NAT260010976
27.05.2026
not held
same category · 100% title match · same buyer · similar size
სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“, ქ. ზუგდიდსა და ქ. ქუთაისში საოფისე და სასაწყობე შენობების სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა
4%
outside our line
Can we win this?
4% — outside our line: this does not look like something we sell.
- Our line of business only 13% like anything in our 58 bids — most likely not something we sell.
- Expected competition this category averages 2.4 bidders, 29% go single-bid. In 1–3 bidders we have won 10 of 17.
- Deal size ₾50k–200k: we have won 2 of 12 bids in this range.
- Incumbent შპს კარიბჭე-2015 has won 2 of the last 3 awards from this buyer here.
- Procedure NAT: 18 wins from 48 bids.
- Category fit 45400000: we have never bid in this category.
- Buyer relationship we have never bid with this buyer.
Derived from our own 52 decided bids (18 won, 35% base rate) against market data for the category. Thin evidence is shrunk toward the base rate, so this is a prior, not a prediction — it says nothing about whether we can meet the specification.
Main details — as published
| განცხადების ნომერი | NAT260009822 |
|---|---|
| შესყიდვის სტატუსი | არ შედგა |
| შემსყიდველი | აღსრულების ეროვნული ბიურო |
| შესყიდვის ტიპი | ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე(NAT) |
| შესყიდვის კატეგორია | 45400000-შენობის დასრულების სამუშაოები |
| კლასიფიკატორის კოდები | — |
| შესყიდვის სავარაუდო ღირებულება | 93`267.00 GEL |
| შესყიდვის რაოდენობა ან მოცულობა | იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია |
| შესყიდვის გამოცხადების თარიღი | 13.05.2026 14:30 |
| წინადადებების მიღება იწყება | 22.05.2026 00:02 |
| წინადადებების მიღება მთავრდება | 25.05.2026 13:30 |
| შეთავაზების ფასის კლების ბიჯი | 933.00 GEL |
| გარანტიის ოდენობა | 933 GEL |
| გარანტიის მოქმედების ვადა | 160 დღე |
| მოწოდების ვადა | იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია |
| წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს | დღგ-ს გათვალისწინებით |
| დამატებითი ინფორმაცია | — |
Buyer documents & protocols (0)
No buyer documents recorded.
Bidders — everyone, including who lost
| Company | First offer | Final offer | Result |
|---|---|---|---|
| No bids recorded — nobody entered this tender. | |||
History
- 13.05.2026 14:30 Announced
- 22.05.2026 00:02 Bidding opens
- 25.05.2026 13:30 Bidding closes
- 23.08.2026 22:21 Current status: not held
Built from every dated fact we hold; the portal's full status-change log is a planned scrape.
Tender documentation — all 18 sections
1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“, ქ. ზუგდიდსა და ქ. ქუთაისში საოფისე და სასაწყობე შენობების სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1.2.1 პრეტენდენტის (შემდგომში მიმწოდებელი) მიმართ ტექნკური მოთხოვნები: პრეტენდენტის (შემდგომში მიმწოდებელი) მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადების ფასი უნდა დაანგარიშდეს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ში მოცემული ხარჯთაღრიცხვების ფორმების შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვებით. პრეტენდენტი ვალდებულია, ელექტრონულ სისტემაში ხარჯთაღრიცხვა წარმოადგინოს excel ფორმატით. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა შედგენილი უნდა იყოს, ტექნიკური რეგლამენტის - ,,სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N55 დადგენილების შესაბამისად. აღნიშნული სამუშაოები უნდა შესრულდეს სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვაში (დანართი N1) მოცემული კონკრეტული სამუშაოების, მოცულობების და პირობების შესაბამისად. პრეტენდენტი (შემდგომში მიმწოდებელი) სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ აწარმოებს ჟურნალს, რომელშიც ყოველ სამუშაო დღეს აღწერს შესრულებულ სამუშაოს, გამოყენებულ მანქანა-მექანიზმს, დასაქმებულ პერსონალს და ა.შ. სამუშაოს შესრულების პროცესში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ხარისხისა და სამუშაოების მიმდინარეობის ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელ პირთა მიერ გაცემული, როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით მიღებული რეკომენდაციების და მითითებების შესრულება. სარემონტო პროცესში ზედმიწევნით დაიცვას სახანძრო, სანიტარული და უსაფრთხოების ნორმები. სამუშაოების წარმოებისას საკუთარი თანამშრომლებისა თუ მესამე პირების მიმართ გამოწვეულ ნებისმიერ შესაძლო ზიანზე პასუხისმგებელია მიმწოდებელი და ამ კუთხით არავინ შეიძლება დააყენოს რაიმე სახის მოთხოვნა შემსყიდველის მიმართ. მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს სარემონტო ფართის დასუფთავება, ნარჩენების, სამშენებლო/სარემონტო ნაგვის მოგროვება და ტერიტორიიდან გატანა. სამუშაოების დასრულების შემდეგ „მიმწოდებელი“ ვალდებულია თავისი ძალებით და სახსრებით დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი მანქანა-მექანიზმებისაგან, მოწყობილობა-დანადგარებისაგან, მასალებისაგან, და ა. შ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღნიშნულ ობიექტებზე სამუშაოების პროცესში პრეტენდენტის (შემდგომში მიმწოდებელი) მიერ გამოყენებული ყველა მასალა - მოწყობილობა უნდა იყოს ახალი, ქარხნული წარმოებისა და საქართველოს ბაზარზე დაშვებული და სტანდარტებთან შესაბამისი, რაზეც შემსყიდველს უფლება აქვს მოითხოვოს შესაბამისი სტანდარტის დამადასტურებელი სერთიფიკატ(ებ)ი, ხოლო შეუძლებლობის შემთხვევაში - საექსპერტო დასკვნა. სამუშაოების ნებისმიერ ეტაპზე, შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, სავალდებულოა წარმოდგენილ იქნას აღნიშნული სამუშაოებისთვის განკუთვნილი გამოსაყენებელი მასალებისა და მოწყობილობების ნიმუშები, მოთხოვნიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში (მოთხოვნა შესაძლოა განხორციელდეს როგორც წერილობით ასევე სიტყვიერად ან/და ელექტრონული ფორმით), აღნიშნული ნიმუშები, როგორც ხარისხის, ასევე ვიზუალური თვალსაზრისით შეიძლება დაწუნებულ იქნას შემსყიდველის მიერ. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ნიმუშები და/ან შესრულებული სამუშაო არ იქნება მოწონებული შემსყიდველის მიერ, მიმწოდებელი ვალდებულია გამოასწოროს, წარმოადგინოს სხვა, შემსყიდველისათვის მისაღები მასალა, მოწყობილობა და სამუშაო. სამუშაოების სრული ჩამონათვალი და მოცულობები იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ დანართი N1-ში. დანართ N1-ში გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელება ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს საკუთარი მასალებითა და ხარჯებით (იმ შემთხვევებში თუ დანართი N1-ში (ხარჯთაღრიცხვა) გამოსაყენებლ მასალებზე/დეტალებზე მითითებულია კონკრეტული მწარმოებლის მოდელები, აღნიშნული ფაქტი განპირობებულია დეტალების უკეთ აღწერის მიზნით და არ ავალდებულებს მიმწოდებელს ზუსტად მითითებული პროდუქციის მიწოდებას. აღნიშნულ შემთხვევაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიმწოდებელს შეუძლია წარმოადგინოს სხვა მწარმოებლის პროდუქცია, რომელსაც ექნება ხარჯთაღრიცხვაში მითითებული მასალის/დეტალის მსგავსი/ექვივალენტური ან უკეთესი მახასიათებლები). მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების, როგორც ეტაპობრივი, ისე საბოლოო შესრულება, დასტურდება მხარეთა შორის შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების გზით. მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის გაფორმებისათვის, პრეტენდენტმა (შემდგომში მიმწოდებელი) უნდა წარმოუდგინოს შემსყიდველს შესრულებული სამუშაოს შესახებ შედგენილი ფორმა N2, შესრულებული სამუშაოების მოცულობების და ხარისხის დადგენის მიზნით სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ ან/და სხვა შესაბამის სფეროში აკრედიტებული პირის (ასეთ შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი) მიერ მომზადებული დადებითი საექსპერტო დასკვნისა (გაწეული სამუშაოების ხელშეკრულებით მოთხოვნილ პირობებთან, მოქმედ სამშენებლო წესებთან და უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის შესახებ) (სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან/და სხვა შესაბამის სფეროში აკრედიტებული პირის ხარჯებს ანაზღაურებს მიმწოდებელი)) და ფარული სამუშაოების აქტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დადასტურებული შემსყიდველის წარმომადგენლის მიერ, რომლითაც დადასტურებული იქნება შესრულებულ სამუშაოთა მოცულობა და ღირებულება. პრეტენდენტი (შემდგომში მიმწოდებელი) ვალდებულია, სარემონტო სამუშაოების პროცესის მიმდინარეობა განახორციელოს შემსყიდველთან შეთანხმებით, რათა არ მოხდეს სსიპ ,,აღსრულების ეროვნული ბიურო“-ს სამუშაო პროცესის შეფერხება, სამუშაოების განხორციელება შესაძლებელია როგორც სამუშაო (მხოლოდ შემსყიდველთან შეთანხმებით) ასევე არასამუშაო საათებში. სამუშაოების წარმოების პროცესში, სამუშაოს ახალი პოზიცი(ებ)ის წარმოქმნის შემთხვევაში, შემსყიდევლის მხრიდან ცვლილება (ახალი პოზიციის დამატება) განხორციელდება მშენებლობის შემფასებელთა კავშირის „სამშენებლო რესურსების ფასებით“ ან ბაზრის კვლევის საფუძველზე განსაზღვრული ფასის ფარგლებში, ხოლო ანაზღაურება განხორციელდება ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს ხარჯთაღრიცხვაში მოცემული ერთეულის ღირებულებებისა. 1.2.2 შრომის უსაფრთხოების გათვალისწინებით საჭირო მოთხოვნები: მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამუშაოების წარმოებისას დასაქმებული პერსონალის შრომის უსაფრთხოება და აწარმოოს სამუშაოები აღნიშნული სამუშაოებისთვის გათვალისწინებული ნორმებისა და სტანდარტების დაცვით. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს „მშენებლობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის N62 დადგენილების შესაბამისად და დაიცვას საქართველოს შრომის უსაფრთხოების შესახებ ორგანული კანონი და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო აქტები. მიმწოდებელმა ობიექტზე უნდა დაიცვას/გააკონტროლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხოების ზომები, "მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 მაისის N361 დადგენილება;
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
1.4.1 ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები უნდა განახორციელოს - ხელშეკრულების გაფორმებიდან - 120 (ასოცი) კალენდარული დღის ვადაში. 1.4.2 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები აწარმოოს სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 და 1.3 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
ქ. ზუგდიდი, კრილოვის ქუჩა, შესახვევი „მეორე“ N2, საკადასტრო კოდი N 43.31.75.170; ქ. ქუთაისი, გუგუნავას ქუჩა, N24, ნაკვეთი N1, საკადასტრო კოდი N 03.05.27.004;
1.6 შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა
სახურავსა და ელ. გაყვანილობისთვის გამოყენებულ სადენებზე საგარანტიო ვადა შეადგენს - საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) წლის განმავლობაში შესრულებულ სამუშაოებზე და მასალა-მოწყობილობებზე საგარანტიო ვადა შეადგენს - სამუშაოების საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 (ხუთი) წელს. საგარანტიო პერიოდში აღმოჩენილი ნებისმიერი ხარვეზის აღმოფხვრა (შეკეთება და/ან შეცვლა ახლით), ასევე აღნიშნული სამუშაოების შესრულების პროცესში და საგარანტიო პერიოდში არახარისხოვნად შესრულებული სამუშაოს შედეგად გამოვლენილი ნებისმიერი სხვა ზიანის აღმოფხვრა უნდა მოხდეს შეტყობინების მიღებიდან - აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შედგენილ დეფექტურ აქტში მითითებულ გონივრული ვადების შესაბამისად. საგარანტიო პერიოდში ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში, ყოველ კონკრეტულ ფაქტზე მხარეები ადგენენ დეფექტურ აქტს. აღნიშნულ აქტში გამოვლენილ ხარვეზებთან (დაზიანებებთან) ერთად მითითებულ უნდა იქნას შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის ურთიერთმოლაპარაკების საფუძველზე დადგენილი ზიანის აღმოფხვრისთვის საჭირო გონივრული ვადები, სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ით (შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა და პირობები) გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. შენიშვნა: დანართი №2 იხილეთ -სატენდერო დოკუმენტაციის - 10.1.19 პუნქტში (პრეტენდენტის მიერ სისტემაში სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტები).
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
2.2.1 პრეტენდენტის გამოცდილებასთან დაკავშირებული მოთხოვნები 2.2.1.1. პრეტენდენტს 2023, 2024 და 2025 წლების განმავლობაში უნდა გააჩნდეს ანალოგიური სამუშაოების, კერძოდ, შენობების მშენებლობის ან/და სარემონტო სამუშაოების გამოცდილება, რომელთა ჯამური ღირებულებაც 2023, 2024 და 2025 წლების პერიოდში არ უნდა იყოს - 400 000.00 (ოთხასი ათასი) ლარზე ნაკლები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით. აღნიშნულის დამადასტურებლად პრეტენდეტმა უნდა წარმოადგინოს (სისტემაში ატვირთოს) ანალოგიური მომსახურების გაწევის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებ(ებ)ის და ამ ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლ(ებ)ი (მიღება-ჩაბარების აქტი, ან/და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა) ან/და სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში, უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება შესაბამისი SPA/ CMR/ NAT და ა.შ. ნომერი (ამ შემთხვევაში დამატებითი დოკუმენტაციის (ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი) წარმოდგენა სავალდებულო არ არის). 2.2.1.2. პრეტენდენტს 2023, 2024 და 2025 წლების განმავლობაში, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში დაწყებული და დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური სამუშაოების, კერძოდ, შენობების მშენებლობის ან/და სარემონტო სამუშაოების გამოცდილება, ღირებულებით არანაკლებ - 130 000.00 (ას ოცდაათი ათასი) ლარი. ზემოაღნიშნულის დამადასტურებლად პრეტენდეტმა უნდა წარმოადგინოს (სისტემაში ატვირთოს) ანალოგიური მომსახურების გაწევის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებ(ებ)ი და ამ ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლ(ებ)ი (მიღება-ჩაბარების აქტი ან/და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა) ან/და სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში, უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება შესაბამისი SPA/ CMR/ NAT და ა.შ. ნომერი (ამ შემთხვევაში დამატებითი დოკუმენტაციის (ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი) წარმოდგენა სავალდებულო არ არის). 2.2.1.3. პრეტენდენტის მიერ, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნეს დამკვეთი ორგანიზაციის მიერ გაცემული მინიმუმ 3 (სამი) დადებითი რეკომენდაცია, ანალოგიური შენობების მშენებლობის ან/და სარემონტო სამუშაოების შესახებ, რომელთაგან ერთი რეკომენდაცია წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაცის 2.2.1.2 ქვეპუნქტით განსაზღვრული, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოს შესახებ. რეკომენდაციებში უნდა იყოს მითითებული, თუ რამდენად ხარისხიანად და კეთილსინდისიერად შეასრულა მიმწოდებელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება. მათ შორის საგარანტიო პერიოდში აღებული ვალდებულება. რეკომენდაცია გაცემული უნდა იყოს არაუადრეს მოთხოვნილი წლების პერიოდში (2023, 2024 და 2025 წწ) და დამოწმებული უნდა იყოს ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.
2.5.1 მოთხოვნა საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადებთან დაკავშირებით (გეგმა-გრაფიკი)
2.5.1.1 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულების კალენდარული გეგმა-გრაფიკი ანუ შესასრულებელი სარემონტო და სარეკონსტრუქციო „სამუშაოების“ ჩამონათვალი და მასში განსაზღვრული მონაკვეთების/ეტაპების შესრულების ვადები; 2.5.1.2 სარემონტო სამუშაოების დასრულება უნდა განხორციელდეს წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკის შესაბამისად. მიმწოდებელს უფლება აქვს ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, წარუდგინოს შემსყიდველს ხელშეკრულებით განსაზღვრული გეგმა-გრაფიკისგან განსხვავებული გეგმა-გრაფიკი, თითოეული ეტაპის ცვლილებების მიზეზის მითითებით. შემსყიდველი ვალდებულია განიხილოს წარმოდგენილი დოკუმენტები და მიაწოდოს მიმწოდებელს გეგმა-გრაფიკის ცვლილებაზე თანხმობა ან დასაბუთებული უარი.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობა დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველის მოთხოვნის საფუძველზე, პრეტენდენტი ვალდებულია, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების მიზნით, წარმოადგინოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნა (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი) რომელიც დაადასტურებს პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას, როგორც მის მიერ დაფიქსირებულ წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებაში (ექსპერტიზის ხარჯებს ანაზღაურებს პრეტენდენტი). ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი შედგენილი და გაცემული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის N439 დადგენილებით დამტკიცებული "სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდის" მოთხოვნების შესაბამისად.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში
7.1.1 წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობა და პირობები
7.1.1.1 საავანსო ანგარიშწორება დაიშვება, იმ შემთხვევაში თუ ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამხორციელების/შესრულების ვადა გადაიწევს 2027 წლისთვის, რომელიც ანაზღაურდება 2026 წლის საკუთარი შემოსავლებიდან, აღნიშნულ შემთხვევაში საავანსო ანგარიშწორების ოდენობა შეადგენს, დარჩენილი სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ღირებულების - 100%. 7.1.1.2 საავანსო ანგარიშწორების გამოყენების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია მოთხოვნიდან - 10 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს შემსყიდველს წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის საავანსო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 3 (სამი) თვით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების შესრულების საბოლოო ვადას. საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოში მოქმედი საბანკო დაწესებულების ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან. თეთრ სიაში რეგისტრირებული პრეტენდენტისთვის საბანკო გარანტიის ოდენობა ნახევრდება. შემსყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს წინასწარი ანგარიშსწორება მიმწოდებლის მიერ საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში; 7.1.1.3 იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ვერ უზრუნველყოფს წინასწარ გადახდილი თანხის შესაბამისი ღირებულების შესყიდვის ობიექტის მოწოდებას, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმართოს გარანტიის გამცემ ორგანოს საავანსო საბანკო გარანტიით გათვალისწინებული შესაბამისი თანხის დაბრუნების მოთხოვნით.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები 7.2.1 ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ეროვნულ ვალუტაში - ლარში; 7.2.2 მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების, როგორც ეტაპობრივი, ისე საბოლოო შესრულება, დასტურდება მხარეთა შორის შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების გზით. ეტაპობრივი და შემაჯამებელი/საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისათვის მიმწოდებელი ვალდებულია წარუდგინოს შემსყიდველს შესაბამისი სამუშაოს შესრულების დასადასტურებლად საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია - ფორმა N2 და სსიპ "ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული აკრედიტაციის მქონე პირის მიერ მომზადებული საექსპერტო დასკვნა; 7.2.3 ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მიხედვით, შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში. შემსყიდველი მიმწოდებელს გადაუხდის მიღებული სამუშაოს ღირებულებასა და მიმწოდებლისთვის წინასწარ გადახდილ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხებს შორის სხვაობას;
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
7.3.1 ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მიხედვით, ანგარიშსწორებისთვის აუცილებელი დოკუმენტების სრულყოფილად გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში. 7.3.2 სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. 7.3.3 ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშწორებით ლარებში; 7.3.4 შემსყიდველი ანგარიშსწორებას განახორციელებს 2026 წლების საკუთარი შემოსავლებით.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ნანა ზურიაშვილი, 595717116, nzuriashvili@nbe.gov.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები 10.1.1 იმ შემთხვევაში თუ სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებული არის „მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობით. 10.1.2 დისკვალიფიკაციას დაექვემდებარება პრეტენდენტი, თუ სატენდერო დოკუმენტაციის დაზუსტებისას, ასევე, ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული, საბოლოო ფასის შესაბამისად დაზუსტებული ფასების ცხრილში, განახორციელებს თავდაპირველად შემოთავაზებული საქონლის მწარმოებელი კომპანიისა და მოდელის შეცვლას. 10.1.3 პრეტენდენტი ვალდებულია საქონლის ერთეულის ფას(ებ)ი დააფიქსიროს (დაამრგვალოს) მეასედის სიზუსტით. 10.1.4 პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის. 10.1.5 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება, სატენდერო წინადადების შესაბამისად; 10.1.6 „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ,,დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ არის წარდგენილი ან მასში არ არის მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის შესახებ, ასევე არ არის წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს”. 10.1.7 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. დოკუმენტაციასთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტისას, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს შემსყიდველი ორგანიზაცია. 10.1.8 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, ელექტრონულ სისტემაში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სავალდებულოა დამოწმებული/დადასტურებული იყოს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით (ამასთანავე, ხელმოწერა უნდა განხორციელდეს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა)), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით მოთხოვნილი დანართი N1 (ხარჯთაღრიცხვა) და სატენდერო დოკუმენტაციის 2.5.1 პუნქტით მოთხოვნილი დანართი N2 (გეგმა-გრაფიკი) და 2.2.1 პუნქტით მოთხოვნილი დანართი N3 (ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილება) პრეტენდენტის მიერ სისტემაში წარმოდგენილი იქნება „MS Excel“-ის ფორმატში. 10.1.9 სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. 10.1.10 სატენდერო წინადადების წარდგენა გულისხმობს, რომ პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო პირობებს. 10.1.11 პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება. 10.1.12 სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახულ უნდა იყოს ყველა ხარჯის გათვალისწინებით, როგორიცაა: ტრანსპორტირების ხარჯები და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადები, თუ მოსაკრებლები (მათ შორის - დღგ). 10.1.13 სატენდერო წინადადების საერთო და თითოეული ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარი. 10.1.14 სატენდერო დოკუმენტაცია, მოთხოვნილი სამუშაოების შესრულებას ქვეკონტრაქტორის საშუალებით არ ითვალისწინებს, პრეტენდენტი უშუალოდ უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 10.1.15 პრეტენდენტმა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ხარჯთაღრიცხვების წარმოდგენისას უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N55 დადგენილების შესაბამისად. 10.1.16 მიმწოდებლის მიერ, სამშენებლო სამუშაოები შესრულებულ უნდა იქნას „მშენებლობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის N62 დადგენილების შესაბამისად. 10.1.17 მიმწოდებელმა ობიექტზე უნდა დაიცვას/გააკონტროლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხოების ზომები ("მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 მაისის N361 დადგენილება); 10.1.18 ხარჯთაღრიცხვაში მოცემული 5%-გაუთვალისწინებელი ხარჯების საპროცენტო განაკვეთი უნდა დარჩეს უცვლელად. 10.1.19 პრეტენდენტის მიერ სისტემაში სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტებია: დანართი N1 (ხარჯთაღრიცხვა) სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტის შესაბამისად; დანართი N2 (შესრულებულ სამუშაოებზე საგარანტიო ვადები და პირობები) 1.6 პუნქტის შესაბამისად; დანართი N3 (კალენდარული გეგმა-გრაფიკი) სატენდერო დოკუმენტაციის 2.5.1 პუნქტის შესაბამისად; დანართი N4 (ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილება) სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის შესაბამისად; დანართი N5 (რეკვიზიტები) იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს ერთიან ელექტრონულ სისტემაში მითითებული არ აქვს ინფორმაცია რეკვიზიტების შესახებ; პრეტენდენტის გამოცდილებასთან დაკავშირებული მოთხოვნები სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.3 ქვეპუნქტის შესაბამისად, დამკვეთი ორგანიზაციის მიერ გაცემული მინიმუმ 3 (სამი) დადებითი რეკომენდაცია, ანალოგიური სამუშაოების, კერძოდ, შენობების მშენებლობის ან/და სარემონტო სამუშაოების შესახებ.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი
The same thing, bought before
NAT260012042
10.06.2026
not held
same category · 92% title match · same buyer
სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“, ქ. ქუთაისში საოფისე და სასაწყობე შენობების სარემონტო…
NAT260013295
29.06.2026
contract signed
same category · 92% title match · same buyer
სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“, ქ. ქუთაისში საოფისე და სასაწყობე შენობების სარემონტო…
აღსრულების ეროვნული ბიურო
45400000შენობის დასრულების სამუშაოები
→ შპს კარიბჭე-2015
1 bidder
52,109 ₾
NAT260012043
10.06.2026
contract signed
same category · 89% title match · same buyer
სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“, ქ. ზუგდიდის საოფისე და სასაწყობე შენობების სარემონტო…
აღსრულების ეროვნული ბიურო
45400000შენობის დასრულების სამუშაოები
→ შპს კარიბჭე-2015
2 bidders
41,158 ₾
NAT260009826
13.05.2026
not held
same category · 76% title match · same buyer · similar size
სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“, ქ. წნორის საოფისე შენობის, ქ. თელავის საოფისე და სას…
NAT260010977
27.05.2026
not held
same category · 76% title match · same buyer · similar size
სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“, ქ. წნორის საოფისე შენობის, ქ. თელავის საოფისე და სას…
Ranked by CPV category first, then by what the tender is called, what it costs and who is buying — one category holds laptops and printers alike, so the wording separates them.
Same buyer, same category — have they bought this before?
NAT260015018
21.07.2026
not held
სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ ადმინისტრაციულ შენობასთან არსებული სასაწყობე ფართის, …
0 bidders
563,668 ₾
NAT260013295
29.06.2026
contract signed
სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“, ქ. ქუთაისში საოფისე და სასაწყობე შენობების სარემონტო…
→ შპს კარიბჭე-2015
1 bidder
52,109 ₾
NAT260013297
29.06.2026
not held
სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ ადმინისტრაციულ შენობასთან არსებული სასაწყობე ფართის, …
0 bidders
563,668 ₾
NAT260012042
10.06.2026
not held
სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“, ქ. ქუთაისში საოფისე და სასაწყობე შენობების სარემონტო…
0 bidders
52,109 ₾
NAT260012043
10.06.2026
contract signed
სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“, ქ. ზუგდიდის საოფისე და სასაწყობე შენობების სარემონტო…
→ შპს კარიბჭე-2015
2 bidders
41,158 ₾
This buyer usually awards to
across all categories
| შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული … | 3× |
| შპს Made To Make | 3× |
| კოლორპაკი | 2× |
| შპს იზი გრუპი | 2× |
| შპს ეფემჯი სოფტ | 2× |