1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
სხვადასხვა სახის გასანათებელი მოწყობილობების და ელექტრო ნათურების შესყიდვა
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1. ყველა მოსაწოდებელი შესყიდვის ობიექტი უნდა იყოს ახალი, ექსპლოატაციაში არ მყოფი, ქარხნული შეფუთვით. 2. იმ შემთხვევაში, თუ მიწოდებული შესყიდვის ობიექტი აღმოაჩნდება უხარისხო, საწარმოო წუნით ან/და დეფექტით ან/და ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ პარამეტრებთან შეუსაბამო, ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია დაუყოვნებლივ განახორციელოს წუნდებული შესყიდვის ობიექტის შეცვლა, ახალი, იდენტური პარამეტრების მქონე შესყიდვის ობიექტით, შემსყიდველის მხრიდან რაიმე დამატებითი დანახარჯის გაწევის გარეშე. 3. სატენდერო წინადადების ღირებულება, შესყიდვის ობიექტის ღირებულების გარდა წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების, მიწოდების ადგილამდე ტრანსპორტირებისა და სხვა ხარჯის გათვალისწინებით.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
ხელშეკრულების გაფორმებიდან ეტაპობრივად 2026 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი)კალენდარული დღის ვადაში. საქონლის მიწოდებას მიმწოდებელი უზრუნველყოფს საკუთარი ხარჯებით.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
პრეტენდენტმა შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა უზრუნველყოს შემდეგ ლოკაციაზე: ქ.დმანისი, 9 აპრილის ქN167
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
1. საგარანტიო ვადა განისაზღვრება არანაკლებ 1 (ერთი) წლის ვადით, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან, სწორი ტექნიკური ექსპულატაციის პირობებში და არამექანიკური დაზიანების შემთხვევაში. 2. მიმწოდებელმა, საგარანტიო ვადის პერიოდში უნდა უზრუნველყოს გამოვლენილი წუნის/ნაკლის აღმოფხვრა საკუთარი ხარჯით (ტრანსპორტირების ჩათვლით, ასეთის საჭიროების შემთხვევაში). წუნდებული/ნაკლიანი საქონლის გამოვლენის შემთხვევაში, მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს მისი შეკეთება. იმ შემთხვევაში, თუ წუნდებული/ნაკლიანი საქონელი არ ექვემდებარება შეკეთებას, მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს წუნდებული/ნაკლიანი საქონლის ჩანაცვლება ახალი საქონლით;მიმწოდებელმა, საგარანტიო ვადის პერიოდში გამოლენილი წუნის/ნაკლის აღმოფხვრა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მიერ ნაკლის გამოვლენის თაობაზე მისთვის (მიმწოდებლისათვის) გაგზავნილი შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს: 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში. 3. საგარანტიო პირობით მოწოდებული საქონელი ან მისი შემადგენელი მოწყობილობა არ უნდა აუარესებდეს მის ტექნიკურ მახასიათებლებს და არ უნდა იწვევდეს ხარვეზებს საქონლის დანიშნულებისამებრ ფუნქციონირებაში. 4. მიმწოდებლის მიერ საგარანტიო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველს უფლება აქვს თვითონ მიიღოს ზომები წარმოქმნილი დეფექტების გამოსწორებისათვის და მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება ან გამოქვითოს ეს თანხა ხელშეკრულების მიხედვით მიმწოდებლისათვის გადასახდელი თანხიდან. 5. შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს უარი განაცხადოს წუნდებული საქონლის მიღებაზე.
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
1. პრეტენდენტმა ფასების ცხრილში უნდა მიუთითოს შესყიდვის ობიექტის მწარმოებელი ქვეყანა, მწარმოებელი კომპანია, მოდელი (არსებობის შემთხვევაში). 2. წინადადების წარდგენის დროს, პრეტენდენტის მიერ აღნიშნული მოთხოვნის არ წარმოდგენა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
თუ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობის შედეგად გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნის შემდეგ, მიმწოდებელმა უნდა დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, უნდა დასაბუთდეს შესაბამისი ორგანიზაციის საექსპერტო, აუდიტორული ან/და საშემფასებლო დასკვნით, რომელიც დაადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით, უნდა დასტურდებოდეს სატენდერო პირობებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების შესაძლებლობა, როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული სატენდერო წინადადების ფასთან (ფასების ცხრილის (განფასების) ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ფასების ცხრილის (განფასების) ერთეულ ღირებულებასთან მიმართებით (დოკუმენტიდან აუცილებელია იკვეთებოდეს მისაწოდებელი საქონლის ერთეულის ღირებულებების შესახებ ინფორმაცია). დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დაუსაბუთებლობა მითითებულ ვადაში ან ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტების შეუსაბამობა სატენდერო პირობებთან ან/და სატენდერო წინადადებასთან, გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ’’ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის #12 ბრძანების 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
1.ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ეროვნულ ვალუტაში (ლარში). 2. ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტიურად მიწოდებული საქონლის შესაბამისად , მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გაფორმების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქიურად მიწოდებული საქონლის შესაბამისად მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღეში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ვიქტორი ქრისტესიავილი, 599459085, viqtoriqristesiashvili26@gmail.com თამუნა ნინიაშვილი,ტელ:599 85 67 97
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
1.სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად. 2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. იმ შემთხვევაში თუ ტენდერში მონაწილე პირი უცხოეთის მოქალაქეა ან უცხოეთში რეგისტრირებული იურიდიული პირია, აუცილებელია წარმოდგენილ იქნას პირის ადმინისტრაციული ორგანოებიდან წარმოსადგენი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. 3. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელმოწერისათვის გაცემული მინდობილობა. 4. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად. 5. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება. 6. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით. 7. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს. 8. პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ფასების ცხრილი-დანართი N2, ა.შ.). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით. აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა: • ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით; • გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთი ფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი