ტსTenderscope
My categories only 15 + 1 org
Hiding everything outside your 15 watched categories and 1 followed organisation. Include everything else
HomeTenders › NAT260010343
NAT260010343 NAT · აუქციონის გარეშე no result On procurement.gov.ge ↗

ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა

10% outside our line

Can we win this?

10% — outside our line: this does not look like something we sell.

  • Our line of business only 23% like anything in our 58 bids — most likely not something we sell.
  • Expected competition this category averages 1.4 bidders, 52% go single-bid. In 1–3 bidders we have won 10 of 17.
  • Buyer relationship we have bid 1× with this buyer and won 0.
  • Procedure NAT: 18 wins from 48 bids.
  • Category fit 50100000: we have never bid in this category.

Derived from our own 52 decided bids (18 won, 35% base rate) against market data for the category. Thin evidence is shrunk toward the base rate, so this is a prior, not a prediction — it says nothing about whether we can meet the specification.

Main details — as published

განცხადების ნომერიNAT260010343
შესყიდვის სტატუსიდასრულებულია უარყოფითი შედეგით
შემსყიდველისაქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი
შესყიდვის ტიპიელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე(NAT) პრეისკურანტით
შესყიდვის კატეგორია50100000-სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
კლასიფიკატორის კოდები
შესყიდვის რაოდენობა ან მოცულობაიხ.სატენდერო დოკუმენტაციაში
შესყიდვის გამოცხადების თარიღი18.05.2026 18:12
წინადადებების მიღება იწყება25.05.2026 00:04
წინადადებების მიღება მთავრდება27.05.2026 14:00
შეთავაზების ფასის კლების ბიჯი9`000.00 GEL
გარანტიის ოდენობა850 GEL
გარანტიის მოქმედების ვადა160 დღე
მოწოდების ვადაიხ.სატენდერო დოკუმენტაციაში
წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოსდღგ-ს გათვალისწინებით
დამატებითი ინფორმაცია
პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება911`039.87 GEL
შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება85`000.00 GEL

Buyer documents & protocols (1)

NAT260010343_ოქმი N2.pdf.pdf ნიკოლოზ კილასონია 01.06.2026 15:52

Bidders — everyone, including who lost

CompanyFirst offer Final offerResult
შპს სუპერმოტორსი მჯ 847,890 847,890
NAT260010343_1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრებიმომსახურებისსამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობამოცულობა.pdf.pdf · NAT260010343_სატენდერო დოკუმენტაცია.pdf.pdf · NAT260010343_ფასების ცხრილი (პრეისკურანტი)2026-27წ.xlsx.xlsx · NAT260010343_ფასების ცხრილი (პრეისკურანტი)2026-27წ.pdf.pdf · NAT260010343_ხელშეკრულება და ამონაწერი ქ.თბილისი ხუდია ბორჩალოელის N3.pdf.pdf · NAT260010343_სარეკომენდაციო წერილი დაცვის პოლიცია 2024 წელი.pdf.pdf · NAT260010343_სარეკომენდაციო წერილი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი 2025 წელი.pdf.pdf · NAT260010343_სარეკომენდაციო წერილი საგანგებო სიტუაციები 2025 წელი.pdf.pdf

"Won" is derived — our inference from final offers; the portal does not publish it as a field.

History

  • 18.05.2026 18:12 Announced
  • 25.05.2026 00:04 Bidding opens
  • 26.05.2026 11:21 First bid placed (1 bidders in total)
  • 26.05.2026 11:21 Last bid activity
  • 27.05.2026 14:00 Bidding closes
  • 01.06.2026 15:52 Buyer published: NAT260010343_ოქმი N2.pdf
  • 23.08.2026 22:18 Current status: no result

Built from every dated fact we hold; the portal's full status-change log is a planned scrape.

Tender documentation — all 18 sections

1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული სხვადასხვა მარკის ავტომანქანების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება. (ავტომანქანების ჩამონათვალი იხილეთ თანდართული პრეისკურანტის პირველ ცხრილში). ავტოტექმომსახურება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის საკუთრებაში ან სარგებლობის უფლებით ან მომსახურების/ქვეკონტრაქტის ხელშეკრულებით არსებულ სერვის-ცენტრებში, ასევე უნდა იყოს აღჭურვილი არანაკლებ ქვემოთ ჩამოთვლილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და შესაძლებელი უნდა იყოს არანაკლებ შემდეგი სახის მომსახურების მიღება: 1. ელ. დიაგნოსტირება და შეკეთება - ხსენებულ ყველა ქალაქში არსებულ სერვისცენტრში; 2. ამწე მექანიზმი არანაკლებ 2 ერთეული - თითოეულ ქალაქში არსებულ სერვისცენტრში; 3. ხოლო თბილისის სერვისცენტრში, ერთიან მისამართზე: • არანაკლებ 8 ერთეული ამწე მექანიზმი; • დამატებით არანაკლებ 1 ერთეული ავტომანქანის სარემონტო ორმო; • ტერიტორიაზე შესაძლებელი უნდა იყოს მოცდა, შესაბამისად გამოყოფილი უნდა იყოს მინიმუმ 10 ავტომანქანისათვის დაცული (შემოღობილი) და განათებული პარკირების ადგილები და უნდა იყოს აღჭურვილი სათვალთვალო კამერებით (24 საათიანი მონიტორინგისა და არანაკლებ 7 დღით ჩაწერის ფუნქციით). 4. საყრდენი დისკის გასაჩარხი აპარატი - ყველა ხსენებულ ქალაქში არსებულ სერვისცენტრში; 5. ვულკანიზაციისა და ბალანსირების აპარატი - ყველა ხსენებულ ქალაქში არსებულ სერვისცენტრში; 6. თვლების შეყრის კომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატი - ყველა ხსენებულ ქალაქში არსებულ სერვისცენტრში; 7. ძრავის დიაგნოსტირება და კაპიტალური შეკეთება - არანაკლებ თბილისის სერვისცენტრში; 8. გადაცემათა კოლოფის და ხიდების კაპიტალური შეკეთება - არანაკლებ თბილისის სერვისცენტრში; 9. საწვავის სისტემის დიაგნოსტირება - არანაკლებ თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის სერვისცენტრებში; 10. ავტომატური კოლოფის ზეთის შეცვლა აპარატით - ყველა ხსენებულ ქალაქში არსებულ სერვისცენტრში; 11. დისკების გასწორების აპარატი - არანაკლებ თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის სერვისცენტრებში; 12. მომსახურება გასაწევი ავტომანქანებისთვის მარაგში მუდმივად უნდა იყოს: ხუნდები და გადაცემათა კოლოფის ზეთები. ავტომანქანის დაზიანებული ნაწილი უნდა შეიცვალოს ახალი/არამეორადი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხარისხის სათადარიგო ნაწილით, გარდა დეფიციტური სათადარიგო ნაწილებისა, რომელიც შეიძლება იყოს მეორადი (შემსყიდველთან შეთანხმებით). მომსახურების გაწევის პერიოდში, მიმწოდებლის ბრალეულობით ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში, მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ხარჯების სრულად ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს წინამდებარე ტენდერის სატენდერო პირობებით განსაზღვრული (პრეისკურანტი) ტექ-მომსახურების გაწევა როგორც ქ. თბილისში, ასევე რეგიონებში არსებულ, მის მიერ ტექნიკური დოკუმენტაციით წარმოდგენილ სერვის-ცენტრებში (ადგილმდებარეობის მიხედვით - მითითებულ მისამართზე). მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, საქართველოს სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თანხმობის შემდეგ იქნება შესაძლებელი ავტომანქანის შესაკეთებლად მისი სხვა სერვის-ცენტრში გადაყვანა მიმწოდებლის ხარჯებით. მიმწოდებელმა წინამდებარე ტენდერის ფარგლებში, მისი ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრულ ქალაქების სერვის-ცენტრებში, ურიგოდ, უნდა უზრუნველყოს ერთდროულად ტექ-მომსახურების გაწევა შემდეგი რაოდენობის ავტომანქანებისათვის: - ქ. თბილისში - არანაკლებ 4 ავტომანქანა; - რეგიონებში (ადგილმდებარეობის მიხედვით - მითითებულ თითოეულ მისამართზე) - არანაკლებ 2 ავტომანქანა. ყველა სერვის-ცენტრს უნდა გააჩნდეს საჭირო ფართი იმისათვის, რომ უზრუნველყოს ზემოაღნიშნული რაოდენობების ფარგლებში შემსყიდველის ავტომობილების განთავსება ბოქსებში ან/და შესაბამის სადგომზე (დაცულ ტერიტორიაზე). ავტომანქანის სერვის ცენტრში მიყვანიდან, მიმწოდებელმა შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა უნდა ჩაატაროს ავტომობილების დათვალიერება და წარუდგინოს შემსყიდველს დეფექტური აქტი ხელმოსაწერად, რომელშიც აღნიშნული იქნება გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის დეტალური აღწერა, თარიღი და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა. მომსახურების გაწევის შემდეგ მიმწოდებელმა შემსყიდველს წარუდგინოს ასევე შესრულებული სამუშაოს აქტი, რომელშიც აღნიშნული იქნება გაწეული მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის გახარჯული სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის დეტალური აღწერა, თარიღი და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა. ამასთან, ავტომანქანების ტექმომსახურება უნდა განხორციელდეს, დეფექტურ აქტში მოცემულ მხოლოდ იმ პოზიციებზე, რომლებზეც იქნება შემსყიდველის უფლებამოსილი პირის თანხმობა-დასტური. * პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარდგენილი წინადადების ფასი არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებას და წინადადების ფასის კლება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებაში; * ერთეულის ღირებულებები პოზიციების შესაბამისად პრეტენდენტის მიერ მითითებული უნდა იქნას პრეისკურანტში (დანართი #1) და არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტში შესაბამის პოზიციებზე დაფიქსირებულ ერთეულის ზღვრულ ფასებს. ერთეულის ღირებულებების ჯამურმა ოდენობამ არ უნდა გადააჭარბოს პრეისკურანტის ჯამურ ღირებულებას. * პრეისკურანტით განსაზღვრული რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დადგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში რომელიმე ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს. * პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასა და პრეტენდენტის ბოლო შეთავაზებას შორის სხვაობის არსებობის შემთხვევაში, ერთეულის ღირებულებების დაანგარიშება უნდა მოხდეს სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული პრეისკურანტის ზღვრული ერთეულის ფასებიდან, არანაკლებ პრეისკურანტის ჯამურ სავარაუდო ღირებულებასა და პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ საბოლოო ფასს შორის არსებული პროცენტული სხვაობით. კლების შედეგად მიღებული პრეისკურანტის ერთეულის ფასები უნდა განისაზღვროს მეასედამდე სიზუსტით დამრგვალების გარეშე. * პრეტენდენტის მიერ პრეისკურანტის წარმოუდგენლობა, განუფასებლად წარმოდგენა ან არსებითად შეუსაბამო ფასების წარმოდგენა (თუ ერთეულის ფასი აღემატება შემსყიდველის მიერ შესაბამის გრაფაში მითითებულ ერთეულის სავარაუდო ზღვრულ ფასს), გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას აღნიშნულ ტენდერიდან დაზუსტების გარეშე;
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვე.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
ავტომობილების ტექნიკური მომსახურება გაწეული უნდა იქნას დაუყოვნებლივ, რიგგარეშედ. მომსახურებისას გაწევის ვადა თითოეულ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს: 1. სამუხრუჭე ხუნდის შეცვლა არაუმეტეს 3 სთ. 2. სალონის, ჰაერის, საწვავის ფილტრის შეცვლა-არანაკლებ 3 სთ. 3. სავალი ნაწილების შეცვლა/აღდგენა მოთხოვნიდან არაუმეტეს 2 სამუშაო დღე. 4. ძრავის, გადაცემათა კოლოფის და ხიდების ძირეული შეკეთება მოთხოვნიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღე. 5. ელექტრული დეტალების შეცვლა/აღდგენა მოთხოვნიდან 2 სამუშაო დღე. 6. სათადარიგო ნაწილის საზღვარგარეთ შეკვეთის შემთხვევაში მომსახურების გაწევის ვადა არაუმეტეს 30 კალენდარული დღე. შენიშვნა: მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ავტოსათადარიგო ნაწილის საქართველოს ფარგლებს გარეთ შეკვეთისას, ავტომანქანაზე დეფექტური აქტის შედგენიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს შემსყიდველს შეკვეთის დამადასტურებელი დოკუმენტი. ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს შემდეგ ქალაქებში ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე არაუმეტეს 15 კმ-ის რადიუსში (გარდა ქ. თბილისისა): • ქ. თბილისი; • ქ. ქუთაისი; • ქ. ბათუმი; • ქ. ზუგდიდი ან/და ფოთი; • ქ. თელავი; • ქ. ახალციხე. შენიშვნა: ზემოთაღნიშნული აუცილებელი სერვისცენტრების გარდა მიმწოდებელს შეიძლება გააჩნდეს საკუთრებაში ან/და სარგებლობაში ან/და მომსახურების/ქვეკონტრაქტის ხელშეკრულებით სხვა სერვისცენტრებიც, თუმცა მათ მიმართ არ ვრცელდება ამ პუნქტით განსაზღვრული მინიმალური აუცილებელი მოთხოვნები.
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
მიმწოდებელმა შეცვლილ და/ან აღდგენილ დეტალზე და მომსახურებაზე უნდა გასცეს გარანტია: 1. სავალ ნაწილებზე არანაკლებ – 6 თვე; 2. ძრავზე, გადაცემათა კოლოფზე და ხიდებზე არანაკლებ – 1 წელი ან 35 000 კმ; 3. ელექტრო მოწყობილობებზე (გარდა ელ. მცველებისა და ნათურებისა) არანაკლებ – 1 წელი; 4. XENON-ის ტიპის ნათურებზე (ქარხნულად აღჭურვილ ავტომობილებზე) არანაკლებ – 6 თვე; 5. გადაბმულობის კომპლექტზე, მორგვის საკისრებზე და ყუმბარებზე არანაკლებ – 6თვე; 6. მინის საწმენდებზე - არანაკლებ 6 თვე; 7. ანთების სანთელზე, ელექტრო კოჭაზე (ბაბინა) - არანაკლებ 6 თვე; 8. სამუხრუჭე ხუნდებზე-არანაკლებ 10 000 კმ. საგარანტიო პერიოდში, ავტომანქანის სათადარიგო ნაწილზე / გაწეულ მომსახურებაზე დეფექტის / ნაკლის / წუნის / ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა, დეფექტის/ნაკლის/წუნის/ხარვეზის გამოსწორების მიზნით აღმოფხვრას იგი - შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე. ხოლო, საგარანტიო პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე მიმწოდებლის მხრიდან უარის თქმის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია მოსთხოვოს მიმწოდებელს ჩაატაროს ავტოტექნიკური ექსპერტიზა აკრედიტებულ საექსპერტო დაწესებულებაში-სათადარიგო ნაწილის/გაწეული მომსახურების ხარისხის / ვარგისიანობის / დაზიანების გამომწვევი მიზეზის დასადგენად, - შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე. აღნიშნულ შემთხვევაში ექსპერტიზის ჩატარების ვადად განისაზღვრება შემსყიდველის მიმართვიდან 10 (ათი) სამუშაო დღე. მიმწოდებლის მხრიდან საგარანტიო პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია თავად ჩაატაროს ექსპერტიზა და მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
2022 წლის პირველი იანვრის შემდგომ პერიოდში, პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 250 000 ლარის ღირებულების ავტოტექმომსახურების გაწევის გამოცდილება - წარმოდგენილი უნდა იქნას აღნიშნულის დამადასტურებელი ხელშეკრულებები და მათი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები ან/და მითითება სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის ნომრებზე. *შენიშვნა: ხელშეკრულების დანართების წარმოდგენა არ არის სავალდებულო, თუ ხელშეკრულების დადების თარიღის, სამუშაოების დასახელების და ღირებულების დადგენა შესაძლებელია უკვე წარმოდგენილი დოკუმენტ(ებ)ით. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს არანაკლებ 3 (სამი) იურიდიული პირის სარეკომენდაციო წერილი, თითოეული არანაკლებ 80000 ლარის ღირებულების (ერთი ხელშეკრულების ღირებულება) მსგავსი მომსახურების შესახებ გაცემული 2022 წლის შემდეგ.
2.3.1 მოთხოვნა პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ
სერვის-ცენტრები უნდა აკმაყოფილებდნენ ამ დოკუმენტაციის 1.2. პუნქტში მითითებულ მოთხოვნებს, ერთი მისამართის/ტერიტორიის ფარგლებში. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია მის საკუთრებაში ან სარგებლობის უფლებით ან მომსახურების/ქვეკონტრაქტის ხელშეკრულებით არსებული სერვის-ცენტრების შესახებ, შესაბამისი მისამართების მითითებით. პრეტენდენტმა საკუთრება, სარგებლობა, მომსახურება, ქვეკონტრაქტი უნდა დაადასტუროს (სისტემაში ატვირთოს) დოკუმენტურად, რომლიდანაც უნდა იკვეთებოდეს უფლების ვადა არანაკლებ 2027 წლის 31 დეკემბრისა. შენიშვნა: ა) შემსყიდველი ადგილზე გადაამოწმებს პრეტენდენტის სერვისცენტრ(ებ)ს წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ პარამეტრებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ბ) სხვა სერვისცენტრთან მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისთვის გაწეულ სერვისზე სრულად პასუხისმგებელია მიმწოდებელი. აუცილებელი პირობა: მისამართების წარმოუდგენლობის ან არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას დაზუსტების გარეშე!!!
2.8.1 ქვეკონტრაქტორთან დაკავშირებული მოთხოვნები
2022 წლის პირველი იანვრის შემდგომ პერიოდში, ქვეკონტრაქტორს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 100 000 ლარის ღირებულების ავტოტექმომსახურების განხორციელების გამოცდილება - წარმოდგენილი უნდა იქნეს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები ან/და მითითება სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის ნომრებზე. ქვეკონტრაქტორის მიერ განხორციელებულ მომსახურებაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მიმწოდებელს.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის ან/და აუდიტორული ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (პრეისკურანტის საბოლოო ღირებულებასთან), ასევე ერთეულებთან მიმართებით.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, მხარეთა შორის შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
არაუგვიანეს 10 სამუშაო დღე
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ნიკოლოზ კილასონია, 595558751, nkilasonia@court.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1 მომსახურების გაწევის პროცესში, შესაკეთებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებ(ებ)ის სხვა სერვისცენტრში სავალდებულო გადაყვანის ხარჯებს უზრუნველყოფს მიმწოდებელი (საწვავი, ევაუკატორის მომსახურება და ა.შ.) 10.1.2 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. 10.1.3 სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.ხარჯები, რომელიც სატენდერო წინადადებაში არ არის გათვალისწინებული არ ანაზღაურდება. 10.1.4 სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სისტემის მოდულის-,,კითხვა/პასუხის“ მეშვეობით.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი

The same thing, bought before

NAT250010700 13.06.2025 no result same category · 100% title match · same buyer

ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა

NAT250013596 30.07.2025 contract signed same category · 100% title match · same buyer

ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა

NAT260011703 04.06.2026 no result same category · 100% title match · same buyer

ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა

NAT260012555 18.06.2026 no result same category · 100% title match · same buyer

ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა

NAT260014739 16.07.2026 contract signed same category · 100% title match · same buyer

ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა

NAT250001504 27.01.2025 contract signed same category · 77% title match

სატრანსპორტო საშუალების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა

Ranked by CPV category first, then by what the tender is called, what it costs and who is buying — one category holds laptops and printers alike, so the wording separates them.

Same buyer, same category — have they bought this before?

This buyer usually awards to

across all categories

შპს ვესტა
სილქნეტი
შპს ტექსტილი და უნიფორმა
შპს ჯეო-ტეჩი
შპს "ოფის სერვისი"