1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
1.1.1. სსიპ „სასწავლო უნივერსიტეტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის“ ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ((ჰუდაი ქოუნთი (ავტობუსი), ძრავი: 4.0 დიზელი, გამოშვების წელი 2017, 5 სიჩქარიანი მექანიკა, - 1 ერთეული (KMJHG17BPHC074076) და MERCEDES-BENZ Vito, 2013 დიზელი 3.0 ავტომატიკა, - 1 ერთეული (WDF63970513803721)) ტექნიკური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა პრეისკურანტის საშუალებით.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1.2.1 პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს სსიპ „სასწავლო უნივერსიტეტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის“ ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ((ჰუდაი ქოუნთი (ავტობუსი), , ძრავი: 4.0 დიზელი, გამოშვების წელი 2017, 5 სიჩქარიანი მექანიკა, - 1 ერთეული (KMJHG17BPHC074076) და MERCEDES-BENZ Vito, 2013 დიზელი 3.0 ავტომატიკა, - 1 ერთეული (WDF63970513803721)) ტექნიკური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა პრეისკურანტის საშუალებით შემდეგი პირობების შესაბამისად: 1.პრეისკურანტში მითითებული მომსახურების ან/და საქონლის ფასი უნდა იყოს საბოლოო და საჭიროების შემთხვევაში მოიცავდეს კონკრეტული საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებული თანმდევი მომსახურების ღირებულებასაც. მიმწოდებლის მიერ დეტალებისა და მომსახურების ფასების ცხრილში დაფიქსირებული ფასები იქნება მაქსიმალური, ხოლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ტექმომსახურება ახალი სათადარიგო ნაწილებით უნდა განხორციელდეს იმ დღისათვის მიმწოდებლის სერვისცენტრში დაფიქსირებული ფასით, რომელიც შეიძლება იყოს ნაკლები ფასების ცხრილში არსებულ ფასებზე და არ უნდა აღემატებოდეს ფასების ცხრილში არსებულ ფასებს. 2.მიმწოდებელთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, პრეისკურანტში მომსახურების/საქონლის რომელიმე პოზიციის არარსებობისას (მისი შესყიდვის აუცილებლობისას), ერთეულის ფასი დადგინდება შემსყიდველი ორგანიზაციის და მიმწოდებლის ერთობლივი შეთანხმებით, საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში, პრეისკურანტში ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს. 3. მომსახურების გაწევის პროცესში, მიმწოდებლის ბრალეულობით ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში, ზიანის აღმოფხვრის ხარჯებს სრულად ანაზღაურებს მიმწოდებელი. 4. ავტომანქანის დაზიანებული ნაწილები უნდა შეიცვალოს ახალი ან/და შემსყიდველთან შეთანხმებით მეორადი სათადარიგო ნაწილებით და უნდა შეესაბამებოდეს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ მომსახურების პრეიკურანტში მითითებულ შესაბამისი საქონლის დასახელებას, მდგომარეობას და ფასს. 5. იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება რომ მიმწოდებლის მიერ არ არის სრულყოფილად შესრულებული მომსახურება და/ან შეცვლილი ნაწილი აღმოჩნდა წუნდებული, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოჩენილი ხარვეზი აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით. 6. ავტოტრანსპორტების მომსახურება უნდა განხორციელდეს მიმწოდებელსა და შემსყიდველს შორის თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში დეფექტური აქტის შედგენის შემდეგ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო საქონლის (სათადარიგო ნაწილების) დეტალური აღწერა, აგრეთვე, მომსახურების დაწყებისა და დასრულების ვადები. 7. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ მომსახურების პრეისკურანტში მოცემული საქონლისა და მომსახურების ერთეულის ფასების კლება უნდა განხორციელდეს სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული პრეისკურანტის ზღვრული ერთეულის ფასებიდან, არანაკლებ სატენდერო დოკუმენტაციასა და სატენდერო განცხადებაში მოცემული პრეისკურანტის ჯამურ სავარაუდო ღირებულებასა და პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ საბოლოო ფასს შორის არსებული პროცენტული სხვაობით, რომელიც დამრგვალებული უნდა იყოს მეასედის სიზუსტით. 8. პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს სერვის-ცეტრში დღეში ერთდროულად არანაკლებ 2 (ორი) ავტოსატრანსპორტო საშუალების მიღება და მომსახურების გაწევა. 9. შესყიდველს უფლება აქვს სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დასრულების შემდგომ ადგილზე შეამოწმოს პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
1.4.1. საქონლის მიწოდება/მომსახურება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
1.5.1 ავტოტრანსპორტების მომსახურება უნდა განხორციელდეს მიმწოდებელსა და შემსყიდველს შორის თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში დეფექტური აქტის შედგენის შემდეგ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო საქონლის (სათადარიგო ნაწილების) დეტალური აღწერა, აგრეთვე, მომსახურების დაწყებისა და დასრულების ვადები. 1.5.2. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება ქ. ბათუმის ტერიტორიიდან სარემონტო ავტომობილის თავისი სვლით გადაყვანა გამარჯვებული პრეტენდენტის სერვის ცენტრში, პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების ტრანსპორტირება სერვის ცენტრში ან/და მოახდინოს ადგილზე შეკეთება. 1.5.3. ქ. ბათუმის და ქ. ბათუმის ტერიტორის გარეთ დაზიანებული ავტომანქანის ტრანსპორტირების (ევაკუაცია ევაკუატორით) - ევაკუაციის ღირებულება განისაზღვრება პრეისკურატის შესაბამისად. 1.5.4. პრეტენდენტმა შემსყიდველის ავტომობილების შესაკეთბელად მიღება უნდა უზრუნველყოს დაუყოვნებლივ/რიგგარეშედ, ხოლო მომსახურების ვადა თითოეულ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს: - სავალი ნაწილებისათვის 1 კალენდარულ დღე; - ელექტროობისათვის ერთიდან 10 (ათ) კალენდარულ დღემდე; - ძრავის, სიჩქარეთა კოლოფის დაზიანების შემთხვევაში მომსახურების გაწევის დრო განისაზღვროს ერთიდან 20 (ოცი) კალენდარულ დღემდე; - დეფიციტური სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფა - არაუმეტეს 60 (სამოცი) კალენდარულ დღემდე.
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
1.7.1.1 მიმწოდებლის მიერ შეცვლილ სათადარიგო ნაწილებზე ქარხნული გარანტია უნდა ვრცელდებოდეს გარანტია უნდა შეადგენდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 6 (ექვსი) თვე, შეკეთებულ სათადარიგო ნაწილებზე გარანტია უნდა ვრცელდებოდეს გარანტია უნდა შეადგენდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 6 (ექვსი) თვე, გარდა სწრაფ ცვეთადი დეტალებისა (კერძოდ, გახურების ნათურები, ანთების სანთლები, გახურების სანთლები, დამცველები, სამუხრუჭე ხუნდები, გადაბმულობის ამყოლი და მიმყოლი რგოლები (ფრიქციონები), კონდიციონერის, ჰაერისა და საწვავის ფილტრების, მინის მრეცხავები, ანთების საკონტაქტო ერთეულები და მტვერდამცავები (პილნიკები)) და იმ შემთხვევისა, როდესაც დაზიანება გამოწვეულია არასწორი ექსპლუატაციით გამოწვეულ დაზიანებებზე, კერძოდ, გარეგანი მექანიკური ზემოქმედებით გამოწვეულ დაზიანებების. 1.7.1.2 ძირითად აგრეგატებზე (ძრავი, ხიდი, გადაცემათა კოლოფი) გაწეული მომსახურების შემთხვევაში, გარანტია უნდა მოქმედებდეს მიღება ჩაბარების გაფორმებიდან არანაკლებ 1 (ერთი) წელი. 1.7.1.3 იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება რომ მიმწოდებლის მიერ არ არის სრულყოფილად შესრულებული მომსახურება და/ან შეცვლილი ნაწილი აღმოჩნდა წუნდებული, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოჩენილი ხარვეზი აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით. 1.7.1.4 საგარანტიო ვადის განმავლობაში შესყიდვის ობიექტის მიერ დეფექტის/წუნის გამოვლენის შემთხვევაში იგი უნდა შეკეთდეს ან შეიცვალოს ახლით შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
2.2.2. პრეტენდენტს 2023 წლის 1 იანვრიდან წიანმდებარე ტენდერის გამოცხადების დღემდე უნდა ქონდეს მანქანების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების გამოცდილება არანაკლებ 30 000 ლარის ოდენობით, რომლის დამადასტურებლად პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს ტექ-მომსახურების გაწევის დამადასტურებელი შემდეგი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ები)ა (თითოეულ წელს არანაკლებ 1 (ერთი) ხელშეკრულება) და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული გაწეული ტექ-მომსახურების ამსახველი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან/და შესრულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხევაში საკმარისია შესაბამისი SPA, NAT, CMR ნომრების წარმოდგენა.
2.3.1 მოთხოვნა პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ
2.3.2. პრეტენდეტნს ქ. ბათუმის ტერიტორიაზე უნდა გააჩნდეს მინიმუმ ერთი სერვის ცენტრი, რომელიც აღჭურვილი უნდა იყოს სარემონტო სექციებით და მათში დამონტაჟებული არანაკლებ 3 (სამი) ავტომანქანის ამწე მოწყობილობით. 2.3.4. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით, სერვის ცენტრის მისამართის მითითებით, სარემონტო სექციების და ამწე მოწყობილობების, ჩამონათვალითა და აღწერით, ასევე ინფრომაციას უნდა ახლდეს დამადასტურებელი ფოტოსურათები.
2.8.1 ქვეკონტრაქტორთან დაკავშირებული მოთხოვნები
2.8.1.1. მიმწოდებელმა წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში ქვეკონტრაქტორის აყვანის შესახებ. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს ასევე აცნობოს თუ რა მოცულობის მომსახურება გადაეცემა ქვეკონტრაქტორს. 2.8.1.2. ქვეკონტრაქტორი არ უნდა იყოს რეგისტრირებული შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“. 2.8.1.3. სამუშაოების ქვეკონტრაქტორზე გადაცემით მიმწოდებელი არ თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, უნდა წარმოადგინოს (სისტემაში ატვირთოს) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 4.1.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან/და სხვა იმ პირის მიერ, რომელშიც დასაქმებულია აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ შესაბამის სფეროში სერტიფიცირებული შემფასებელი. სხვა პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და საშემფასებლო დასკვნა განხორციელებული უნდა იყოს და შეფასების ანგარიშზე/დასკვნაზე ხელი მოწერილი უნდა ჰქონდეს აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სერტიფიცირებულ შემფასებელს; პრეტენდენტის მიერ შეფასების ანგარიშთან/დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ შემფასებელზე გაცემული სერტიფიკატის ასლი (სერთიფიკატის გამცემი შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანო აუცილებლად უნდა იყოს აკრედიტებული სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო-აკრედიტაციის ცენტრი’’-ს მიერ). აღნიშნული დოკუმენტების წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. 4.1.1.3 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით უნდა დასტურდებოდეს სატენდერო პირობებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების შესაძლებლობა როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული სატენდერო წინადადების ფასთან (ფასების ცხრილის (განფასების) ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ფასების ცხრილის (განფასების) ერთეულ ღირებულებასთან მიმართებით. 4.1.1.4 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დაუსაბუთებლობა მითითებულ ვადაში ან ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტების შეუსაბამობა სატენდერო პირობებთან ან/და სატენდერო წინადადებასთან, გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ’’ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
7.2.1. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, ეტაპობრივად, 2026 წლის საკუთარი სახსრებით.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
7.3.1. ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით , ეტაპობრივად, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების რაოდენობის შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტების (მათ შორის საგადასახადო ანგარიშფაქტურა/ზედნადები) საფუძველზე შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ნინო კვაჭაძე, 558428892, nino.kvatchadze@bsma.edu.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. 10.1.2. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება. 10.1.3.„ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების გათვალისწინებით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. 10.1.4. შემსყიდველი უფლებამოსილია მომსახურება შეისყიდოს მხოლოდ მისი საჭიროების შესაბამისი მოცულობით. 10.1.5. სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-8 მუხლის შესაბამისად.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი