 03.06.2026 19:06 Buyer published: NAT260008793_ინტერესთა კონფლიქტი და ოქმი №2.pdf
  • 08.06.2026 12:22 Buyer published: NAT260008793_დანართი N1 - ფასების ცხრილი-signed.pdf
  • 08.06.2026 12:22 Buyer published: NAT260008793_დავალიანების შესახებ ცნობა.pdf
  • 08.06.2026 12:23 Buyer published: NAT260008793_რეესტრის ამონაწერი.pdf
  • 10.06.2026 14:20 Buyer published: NAT260008793_ინტერესთა კონფლიქტი და ოქმი №3.pdf
  • 23.06.2026 16:25 Buyer published: NAT260008793_გარანტია.pdf
  • 24.06.2026 00:00 Contract signed: N183 — 750,000 ₾
  • 21.08.2026 16:04 Current status: contract signed

Built from every dated fact we hold; the portal's full status-change log is a planned scrape.

Tender documentation — all 26 sections

1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2026 - 2027 წლებში განსახორციელებელი 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურების გაწევა, ასევე 2024 - 2025 წლებში დაწყებული და მრავალწლიანი სამშენებლო სამუშაოების საზედამხედველო მომსახურება, აღნიშნული სამუშაოების დასრულებამდე. მომსახურება გაწეულ უნდა იქნას შემდეგ სამუშაოებზე: გზები, წყალმომარაგება, ხიდები, შენობების მშენებლობა/რეაბილიტაცია, სკვერები, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების, ეზოების, ნაპირსამაგრი ნაგებობების (ჰიდროტექნიკური ნაგებობები), მდინარეების კალაპოტის ფორმირება; სპორტული მოედნები; მინი სტადიონები, საკანალიზაციო სისტემები, სანიაღვრე სისტემები; გარე განათება (სხვა სუსტი დენების სისტემები).
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
გასაწევი მომსახურების დეტალური აღწერილობა მოცემულია თანდართულ ტექნიკურ დავალებაში და ხელშეკრულების პროექტში.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2027 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
1. მომსახურების გაწევის ადგილია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორია, მომზადებული ყველა ანგარიშისა და სხვა საჭირო დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენა უნდა მოხდეს შემსყიდველის მისამართზე - ქ. ზუგდიდი, რუსთაველის ქ. №90. 2. 2. მომსახურების ფორისა და პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ იხილოთ ტექნიკური დავალება.
2.4.1 მოთხოვნა პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ
1. მიმწოდებელი ვალდებულია, მომსახურება უზრუნველყოს ყველა იმ დარგის სპეციალისტით, რომელთა კომპეტენციაც შეესაბამება კონკრეტული სამუშაოების ინსპექტირებას, აღნიშნულ მომსახურებასთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედი ნორმებისა და პირობების სრული დაცვით. 2. კონკრეტული პროექტის დაწყებამდე მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს შესაბამისი კვალიფიკაციისა და რაოდენობის სპეციალისტების შეთანხმება შემსყიდველთან, რომლებიც განახორციელებენ კონკრეტული პროექტის ზედამხედველობას.
2.7.1 მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ
1. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტი აკრედიტირებული უნდა იყოს სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ, ქვემოთ ჩამოთვლილ საზედამხედველო მომსახურების მიმართულებით: - ობიექტზე შესრულებული სამუშაოების ინსპექტირება (მათ შორის ფორმა N2-ის მიხედვით). - ობიექტის (1. სამრეწველო და სამოქალაქო შენობა-ნაგებობების, 2. ხიდების; 3. ჰიდროტექნიკური ნაგებობების, 4. საავტომობილო გზების, 5. ელექტროქსელების და სისტემების (1000 ვ-მდე), 6. სუსტი დენების, 7. გათბობა-ვენტილაცია-კონდიცირების ქსელების და სისტემების, 8. წყალმომარაგების, კანალიზაციის, წყალარინების ქსელების და სისტემების) სამშენებლო სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობა-ინსპექტირება. 2. ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია, ქვეკონტარქტორთან ერთად ფარავდეს ყველა მოთხოვნილი მიმართულებით აკრედიტაციას - დასაშვებია, მონაწილე პრეტენდეტი არ იყოს აკრედიტირებული ყველა მოთხოვნილ სფეროში (უნდა იყოს აკრედიტირებული მოთხოვნილი ზედამხედველობის ტიპებიდან სულ მცირე ერთში მაინც), მაგრამ ქვეკონტრაქტორთან უნდა ერთად ფარავდეს სრულად მოთხოვნილ მიმართულებებს, აკრედიტაციის კუთხით. 3. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ გაცემული აკრედიტაციის მოწმობა შესაბამისი სფეროთი. 4. არარეზიდენტმა იურიდიულმა პირმა უნდა წარმოადგინოს სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის განკარგულება აკრედიტირებული პირის რეგისტრაციის თაობაზე და შესაბამისი რეგისტრირებული აკრედიტაციის სფერო.
2.8.1 ქვეკონტრაქტორთან დაკავშირებული მოთხოვნები
1. „ქვეკონტარქტორის შესახებ ინფორმაცია, მისი აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტები და ასევე წერილობითი თანხმობა (გამარჯვების შემთხვევაში ტენდერში ქვეკონტრაქტორად მონაწილეობაზე ან/და უკვე არსებული ხელშეკრულებები (მონაწილე პრეტენდენტსა და ქვეკონტრაქტორს შორის) , წარმოდგენილ უნდა იქნას სატენდერო წინადადებაში, ან/და შერჩევა-შეფასების ეტაპზე, დაზუსტების დროს. 2. ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში, ქვეკონტრაქტორზე წარმოდგენილი უნდა იქნას ქვეკონტრაქტორის დასახელება და მისამართი, შესასრულებელი სამუშაოების დასახელება. 3. ქვეკონტრაქტორი აკრედიტირებული უნდა იყოს სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ, იმ სფერო(ებ)ში, რომელთა შესრულებაც განსაზღვრული იქნება ქვეკონტრაქტით დანართი N2-ის შესაბამისად. 4. ქვეკონტრაქტორი კომპანია ან კომპანიები არ უნდა იყვნენ რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“; 5. ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე წარმოდგენილი იქნას შემდეგი სახის ინფორმაცია: შესასრულებელი სამუშაოების დასახელება და ქვეკონტრაქტის ასლი; 6. მომსახურების ნაწილის ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე გადაცემით მიმწოდებელი არ თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან. 7. ხელშეკრულების ფარგლებში ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულების ასლი უნდა წარედგინოს შემსყიდველ ორგანიზაციას.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
4.1.3 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის გაუთვალისწინებლობის დასაბუთება
წინამდებარე ტენდერში არ იქნება მოთხოვნილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება, რადგან მომსახურების ღირებულების ძირითად კომპონენტს წარმოადგენს ინტელექტუალური ტიპის შრომის ანაზღაურება, რაც პოტენციურად შესაძლებელს ხდის აღნიშნული მომსახურების მიწოდება განხორციელდეს სავარაუდო ღირებულებაზე 20%-ით ნაკლებ ფასად.
5.1.2 იურიდიული პირისთვის
(1) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან; (2) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ.
5.1.3 ინდივიდუალური მეწარმისთვის
(1) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან; (2) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ.
5.1.4 ფიზიკური პირისთვის
(1) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; (2) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის არარსებობის შესახებ.
5.1.5 ამხანაგობისთვის
უშუალოდ ამხანაგობისთვის: (1) ამონაწერი გადამხდელთა რეესტრიდან; (2) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ. ამხანაგობის წევრებისთვის: (1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (2) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ. შენიშვნა: საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება, როგორც ამხანაგობის, ასევე მისი მონაწილეების შესახებ.
5.1.6 არარეზიდენტი პირისთვის
(1) არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, პრეტენდენტმა, 5.1.2 პუნქტის (1) და (2) ქვეპუნქტების გარდა დამატებით უნდა წარმოადგინოს თავისი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან გაცემული ცნობა (ცნობები) რომ არ ხორციელდება არარეზიდენტი იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. (2) არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემთხვევაში, პრეტენდენტმა, 5.1.4 პუნქტის (1) და (2) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები (ცნობები) უნდა იყოს დამოწმებული კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
5.1.7 წარმომადგენლობისთვის/ფილიალისთვის
იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმოს წარმომადგენელი ან/და ფილიალი საქართველოში, ვალდებულია ერთობლივად წარმოადგინოს, როგორც თავისი, ასევე სათაო კომპანიის 5.1.2 პუნქტის (1),(2) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
6.1 მოითხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
5 პროცენტი
6.2 სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში მოითხოვება გარანტია
10 პროცენტი
6.3 გარანტიის მოქმედების ვადა
ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების შესრულების ვადას.
6.4 გარანტიის პირობები
გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საბანკო ან სადაზღვევო დაწესებულების მიერ ეროვნულ ვალუტაში - ლარში, (ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ) შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული, დანართი N3-ში მოცემული პირობების შესაბამისად.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
1. სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურეობის ღირებულება განისაზღვრება ყოველ კონკრეტულ ობიექტზე, დადასტურებული (ზედამხედველის მიერ ხელმოწერილი შესრულებული სამუშაოების აქტი - ფორმა #2) შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ღირებულების იმ პროცენტის ოდენობით, რომელიც მიმწოდებელსა და შემსყიდველს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში იქნება განსაზღვრული. 2. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულებამ არ შეადგინა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, შემსყიდველი ორგანიზაცია აუნაზღაურებს მიმწოდებელს მის მიერ ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ღირებულებას ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ფასების (პროცენტების) შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე მიმწოდებელს პრეტენზია არ უნდა გააჩნდეს აუთვისებელ მომსახურების მოცულობათა შესრულებაზე და მის გადახდაზე.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორებისათვის მიმწოდებელი ყოველ კონკრეტულ ობიექტზე წარუდგენს შემსყიდველს გაწეული საზედამხედველო მომსახურების მიღება-ჩაბარების ორმხრივ აქტს (წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი დამატებითი ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურა), რის საფუძველზეც შემსყიდველი აუნაზღაურებს მიმწოდებელს გაწეული მომსახურების ღირებულებას მიღება-ჩაბარების აქტისა და დამატებითი ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
კონსტანტინე ცხადაია, 585888088, konstantinetskhadaia@gmail.com
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად. 2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. იმ შემთხვევაში თუ ტენდერში მონაწილე პირი უცხოეთის მოქალაქეა ან უცხოეთში რეგისტრირებული იურიდიული პირია, აუცილებელია წარმოდგენილ იქნას პირის ადმინისტრაციული ორგანოებიდან წარმოსადგენი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. 3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია ხელმოწერილი და/ან ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იქნას უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში, ატვირთული უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელმოწერისათვის გაცემული მინდობილობა. 4. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად. 5. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება. 6. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით. 7. შესყიდვაში მონაწილე პირებმა (პრეტენდენტებმა) უნდა წარმოადგინონ შემდეგი ტექნიკური ინფორმაცია/დოკუმენტები: (1) ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა), დანართი N1-ის შესაბამისად; (2) პრეტენდენტის და ქვეკონტრაქტორის (ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში) სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ გაცემული სერტიფიკატები შესაბამის სფეროებში; (3) ინფორმაცია ქვეკონტრაქტორის მიერ შესასრულებელი სამუშაოების შესახებ (არსებობის შემთხვევაში), დანართი N2-ის შესაბამისად. 8. პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ფასების ცხრილი, საგარანტიო პირობები და ა.შ.). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით. აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა: • ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით; • გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთი ფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი

The same thing, bought before

NAT260007002 06.04.2026 contract signed same category · 71% title match · similar size

2027 წლების განმავლობაში განსახორციელებელი 50 000 ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურუ…

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 71500000მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები → შპს ინსპექტ-ა 3 bidders 1,200,000 ₾
NAT260003786 26.02.2026 contract signed same category · 79% title match

წლის განმავლობაში ასპინძის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი 50 000 ლარზე მეტი ღირებულე…

ასპინძის მუნიციპალიტეტი 71500000მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები → შპს ქრიზოლითი 1 bidder 385,000 ₾
NAT260001542 02.02.2026 contract signed same category · 69% title match

2025-2026 წლების განმავლობაში ადიგენის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი 50 000 ლა…

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია 71500000მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები → შპს ქრიზოლითი 1 bidder 490,000 ₾
NAT250022546 05.12.2025 contract signed same category · 57% title match · similar size

2026-2027 წლების განმავლობაში დუშეთის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი 50 000 ლარზე მე…

დუშეთის მუნიციპალიტეტი 71500000მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები → შპს მეგამშენი 3 bidders 900,000 ₾
NAT260009050 04.05.2026 terminated same category · 71% title match

2026-2027 წლების განმავლობაში სენაკის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი 50 000 ლარზე მე…

სენაკის მუნიციპალიტეტის მერია 71500000მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები 1 bidder 399,999 ₾
NAT260000167 10.01.2026 contract signed same category · 68% title match

წლის განმავლობაში ახალციხის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი 50 000 ლარზე მეტი ღირებულ…

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია 71500000მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები → შპს ქრიზოლითი 1 bidder 450,000 ₾

Ranked by CPV category first, then by what the tender is called, what it costs and who is buying — one category holds laptops and printers alike, so the wording separates them.

This buyer usually awards to

across all categories

შპს ველ ბილთი 21×
შპს სანდო 11×
შპს როუდ პლიუსი 11×
შპს პლიუს თერთმეტი
შპს დო ლაინი