1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
ლითონის კარადები
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
შესყიდვის ობიექტის აღწერა მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართ N1-ში (ტექნიკური მახასიათებლები), ხოლო რაოდენობა - სატენდერო დოკუმენტაციის დანართ N2-ში (ფასების ცხრილი). შესყიდვის ობიექტის მიწოდების სავალდებულო პირობები: • შემოთავაზებული საქონელი უნდა იყოს ახალი, არ უნდა იყოს ნამყოფი ექსპლუატაციაში. • მიმწოდებელი ვალდებულია, საქონლის მიწოდების მისამართზე (შემსყიდველის ოფისი;სხვადასხვა ოთახში) ააწყოს და გამართულ საექსპლუატაციო მდგომარეობაში მოიყვანოს მიწოდებული საქონელი. შენიშვნა: დანართი N1 (ტექნიკური მახასიათებლები) და დანართი N2-ში (ფასების ცხრილი) შემდგომში განისაზღვრება როგორც სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადაა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღე.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილია ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 (შემსყიდველის მისამართი).
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
მიწოდებული საქონლის საგარანტიო ვადებთან დაკავშირებული, სავალდებულოდ გასათვალისწინებელი მოთხოვნები შემდეგია: 1) მიწოდებულ საქონელზე უნდა ვრცელდებოდეს გარანტია, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 1 (ერთი) კალენდარული წლის განმავლობაში. აღნიშნულ საქონელზე გავრცელებული, 1 (ერთი) კალენდარულწლიანი საგარანტიო ვადის განმავლობაში, შემსყიდველის მხრიდან საქონლის ექსპლუატაციის ნორმების დაცვის შემთხვევაში, ექსპლუატაციის პროცესში გამოვლენილი ნებისმიერი დეფექტის (ხარვეზი/წუნი) აღმოჩენისას, მიმწოდებელმა საკუთარი სახსრებით (ტრანსპორტირების ჩათვლით) უნდა უზრუნველყოს დეფექტიანი საქონლის შეცვლა ახლით, შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუმეტეს 1 (ერთი) კალენდარული თვის ვადაში. 2) მიმწოდებელმა საკუთარი სახსრებით (ტრანსპორტირების ჩათვლით) უნდა უზრუნველყოს წუნდებული (ქარხნული წუნი) საქონლის შეცვლა ახლით, ქარხნული წუნის აღმოჩენიდან არაუმეტეს 1 (ერთი) კალენდარული თვის ვადაში.
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ით (ფასების ცხრილი) განსაზღვრულია შესყიდვის ობიექტის წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებელი ორგანიზაციის და მოდელი ან/და კატალოგის ნომერი (არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაციის წარმოდგენის ვალდებულება.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
პრეტენდენტის მიერ, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოსადგენი დოკუმენტი: განფასებული დანართი N2, შესყიდვის ობიექტის წარმოშობის ქვეყნისა და მწარმოებელი ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციის სავალდებულოდ მითითებით. სავალდებულოდ გასათვალისწინებელი შენიშვნები: • დანართი N2-ის წარმოდგენილი უნდა იყოს PDF დოკუმენტის სახით. იმ შემთვევაში, თუ პრეტენდენტი არის რეზიდენტი პირი, PDF დოკუმენტი სავალდებულოდ დამოწმებული უნდა იყოს პრეტენდენტის უფლებამოსილი წარმომადგენლის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან ორგანიზაციის კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთვევაში, თუ პრეტენდენტი არ არის რეზიდენტი პირი, PDF დოკუმენტი სავალდებულოდ დამოწმებული უნდა იყოს პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) ორგანიზაციის ბეჭდით. • იმ შემთხვევაში, თუ დანართი N2 არ იქნება წარმოდგენილი ან განუფასებლად იქნება წარმოდგენილი, დაზუსტების მოთხოვნა არ გამოიყენება, შესაბამისად განხორციელდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია შესყიდვის პროცედურებიდან. სავალდებულოდ გასათვალისწინებელი შენიშვნები: • წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა გადასახადის გათვალისწინებით და საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის ჩათვლით, მათ შორის საქონლის მიწოდების მისამართზე (შემსყიდველის ოფისი) საქონლის აწყობისა და გამართულ საექსპლუატაციო მდგომარეობაში მოყვანის ხარჯის ჩათვლით. წინადადების ფასი შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მითითებული უნდა იქნეს დღგ-ს ჩათვლით. • ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ ანაზღაურდება. • გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება ეროვნულ ვალუტაში - ლარში. • წინადადების ფასად განიხილება სისტემის მეშვეობით, ელექტრონული ტენდერის შესაბამის ველში დაფიქსირებული სატენდერო წინადადების საბოლოო ფასი. • ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის ღირებულება არ შეიძლება აღემატებოდეს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით დაფიქსირებულ სატენდერო წინადადების საბოლოო ფასს. • პრეტენდენტის მიერ დაშვებული მექანიკური შეცდომა, როგორიცაა არასწორი ჯამის ან ნამრავლის მითითება, სიტყვიერი და ციფრობრივი გამოსახულების შეუსაბამობა, შესაძლებელია შესწორდეს დაზუსტების გარეშე, ერთეულის ფასის უპირატესობის პრინციპის გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული არ აღემატება სისტემის შესაბამის ველში დაფიქსირებულ სატენდერო წინადადების საბოლოო საბოლოო ფასს. • წინამდებარე ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხო ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. დოკუმენტაციასთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტისას, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. • პრედენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
ა) იმ შემთხვევაში, როდესაც ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, მაშინ პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს საექსპერტო, აუდიტორული ან/და საშემფასებლო დასკვნით, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას, აღნიშნული დასაბუთების წარმოუდგენლობა გამოიწვევს წინამდებარე ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის საქმიანობის კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმით გაცემული შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი); ბ) წარმოდგენილ დასკვნას თან უნდა ერთვოდეს ფასების ცხრილი, რომლის საფუძველზეც მოხდა დასკვნის შედგენა.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ლარში, მიმწოდებლის საბანკო რეკვიზიტებზე, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ შესაბამისი ხელშეკრულების პირობების თანახმად: 1. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს საქონელი გადასცეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოწერილი სასაქონლო ზედნადებით. 2. მხარეებს (შემსყიდველი და მიმწოდებელი) შორის გაფორმდება ფაქტიურად მიწოდებული საქონლის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება მიწოდებული საქონლის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ნინო გოგია, 599133412, ngogia@mdf.org.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“-ს შესაბამისად. 2. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისად. 3. სატენდერო პირობების კონკრეტული ჩანაწერის და სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების/ქმედების თაობაზე განმარტების მიღების საკითხი რეგულირდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“-ს მე-8 მუხლის შესაბამისად.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი