ტსTenderscope
My categories only 15 + 1 org
Hiding everything outside your 15 watched categories and 1 followed organisation. Include everything else
HomeTenders › CON260000189
CON260000189 CON · კონსოლიდირებული no result On procurement.gov.ge ↗

წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს 11 სხვადასხვა ფარმაკო-თერაპიული ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტი (CPV 33600000) - შემდგომში, „საქონელი/მედიკამენტ(ებ)ი“

3% outside our line

Can we win this?

3% — outside our line: this does not look like something we sell.

  • Our line of business only 11% like anything in our 58 bids — most likely not something we sell.
  • Deal size over ₾200k: we have won 0 of 6 bids in this range.
  • Expected competition this category averages 0.9 bidders, 51% go single-bid. In 1–3 bidders we have won 10 of 17.
  • Incumbent პსპ ფარმა has won 75 of the last 140 awards from this buyer here.
  • Procedure CON: 0 wins from 1 bids.
  • Category fit 33600000: we have never bid in this category.
  • Buyer relationship we have never bid with this buyer.

Derived from our own 52 decided bids (18 won, 35% base rate) against market data for the category. Thin evidence is shrunk toward the base rate, so this is a prior, not a prediction — it says nothing about whether we can meet the specification.

Main details — as published

განცხადების ნომერიCON260000189
შესყიდვის სტატუსიდასრულებულია უარყოფითი შედეგით
შემსყიდველისახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
შესყიდვის ტიპიკონსოლიდირებული ტენდერი აუქციონის გარეშე(CON)
შესყიდვის კატეგორია33600000-ფარმაცევტული პროდუქტები
კლასიფიკატორის კოდები
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება201`484.29 GEL
შესყიდვის რაოდენობა ან მოცულობაიხ. სატენდერო დოკუმენტაცია
შესყიდვის გამოცხადების თარიღი20.04.2026 14:08
წინადადებების მიღება იწყება27.04.2026 00:04
წინადადებების მიღება მთავრდება28.04.2026 13:00
შეთავაზების ფასის კლების ბიჯი806.00 GEL
გარანტიის ოდენობა2`015 GEL
გარანტიის მოქმედების ვადა360 დღე
მოწოდების ვადაიხ. სატენდერო დოკუმენტაცია
წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოსდღგ-ს გათვალისწინებით
დამატებითი ინფორმაცია

Buyer documents & protocols (4)

CON260000189_ხელწერილი - გაერთიანებული.pdf.pdf მარინე გვრიტიშვილი 30.04.2026 11:15
CON260000189_ოქმი N2 - CON260000189.pdf.pdf მარინე გვრიტიშვილი 30.04.2026 11:16
CON260000189_ხელწერილი - გაერთიანებული I.pdf.pdf მარინე გვრიტიშვილი 06.05.2026 17:53
CON260000189_ოქმი N3 - CON260000189.pdf.pdf მარინე გვრიტიშვილი 06.05.2026 17:54

Bidders — everyone, including who lost

CompanyFirst offer Final offerResult
სს გეფა 193,000 193,000
CON260000189_ფასების ცხრილი (ლოტი 217).xlsx.xlsx · CON260000189_CON teqnikuri dokumentacia ST.pdf.pdf

"Won" is derived — our inference from final offers; the portal does not publish it as a field.

History

  • 20.04.2026 14:08 Announced
  • 27.04.2026 00:04 Bidding opens
  • 28.04.2026 11:03 First bid placed (1 bidders in total)
  • 28.04.2026 11:03 Last bid activity
  • 28.04.2026 13:00 Bidding closes
  • 30.04.2026 11:15 Buyer published: CON260000189_ხელწერილი - გაერთიანებული.pdf
  • 30.04.2026 11:16 Buyer published: CON260000189_ოქმი N2 - CON260000189.pdf
  • 06.05.2026 17:53 Buyer published: CON260000189_ხელწერილი - გაერთიანებული I.pdf
  • 06.05.2026 17:54 Buyer published: CON260000189_ოქმი N3 - CON260000189.pdf
  • 23.08.2026 22:03 Current status: no result

Built from every dated fact we hold; the portal's full status-change log is a planned scrape.

Tender documentation — all 24 sections

1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს 11 სხვადასხვა ფარმაკო-თერაპიული ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტი (CPV 33600000) - შემდგომში, „საქონელი/მედიკამენტ(ებ)ი“.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1. მედიკამენტ(ებ)ი უნდა იყოს საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე დაშვების უფლების მქონე, დაშვებული შეფუთვა-მარკირებით. 2. მედიკამენტ(ებ)ის ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სანიტარულ–ჰიგიენური ნორმებისა და პირობების დაცვით. 3. სატენდერო დოკუმენტაციის N1 დანართის მე-8 და მე-11 პოზიციებით შესასყიდი მედიკამენტების ვარგისიანობის ვადა უნდა შეადგენდეს მიწოდების თარიღიდან არანაკლებ 12 თვეს, ხოლო სხვა შესასყიდი მედიკამენტების ვარგისიანობის ვადა - მიწოდების თარიღიდან არანაკლებ 6 თვეს. 4. პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს მედიკამენტ(ებ)ის შეუფერხებელი მიწოდება, ასევე, საქონლის ტრანსპორტირების, შენახვისა და გაცემის ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხების უზრუნველყოფა თავისივე ხარჯით. 5. მიმწოდებლის მიერ შეთავაზებული საქონელი უნდა აკმაყოფილებდეს „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ სტანდარტს ფარმაცევტული პროდუქტის უსაფრთხოების შესახებ, რაც გულისხმობს ფარმაცევტული პროდუქტის ეფექტიანობისა და ზიანის გამოწვევის რისკის შეფასების შედარებითი ანალიზის შედეგად, ფარმაცევტული პროდუქტის ეფექტიანობისა და ზიანის გამოწვევის რისკის არარსებობის შესახებ მონაცემების დადასტურებას, შესაბამისი ფარმაკოპეის სტანდარტების დაცვით. 6. მიმწოდებლის მიერ შეთავაზებული ფარმაცევტული პროდუქტი, „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, უნდა იყოს ხარისხიანი – იდენტურობის, რაოდენობრივი შემადგენლობის, სიწმინდის, ქიმიური და ბიოლოგიური კომპონენტების ფარმაკოპეის სტანდარტთან შესაბამისი. 7. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველ ორგანიზაციას/კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიას გაუჩნდება გონივრული ეჭვი შემოთავაზებული/მიწოდებული ფარმაცევტული პროდუქტის ხარისხთან ან/და შემადგენლობასთან დაკავშირებით, იგი უფლებამოსილია, შეატყობინოს სსიპ „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს“ და მისი მეშვეობით, „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, შეამოწმოს ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორების მიერ ფარმაცევტული პროდუქტის მიკვლევადობისთვის დადგენილი წესებისა და შენახვის პირობების დაცვის მდგომარეობა ან/და ნიმუშად აიღოს ფარმაცევტული პროდუქტი შემდგომი ლაბორატორიული კვლევის ჩასატარებლად. 7.1. ლაბორატორიული შემოწმება შესაძლოა ჩატარდეს სსიპ “ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსა” ან/და სხვა საერთაშორისო ლაბორატორიულ კვლევით ცენტრში. 7.2. ზემოაღნიშნული ლაბორატორიული კვლევისა და საკონტროლო შესყიდვის შედეგად აღებული ნიმუშის ხარჯებს სრულად აანაზღაურებს ექსპერტიზის მომთხოვნი მხარე. ხოლო, იმ შემთხვევაში თუ ლაბორატორიულმა კვლევამ დაადასტურა, რომ შემოთავაზებული/მიწოდებული ფარმაცევტული პროდუქტი ხარისხთან ან/და დადგენილ შემადგენლობასთან არაა შესაბამისი, ლაბორატორიული კვლევისა და საკონტროლო შესყიდვის შედეგად აღებული ნიმუშის ხარჯებს სრულად აანაზღაურებს მიმწოდებელი. 8. დაცული უნდა იქნეს „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის“ კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნები. 9. შემსყიდველი ორგანიზაციისათვის მიწოდებული მედიკამენტ(ებ)ის ყოველი პარტია უნდა აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დასაშვებ და ფარმაცევტული პროდუქტისათვის დამახასიათებელ მაჩვენებლებს. 10. წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებული შემსყიდველი ორგანიზაციები და მათ მიერ მოთხოვნილი შესასყიდი რაოდენობა, ასევე მიწოდების ადგილის შესახებ დეტალური ინფორმაცია, მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის N2 დანართში. 11. შესასყიდი მედიკამენტ(ებ)ის ჯამური საორიენტაციო რაოდენობა და დეტალური ინფორმაცია მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტის N1 დანართში. 12. სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტის N1 დანართში მითითებული საქონლის რაოდენობა(ები) ემსახურება პრეტენდენტის ინფორმირებას, ჯამური რაოდენობის, მედიკამენტ(ებ)ის ფასის დადგენისა და მიწოდების პირობების (ლოჯისტიკის შესაძლებლობების) შეფასების მიზნით. 13. სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტის N1 დანართის ზოგიერთ პოზიციაზე, მოთხოვნილია ერთიდაიგივე საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელების/მოქმედი ნივთიერების, დოზისა და ფორმის მედიკამენტი (განსხვავებული ლიცენზიის, აკრედიტაციის, სტანდარტების, ხარისხის შესაბამისობის და სხვ. დოკუმენტების შესახებ მოთხოვნის პირობით). იმ შემთხვევაში თუ, პრეტენდენტი აღნიშნულ პოზიციებზე წარმოადგენს ერთიდაიგივე სავაჭრო დასახელების, მწარმოებელი კომპანიისა და მწარმოებელი ქვეყნის პრეპარატს, მაშინ ერთეულის ფასი შესაბამისი მედიკამენტების პოზიციებზე უნდა იყოს იდენტური, სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნების გათვალისწინებით. 14. სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტის N1 დანართში მითითებული მედიკამენტ(ებ)ის შესასყიდი რაოდენობა საორიენტაციო ხასიათისაა და შემსყიდველ ორგანიზაციებს ან/და სატენდერო კომისიას არ აკისრებს ვალდებულებას, მითითებული საქონლის რაოდენობა შესყიდულ იქნეს სრულად. ამასთან, შემსყიდველი იტოვებს უფლებას, საჭიროების შემთხვევაში, გამარჯვებულ მიმწოდებლთან შეთანხმების საფუძველზე, მისთვის მისაწოდებელი მედიკამენტების ჩამონათვალიდან, შეიძინოს რომელიმე პროდუქტი მეტი რაოდენობით ან/და დაამატოს მის შესყიდვის ნუსხას რომელიმე მედიკამენტი, წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის შესასყიდი საქონლის ნუსხიდან (N1 დანართიდან). 15. კონსოლიდირებული ტენდერის სავარაუდო ჯამური ღირებულების კლება დაუშვებელია სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტის N1 დანართში მოცემული რომელიმე შესასყიდი საქონლის ერთეულის ღირებულების ზრდის ხარჯზე (პრეტენდენტის მიერ ფასების ცხრილში დაფიქსირებული შესასყიდი საქონლის ერთეულის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტის N1 დანართში მოცემულ იმავე პოზიციაზე განსაზღვრულ საქონლის ზღვრულ ერთეულის ღირებულებას). 16. იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის განმავლობაში, „ფარმაცევტული პროდუქტის ფასის სახელმწიფო რეგულირების მეთოდოლოგიის, წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 დეკემბრის #593 დადგენილებისა და „ფარმაცევტული პროდუქტის რეფერენტული ფასების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2023 წლის 15 იანვრის #2/ნ ბრძანებით, პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებულ რომელიმე ფარმაცევტულ პროდუქტზე დაწესდება საქონლის ზღვრული რეფერენტული ერთეულის ღირებულება და, ამავდროულად, აღნიშნული ზღვრული რეფერენტული ერთეულის ღირებულება ნაკლები იქნება პრეტენდენტის მიერ კონსოლიდირებულ ტენდერში დაფიქსირებულ ერთეულის ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციებს საქონელი მიაწოდოს ზღვრული რეფერენტული ერთეულის ღირებულების შესაბამისად. 17. პრეტენდენტის მიერ ფასების ცხრილი წარმოდგენილი უნდა იყოს EXCEL-ის ფორმატში.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
1. წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერით შესასყიდი მედიკამენტების მიწოდება განხორციელდება ეტაპობრივად, კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენისა და შესაბამისი ხელშეკრულებ(ებ)ის გაფორმების საფუძველზე, კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტის N2 დანართში მითითებული ინფორმაციისა და შემსყიდველი ორგანიზაცი(ებ)ის მოთხოვნების შესაბამისად. 2. ხოლო, შემსყიდველ ორგანიზაციასა და გამარჯვებულ პრეტენდენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულებ(ებ)ის მიხედვით, საქონლის მიწოდება შესაძლებელია განხორციელდეს ეტაპობრივად ან ერთიანად, სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტის N2 დანართის შესაბამისად, რომელიც დეტალურად დაზუსტდება შემსყიდველ ორგანიზაციებსა და მიმწოდებელს შორის, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებისას.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
1. საქონლის მიწოდების ადგილი განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტის N2 დანართის შესაბამისად. 2. ქ. თბილისში, ქ. ქუთაისში, ქ. ბათუმში, ქ. ზუგდიდში, ქ. თელავში და ქ. გორში მიწოდება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 2 (ორი) კალენდარული დღის განმავლობაში, სხვა მისამართებზე მიწოდება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 (სამი) კალენდარული დღის განმავლობაში. მაღალმთიან რეგიონებში, სეზონურობიდან გამომდინარე, რთული კლიმატური პირობებისას მიწოდება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის განმავლობაში. 3. საქონლის მიწოდების სიხშირე და ადგილი შესაძლებელია შეიცვალოს ან/და დაემატოს სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტის N2 დანართში არსებულ ჩამონათვალს, შემსყიდველი ორგანიზაცი(ებ)ის მოთხოვნის შესაბამისად, გამარჯვებულ მიმწოდებელთან შეთანხმების საფუძველზე. 4. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია (მაგ.: მუნიციპალიტეტი), სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, მედიკამენტ(ებ)ის გაცემას ახორციელებს ბენეფიციარ(ებ)ზე, კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია მედიკამენტ(ებ)ის მიწოდება უზრუნველყოს შემსყიდველის მიერ მითითებული სოფლის/რაიონის/ქალაქის ტერიტორიაზე არსებული რომელიმე აფთიაქიდან. 5. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია ითხოვს მედიკამენტ(ებ)ის მიწოდებას ზემოაღნიშნული პირობის (სატენდერო დოკუმენტაციის 1.5. პუნქტის მე-4 ქვეპუნქტის) შესაბამისად, გამარჯვებული პრეტენდენტი უფლებამოსილია აღნიშნული მოთხოვნა შეასრულოს ქვეკონტაქტორის საშუალებით (ამასთან, ასეთ შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის 2.8. პუნქტი).
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
სატენდერო დოკუმენტაციის N1 დანართის მე-8 და მე-11 პოზიციებით შესასყიდი მედიკამენტების ვარგისიანობის ვადა უნდა შეადგენდეს მიწოდების თარიღიდან არანაკლებ 12 თვეს, ხოლო სხვა შესასყიდი მედიკამენტების ვარგისიანობის ვადა - მიწოდების თარიღიდან არანაკლებ 6 თვეს. (დეტალური ინფორმაცია იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციიის 1.2 პუნქტის N1 დანართში).
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
1. პრეტენდენტმა უნდა მიუთითოს საქონლის წარმოების ქვეყანა და მწარმოებელი კომპანია, სატენდერო დოკუმენტაციის 1.3. პუნქტის ფასების ცხრილის მოთხოვნების შესაბამისად. 2. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არ მიუთითებს ინფორმაციას საქონლის მწარმოებელი ქვეყნისა ან/და მწარმოებელი კომპანიის შესახებ, ის დაზუსტების გარეშე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას (ამასთანავე, პრეტენდენტი დაზუსტების გარეშე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას ფასების ცხრილის წარმოუდგენლობის ან განუფასებლად წარმოდგენის შემთხვევაში). 3. ამასთანავე, თუ შესასყიდი საქონლის წარმოების ქვეყნისა ან/და მწარმოებლი კომპანიის შესახებ წარმოდგენილი ინფორმაცია არასრულყოფილია ან შეიცავს უზუსტობებს, თუმცა პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების სახით წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის ერთობლიობით, მათი შეფასების, ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე შესაძლებელია შესასყიდი საქონლის წარმოების ქვეყნის ან/და მწარმოებელი კომპანიის იდენტიფიკაცია, მაშინ სატენდერო კომისია მიმართავს პრეტენდენტს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
1. კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ფარმაცევტული პროდუქტების ან/და სამედიცინო მოწყობილობების/აპარატურის ან/და სამედიცინო სახარჯი მასალების მიწოდების არანაკლებ 134,323.00 (ას ოცდათოთხმეტი ათას სამას ოცდასამი ლარის გამოცდილება უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში (2025 წლის 01 იანვრიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით) ჯამურად, რომლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა დაერთოს პრეტენდენტის სატენდერო წინადადებას. 2. პრეტენდენტმა გამოცდილების დადასტურების მიზნით უნდა წარმოადგინოს გაფორმებული ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულების შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან/და ანგარიშ-ფაქტურ(ები)ა ან/და ზედნადებ(ებ)ი (თუ მხოლოდ მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტიდან ირკვევა ფარმაცევტული პროდუქტების ან/და სამედიცინო მოწყობილობების/აპარატურის ან/და სამედიცინო სახარჯი მასალების მიწოდების შესახებ ინფორმაცია, მაშინ აუცილებელი არ არის ხელშეკრულების წარმოდგენა). 3. სახელმწიფო შესყიდვ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენის შემთხვევაში საკმარისია შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემების: CON, SPA, NAT ან/და CMR ნომრების წარმოდგენა.
2.5.1 მოთხოვნა საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადებთან დაკავშირებით (გეგმა-გრაფიკი)
მედიკამენტების მიწოდება განხორციელდება სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტის N2 დანართში მითითებულ მისამართებზე. ამასთან, დაზუსტებული გეგმა-გრაფიკი უნდა შეთანხმდეს შემსყიდველ ორგანიზაციასა და გამარჯვებულ პრეტენდენტს შორის, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის გაფორმებისას.
2.7.1 მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ
სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის N1 დანართის პირველი პოზიციიდან მე-4 პოზიციის ჩათვლით შესასყიდ მედიკამენტებზე მოითხოვება: 1. ფარმაცევტული პროდუქტი რეგისტრირებული უნდა იყოს „სხვა ქვეყნების ან სახელმწიფოთაშორისი ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოების სიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 ოქტომბრის №188 დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი ქვეყნის მარეგულირებელი ორგანოს მიერ მის კონტროლს დაქვემდებარებულ ბაზარზე. 1.1. სატენდერო კომისიას შერჩევა-შეფასების ეტაპზე უფლება აქვს მოსთხოვოს პრეტენდენტს „სხვა ქვეყნების ან სახელმწიფოთაშორისი ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოების სიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 ოქტომბრის №188 დადგენილების დანართით განსაზღვრული შესაბამისი ქვეყნის მარეგულირებელი ორგანოს მიერ, მის კონტროლს დაქვემდებარებულ ბაზარზე დაშვების დამადასტურებელი დოკუმენტის, ან/და მარეგულირებლის ოფიციალური ვებ-გვერდიდან რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენა (წყაროს მითითებით), ან ფარმაცევტული პროდუქტის სერტიფიკატი (CPP) ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ რეკომენდებული ფორმით „სხვა ქვეყნების ან სახელმწიფოთაშორისი ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოების სიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 ოქტომბრის №188 დადგენილების დანართით განსაზღვრული მარეგულირებელი ორგანოს მიერ, №188 დადგენილებაში მითითებული რომელიმე ქვეყნის ან საქართველოს ბაზრისთვის. 1.2. იმ შემთხვევაში, თუ შემოთავაზებული საქონლის მწარმოებელი არ არის „სხვა ქვეყნების ან სახელმწიფოთაშორისი ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოების სიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 ოქტომბრის №188 დადგენილებაში მოხსენიებული რომელიმე ქვეყანა, მაგრამ აკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1. პუნქტის პირველი ქვეპუნქტის მოთხოვნას, პრეტენდენტი ვალდებულია სატენდერო წინადადებასთან ერთად წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1. პუნქტის 1.1. ქვეპუნქტში ჩამოთვლილი დოკუმენტ(ებ)ი. ხოლო, საქონლის მოწოდებისას მედიკამენტ(ებ)ს თან უნდა ახლდეს ე.წ. წარმომავლობის სერთიფიკატი. სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის N1 დანართის მე-5 პოზიციიდან მე-11 პოზიციის ჩათვლით შესასყიდ მედიკამენტებზე მოითხოვება: 2. ფარმაცევტული პროდუქტი რეგისტრირებული უნდა იყოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღიარებითი ან ეროვნული რეჟიმით. 3. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ფარმაცევტული პროდუქტი, აკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტის პირველი ქვეპუნქტისა და სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1. პუნქტის პირველი ან/და მეორე ქვეპუნქტის მოთხოვნებს, მაგრამ ამოწურული აქვს რეგისტრაციის მოქმედების ვადა და ამასთანავე, „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ფარმაცევტული პროდუქტის ვარგისიანობის ვადის ამოწურვამდე, მიმწოდებელს გააჩნია ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში/რეალიზაციაში დაშვების უფლება, პრეტენდენტი ვალდებულია სატენდერო წინადადებასთან ერთად წარმოადგინოს აღნიშნული საქონლის რეგისტრაციის ნომერი და სსიპ „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს“ მიერ გამოცემული რეგისტრაციის ორგანიზაციული ბრძანება ან/და სსიპ „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს“ მიერ გაცემული რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. 4. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული საქონელი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ექვემდებარება ნებაყოფლობით რეგისტრაციას და აღნიშნულის საფუძველზე, არ გააჩნია რეგისტრაცია, პრეტენდენტი ვალდებულია სატენდერო წინადადებასთან ერთად წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის შესაბამისი ხარისხის სერტიფიკატი (ე.წ. ანალიზის სერტიფიკატი) და შესაბამისი დანართები (არსებობის შემთხვევაში)“. (დეტალური ინფორმაცია იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციიის 1.2 პუნქტის N1 დანართში).
2.8.1 ქვეკონტრაქტორთან დაკავშირებული მოთხოვნები
1. პრეტენდენტი ვალდებულია ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში წარმოადგინოს ქვეკონტრაქტორის შესახებ ინფორმაცია (ორგანიზაციის დასახელება, სამართლებრივი ფორმა, საიდენტიფიკაციო კოდი) სისტემის მეშვეობით. 2. სატენდერო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ქვეკონტრაქტორის მიერ წერილობითი თანხმობა ან/და სხვა დოკუმენტი (მაგ.: ხელშეკრულება), რომელიც დაადასტურებს სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ვალდებულების შესრულებას. 3. ქვეკონტრაქტორი არ უნდა იყოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში რეგისტირებული. 4. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს, ტენდერისათვის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ სტატუსის მინიჭების შემდეგ, წარმოეშობა ქვეკონტრაქტორი, ამის შესახებ წერილობით უნდა აცნობოს სატენდერო კომისიას.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
6.1.1 სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის ოდენობა
2015
6.2.1 ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ოდენობა - (2 %-დან 5 %-ის ჩათვლით)
2
6.2.2 სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში გარანტიის ოდენობა - (2 %-დან 10 %-ის ჩათვლით)
2
6.2.3 გარანტიის მოქმედების ვადა
1. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა უნდა განისაზღვრებოდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არანაკლებ 2027 წლის 15 თებერვლის ჩათვლით. 2. იმ შემთხვევაში თუ გამარჯვებულმა პრეტენდენტმა შეასრულა კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო პირობებითა და შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია დაუბრუნოს მას ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია.
6.2.4 გარანტიის პირობები
1. იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, წინამდებარე კონსოლიდირებულ ტენდერში მოითხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია. 2. იმ შემთხვევაში, თუ კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში გასაფორმებელი ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს ან აღემატება 100 000 ლარს, კონსოლიდირებულ ტენდერში გამოყენებულ იქნება საბანკო ან სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) და გამოუთხოვადი საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია, სახელშეკრულებო ღირებულების 2%–ის ოდენობით. 3. ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია წარდგენილ უნდა იქნეს შემსყიდველ ორგანიზაციაში ხელშეკრულების გაფორმების მომენტში. 4. უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტა - ლარში. 5. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაში არ უნდა იყოს მითითებული, რომ გარანტია მცირდება შესრულების პროპორციულად.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში საქონლის მიწოდებისას ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო ფორმით, ეროვნულ ვალუტა - ლარში და მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, ანგარიშსწორება განახორციელოს მიწოდებულ საქონლზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში, თუ მხარეებს შორის ურთიერთშეთანხმებით სხვა ვადა არ არის გათვალისწინებული.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ნინო გამრეკელი, 598380780, NGamrekeli@spa.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
1. კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ მომხმარებლებს. 2. კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობისათვის „მიმწოდებელმა“ უნდა გადაიხადოს სატენდერო წინადადების წარდგენის საფასური 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ კონსოლიდირებული ტენდერი შეწყდება ან დასრულდება უარყოფითი შედეგით, არაუგვიანეს 60 კალენდარული დღის განმავლობაში ხელმეორედ გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში, შეწყვეტილ ან უარყოფითი შედეგით დასრულებულ კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტისთვის, სატენდერო წინადადების განმეორებით წარდგენის საფასური განისაზღვრება 100 (ასი) ლარის ოდენობით. საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს სისტემის მეშვეობით. 3. კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში შემსყიდველი ორგანიზაციები არიან სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში - „სისტემა“) „შემსყიდველად“ რეგისტრირებული მომხმარებლები. „შემსყიდველი“ ვალდებულია 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის (შემდგომში - კონსოლიდირებული ტენდერი) საშუალებით, გარდა უცხო ქვეყანაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის ატაშეს მიერ მედიკამენტ(ებ)ის შესყიდვის შემთხვევებისა. 4. ის შემსყიდველი ორგანიზაციები, რომლებიც არ არის მოხსენიებული სატენდერო დოკუმენტაციასა და შესაბამის დანართებში, მაგრამ კონსოლიდირებული ტენდერის მიმდინარეობისას გაუჩნდებათ მედიკამენ(ებ)ის შესყიდვის საჭიროება, უფლებამოსილნი არიან წინამდებარე კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის თანხმობის საფუძველზე და სატენდერო კომისიასთან შეთანხმების შემდეგ, გააფორმონ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება გამარჯვებულ პრეტენდენტთან. ასეთ შემთხვევაში, მათზე სრულად გავრცელდება წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის პირობები. 5. იმ შემსყიდველმა ორგანიზაციებმა, რომლებზეც სავალდებულო წესით ვრცელდება კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება, წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული საქონლის კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებს გარეთ შესყიდვის საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დასაბუთებით უნდა მიმართონ 2026-2027 წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის კომისიას (შემდგომში - „სატენდერო კომისია“). სატენდერო კომისიის თანხმობის შემთხვევაში, შესყიდვა განხორციელდება სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად. 6. კონსოლიდირებულ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობა გაიმართება ძირითად დროში, სავარაუდო ჯამურ ღირებულებაზე. 7. სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. 8. ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში. 9. კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულად ჩაითვლება ის პრეტენდენტი, რომელიც ვაჭრობის შედეგად დააფიქსირებს საქონლის ჯამური ღირებულების ყველაზე დაბალ ფასს და, ამასთან, დააკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებს. 10. კონსოლიდირებულ ტენდერში პრეტენდენტის მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადების ან/და სხვა დოკუმენტების სატენდერო განცხადებასთან ან/და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. 11. გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადება ძალაშია 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. 12. პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების ან მისი შემადგენელი დოკუმენტის წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ისე - უცხო ენებზე. დოკუმენტის უცხო ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე. დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. სატენდერო კომისია, უფლებამოსილია, მოსთხოვოს პრეტენდენტს შესაბამისი დოკუმენტის ორიგინალის ან/და ნოტარიულად დამოწმებული ასლის წარმოდგენა, რომლითაც შესაძლებელი იქნება წარმოდგენილი დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურება. 13. პრეტენდენტი ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოსადგენ მის მიერ შექმნილ დოკუმენტებზე ან/და ინფორმაციაზე (გარდა excel-ის ფორმატის ფაილისა) შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტ(ებ)ი დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით. 14. არსებული ნორმატიული დოკუმენტ(ებ)ის ცვლილების ან/და ახალი ნორმატიული დოკუმენტ(ებ)ის შემოღების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, საქონელი და მასთან დაკავშირებული გარემოებები შეუსაბამოს შეცვლილ გარემოებებს. 15. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება. 16. სატენდერო კომისია სატენდერო წინადადებებს განიხილავს გონივრულ ვადაში და შედეგები გამოქვეყნდება სისტემის მეშვეობით. 17. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე გამარჯვებულ პრეტენდენტს მიმართოს წერილობითი ფორმით. თავის მხრივ, გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია, შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში გააფორმოს მასთან ხელშეკრულება. 18. სატენდერო კომისიასთან მიმოწერა კონსოლიდირებულ ტენდერთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე შესაძლებელია განხორციელდეს შემდეგი ელექტრონული ფოსტის - pharm2026@spa.gov.ge ან/და კონსოლიდირებული ტენდერების მენეჯმენტის სისტემის - ctd.spa.ge მეშვეობით. აღნიშნული ელექტრონული ფოსტისა და კონსოლიდირებული ტენდერების მენეჯმენტის სისტემის საშუალებით გაგზავნილი კორესპონდენცია წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს. 19. შესაბამისი სტატისტიკის წარმოების მიზნით, გამარჯვებულმა პრეტენდენტმა ყოველი თვის 10 რიცხვამდე სატენდერო კომისიას უნდა წარუდგინოს გასული, წინა თვის ინფორმაცია კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში ფაქტობრივად მიწოდებული საქონლის შესახებ, სატენდერო კომისიის მიერ დადგენილი ფორმით. 20. წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაცია შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) 20(2) მუხლის, აგრეთვე "კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 14 დეკემბრის N14 ბრძანებისა და "კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 14 დეკემბრის N14 ბრძანებისა და „2026-2027 წლების განმავლობაში სხვადასხვა სახის საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 29 სექტემბრის N1575 განკარგულების პირველი მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი
სატენდერო წინადადების საფასური
500

The same thing, bought before

CON260000154 12.03.2026 no result same category · 95% title match · same buyer · similar size

წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს 11 სხვადა…

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო 33600000ფარმაცევტული პროდუქტები 1 bidder 201,484 ₾
CON260000087 26.01.2026 not held same category · 95% title match · same buyer · similar size

წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს 11 სხვადა…

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო 33600000ფარმაცევტული პროდუქტები 0 bidders 180,470 ₾
CON260000213 20.04.2026 not held same category · 93% title match · same buyer · similar size

წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს 10 სხვადა…

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო 33600000ფარმაცევტული პროდუქტები 0 bidders 223,754 ₾
CON250000045 10.02.2025 not held same category · 95% title match · same buyer · similar size

წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს 11 დასახე…

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო 33600000ფარმაცევტული პროდუქტები 0 bidders 156,810 ₾
CON260000149 12.03.2026 not held same category · 93% title match · same buyer · similar size

წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს 12 სხვადა…

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო 33600000ფარმაცევტული პროდუქტები 0 bidders 135,476 ₾
CON260000214 20.04.2026 winner identified same category · 98% title match · same buyer

წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს 14 სხვადა…

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო 33600000ფარმაცევტული პროდუქტები → პსპ ფარმა 1 bidder 96,759 ₾

Ranked by CPV category first, then by what the tender is called, what it costs and who is buying — one category holds laptops and printers alike, so the wording separates them.

Same buyer, same category — have they bought this before?

This buyer usually awards to

across all categories

პსპ ფარმა 75×
თეგეტა მოტორსი 63×
ავერსი-ფარმა 58×
შპს ნიში 16×
შპს ბენვიტა 11×